ამოცანა: რამდენ კილომეტრ ტუალეტის ქაღალდს მოიხმარენ სამინისტროები

gurianews.com

მთავარი თემა

ამოცანა: რამდენ კილომეტრ ტუალეტის ქაღალდს მოიხმარენ სამინისტროები

2013 დეკ 20 14:30:40

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ 2200 ცალი უმაღლესი ხარისხის თეთრი ქაღალდი (ექსტრა) უნდა იყოს ორ ფენა, "ფენები შეწებილ მდგომარეობაში, ქაღალდის რულონის სიგანე 20-21 სმ, სიგრძე არანაკლებ 130მ, წონა არანაკლებ 1.2კგ. ხელსახოცს დროებით სარგებლობაში უნდა მოყვებოდეს 51 ერთეული სენსორული დისპენსერი, რომელიც უნდა მუშაობდეს როგორც ელემენტებზე, ასევე ელექტროენერგიაზე". 

სამინისტრო ტუალეტის ხელსახოცების შეძენაში 14 190 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ტუალეტის ქაღალდების შესაძენად კი 9 900 ლარი აქვს გამოყოფილი. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტუალეტის ქაღალდი უნდა იყოს "უმაღლესი ხარისხის, თეთრი (ექსტრა), ორ ფენა, ფენები შეწებილ მდგომარეობაში, ყოველ 11-13 სმ პერფორირებული, ქაღალდის რულონის სიგანე 12.5-13.5 მმ, სიგრძე არანკლებ 21 მეტრი, წონა არანაკლებ 840გრ. ქაღალდს დროებით სარგებლობაში უნდა მოყვებოდეს 74 ერთეული სმარტკლასის მექანიკური დისპენსერი, რომლის შუა ნაწილიდან უნდა გამოვიდეს ქაღალდი."

ამავე დღეს გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერის მიხედვით, სამინისტრო 1600 ლარის ღირებულების 1000 ლიტრი თხევადი საპონის შეძენასაც აპირებს, რომელიც უნდა იყოს "(ექსტრა), 4 ან 5 ლიტრიან ქარხნული დაფასოებით და ხელის დამარბილებელი თვისებით. საპონს დროებით სარგებლობაში უნდა მოყვებოდეს 51 ერთეული მექანიკური დისპენსერი, მოცულობა 250-350 გრ."

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შპს "ვიდიჯი გრუპთან" დადებული ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს 3 029 ლარის ღირებულების ტუალეტის ქაღალდები და ხელსახოცები აქვს შეძენილი.

იმის გასარკვევად თუ რაში სჭირდება ამდენი ტუალეტის ქაღალდი ფინანსთა სამინისტროს, პრესსამსახურში დავრეკეთ. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, იმ მიზეზით, რომ ტენდერებთან დაკავშირებით პასუხის გაცემა არ შეეძლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან, ეკა ყაველაშვილთან გადაგვამისამართა.

_ საიდან გაქვთ ეს ინფორმაციები? _ გვკითხა ყაველაშვილმა.

_ შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული დოკუმენტაციებიდან...

_ არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ.

_ ის მაინც გვითხარით რამდენი ტუალეტია ფინანსთა სამინისტროში ამდენი ქაღალდი და ხელსახოცი რომ გჭირდებათ? _ ყაველაშვილმა შესყიდვების სამსახურში დეტალების გასარკვევად დრო ითხოვა.

მოგვიანებით კი გვითხრა, რომ ტენდერი 2014 წლისთვის გამოცხადდა:

_ რაც გავარკვიე ისაა, რომ ეგ 2014 წლის ტენდერია. ფინანსთა სამინისტროში კი 71 ტუალეტია. კიდევ რაიმეს დაზუსტება თუ გნებავთ, წერილობით მოგვმართეთ, _ გვითხრა ყაველაშვილმა.

პირადი ჰიგიენის ნივთებზე 67 700 ლარის დახარჯვას აპირებს შინაგან საქმეთა სამინიტრო.

