"სოფელში ჭირისუფალს ცხედარი მიწიდან ამოაღებინეს"

მთავარი თემა

"სოფელში ჭირისუფალს ცხედარი მიწიდან ამოაღებინეს"

29 დეკ. 2013, 13:45:40

ისინი დღემდე სახელმწიფოსგან საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ. მიწა და საცხოვრებელი სახლი, რომელშიც შესახლებულნი არიან, ადგილობრივ ბერძნებს ეკუთვნით, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ. თუმცა პერიოდულად ბრუნდებიან და სახლის დაცლას ითხოვენ.

"10 წელია, სხვის მიწა-წყალზე ვართ ჩასახლებულები. სოფლის მეურნეობას იმ მიწაზე ვეწევით. რომელსაც არალეგალურად ვსარგებლობთ. სახელმწიფოს ვთხოვთ, დაგვიკანონონ ეს ტერიტორია. რამდენიმე ოჯახი სახლიდან გამოასახლეს. საბუთი არ გაგვაჩნია და არაფერი. ჩვენთვის არ არსებობს სახლი, მიწა და წყალი. საკუთარ ქვეყანაში ჰაერში ვართ გამოკიდებულები. ჩვენნაირი გაჭირვება არ აქვს აფხაზეთიდან და ოსეთიდან დევნილებს. რადგან მათ რაღაც კერძო საკუთრება მაინც აქვთ," _ აცხადებს "გურია ნიუსთან" ჯუმბერ დავლაძე.

სოფელ ტბეთში ჩასახლებული ვაჟა მიქელაძე ამბობს, რომ სახლები სახელმწიფოს უნდა შეესყიდა: "თუმცა, მათაც მოგვატყუეს. ყოფილა შემთხვევები, როცა საბერძნეთიდან პატრონი ჩამოსულა. გამოასახლა იქ მცხოვრები ოჯახი, დაკეტა სახლი და წავიდა. ზოგი მეპატრონე ყიდის სახლს, ზოგი _ არა. რამდენიმე სახლი უპატრონობისგან დაიშალა. თავიდან სოფელში 120 სახლი იყო, ახლა 80-მდეა დარჩენილი. სახელმწიფომ მოგვატყუა _ ჰაერში ვართ გამოკიდებული."

"გურია ნიუსთან" ზემო აჭარიდან ჩამოსახლებულებმა განაცხადეს, რომ საცხოვრებელი სახლისა და სახნავ-სათესი მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების გარდა, ეკომიგრანტებს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სასაფლაოს პრობლემაც აწუხებთ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა თვითმართველობამ მათ სასაფლაოსთვის მიწა გამოუყო. იგი სხვისი საკუთრებაა და მეპატრონე დასაფლავებული ადამიანის გადასვენებას ითხოვს: "აქ მოსახლეობის უმეტესობა მიცვალებულს ხულოში მიასვენებს. სოფელ კარაკუმში ჭირისუფალს ცხედარი მიწიდან ამოაღებინეს. მუნიციპალიტეტმა 1 ჰექტარი მიწა გამოყო და გვითხრეს, დღეს-ხვალ დაგირეგისტრირებთო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის მიწა გაყიდულია და მიწის მფლობელმა გარდაცვლილის გადასვენება მოითხოვა," _ ამბობს თემურ ბოლქვაძე.

ეკომიგრანტები თვლიან, რომ მათი პრობლემის მოგვარება რამდენი წუთში შეიძლება: "ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ სახლი და სასოფლო სამეურნეო მიწები საკუთრებაში გადმოგვცენ. ჩვენი პრობლემის მოგვარება 10 წუთში შეიძლება, მაგრამ გვაწამებენ. სახლი ჩვენი არ არის, მიწა და წყალი. მიწა სახელმწიფოსია. იყო მოიჯარე, რომელსაც მიწა დაათმობინეს, მოვაგროვეთ ფული, ნახაზი გაგვიკეთეს, მიწას კოდი მიანიჭეს და თითო კომლს 3 ჰექტარი მოგვცეს. ფული ყველა ოჯახმა გადაიხადა. მაგრამ _ არაფერი, არ დაგვიკანონეს, გვითხრეს, ივანიშვილმა აკრძალა, რომ უცხოელებს არ ეყიდათო. მაგრამ იმის მერე ამ სოფელში 10 ჰექტარი მიწა გაიყიდა. მხოლოდ ჩვენთვის არის აკრძალული, აჭარელი მოსახლეობისთვის? იმათ როგორ იყიდეს? არავითარი ტენდერი და აუქციონი არ გამოცხადებულა. თუ აკრძალულია, ყველასთვის უნდა აიკრძალოს, თუ ნებადართულია, ჩვენ რატომ გვიკრძალავენ?"

