კრიმინალი თუ მოედნის მოწესრიგების მცდელობა

მთავარი თემა

კრიმინალი თუ მოედნის მოწესრიგების მცდელობა

2011 ივლ 25 22:36:04
_ ამის შესახებ "გურია ნიუსს" სანდო წყარომ აცნობა. მისი თქმით, მსგავს ფაქტს, ოზურგეთში პირველად არ აქვს ადგილი და კონკრეტული პიროვნებები გარემოს ზიანის მიყენების სანაცვლოდ, საკუთარ ბიუჯეტს ავსებენ. როგორც გარემოს დაცვით საკითხებში ექსპერტმა რეზო გეთიაშვილმა გვითხრა, საინტერესო და საგამოძიებო საკითხია, სად მიაქვთ ან, როცა გამწვანება ხდება, საიდან მოაქვთ ჰუმუსი, ანუ ნიადაგის ყველაზე ნაყოფიერი ფენა. ასევე ექსპერტმა როლანდ რცხილაძემ გვაცნობა, რომ მსგავსი ქმედება კრიმინალია და რამდენიმე დღის წინ, ჰუმუსით დატვირთული გემი დააკავეს, რომელიც სწორედ დასავლეთ საქართველოში აღებული ნიადაგის საფარით იყო სავსე.

წყაროს ინფორმაციით, ნატანებში, მინდვრის საფარი, ანუ ჰუმუსი, რამდენიმე პიროვნებამ აიღო და მისი რეალიზაციაც მოახერხა.

როგორც ახალშენის უბანში მცხოვრებლები ამბობენ, მათ უთხრეს, რომ აქ მოედანი უნდა მოწესრიგდეს, ჯერ მოიხნას, შემდეგ კი მინდორი დაითესოს.

"ასე ვიცი, რომ მოედანი უნდა მოაწესრიგონ და გაალამაზონ, სხვა ჩვენთვის არავის არაფერი აუხსნია. გვითხრეს, ეს საფარი უნდა ავიღოთ და ხელახლა უნდა დავთესოთო", _ გვითხრა 72 წლის ნ. ზედგენიძემ.

"ალბათ, მოედანს აპირკეთებენ, გადახნავენ და დათესავენ", _ თქვა იქვე მცხოვრებმა შუა ხნის მამაკაცმა.

იმ დროს, როცა მოედანზე ვიმყოფებოდით, სავარაუდოდ, იმ უბანშივე მცხოვრები მამაკაცები მოვიდნენ, რომლებსაც რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ:

_ რა კეთდება?

_ მოედანი.

_ მანამდე მოედანი არ იყო?

_ მოედანი არ იყო. რაც არის, ეს ჩვენი გაკეთებულია, აი, ამ ბიჭების. მე ამ ხსნის კაცი ვარ და გელაპარაკებით.

_ დიახ, გისმენთ.

_ არავისგან არც დაფინანსება გვაქვს და არც დახმარება. თუ რამეს დაიწყებ, მაშინ წამოგესევიან. აგია ეს მთავრობა?! ჩვენ ვაკეთებთ, ბიძია, და გვაცალეთ. დაინახავთ, რაც გაკეთდება.

_ სად წაიღეთ ჰუმუსი?

_ არ ვარგოდა ის მინდორი და იმიტომ ავიღეთ.

_ სად წაიღეთ?

_ გადავყარეთ.

_ შეიძლება ვნახოთ, სად დაყარეთ?

_ არ ვიცი, გადავყარეთ. თქვენ მინდორი სად წავიღეთ, ის გაინტერესებთ, თუ რა კეთდება?

_ ორივე.

_ ჩვენ არავინ მოგვხმარებია კომუნისტებიდან დაწყებული. აქ იყო, ბიძია, გვიმბრალა, ტურები ბუდობდნენ. ჩვენ გავაკეთეთ და თავი დაგვანებონ. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ტერიტორიაა, სოფლის. ჩვენი შვილები ითამაშებენ აქ და შეგვეშვას ყველა. თქვენ თქვენს საქმეს მოუარეთ, ჩვენ დაგვანებეთ თავი. ამის მეტი საქმე არაფერი გაქვთ? _ საკმაოდ აგრესიულად გვესაუბრებოდა ერთ-ერთი მამაკაცი.

