განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები სხვადასხვა მოთხოვნით შიმშილობენ

მთავარი თემა

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები სხვადასხვა მოთხოვნით შიმშილობენ

20 დეკ. 2013, 14:54:17

"თ. წ. #8 დაწესებულებაში საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით შიმშილობს და აცხადებს, რომ მისი განაჩენი უკანონოა. მსჯავრდებული სასჯელს უკვე მეორედ, 2013 წლის თებერვლიდან იხდის. 2012 წელს, პირველი სასჯელისგან გათავისუფლებიდან 6 დღეში მან ქალბატონი გააუპატიურა, რამდენიმე თვის შემდეგ კი 2013 წლის 30 იანვარს იმავე პიროვნების განზრახ მკვლელობა სცადა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 2013 წლის 18 აგვისტოს მას სასჯელად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დ. ა. ე.წ. აქტირებით გათავისუფლების მოთხოვნით #8 დაწესებულებაში შიმშილობს. მსჯავრდებული სასჯელს 2011 წლის 23 აპრილიდან, თურქეთის ორი მოქალაქის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის იხდის. მსჯავრდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის იანვრის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე, მას სასჯელი 4 წლით და 6 თვით შეუმცირდა და ახალ სასჯელად 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ი. დ. განაჩენის გადახედვას მოითხოვს. მსჯავრდებული სასჯელს უკვე მეორედ, #15 დაწესებულებაში იხდის. მსჯავრდებულმა შურისძიების მიზნით, განსაკუთრებით სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და ორი პირის განზრახ მკვლელობა სცადა. მათგან ერთ-ერთი დანაშაულის მომენტისთვის ორსულად იყო. დ. სასჯელს 2009 წლის 26 აპრილიდან იხდის. მას სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის იანვრის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე მას სასჯელი სამი წლით შეუმცირდა და ახალ სასჯელად 27 წელი განესაზღვრა.

დ. გ. სამედიცინო პერსონალს უნდობლობას უცხადებს და შიმშილობს. მსჯავრდებული სასჯელს ბენზინგასამართი სადგურის ჯგუფურად დაყაჩაღებისა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, მეპატრონის განზრახ მკვლელობისთვის 2002 წლის 25 თებერვლიდან იხდის. დავით გორდაძეს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2008 წლის 15 დეკემბერს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მობილური ტელეფონის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს. იმავე ფაქტისთვის მსჯავრდებული 2009 წლის 12 ოქტომბერსაც გასამართლდა და სასჯელად 13 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე, მას სასჯელი 6 წლით და 5 თვით შეუმცირდა და ახალ სასჯელად 7 წელი 5 თვე განესაზღვრა. ამჟამად გ. #19 დაწესებულებაში იმყოფება.

ჯ. გ. სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით შიმშილობს. სასჯელს ქურდობის მუხლით, განმეორებითი დანაშაულისთვის იხდის. 2011 წელს, ის მაღაზია „პოპულში“სხვადასხვა ნივთებსა და სასმელს ფარულად დაეუფლა. ამავე წელს მოქალაქეს მოჰპარა ხელჩანთა, რომელშიც მსხვილი თანხა და ოქროს ნივთები იყო. პირველი სასჯელისგან მძიმე და განუკურნებელი დაავადების გამო 2013 წლის 21 იანვარს გათავისუფლდა. 2013 წლის 4 ივნისს, ჯ.გ. კვლავ ფარულად დაეუფლა მოქალაქის ხელჩანთას და მას 350 ლარის ღირებულების ზარალი მიაყენა. მსჯავრდებული სასჯელს 2013 წლის 4 ივნისიდან იხდის, სასამართლომ მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით კი სამი წლით და სამი თვით პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

გ. ქ. #6 დაწესებულებაში სასჯელის გადავადების მოთხოვნით შიმშილობს. სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდის. 2009 წელს მსჯავრდებულმა მოქალაქეს დანის მუქარით გასტაცა მობილური ტელეფონი. 2010 წლის 10 თებერვალს სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიით, მას სასჯელი 2 წლით და 9 თვით შეუმცირდა და სასჯელის ვადად 8 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

დ. დ. საქმეების გადახედვას, შეკრებითობის მოხსნას და 223 პრიმა მუხლის გაუქმებას მოითხოვს. მსჯავრდებული სამჯერ ნასამართლევია. სასჯელს 2011 წლის 13 მაისიდან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის იხდის. დ-ს სასამართლომ 9 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებულს სასჯელი 6 წლით და 8 თვით შეუმცირდა და ახალ სასჯელად 3 წელი და 3 თვე განესაზღვრა. ამჟამად დაჩი დ.დ. #6 დაწესებულებაშია განთავსებული.

