რიტუალები საზმაუში და სპექტაკლი, რომელიც უნდა გათამაშდეს

მთავარი თემა

რიტუალები საზმაუში და სპექტაკლი, რომელიც უნდა გათამაშდეს

2013 დეკ 17 17:30:08

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა 11 დეკემბერს დაამტკიცა. კომისია მეურვეების კანდიდატთა წინასწარ, პირველად შერჩევას განახორციელებს და პარლამენტს 27 კანდიდატს შესთავაზებს. თითოეულ კანდიდატზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. კონკურსში მონაწილეობისთვის მეურვეობის მსურველთა განცხადების მიღება კი 12 დეკემბერს დასრულდა და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების განხილვა საკონკურსო კომისიამ უკვე დაიწყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მსურველთა სია 68 კანდიდატისგან შედგება. კომისიამ თავდაპირველად ის კანდიდატები უნდა შეარჩიოს, რომლებთანაც გასაუბრება ჩატარდება. მეორე ეტაპის შემდეგ კი, 27-კაციანი სია შეადგება, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეცემა.

მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამეურვეო საბჭო 9 წევრისგან დაკომპლექტდება, საიდანაც ორს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აირჩევს.

სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრვლესობაში მიიჩნევენ, რომ პარლამენტში, პირველ რიგში კი პარლამენტის თავმჯდომარესთან აუცილებლად დაისმევა საკითხი, კანონსა და დადგენილებებში გამოიძებნოს გზა და ვადა, თუნდაც ერთი კვირით მაინც იყოს გახანგრძლივებული, რათა საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მაქსიმალური გაკეთდეს.

განცხადებების მიღების ვადის გახანგრძლივებას ემხრობა ექსერტი კახი კახიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ "საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე, იმ მიზნით, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები, პარლამენტმა განაცხადების მიღების ვადა უნდა გაახანგრძლივოს".

თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვს გაზეთ "რეზონანსის" მთავარ რედაქტორ ლაშა ტუღუშს, რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მაუწყებლის მეურვეობის მსურველთა განცხადებების მიღების ვადის გახანგრძლივება დისკრიმინაციული იქნება და სამართლიანობის პრინციპს დაარღვევს.

"პროცედურები, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, კანონის შესაბამისია. პარლამენტი იყო ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იმისა, რომ დაჩქარებულიყო პროცედურები. პროცესი იყო ღია. შეიქმნა კომისია, რომელიც საკმაოდ გამოცდილი, კარგი რეპუტაციის ადამიანებით არის დაკომპლექტებული", _ განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, განაცხადების მიღების ვადა საკმარისი იყო და 17 დღის განმავლობაში ადამიანებს შეეძლოთ გამოეხატათ სურვილი, დაეწერათ კონცეფცია.

"კონკურსში მონაწილეთა კონცეფციები უკვე გამოქვეყნდა. იმიტომ გამოქვეყნდა ერთ დღეს ყველა პროგრამა და კონცეფცია, რომ დისკრიმინაციული არ ყოფილიყო, რომ არ ენაახათ ერთმანეთის კონცეფიცია, ეს ხომ კონკურენტული ვითარებაა. ახლა რომ გაგრძელდეს განცხადებების მიღების ვადა, გამოდის, რომ ვიღაცას, ახალს ექნება უპირატესობა, თავისთავად ეს არ იქნება სწორი. დაანგრევს მთელ პროცესს. მესმის დეპუტატებისაც, რომელთაც უნდათ, რომ კიდევ ვიღაცეები შეიყვანონ ამ კანდიდატთა სიაში, მაგრამ ჩემი აზრით, დაგვიანებულია. თუ პარლამენტი მიიღებს გაგრძელების გადაწყვეტილებას, გამოდის რომ დისკრიმინაციული იქნება და სამართლიანობის პრინციპი იქნება დარღვული", _ აღნიშნავს ტუღუში.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია კი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი და როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, ყველაფერი ეს მხოლოდ რიტუალია.

"თუ გავითვალისწინებთ კომისიის შემადგენლობას, იმას რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ თავიანთი კანდიდატურის გაყვანას, იმას, რომ საზმაუს სამეურვეო საბჭო დღემდე პოლიტიკური შეთანხმების საგნად რჩება, მიმაჩნია, რომ ეს პროცესი რიტუალური დანიშნულებისაა და სკეპტიკურად ვარ განწყობილი

"ვფიქრობ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციები არ შესრულდება მიუხედავად იმისა, რომ ახალი სამეურვეო საბჭო იქნება არჩეული და არ გამოვრიცხავ  ახალი სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის არჩევის შემთხვევაშიც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ იგივე მოძრაობები - კრიტიკისა და პროტესტის გამოხატვა საზმაუს მიმართ, დაიწყოს", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას გამზარდია და დასძენს, რომ თუ კონკურსის ვადები გაგრძელდება, ამით შეეცდებიან დაგვანახონ, როგორ ცდილობენ ინტერესების გათვალისწინებას, მაგრამ მეორეს მხრივ ესეც რიტუალური და ფორალური იქნება.

"კონკურსის ვადების გაგრძელებას, ისევე როგორც ზოგადად ამ კონკურსს, არანაირი ფუნქცია არ ექნება. საერთო ჯამში ეს იქნება სპექტაკლი, რომელიც უნდა გათამაშდეს, რადგან ესეც გარკვეული ვაკანსიაა, მნიშვნელოვანი ვაკანსია, რომელთან დაკავშირებითაც არაერთ ფარსს შევსწრებივართ", _ ამბობს გამზარდია.

სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემები გლობალურია.

"საზოგდოებრივი მაუწყებელი ხელსაწყოს ფუნქციას ატარებს, რომელიც არა საზოგადოებაზე, არამედ გარკვეულ გავლენათა სფეროებზეა ორიენტირებული. პროცესი რომ პოზიტივისკენ წავიდეს, ის პოლიტიკური გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს. თუ გავითვალისწინებთ შექმნილ კომისიებს, იმას რომ პარლამენტში გარკვეულმა პირებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ვიცით, რომ იქ პროფესიულ სტანდარტებზე ნაკლები იქნება დამოკიდებული, სანამ ასეთი მიდგომა არ მოგვარდება და ასეთი ადმიანების ზემოქმედებისგან არ გათავისუფლებდა, საზმაუს პერსპექტივებზე საუბარი ძნელია", _ უთხრა "გურია ნიუსს" გამზარდიამ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...