"აფხაზურ მხარეს ჟენევაში პასპორტების საკითხზეც მოუწევს პასუხის გაცემა"

მთავარი თემა

"აფხაზურ მხარეს ჟენევაში პასპორტების საკითხზეც მოუწევს პასუხის გაცემა"

16 დეკ. 2013, 12:38:20

რაზე აპირებს ქართული მხარე ჟენევაში საუბარს, დააყენებს თუ არა გალელი მოსახლეობისთვის პასპორტების ჩამორთმევისა და ქართული სოფლებისთვის სახელების გადარქმევის საკითხებს, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ უწყების ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია გვესაუბრება.

_ საქართველოს დელეგაცია ორი ჯგუფით იქნება წარმოდგენილი ჟენევის მოლაპარაკებებზე. ერთს ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი, მეორეს რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს, ქეთი ციხელაშვილი. ასევე წამოვა რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის მოადგილე.

ჟენევის მოლაპარაკების დროს ვისაუბრებთ არსებულ მდომარეობაზე, სასაზღვრო ზოლთან შექმნილ სიტუაციაზე. მოლაპარაკებები გაიმართება ჰუმანიტარულ, თუ უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ ვაპირებთ დავაყენოთ პასპორტების საკითხიც. ეს პრობლემები ადრეც იყო მაგრამ ახლა ძალიან გამწვავდა. დაახლოებით 2000 კაცს ჩამოართვეს პასპორტი. ედავებიან რომ ყალბია მათი საბუთები.

_ თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, ეს პასპორტები ნამდვილად ყალბია, თუ არა? ვის მიერ არის გაცემული?

_ მათ მიერვე არის გაცემული ეს პასპორტები და ჩემთვის გაუგებარია, საიდან მოვიდა ეს ყალბი საბუთები. ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს. ვისაუბრებთ იმაზე, რამდენად კანონიერი და სამართლიანია ამ ხალხის, პრაქტიკულად, ჩაკეტილ სივრცეში გამოკეტვა. ფაქტობრივად, ვერ იმოძრავებენ ვერსად თავისი ოჯახების გარეთ. სამუშაოზე, ბანკში მისვლაზე ხომ საუბარი ზედმეტია. კაცი განწირულია იმისთვის რომ ოთხკედელშუა იყოს გამოკეტილი. ეს თავად აფხაზებსაც არ აწყობთ და ერთმანეთშიც აქვთ სერიოზული უთანხმოება. პოლიტიკოსთა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ გალელებს არ უნდა ჰქონდეთ ამ პასპორტებით არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მათ უკვე წინასწარ იციან არჩევნებში ვის მისცემენ გალელები ხმას. ამიტომ უზღდავენ ამ უფლებას.

ეს ხალხი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მატარებელია. შეიძლება, არ ჰქონდეთ ამ პიროვნებებს სტატუსი მინიჭებული, მაგრამ ისინი არიან ამ კონფლიქტის მოგვარების სუბიექტები ნებსით, თუ უნებლიეთ. აფხაზეთში, ალბათ, არ აქვთ გათავისებული, რომ ამ ხალხის ასე შევიწროებით კარგავენ მათ კეთილგანწყობას, მშრომელ ხალხს, ელექტორატს. თუ მათ მიზანს წარმოადგენს ამ ხალხის გამოძევება, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ეს საკმაოდ ძნელი ასახსნელი იქნება მათი მხრიდან. უნდათ, თუ არ უნდათ, მათ მოუწევთ ამაზე პასუხის გაცემა. მე იმედი მაქვს, აფხაზების ის ნაწილი, ვინც ხვალინდელ დღისკენ იხედება, სწორ გადაწვეტილებებს მიიღებს.

_ რაც შეეხება გალის სოფლებისთვის სახელების გადარქმევას, რა შეფასებას მისცემდით ამ ფაქტს?