"ჰიგიენური ქაღალდი, სამფენიანი; ჰიგიენური ქაღალდი ერთფენიანი; ჰიგიენური ქაღალდი, დიდი, ორფენიანი; ჰიგიენური ქაღალდი, პატარა, ორფენიანი; “ზეთის“ ხელსახოცი, შეკვრაში 200ც.ხელსახოცი; ქაღალდის ხელსახოცი სამზარეულოს სველი წერტილებისთვის; ხელსაწმენდი ორფენიანი, სუფრის, ხელსახოცი ელ.მოწყობილობასათვის; სველი ხელსახოცი ანტიბაქტერიალური შეკვრაში; ხელსახოცი, სხვადასხვა არომატით;.სველი ხელსახოცი ანტიბაქტერიული, სამგზავრო, შეკვრაში, " _ ასეთი მოთხოვნები აქვთ ძალოვან უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ სამინისტროს სხვადასხვა უწყებაში 40 000 თანამშრომელია:

_ ხელსახოცები სხვადასხვა არომატით, სველი, ანტიბაქტერიული ხელსახოცები სამგზავრო შეკვრაში, ჰიგიენური ხელსახოცების სხვადასხვა დასახელება... ეს ყველაფერი სჭირდება სამინისტროს და ამაში 67 000 ლარი უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან?

_ ეს ერთი წლის მარაგია. ელემენტარული, ჰიგიენური საშუალებებია, რომელიც რამდენიმე ათას ადამიანს სჭირდება. ჯარს, სხვადსხვა უწყებებს, _ დაგვიკონკრეტა გიორობიანმა.

12 670 ლარის დახარჯვას აპირებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ხელის საშრობი ქაღალდების (ლაზერი); ტუალეტის ქაღალდების (დიდი და პატარა) და თხევადი საპნების შესაძენად.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს 15 900 ლარის შესყიდვაზე აქვს ტენდერი გამოცხადებული.

"ხელის საშრობი ქაღალდი (ლაზერი) სიგრძე 190მ. სიგანე 25სმ. 800 ცალი; ტუალეტის ქაღალდი დიდი სიგრძე 150მ; სიგანე 10 სმ. ცალი 1300 ცალი; ტუალეტის ქაღალდი პატარა 3-ფენიანი, სიგანე 10-12 სმ. სიგრძე არანაკლებ 21 მ-ისა, 60 ცალი; თხევადი საპონი მაღალი ხარისხის, ანტიბაქტერიული ხელის დასაბანი თხევადი საპონი, არომატიზირებული, მექანიკური დისპენსერისთვის 5 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში 100 ცალი; ანტიბაქტერიული, ხელის სველი ხელსახოცი, შეფუთვაში არანაკლებ 12ცალი 500 შეკვრა." _ ეს მოთხოვნები აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს.

ჩვენ შევეცადეთ კომენტარები კულტურისა და ძეგთლა დაცვის სამინისტროდან, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგანაც მიგვეღო, თუმცა, პრესსამსახურების ხელმძღვანელებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.