გ. ქ. #7 დაწესებულებაში საკნის ფანჯრების შემინვას და დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობის ფაქტებს აპროტესტებს. მსჯავრდებული ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტია. სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და დეზორგანიზების გამო იხდის. არ ემორჩილება და სისტემატურად არღვევს დაწესებულების რეჟიმს, რის გამოც დაკისრებული აქვს არაერთი დისციპლინური სასჯელი. წინა სასჯელი მკვლელობის მცდელობისთვის მოიხადა. მსჯავრდებული სასჯელს 1998 წლიდან იხდის. სასჯელაღსრულებაში ჩადენილი დანაშაულისთვის 2008 წლის 15 აპრილს სასამართლომ მას 3 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (სასჯელში გათვალისწინებული იქნა წინა სასჯელის მოუხდელი ნაწილი). იმავე ხასიათის დანაშაული მსჯავრდებულმა 2012 წლის 22 მარტსაც ჩაიდინა, რის გამოც სასჯელის ვადად 6 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ი. წ. #7 დაწესებულებაში, სხვა საკანში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. მსჯავრდებული ქურდული ტრადიციების მიმდევარია. სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის 1998 წლიდან იხდის. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, 2006 წელს ჩაიდინა ახალი დანაშაული - გაურკვეველ ვითარებაში შეიძინა მობილური ტელეფონი, რის გამოც სასამართლომ, წინა სასჯელის მოუხდელ ნაწილთან ერთად, სასჯელად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის ამნისტიის საფუძველზე მას 5 წლით და 8 თვით შეუმცირდა სასჯელი და ახალ სასჯელად 11 წელი და 4 თვე განესაზღვრა. მსჯავრდებული დაწესებულებაში კვლავ არღვევს დისციპლინას, რის გამოც მას არაერთი დისციპლინური სასჯელი დაუწესდა.

მ. გ. #7 დაწესებულებაში იმყოფება. აცხადებს, რომ სცემეს და დაწესებულების თანამშრომლების დასჯას ითხოვს. მსჯავრდებული სასჯელს მეორედ, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იხდის. მსჯავრდებულმა მოქალაქე, შელაპარაკების ნიადაგზე, გულმკერდის არეში დანით დაჭრა და სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. გ-ს 2013 წლის 21 ოქტომბერს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებული დისციპლინური წესით ერთხელ დაისაჯა. პირველი ვადა მან ყაჩაღობისთვის მოიხადა.

დ. ა. საქმის გადახედვას მოითხოვს. მსჯავრდებული სასჯელს ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ფულის გამოძალვის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის იხდის. 2007 წლის 6 მარტს მას სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებულს სასჯელი 12 წლით და 3 თვით შეუმცირდა და ახალ ვადად განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად განთავსებულია #7 დაწესებულებაში.

ზ. ბ. შეკრებითობის პრინციპის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით შიმშილობს და განაჩენის გადახედვას მოითხოვს. მსჯავრდებული სასჯელს ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის იხდის. 2011 წლის 6 ივლისს მას 24 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე მას სასჯელი 10 წლითა და 7 თვით შეუმცირდა და ახალ ვადად 14 წელი და 3 თვე განესაზღვრა. მსჯავრდებული ამჟამად #7 დაწესებულებაში იმყოფება.

ლ. ო. აცხადებს რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. მსჯავრდებული სასჯელს 2005 წლის 10 ოქტომბრიდან განზრახ მკვლელობისთვის იხდის. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მან მსხვერპლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ლ.ო. ქურდული ტრადიციების მიმდევარია. სასამართლომ მას სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე ო-ს სასჯელი 3 წლით შეუმცირდა და ახალ ვადად 9 წელი განესაზღვრა. მსჯავრდებული ამჟამად # 7 დაწესებულებაში იმყოფება.

გ. გ. საქმის გადასინჯვის მოთხოვნით შიმშილობს. მსჯავრდებული სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბებისთვის იხდის. გ.გ. მის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფთან ერთად მონაწილეობას იღებდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში. მსჯავრდებული სასჯელს 2008 წლის 15 მაისიდან იხდის. სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე სასჯელი 2 წლით და 6 თვით შეუმცირდა და ახალ ვადად 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა. მსჯავრდებული # 7 დაწესებულებაში იმყოფება.

გ. მ. #7 დაწესებულებაში პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს. 2012 წელს გ.მ-მ უკანონოდ შეიძინა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მან მოქალაქეს სწორედ ამ ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაკავებისას მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. 2012 წლის 17 აგვისტოს მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე სასჯელად 6 წლით და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა," _ აღნიშნულია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • მდინარაძე: IRI-ის კონტრაქტორი კვლევითი ორგანიზაციები, რომლის ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ„ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს  ერთი უცნაურობა ჭირთ - პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას როგორიც IRI-ია  მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს,  კვლევის შედეგები, განსაკუთებით, „რატომღაც" მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება", - განაცხადა პარლამენტის  თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტოო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კვლევის შედეგების სხვა ნაწილთან დაკავშირებით, შეიძლება, მეტ-ნაკლებად მიახლოებული მონაცემები იყოს, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით იქნება არასწორი მონაცემები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც  IRI-ის კონტრაქტორები თუ ქვეკონტრაქტორები არიან და რომელთა ვინაობაც არ არის ცნობილი,  ყალბ მონაცემებს დებენ და ეს ყალბი მონაცემები რეალობას და ქვეყანაში არსებულ მოსახლეობის განწყობას, როგორც წესი  და როგორც ბოლო დროს ხდება ხოლმე არ ემთხვევა. „ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. თუ ეს არის, მაგალითად ipm,  რომელიც გულშემატკივრობს ხოლმე, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს", მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები. თუმცა, ამ კვლევაშიც კი, ტენდენცია ჩანს, რომ „ქართული ოცნების" მიმართ მხარდაჭერა არის გაზრდილი, მაგრამ მხოლოდ ტენდენცია  საკმარისი არ არის. მოსახლეობა იმსახურებს  იცოდეს რეალური მონაცემები  და რეალური განწყობები", - აღნიშნა მამუკა ... ...
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...