უმოწყალოდ გაჩეხილი ტყეები, უკანონო სახერხები და გასული წლების საგანგაშო სტატისტიკა

მთავარი თემა

უმოწყალოდ გაჩეხილი ტყეები, უკანონო სახერხები და გასული წლების საგანგაშო სტატისტიკა

21 დეკ. 2013, 15:04:41

როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური ციფრები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ხე-ტყის უკანონო ჭრა მასობრივად მიმდინარეობს და იმაზე საუბარი, თითქოს ჰესების, ამ შემთხვევაში კი ხუდონჰესის მშენებლობით ჰექტრობით ტყე გაიჩეხება და ის ბუნებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ცოტა არასერიოზულია." _ აცხადებს ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში თემურ კანდელაკი.

 ექსპერტების განცხადებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელიც ხუდონჰესის აშენებას აპროტესტებს, სწორედ იმ კერძო მესაკუთრეების გავლენის ქვეშ არიან მოქცეულები, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ ჭრიდნენ ხე-ტყეს.

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, რომელიც მათ რამდენიმე თვის წინ გაავრცელეს, მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში, სულ რეგისტრირებულია 15 მრგვალი მორის გადამამუშავებელი სახერხი საამქრო. დადგენილი წესით, გაუქმებული იქნა 3 სახერხი საამქრო.

 რაც შეეხება ინფორმაციას 2013 წელს გამოვლენილი უკანონო სახერხების შესახებ მესტიის რაიონის სოფ. ხაიშში, უახლესი მონაცემები ასეთია:

 "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში გამოვლენილია 7 უკანონო, მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში დაურეგისტრირებელი სახერხი.

 სამართალდამრღვევებზე შედგენილია 7 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასკ-ის 1283-ე მუხლის მესამე ნაწილით. ერთ სამართალდამრღვევზე მასალები ასევე გადაგზავნილია პროკურატურაში.

 სახერხებზე აღმოჩენილია სხვადასხვა ჯიშის 37,0 მ3 უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. გარემოსათვის მიყენებული ზიანის საერთო თანხამ შეადგინა 3 486,70 ლარი."

 მარტივი არითმეტიკით, რეგისტრირებულ 15 სახერხს 7 უკანონო სახერხს თუ მივუმატებთ, გამოდის, რომ მარტო ხაიშში 22 სახერხია, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს იმისას, რომ მათი მეპატრონეების დაინტერესება საკუთარი ბიზნესის განვითარებაა და ინტერესიც სწორედ აქედან გამომდინარეობს.

 ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი "გურია ნიუსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხე-ტყის ბიზნესს ერთი და იგივე ადამიანები აკონტროლებდნენ და ამ ეტაპზე, ლიცენზიანტების სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის მართლზომიერების შემოწმება მიმდინარეობს.

 "ტყითსარგებლობის წესებში, ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, რომელიც 2013 წლის 3 დეკემბრიდან ამოქმედდა, ლიცენზიანტები ვალდებული იქნებიან, ტყის მართვის სახელმწიფო ორგანოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღონ შემდგომი ქმედებების განხორციელების უფლება. აღნიშნული დადგენილება, მეწარმეებს და სახელმწიფო მართვის ორგანოსაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თვითონ განახორციელოს ეფექტური კონტროლი და სწორი ტყითსარგებლობის ღონისძიებები." _ აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.

 _ სამინისტროს პრესსამსახურის მიერ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ ერთ სოფელში, ხაიშში 15 ლიცენზირებული სამხერხაო მუშაობს. არაოფიციალური ინფორმაციით კი გაცილებით მეტია. როგორ ფიქრობთ, ხაიშისთვის თუნდაც 15 ლიცენზირებული სამხერხაო ბევრი არ არის? ეს პირდაპირ არ მეტყველებს იმაზე, რომ ხუდონჰესის პროექტი შესაძლოა მხოლოდ საბაბი იყოს. მთავარი მიზეზი კი მაინც ის ბიზნესდაჯგუფებაა, რომელიც წლების განმავლობაში ითბობდნენ ხელს ამ საქმით?