 ახალი ამბები
  • გრიგოლ ვაშაძე: როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებულიროგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ჯგუფის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „პოსტკრიპტუმი“ განაცხადა. მისი თქმით, პირველად ის 18 წლისა დაქორწინდა და პირველი შვილისგან უკვე შვილიშვილიც ჰყავს. პრეზიდენტობის კანდიდატის შვილი, ნოდარ ვაშაძე ევროპაში ოჯახის ღვინის კომპანიის წარმომადგენელია. პოლიტიკოსის პირველი ცოლი ნატალია ალხიმოვა იყო.  ვაშაძის მეორე ცოლი თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია, რომელთანაც გრიგოლ ვაშაძეს ქალიშვილი ელენე ... ...
  • ხანძარი თბილისში მოსკოვის გამზირზეთბილისში, მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ქარხნის ტერიტორიაზე საბურავები, პენოპლასტი და ჯიხური დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო ჯგუფი. დამწვარია 130 კვ. მ.   ... ...
  • „თვალნათლივ გვაჩვენა ივანიშვილის გუნდის დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ“_ბოკერია„ამ ჩანაწერებმა, უბრალოდ, დაადასტურა კომისიის დასკვნაში მოცემული ფაქტები, რომ ხელს აფარებდნენ კონკრეტულ მკვლელობაში ეჭვმიტანილს და რომ ეს ყველაფერი ხდებოდა სუბელიანის გამო. ამას აკეთებდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, ყოფილი მთავარი პროკურორი და ა.შ. “,_აღნიშნული განცხადება დღეს გიგა ბოკერიამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ შესაწირში ჩაგდებული თანხის შესახებ ინფორმაცია ჩანაწერებიდან შეიტყო. ბოკერიას თქმით, ჩანაწერებმა ივანიშვილის გუნდის უპატივცემულო დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ უფრო თვალნათელი გახადა. „ჩანაწერებმა უფრო თვალნათლივ და უფრო დიდი მასშტაბით გვაჩვენა ცინიზმის და იმ სრული უპატივცემულობის საზოგადოების მიმართ და ახალგაზრდის სიცოცხლის და მართლმსაჯულების მიმართ და კანონის უზენაესობის მიმართ, რომელიც ახასიათებს ივანიშვილის გუნდს. კორუფცია, ნეპოტიზმი, ორგანიზებული დანაშაული და მაფიისთვის დამახასიათებელი მმართველობის ფორმა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 28 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ უარი ამ ყველაფერს“,_განაცხადა გიგა ბოკერიამ. ... ...
  • დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო (R)დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის და თერჯოლასა და სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი. „საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური). ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის. ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები. ანა მიქელაძის თქმით, საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 518 890 ამომრჩეველი. ... ...
  • „უნდა ვუთხრათ უარი იმ ჭაობს, რომელსაც ივანიშვილი გვთავაზობს“_ დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს შეხვდადღეს „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე თბილისში, სპორტის სასახლეში მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრაზე დასასწრებად პარტიის მხარდამჭერები საქართველოს ყველა რაიონიდან ჩამოვიდნენ. შეხვედრა საქართველოს ჰიმნის შესრულებით გაიხსნა და ვიდრე, პარტიის ლიდერები სიტყვით გამოსვლებს დაიწყებდნენ, მათ დავით ბაქრაძის შვილმა, კატომ ვიდეოთი მიმართა და მამას მხარდაჭერა გამოუცხადა, რადგან სასწავლებლად საზღვარგარეთ იმყოფება და დღეს, ოჯახის წევრების გვერდით ყოფნა არ შეეძლო. დავით ბაქრაძეს მხარდაჭერა ასევე ვიდეომიმართვით გამოუცხადა ლიტვის პირველმა პრეზიდენტმა, ვიტაუტას ლანდსბერგისმა. „როდესაც ჩვენ საქართველო და ლიტვა ვიყავით გამომწყვდეული საბჭოთა კავშირში, მახსოვს, როგორ მედგრად იბრძოდნენ ქართველები თავისუფლებისთვის. ხშირად ქართველები იყვნენ საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ გამართული ბრძოლის წინა ხაზზე, ზოგჯერ საქართველოს არც იღბალი ღალატობდა და ასე მოხდა „ვარდების რევოლუციის“ დროს. გუნდმა, რომელმაც განახორციელა გამბედავი  რეფორმები, საქართველო უნდა აქციოს ფუნქციურ ევროპულ სახელმწიფოდ. საქართველოს წარმატებისთვის ფუნდამენტურია მთავრობის არჩევნების გზით შეცვლის შესაძლებლობა და უნარი. საქართველოს მეგობრებს გვსურს ვიხილოთ საქართველო ჩვენს თავისუფალი და დემოკრატიული ერების ოჯახში. გვსურს საქართველო