_ აფხაზები ამბობენ, რომ ტოპონიმიკის გამოცვლით ისტორიული სამართლიანობა აღადგინეს. მინდა დაგარწმუნოთ, როგორც ერთმა ადამიანმა, რომელმაც კარგად იცის თავისი კუთხის ისტორია, არასდროს არ ყოფილა ოტობაია ბგოურა, ფიჩორი - ბჩარა, ჭუბურხინჯი -ხიაცხა და ნაბაკევი - ბატაიგუარა. ადრეც იყო ასეთი შემთხვევა, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ გალში, ჭუბურხინჯში, გაიღვიძეს და უცებ აღმოჩნდნენ სხვა სახელწოდებების სოფლებში! ეს ხომ ნონსენსია! ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!

_ მოსახლეობას არ შეეკითხნენ, ანუ თვითნებურად მიიღეს ტოპონიმიკის შეცვლის გადაწვეტილება?

_ აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო ამის შესახებ დადგენილება, ჯერ ჯერობით გალის ტერიტორიაზე. თუმცა ეს თემა ძველია, ჯერ კიდევ 90-იან წლებში იყო ამაზე საუბარი. მაშინ მოხერხდა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით იმის დამტკიცება, რომ ამას არავითარი ისტორიული საფუძველი არ აქვს.

_ თვითონ რით ხსნიან ამ გადაწვეტილებას?

_ ისტორიული სამართლიანობით, თუმცა ამ ფაქტს ისტორიულ სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს გზა მათ დამოუკიდებლობას არ განამტკიცებს. ამ თემაზე ვაპირებ საუბარს მე ჟენევაში. მინდა მოვისმინო მათი განმარტებები. წინასწარ ვიცი, რას გვეტყვიან, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და როგორც უნდა ისე გადაწვეტს თავის საკითხებს. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამით ისინი უარს ამბობენ გალის მოსახლეობის ინტეგრაციაზე და ამით პრობლემას იქმნიან თვითონ.

საუბარი შეეხება ასევე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ისე გააკეთეს, რომ სამართლებრივად შეუნარჩუნეს საკუთრება დევნილებს. რა თქმა უნდა, ბევრი ქართველის სახლში ცხოვრობენ აფხაზები. საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, დევნილებს, რომლებმაც იძულებით დატოვეს ტერიტორია, უნარჩუნდებათ საკუთრების უფლება.

_ დევნილების დაბრუნების საკითხი დაისმება ჟენევის მოლაპარაკებების დროს?

_ ამაზე, რა თქმა უნდა, სულ არის საუბარი. მეტ-ნაკლები სიმწვავით განიხილება ეს საკითხი. ამ ეტაპზე ადამიანის უფლებები, პასპორტების და კრიმინოგენული მდგომარეობის საკითხები იქნება დღის წესრიგში. მინდა დავამატო ასევე, რომ ჩვენი საუბრის თემა იქნება კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, რომელსაც ქართული მხარე დააყენებს.

_ რაც შეეხება თქვენს უწყებაში რეორგანიზაციას. თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას რა მოტივით ხსნით?

_ მე როცა მოვედი, მაშინვე განვაცხადე, რომ უწყებაში არ იქნება ტოტალური დათხოვნა, მაგრამ სტრუქტურების ოპტიმიზაცია მოხდება და ის დაექვემდებარება იმ მოთხოვნებს, რაც დგას აფხაზეთის მთავრობის წინაშე. აქ აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარადნილი სამინისტროები იყო. ზემო აფხაზეთის საკითხებში სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა უზარმაზარი ორი სამინისტრო, რომელიც ერთ საქმეს აკეთებდა. მე არ მახსენდება ამ ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მიერ წამოწყებული პროექტი, რომელიც დევნილთა დასაქმებით დასრულებულიყო, ან ზეგავლენა მოეხდინა დევნილთა კეთილდღეობაზე. იყო ასევე განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტრო, უზარმაზარი შტატებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვუფრთხილდებით თითოეული დევნილის სამუშაო ადგილს. კარგი პროექტი აქვს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს, რომელიც დამატებით კიდევ 1000 სამუშაო ადგილს შექმნის დევნილებისთვის. არსებობს ასევე კერძო პროექტები და არაფრით არ დაზარალდება ეს ხალხი. ჯერ მათი გათავისუფლების გადაწვეტილება არ არის მიღებული. ყველა მუშაობს თავის ადგილზე. იანვარ-თებერვალი მათ არაფერი ემუქრებათ. ის ვინც დაინიშნება, იქნება დროებით და კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. საკონკურსო კომისიაში არასათავრობო ორგანიზაციებიც შევლენ და ის იქნება გამჭვირვალე. დროებით დანიშნულთა სიაში ვინც ვერ ხვდება, მათ აქვს უფლება, ორ თვეში კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