როგორც სოფელ ნატანების რწმუნებულმა კახაბერ კოპლატაძემ გვითხრა, ის საქმის კურსშია მოედანზე საფარის აღებასთან დაკავშირებით: _ მე დღეს ვიყავი ადგილზე (საუბარი ჩაწერილია 21 ივლისს) და ფოტოც გადავიღე.

_ ვინ ჩაგაყენათ საქმის კურსში?

_ ვაჟა შენგელიამ. მითხრა. ასე ხდებაო და დღესვე მივედი.

_ რა გითხრეს, რა ხდებაო?

_ მინდორი აქვთ აღებული, "შტანგები" კი მოთხრილიო. გავიკითხე და ჯერჯერობით ვერ დავადგინე, ვინ ჩაიდინა ეს. ახლა ვაპირებ ღონისძიების გატარებას.

_ რა ღონისძიების გატარებას გეგმავთ?

_ უფროსობას ჩავაყენებ საქმის კურსში _ მუნიციპალიტეტის გამგებელს და იმ პირებს, ვისაც ეს საკითხი ეხება.

_ თქვენი ინფორმაციით, რა მდგომარეობაა ახლა მოედანზე?

_ ჩემი ინფორმაციით, მოედანი გაფუჭებულია, აჭრილია მინდორი. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ მოჭრილი ნიადაგი გაყიდული აქვთ. როგორც გითხარით, ვიყავი და შევხვდი რამდენიმე პიროვნებას. არ მითხრეს, ვინ გააკეთა, მაგრამ დავიბარე, რომ ვინც ეს გააკეთა, ჩემთან მოვიდეს, რადგან მე ასე ვერ დავტოვებ ამ საქმეს,-მეთქი. პასუხი უნდა აგოს ვიღაცამ. ჯერ მოედანია, მერე _ მინდორი.

_ ვისი საკუთრებაა მოედანი?

_ გავარკვევ საკუთრების საკითხს. სოფლის ან მუნიციპალიტეტის საკუთრება იქნება. ჯერ არ ვიცი, დავადგენ. მითხრეს, რაღაც კრება ჩატარდაო და ესეც უნდა გავარკვიო, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში ნატანების რწმუნებულმა.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სოფელ ნატანების მაჟორიტარ დეპუტატს გია ტაკიძეს დაუკავშირდა. ტაკიძის თქმით, მან აღნიშნულის შესახებ არაფერი იცის: _ გავარკვევ და დაგიკავშირდებით, _ შეგვპირდა გამგებელი.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსის ნიკოლოზ ნოზაძის თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული ფაქტის შესწავლა: _ მსგავსი ქმედება ისჯება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 51 პრიმა მუხლის თანახმად, რაც ითვალისწინებს 1500-2000 ლარამდე ჯარიმას, _ გვითხრა ნოზაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის იურისტი ქეთი თოიძე: "მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე."

ექსპერტი როლანდ რცხილაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ მიწის კოდექსი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, ძალიან მოძველებულია: _ ის, რამდენიმე წლის წინ, ამ მთავრობამდეა მიღებული. კოდექსის მიხედვით, ნიადაგის მოჭრა, გადაადგილება და გამოყენება აკრძალულია, გარდა ზოგიერთი შემთხვევისა, როდესაც ხდება მშენებლობა. მაშინ აუცილებელია, მშენებლობის დაწყების წინ, ტერიტორიაზე მოიჭრას ჰუმუსი, შეინახოს და მერე გამოყენებული იქნას მიზნობრივად, _ გვითხრა რცხილაძემ, _ ასეთი ქმედება, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დოკუმენტი და პროექტი არსებობს სტადიონის რეკონსტრუქციისა, დასაშვებია; თუ არ არსებობს, მაშინ დასჯადი და კრიმინალია. ძალიან მეეჭვება, რომ გარემოს დაცვის სამსახურის გარეშე ხდებოდეს ეს უკანონო ქმედება.

