ნაციონალების გეგმაზომიერი შეტევა ფარცხალაძეზე თუ "ოცნების" საკადრო პოლიტიკის კრახი

მთავარი თემა

ნაციონალების გეგმაზომიერი შეტევა ფარცხალაძეზე თუ "ოცნების" საკადრო პოლიტიკის კრახი

25 დეკ. 2013, 10:25:02

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ატეხილი ბინძური კამპანია იმ გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება, რომელსაც პროკურატურა იძიებს. ვოლსკის განმარტებით ნაციონალები ცდილობენ საზოგადოების ყურადღების გაფანტვას.

"ოთარ ფარცხალაძე და მისი უწყება ენერგიულად შეუდგა საქმეს, რამაც ოპოზიცია შეაშფოთა. არალოგიკურად ჟღერს, რომ ადამიანი ცხოვრობდეს, სწავლობდეს ან მოღვაწეობდეს გერმანიის ტერიტორიაზე, თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდეს და ამავე დროს, მას რაიმე მძიმე ბრალდება ჰქონდეს წაყენებული, ისეთი როგორზეც "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს."

მთავარი პროკურორის თანამდებობიდან განთავისუფლება არასწორად მიაჩნია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მდივან არმაზ ახვლედიანს. როგორც ის აღნიშნავს, მისასალმებელია ფარცხალაძის მიერ საკუთარ ბრალეულობებზე ღიად საუბარი.

"მივესალმები იმას, რომ მთავარმა პროკურორმა თავის ბრალეულობაზე ისაუბრა, მივესალმები იმას, რომ ვამბობთ რაც არის სიმართლე. ეს არის ერთადერთო სწორი გზა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა სახის აღიარებას აქვს სხვადასხვა, შესაბამისი სასჯელი. თუკი ადამინს ათი წლის წინ ჩადენილი აქვს დანაშაული და დღეს ამ დანაშაულის კვალი არ არსებობს, ანუ ყველაფერი გაბათილდა და მოიხსნა, ამის გამო მას აეკრძალოს ქვეყნის სამსახურში ყოფნა, არასწორად მიმაჩნია".

ოპოზიციის მხრიდან გეგმაზომიერ შეტევად შეაფასა ფარცხალაძის ნასამართლეობის წინა პლანზე წამოწევა ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმაც. მისი თქმით, არსებობს კითხვები, რომელთაც ადეკვატური პასუხები უნდა გაეცეს და სასწრაფოდ დაიხუროს თემა. ხუხაშვილის განცხადებით, ფარცხალაძემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მის გამო ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს.

"ფარცხალაძეს პირადად არ ვიცნობ, თუმცა ფაქტია, რომ მასზე შეტევა განხორციელდა. ვფიქრობ, რომ ეს თემა ან ძალიან სწრაფად, ზუსტი პასუხებით უნდა დაიხუროს ან მე მის ადგილზე თავად მივიღებდი შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ არც ხელსუფლება ჩამეყენებინა უხერხულობაში და არც საკუთარი თავი. თუ ეს თემა არ დაიხურება, ჩვენ დიდი პრობლემები გვექნება უცხოეთში. იმ პოლიტიკურ კონტექსტს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" ავითარებს, ფარცხალაძის საქმე მხოლოდ გააძლიერებს და ეს საერთოდ სამართალწარმოებასაც დააზიანებს და ხელისუფლებასაც. თუმცა კანონი არ ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ იგი გადააყენოს".

"ნაციონალური მოძრაობის" მიზანმიმართულ გეგმად და ფარცხალაძის დისკრედიტაციად აფასებს უგულავას განცხადებას ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე გიგა ბუკიაც. მიზეზად ისიც იმავეს ასახელებს, რასაც ვოლსკი -მთავარი პროკურატურის მიეს გახმაურებელი საქმეების გამოძიების დაწყებას.

"პროკურატურამ იმ საქმეების გამოძიება დაიწყო, რომელთაც "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებამდე მივყავართ. მათ კი ძალიან კარგად იციან რა აქვთ ჩადენილი და არ სურთ ყველაფერს აეხადოს ფარდა. პროკურატურა აქტიურ ფაზაში გადავიდა. ნაციონალები კი ყველა ხერხით და მეთოდით ხელის შეშლას გეგმავენ".

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ფარცხალაძემ საზოგადოებისთვის გაკათებულ განცხადებაში ყველა კითხვას გასცა პასუხი. ბესელია მთავარი პროკურორის გათავისუფლების საჭიროებას და აუცილებლობას ვერ ხედავს.

"კანონი არ დარღვეულა, როდესაც მისი გამწესება მოხდა იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამ პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, ფარცხალაძე თავადაც ისურვებდა, რომ მის ცხოვრებაში ასეთი უსიამოვნო ფაქტი არ მომხდარიყო. კანონის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მთავარ პროკურორს უფლებამოსილება არ უნდა შეეზღუდოს".

ბესელიასგან განსხვავებული აზრი აქვს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორ კახი კახიშვილს. მისი თქმით, ისეთი დაწესებულების პირველი პირი, რომელიც ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას, აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს კანონთან მიმართებაში.

"მთავარი პროკურატურა არის ის დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ყველა იმ უწყებაზე სადაც მზადდება გამოძიება. მისი პირველი პირი უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა კანონთან მიმართებაში, არ აქვს მნიშვნელობა გაქარწყლებულია თუ არა ის დანაშაული. არის დოკუმენტი, კონკრეტულად გერმანიის სასამართლოს განაჩენი, სადაც წერია, რომ პირობითად ოთარ ფარცხალაძე გასამართლდეს ყაჩაღობისთვის და სასჯელის ზომაც განსაზღვრულია. მთავარი პროკურატურის თემა ყოველთვის იქნება საპრობლემო, მანამ, სანამ პროკურატურა არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილში".

მთავარი პროკურორის ნასამართლობის თემას გამოეხმაურა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს მორალური უფლება სამართლიანობაზე ლაპარაკობდეს. მისივე თქმით ოთარ ფარცხალაძე „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროსაც საკმაოდ სერიოზულ თანამდებობებზე მუშაობდა და იმ დროს მისი წარსულით არ დაინტერესებულან. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორი უნდა იყოს სუფთა წარსულის და ფარცხალაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკის კრახად აფასებს.

"პროკურორის თანამდებობა არის პოლიტიკური თანამდებობა, რომელზე მუშაობასაც სჭირდება არა მარტო სამართლებრივი უფლება, არამედ, სჭირდება მორალური უფლებაც. ადამიანს, რომელიც გასამართლებული იყო მძიმე დანაშაულისათის, არ აქვს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება, ეკავოს მსგავსი თანამდებობა. საინტერესოა, იცოდნენ თუ არა ამ ფაქტის შესახებ ხელისულფების უმაღლესმა პირებმა? და თუ იცოდნენ, ეს იქნება ნათელი გამოხატულება „ქართულიოცნების" საკადრო პოლიტიკის კრახისა".

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას განცხადების თანახმად, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში 2001 წლის 16 იანვარს ყაჩაღური ქურდობისთვისაა გასამართლებული აუსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ, სადაც მას გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე მიესაჯა.




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...