 _ არაოფიციალური და არალიცენზირებული სამხერხაო არის უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და თუ ასეთი არსებობს, სამართალდარღვევების აღკვეთა უკვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ფინანსური პოლიციის პრეროგატივაა. რაც შეეხება რეგისტრირებულ სამხერხაოებს, ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი ტექნიკური გამართულობის გადამოწმება, როგორც ხაიშში, ასევე მთელ საქართველოში. პრობლემა რაოდენობაში არაა, მნიშვნელოვანია, რამდენად კანონიერად და ნორმების დაცვით მუშაობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემოწმება: შესწავლილი უნდა იყოს მათზე ლიცენზიის გაცემის პირობები. ხუდონჰესის პროექტი კი მოითხოვს მრავალმხრივ ანალიზს და მისი მხოლოდ ტყის მასივებთან დაკავშირება არასწორად მიმაჩნია.

 _ როგორ შეიძლება იმ ფაქტის ახსნა, როდესაც თქვენი მეტყევეები ან მონიტორინგის სამსახური ამ ხალხს სვანეთში ტყის ჭრას უშლის, მაშინ გზებს კეტავენ _ რატომ გვიშლითო; როდესაც საქმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ეხება, რატომ არ ეწინააღმდეგებით ტყის ჩეხვასო. ცოტა აბსურდული ვითარება ხომ არ არის?

 _ იყო შემთხვევები, როცა ჩვენს მეტყევეებს და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ მიზეზით, რომ უშლიდნენ ტყის ჭრას. რაც შეეხება ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში ტყის მასივების დატბორვას, ეს არ არის მთავარი წინააღმდეგობა.

 _ რამდენიმე შეხვედრაზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გარემოს დაცვითმა ორგანიზაციებმა ხუდონჰესის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხე-ტყეზე ზემოქმედების შესახებ, 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულ გენოციდს შეადარეს (ბორჯომის ხე-ტყის გადაწვას) როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება და რეალურია ასეთი შედარების გაკეთება და საერთოდ, როგორია თქვენი მოსაზრება ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც დადებული პირობის თანახმად უნდა მოყვეს 4000 ადამიანის დასაქმება და დამატებითი შემოსავლები ქვეყნისთვის.

 _ 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ქმედებებთან შედარება უადგილოდ მეჩვენება. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა. მისი განხორციელება მოითხოვს ფართო პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსს - მეცნიერული კვლევებისა და ეკონომიკური ეფექტის გაანგარიშების საფუძველზე.