თქვენი რაიონის გამგეობამ უნდა აღძრას საკითხი და არა კერძო პირმა. ისე, გეტყვით, რომ თუ გინდათ მოედანი კარგი იყოს, ამისთვის ჰუმუსიანი ნიადაგი არ გამოდგება _ მსოფლიოში არც ერთ მოედანზე ჰუმუსიან გრუნტს არ იყენებენ. როცა ახალი მოედანი შენდება, იქ მთლიანად უნდა მოიჭრას ძველი ნიადაგი, უნდა გაკეთდეს სადრენაჟო გრუნტი და შემდეგ ამ სადრენაჟო გრუნტზე იყრება ხრეში, ნიადაგის ნაზავი და არა ის, რაც ადრე არსებობდა. თქვენ, პირველ რიგში, გაარკვიეთ, არსებობს თუ არა რეკონსტრუქციის დოკუმენტი. თუ არ არსებობს, თქვენ მოგებული ხართ ამ საქმეში.

_ ბატონო როლანდ, პროექტი რომ არსებობდეს, ამის შესახებ როგორც სოფლის რწმუნებულს, ისე მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა სცოდნოდათ.

_ გამოიძიეთ, მიყევით ბოლომდე. ასე თვითნებურად მიწის მოჭრა და გადაადგილება დასჯადია. თქვენ პირველი არ ხართ, ასეთ შემთხვევის გამო რომ მიკავშირდებით _ საქართველოში ყველგან ხდება მსგავსი რამ. ცოტა ხნის წინ ნიადაგით დატვირთული გემი დააკავეს, საზღვარგარეთ გაჰქონდათ, თან დასავლეთ საქართველოდან. ეს ამბავი სულ რაღაც ათი დღის წინ მოხდა და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

როლანდ რცხილაძის განმარტებით, ერთი სანტიმეტრის სისქის ჰუმუსის ჩამოყალიბებას, საუკუნე და ცოტა მეტი სჭირდება.

ექსპერტ რეზო გეთიაშვილის განცხადებით, ეს სერიოზული პრობლემაა: _ ძალიან საინტერესოა, საიდან იღებენ და სად გააქვთ ჰუმუსი. თუ ბუნებიდან ხდება მისი აღება, მაშინ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ისიც ცუდია, რომ მატერიალური ზიანი მიადგა სპორტულ მოედანს, ასე ვთქვათ, გაძარცვეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.




 ახალი ამბები
  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურესამ წუთებში აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სამი კონკურსანტი, მათ შორის ორი ტელევიზიის  თანამშრომელი ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. მესამე მონაწილეა ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. ამ ეტაპზე გასაუბრებას პირველი კანდიდატი გადის. შესარჩევი კომისიის წვერების უმრავლესობა მაუწყებლის თანამშრომელია ერთი კი ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვისზე გააკეთებს არჩევანს კომისია. წყარო: ... ...
  • გახარია: "მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი""ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი"_ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ვანო  მერაბიშვილის შესახებ. ცნობისთვის,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. როგორც მან განაცხადა დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...
  • მდინარაძე: "ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა"უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, გუშინდელი დღიდან ყველაზე თვალსაჩინო გიგა ბოკერიას მიდგომა იყო პოლიტპატიმრების ცნების მიმართ, რასაც სხვებიც იზიარებენ. „პოლიტპატირობის მათი ფორმულა არის შემდეგი – თუ დანაშაული 2003-2012 წლებში ჩაიდინე, ეს იქნება მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა თუ ა.შ. ამ შემთხვევაში ხარ პოლიტპატიმარი და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს. ბოკერიასთვის პოლიტმატიმრობის სტანდარტი არის ეს, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად. ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. არავინ დაიჯერებს და პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები",_  განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.   ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...