ჩემმა წინამორბედებმა მოახერხეს თავიანთი უახლოესი ნათესავების სამსახურში მოწყობა. მათი საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, მაგრამ სხვასაც მივცეთ საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. განსაკუთრებით მოტივირებული ახალგაზრდები გვყავს და მათაც უნდა მივცეთ შანსი. არ ვლაპარაკობ, რომ არ უნდა იყოს ვინმეს ნათესავი სამსახურში მოწყობილი, არამედ, სხვებთან ერთად მათაც მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. აქ ლაპარაკია 15-20 კაციან ჯგუფზე მთლიანობაში. ვინც უკვე მუშაობს, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ გამოცდილი და პროფესიონალები არიან და მათ არაფერი არ დაუდგებათ წინ. ამ ორი თვის განმავლობაში კი მიეცემათ ის ანაზღაურება, რაც ჰქონდათ აქამდე.




 ახალი ამბები
  • დატბორილი ეზოები და ცენტრალური ქუჩები - უხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნაუხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნა. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის"ჟურნალისტი იუწყება,  დატბორილია  ცენტრალური ქუჩები  და  ეზოები. ასევე, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია,რის გამოც მათ საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანათ. დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.  ,,სამი დღის წინ იგივე სიტუაცია იყოო, მოვიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და დაგვეხმარა  წყლის ამოტუმბვაში, მაგრამ ბოლობდე მაინც ვერ ამოტუმბეს. ამის გამო ჩვენი სახსრებით გუშინ ვიქირავეთ მუშები დასახმარებლად. დღესაც  შემოვიდა წყალი.  სახლში ყველაფერი გაგვიფუჭდა და დაგვიზიანდა. ყოველი ძლიერი  წვიმის დროს ასეთი მდგომარეობაა, როდემდე უნდა გაგრძელდეს არ ვიცით. მერიიდან იყვნენ და დახმარებას დაგვპირდნენ.  სამი დღის წინ  უხვი ნალექი რომ მოვიდა  ელქტროენერგია გაითიშა, შესაბამისად  სატუმბი სადგურები არ მუშაობდა და დატბორვის მიზეზი ეს იყო, მაგრამ ამჯერად ელექტროენერგია არ გათიშულა და რა გახდა მიზეზი, არ ვიცი ,“- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ნანული ძიგოევმა. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ,  ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. მათივე ინფორმაციით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ... ...
  • 6 თვეში გამოვლენილი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების უმეტესობა აჭარასა და გურიაში ფიქსირდებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 4121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება - დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს. 6 თვის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 126 ფაქტია გამოვლენილი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1047 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 824 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 813, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 376, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 340, ქვემო ქართლში - 239, სამცხე-ჯავახეთში - 218 ფაქტი. შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში 248 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 10 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ... ...
  • ბათუმის ბულვარში 2 მამაკაცი დაჭრესბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაჭრილები კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანეს. მათ დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული. მედიკოსების თქმით, ერთს აღენიშნებოდა ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში. მეორეს ჭრილობები ჰქონდა მარცხენა იდაყვისა და მარჯვენა ბარძაყის არეში. ორივე პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას ... ...
  • "თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი"- ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვახარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ნიკოლოზ თოფურიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა: „ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით. დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება. მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს. მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ ... ...
  • პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...