მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებში ვეღარ მოხვდა

მთავარი თემა

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებში ვეღარ მოხვდა

2013 დეკ 19 13:34:52

თეა წულუკიანი ამბობს, რომ მისმა უწყებამ თავისი ფუნქცია შეასრულა, კანონპრექტი დაწერა და მთავრობას წარუდგინა, დანარჩენი კი უკვე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადასაწყვეტია.

"იუსტიციის სამინისტრომ ძალიან ბევრი თვის რთული მუშაობის შედეგად შეიმუშავა ის კანონპროექტი, რომელიც ეხება ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას, ეს კანონპროექტი როგორც გითხრით, არის მზად და ამით იუსტიციის სამინისტროს სამუშაო არის დასრულებული, თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ მთავრობის სხვა წევრებთან კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრის მეთაურობით. მასთან მქონდა რამოდენიმეჯერ მსჯელობა, ყველას ძალიან შესტკივა გული იმაზე, რომ ეს პრობლემა უფრო მალე ვერ მოგვარდა, ყველას უკლებრივ მინისტრთა კაბინეტში. ამაზე გაგრძელდება მუშაობა. ამ ეტაპზე კანონპროექტი ჩვენი მხიდან არის ბოლომდე მზად. ერთადერთი, რაც არის გასათვლელი და დასათვლელი და ამაზე მეც სხვებთან ერთად ვიმუშავებ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ფინანსური კუთხით ამ კომისიის შექმნას. მესმის, რომ ლოდინი რთულია. ამიტომაც, ჩვენ მომავალი წლიდან ვიმუშავებთ უვადო პატიმრობის თემაზე იმისთვის, რომ მათ შვება მიეცეთ, რათა უვადო პატიმრობა არ იყოს ნამდვილი უვადო პატიმრობა, რადგან ამას ევროკონვენცია კრძალავს," _ განაცხადა მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციით, რაც გუშინ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმაც დაადასტურა, ხარვეზების დაამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით ათასამდე პატიმარი შიმშილობს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ასეთი საკითხები ულტიმატუმებით არ გვარდება.

"ამ 909 პატიმარს და სხვა ყველა იმ პატიმარს, რომლებიც სასჯელს იხდიან ჩვენს ციხეებში, ელოდებიან ოჯახებში და მათ ელოდება სახელმწიფო, რომ ისინი გამოვიდნენ და ჩაებან ქვეყნის განვითარებისა და მშენებლობის საქმეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მათ ვუსურვებ მალე დაეტოვებინოთ პენიტენციალური სისტემა და გამხდარიყვნენ ამ ქვეყნის თავისუფალი მშენებლები. ამასთან ერთად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საკანონმდელო პროცესი თუ როგორ უნდა შეიცვალოს კოდექსი, მოდით მივანდოთ პარლამენტს და დეპუტატებს. ეს პროცესი არ ხორციელდება ულტიმატუმის სახით, არამედ ხორციელდება საკანონმდებლო ორგანოში".

როგორც იუსტიციის მინისტრის კომენტარიდან ირკვევა, ხარვეების დამდგენი კომისიის შექმნა შორეული პერსპექტივაა. იქამდე კი მთავრობა ეცდება პატიმართა გარკვეულ კატეგორიას მდგომარეობა შეუმსუბუქოს და ამით ციხეებში არსებული დაძაბული ვითარება ნაწილობრივ მაინც განმუხტოს. მომავალი წლიდან უვადო პატიმრობამისჯილებს სასჯელი ვადიანი პატიმრობით შეეცვლებათ, რაც როგორც თეა წულუკიანი ამბობს ევროკონვენციის მოთხოვნაცაა.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...