იყოს დაცული ნატოსა და ევროკავშირის ფარგლებში, რომ საქართველო იყოს მთლიანი და თავისუფალი, რადგან გადაუწყვეტელი საქართველო ზრდის რისკს მის ირგვლივ. ჩვენ ვიცნობთ, გუნდს, რომელსაც წარმოადგენს „ევროპული საქართველო“, ვიცნობთ დავით ბაქრაძეს, რომელსაც განსაკუთრებული რეპუტაცია აქვს საქართველოს მეგობრებში საზღვარგარეთ. საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც გულანთებულია და რომელსაც მყარი ხედვა და ცივი გონება აქვს. დავით ბაქრაძე სწორედ ასეთი ადამიანია“,_განაცხადა ლანდსბერგისმა. როგორც „ევროპული საქართველო“ აღნიშნავს, 28 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი, რომ ქვეყანამ შეძლოს გამოსვლა ჭაობიდან, რომელშიც, მათი თქმით, „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი  ფლავენ. „ხელისუფლება ცდილობს ხალხი დააჯეროს, რომ თუ არ იქნებიან ისინი იქნება რევოლუცია, შფოთი, რევანში. ეს არის პროპაგანდა და ეს არის ტყუილი“,_ განაცხადა გიგი უგულავამ აუდიტორიის წინაშე. როგორც სიტყვით გამოსვლისას საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მთავრობა, არაფერს აკეთებს საკუთარი ჯიბის, ნეპოტისტური და კორუფციული ინტერესის გარდა, რის შედეგადაც, საზოგადოება ხედავს შეუსრულებელ დაპირებებს,  დაპირებებს, ტყუილს, უიმედობას და უკუსვლას, გაზრდილ სიღარიბეს. ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოება, ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებით,  ბოლომდე გამოიწვია. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოქალაქეებს დაანახოს, რომ არჩევანის გაკეთება ცუდს და უარესს შორის უწევთ და ამ მიზნით ოპოზიციის ნაწილს იყენებს. „ქართული ოცნება დღეს ცდილობს გვაჩვენოს, რომ ქართველებს არ გვაქვს კარგი, მომავალზე ორიენტირებული არჩევანი და რომ ჩვენი არჩევანი არის ცუდს და უარესს შორის. ჩვენი არჩევანია იმ ჭაობს, უიმედობას და უპერსპექტივობას შორის, სადაც დღეს ვართ და არეულობას, შურისძიებას და წარსულის დაბრუნებას შორის.  ეს არის იარაღ,, რომელიც დღეს ხელისუფლებას აქვს. სამწუხაროა, რომ ამ მიზნით ხელისუფლება იყენებს ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის იმ ნაწილ, სადაც წლების განმავლობაში ჩვენც ვიყავით. საუბარი მაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“. წარსულის შეცდომების არ აღიარება, აგრესიული რიტორიკა, მკაფიო დაპირების არარსებობა, რომ მომავალში შურისძიება არ იქნება, არ იქნება რევანში და არეულობა - ეს ყველაფერი ეხმარება ხელისუფლებას, წარმოაჩინოს, რომ ქვეყანა დგას ორი ალტერნატივის წინაშე, ან იქნება სალომე ზურაბიშვილი და ჭაობი, ან იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და არეულობა და რევანში,“_განაცხადა ბაქრაძემ. მან ასევე  „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პატივი სცენ ერთმანეთის განსხვავებებს, ერთმანეთის განსხვავებულ წარსულს, პატივი სცენ და შეუნდონ ერთმანეთს წარსულში დაშვებული შეცდომები. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია, ხოლო 25 საპრეზიდენტო კანდიდატიდან პრეზიდენტობისთვის  დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი იბრძოლებენ.  როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, გიგა ბოკერიამ განაცხადა,  სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის საშიში და სამარცხვინო საპრეზიდენტო კანდიტატია, ხოლო გრიგოლ ვაშაძე,  რომელიც უპასუხისმგებლო პოპულიზმში ეჯიბრება მმართველ პარტიას საქართველოს არ სჭირდება. „საქართველოსთვის  საშიშია და არ სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და ეთნიკურ შუღლს აღვივებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, სამარცხვინო კანდიდატი ივანიშვილის მიერ შერჩეული. საქართველოს არ სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც უპასუხისმგებლო პოპულიზმში ეჯიბრება მმართველ პარტიას, როგორიც არის გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატი. საქართველოს ჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით და აქვს მკაფიო ხედვა და რწმენა მშვიდობიანი შეცვლისა ამ ჭაობიდან მშვიდობით გამოსვლისთვის. ასეთი კანდიდატი არის დავით ბაქრაძე.  28 ოქტომბერს, ჩვენ ყველამ უნდა ვუთხრათ უარი იმ ჭაობში ჩაფლულობას, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს ბოლო წლებია“_განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?