 ახალი ამბები
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...
  • გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ საბოლოო ბილეთი უნდა გამოვუწეროთ და სახლში გავუშვათ„ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში", _ ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „29 ოქტომბერს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი, ან საქართველო - რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული, მუდმივად გვატყუებენ, მუდმივად ვართ უკიდურეს სიღარიბეში და ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს სასტუმრო არის ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახე და ასეთი სასტუმრო ათობით არის აქ, ასეთი გაჩერებული პროექტი ათობითაა. იმასაც გეტყვით, რომ თავის დროზე, 350 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის, გააჩერეს ეს პროექტი. ახლა მითხრეს, რომ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, საერთოდ, ციხეში ზის იმიტომ, რომ ინვესტორებზე მუშაობდა და გადაკვეთა მან, როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილის ინტერესები და დასაჯეს, 11 წელის მიუსაჯეს თურმე ამ ადამიანს. ეს ბლეფი ხომ უნდა დამთავრდეს ქვეყანაში? ეს კატასტროფაა, რაც აქ ხდება! მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა აუცილებლად გამოვუწეროთ საბოლოო ბილეთი და გავუშვათ სახლში იმიტომ, რომ ამხელა პოტენციალის ქვეყანა არ შეიძლება, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს,“- განაცხადა გიორგი ... ...
  • უმძიმესი საყურებელია კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, დეგრადირებული ოპოზიცია _ უმძიმესი საყურებელია, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რთულია ახლა რაღაც დასკვნის გაკეთება. უბრალოდ, მესმის ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ დღეს იყო ინტერპელაცია ორი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის. ეს ადამიანები მოელოდებოდნენ, რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებდით ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, კიდევ ბევრ რაღაცაზე და დღეს ყველას აბსოლუტურად დაავიწყდა ეს კითხვები, ყველა გადავიდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში. გავიგე და ყველას გვესმის, რომ ეს პარლამენტია, გავიგეთ, რომ პოლიტიკური პროცესი დაწყებულია, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმყოფება და იბრძვის რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად და დღესაც 8 ინფიცირებული გვყავს, როდესაც გლობალურ კონკურენციაში ხვალ და ზეგ გამოწვევები გვექნება უამრავი, ამ პერიოდში ერთმანეთზე დაბრალება რთულია. უმძიმესი საყურებელია, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ამ ყველაფერს უყურებენ, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს გაჭირვება, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს,“- განაცხადა ... ...
  • მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყებამომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. ქვეყნის მასშტაბით პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ივლისის ბოლომდე დამტკიცდება. „მას შემდეგ, რაც დასრულდება საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი, დაიწყება პარლამენტში პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური პროექტის განხილვა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ივლისის ბოლოს ცვლილებები უკვე შევა კონსტიტუციაში. „ქართული ოცნება“ იქნება ერთგული იმ შეთანხმების, რაც საზოგადოების წინაშე დავდეთ. ბუნებრივია, ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს ამ ინიციატივას. იმედი მაქვს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესობის მხრიდან ამ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა და, სავარაუდოდ, პროექტის მისაღებად საჭირო ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფების გარეშეც შეგროვდება, თუმცა თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ ამ ინიციატივას, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იქნება“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ... ...
  • 15-24 ივნისს საქართველოში ბიზნესებისთვის პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება (R)თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება. TIDA (Tbilisi International Data Analytics) რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს. კონფერენციის მიზანია შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა, რომელიც განიხილავს, თუ როგორ და რისთვის შეიძლება ერთი მხრივ ბიზნესმა გამოიყენოს ანალიტიკა სწორად, ხოლო მეორე მხრივ,  ბიზნესისთვის რეალურად გამოსადეგი ანალიტიკა გაკეთდეს. TIDA ონლაინ სივრცეში გაიმართება და არ შეიზღუდება სტანდარტული გრაფიკით. კონფერენცია ყოველდღიურად საღამოს საათებში ჩატარდება და თითოეულ დღეს სამი მომხსენებელი წარადგენს საკუთარ თემას. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი კომუნის არსებობა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მონაცემთა ანალიტიკის სფეროს განვითარებას საქართველოში. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანაში გვაქვს კარგი კონფერენციები, რომლებიც მონაცემების თემას ფარავენ. თუმცა, არ გვაქვს კონფერენცია, რომელიც მონაცემთა ანალიტიკის ბიზნესში გამოყენებაზეა ფოკუსირებული. ეს არის TIDA-ს მთავარი განმასხვავებელი რეგიონში არსებული სხვა მონაცემთა კონფერენციებისგან.” - მიშა ნადარეიშვილი, კონფერენციის ორგანიზატორი „მონაცემთა ანალიტიკა და მისი ბიზნეს შედეგებში ასახვა უკვე წლებია თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობ, ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია  ქვეყანაში ამ სფეროს განვითარება, TIDA კი დიდი  წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე.“  - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. TIDA-ს სპიკერები კონფერენციის ფარგლებში ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: მაიკლ რუკმანი - ლიდერობა ციფრულ ერაში ვალერი ბაბუშკინი - მანქანური დასწავლა Python-ში; მონაცემთა მეცნიერება X5-ში კოტე ხოფერია - როგორ ვაქციოთ კომპანია მონაცემებზე დაფუძნებულ ორგანიზაციად სერჰატ კეჩიჯი - შესავალი ნეირონული ქსელებში; ნეირონული ქსელები, ანალიტიკის ახალი ტალღა კარლო ჯოვინე - TBC მატია ბონი სფორცა - CausalNex: მიზეზ-შედეგობრიობის დადგება კევინ სილიანო - ციფრული ტრანსფორმაციის ROI; მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი მარიამ მელიქაძე - New York Times-ის მილიონობით მკითხველის დახასიათება იმის მიხედვით, თუ რას კითხულობენ ისინი ნინო მასურაშვილი - თიბისი ბანკის ანალიტიკური ტრანსფორმაცია ნუცა აბაზაძე - შესავალი R-ში რუდრადებ მიტრა - როგორ შევქმნათ წარმატებული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები ალექსანდერ დიურკა - TBC ვიოლეტა მიშევა - მანქანური დასწავლის მოდელების ახსნადობა ანდრეას გალატულასი - ანალიტიკის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენის მეთოდები ირაკლი მენაბდე - ანალიტიკის გამოყენება მოგების გაზრდისა და ხარჯების შემცირებისთვის Neiron AI - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხარისხის კონტროლისა და ხარვეზების პროგნოზირებისთვის.  ბილეთები: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?