"საზოგადოებისთვის როცა მიუღებელი ხარ, ეს ნიშნავს, რომ უნდა წახვიდე"

მთავარი თემა

"საზოგადოებისთვის როცა მიუღებელი ხარ, ეს ნიშნავს, რომ უნდა წახვიდე"

24 დეკ. 2013, 15:14:24

შეგახსნებეთ, რომ მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობაზე განცხადება, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ გუშინ გააკეთა.

როგორც მთავარ პროკურატურაში, ასევე მთავრობაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია შეთხზულია და ის გარკვეული მოვლენების გადაფარვას ემსახურება.

თუმცა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ოპოზიცია ამ თემების გადაფარვას ვერ შეძლებს.

"მთავარი პროკურორი ალბათ თვითონ გააკეთებს განცხადებას, მაგრამ დარწმუნებული იყავით, ყველა გამოძიება მივა ბოლომდე. თუ ოთარ ფარცხალაძე ნასამართლევი იყო, გიგი უგულავას, თუ სხვა ადამიანებს უნდა სცოდნოდათ გაცილებით ადრე, ვინაიდან მას წარსულშიც ძალიან მაღალი თანამდებობები ეკავა. თუ მაშინ შესაძლებელი იყო, ემუშავა, ე.ი დღესაც შესაძლებელია, იმუშაოს. თუ მოგონილია, მაშინ ახლა რატომ მოიგონეს და თუ აქამდეც იცოდნენ, ახლა რატომ დაიწყეს ამის გამჟღავნება. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური თამაშები, რომ გაექცნენ კონკრეტულ ბრალდებებს", _ აცხადებს სუბარი.

მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ ნასამართლეობის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებს შეთხზულს უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც.

"გერმანიაში ჩემი დიდი ხნის მუშაობის გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ პერსონალური მონაცემების მოპოვება ძალიან რთულია. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ქვეყნის სასამართლოს ჰქონდეს უფლება, სხვა ქვეყნის მოქალაქეს აუკრძალოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და თანამდებობის დაკავება ასეთი ხანგრძლივი ვადით. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მთელი ეს ამბავი შეთხზულს ჰგავს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.

ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, გაქარწყლებულია თუ არა მთავრი პროკურორის ნასამართლეობა, მან თანამდებობა მაინც უნდა დატოვოს.

"რას ნიშნავს ნასამართლეობა გაქარწყლებულია? მთავარი პროკურორი ნასამართლევი შეიძლება იყოს? არათუ მთავარი პროკურორი, პროკურორიც კი არ შეიძლება ერქვას ყაჩაღობაში ბრალდებულ ადამიანს. მორალური საკითხია სამართლებრივს რომ თავი დავანებოთ. როგორია, როცა ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ პროკურორს ბრალი მიუძღვოდა ყაჩაღობაში და ნასამართლევიც ყოფილა. ვერანაირ კრიტიკას ეს საკითხი ვერ უძლებს. ნასამართლეობის გაქარწყლებას რაც შეეხება დანაშაულის სიმძიმის მიხედვით არის კონკრეტული ვადები დადგენილი. მიუხედავად იმისა, გაქარწყლებულია თუ არა ეს ნასამართლეობა, როგორც იურისტს მიმაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი, რომ მას პროკურორის პოსტი ეკავოს. რა უნდა მასწავლოს და როგორ უნდა მომიწოდოს მან წესრიგის და დისციპლინიკენ, როცა თვითონ მონაწილეობდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში 2001 წელს?! თავმოყვარე ადამიანი დღეს თანამდებობაზე არ იქნებოდა. უამრავი საკითხი აგორდა მის მიმართ, მერიის მაღალჩინოსნების საქმიდან დაწყებული, მისი განათლების თუ ნასამართლეობის შესახებ, ამიტომ უნდა გადადგეს. საზოგადოებისთვის როცა მიუღებელი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა წახვიდე", _ აცხადებს შავაძე.

მისივე თქმით, ის ეჭვი, რომ ფარცხალაძეს ვიღაც მფარველობს, საფუძველს მოკლებული არ არის.

"ვინმე რომ არ მფარველობდეს მას, მხარს არ უჭერდეს და ვინმეს პროტეჟე არ იყოს, ის მთავარი პროკურორის პოსტზე ვერ მოხვდებოდა, არ თქვას ფარცხალაძემ ის, რომ კონკურსის წესით დაინიშნა მთავარ პროკურორად. ვინც მას რეკომენდაცია გაუწია მთავარი პროკურორის პოსტზე ის არის მისი მფარველიც და მამაზეციერიც. ამიტომ ამ პიროვნებამ კეთილი ინებოს საკითხი მოიკვლიოს და დაგვარწმუნოს, რომ მთავარი პროკურორი კარგი ბიჭია", _ უთხრა შავაძემ "გური ნიუსს".

უპასუხებს თუ არა მთავარი პროკურორი ბრალდებებს, ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერჯერობით უცნობია. მთავარი პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ ივანე მერაბიშვილთან შეხვედრაში დადანაშაულების შემდეგ, ოთარ ფარცხალაძის ყაჩაღად შერაცხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, მთავარი პროკურორი ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და პროკურატურის გამართულ საქმიანობაში დისონანსი შეიტანონ".

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გივი თარგამაძის განცხადებით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავის დროზე საქართველოში ექსტრადირებული იყო.

ამის შესახებ თარგამაძემ ჟურნალისტებს, ფარცხალაძის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის კომენტირებისას განუცხადა.

"არის კონკრეტული მონაცემები, ეს მონაცემები ჩვენ მოგვაწოდეს ძალიან ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც შეშფოთდნენ მთავარი პროკურორის ბოლოდოინდელი თავზე ხელაღებული ქმედებებით. მათ კონკრეტული ფაქტები მოგვაწოდეს, რომელთა გადამოწმებაც ძალიან ადვილია. გარდა ამისა, ეს ადამიანი იყო ექსტრადირებული საქართველოში ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ. მან გარკვეული სასჯელი მოიხადა გერმანიაში და შემდეგ მოხდა მისი ექსტრადაცია სამშობლოში. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო მომენტია, რადგან ზოგადად, ექსტრადირების საფუძველს წარმოადგენს თავის ქვეყანაში ძებნა, ამიტომ საინტერესოა იმის გარკვევა, იყო თუ არა ის ძებნილი საკუთარ ქვეყანაში და ამის გამო მოხდა თუ არა ექსტრადირება და თუ ასე იყო, მაშინ სად გაქრა მისი ძებნის მასალები?", _ განაცხადა თარგამაძემ.

ამასთან, მთავარი პროკურორის ნასამართლეობის შესახებ ინფორმირებული იყო მედიის ნაწილიც. ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის თქმით, სტუდია "მონიტორი" ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში იყო ინფორმირებული. მაშინ ფარცხალაძე ფინანსთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

"გურია ნიუსი" საკითხის გასარკვევად მთავარი პროკურატურის პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა, ამ დრომდე მათგან კომენტარი ვერ მივიღეთ.




 ახალი ამბები
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...