"გურია ნიუსის" კითხვაზე, იცის თუ არა მათი პრობლემების შესახებ წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ შავლოხაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, მოსახლეობამ ასე გვიპასუხა: "წყალთან დაკავშირებით ჩვენს მაჟორიტარ შავლოხაშვილს მივმართე. პირადად დავურეკე ტელეფონით და მითხრა, მე ქუთაისში ვზივარ "კრესლოში" და გავცივდები, იქ რომ ამოვიდეო. არ იკადრა თავის შეწუხება.

აჭარის მთავრობამ აქ ერთხელ, 3 წლის წინ გაიარა. დიდი მანძილით ვართ დაცილებულები _ რა უნდა დაგვეხმაროს აჭარის მთავრობამ? ის აღარ არის ჩვენზე პასუხისმგებელი _ იქედან წამოვედით. "

"გურია ნიუსი" წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩასახლებული ეკომიგრანტების პრობლემებზე წალკის მაჟორიტარ დეპუტატს, რევაზ შავლოხაშვილს ესაუბრა.

_ ბატონო რევაზ, წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტები საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ.

_ იქ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. მაგრამ, პრობლემა შექმნა იმან, რომ ბევრი ბერძენი მოსახლე არ ყიდის სახლს. თუ გაყიდვაზე მიდის მოლაპარაკება, ფასები აწეულია. ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. წალკის რაიონში 3 000 ოჯახზე მეტია აჭარიდან ჩამოსახლებული. ყველა ეკომიგრანტი არ არის. სახელმწიფომ 760 ოჯახზე შეისყიდა ბინები. მიდის გამიჯვნა, ვის აქვს სტატუსი გაყალბებული. თუ კერძო პიროვნება გაყიდვაზე თანახმა არაა, იქ ძალის გამოყენება გამორიცხულია _ კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. დანარჩენი, რაც კი თავისუფალი სახელმწიფო მიწაა, ყველას ადგილობრივი მოსახლეობა, გლეხი იყენებს. ამიტომ უნდა გამოინახოს სხვა საშუალება, ან გრძელვადიანი კრედიტით მიწა მისცე და იქ ააშენოს. ყოველ კონკრეტულ პრობლემას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ერთი ხელის მოსმით ეს პრობლემა არ მოგვარდება. ამის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.

მიწის კატეგორიების მიხედვით იჯარის სხვადასხვა ფორმებია _ საძოვარი არ იყიდება, ის შეიძლება იჯარით გასცე. სახნავსა და სათიბ მიწას სხვა ფასი აქვს. ამას ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს. ადგილობრივი ხელისუფლება მიწას ვერ განკარგავს და სწორედ ამიტომ, ახალი თვითმმართველობის შესახებ კანონში მიწების განკარგვა ადგილობრივ ხელისუფლებაზე უნდა გადავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ იჯარის შესახებ კანონი არ არის შეცვლილი, სახნავი, საძოვარი და სათიბი მიწის 99 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს. შეგიძლიათ, ოფიციალურად მიმართოთ შესაბამის ორგანოებს და ოფიციალურ პასუხს მოგცემენ.

საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ვისაუბრეთ. კანონი იცვლება, იჯარით გაცემის წესი შეჩერებულია. ეს ეხება საძოვრებს. დანარჩენი სახნავ-სათესი მიწა მოსახლეობამ პირდაპირი წესით შეისყიდა. თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. არ არსებობს მოსახლეობა, რომელსაც მიწა არ ჰქონდეს _ ყველას საძოვარი აქვს.

_ ეკომიგრანტებმა გვითხრეს, რომ წყლის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით გესაუბრნენ, მაგრამ, თქვენ არ დაინტერესდით მათი პრობლემით.

_ არ ვიცი, ეს ვინ გითხრათ, ტყუილია! ვის შეხვდით? მე მათი პრობლემების შესახებ ყველაფერი ვიცი.

_ აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ მიცვალებულის დასასაფლავებელი ადგილი.

_ არასწორის ინფორმაცია გაქვთ. ყველა სოფელში სასაფლაოსთვის გამოყოფილია მიწა. შეგიძლიათ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართოთ და ოფიციალურ საბუთს მოგცემენ. თუმცა, შეიძლება ამის შესახებ მოსახლეობამ არც იცოდეს. პრობლემა იყო ერთ-ერთ სოფელში _ გარდაცვლილი კერძო მფლობელის მიწაში იყო დასაფლავებული და ეს საკითხიც გადაწყდა.

"გურია ნიუსი" წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტების პრობლემებთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროს, ზაზა იმედაშვილს დაუკავშირდა:

" სამწუხაროდ, პრობლემა მასშტაბურია და ადამიანთა დიდი რაოდენობის ჯგუფს მოიცავს. საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა. რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს. მინისტრის დავით დარახველიძის ბრძანებით შეიქმნა კომისია. რომელიც საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. ამ პრობლემის მოგვარებას გარკვეული დრო სჭირდება. სამწუხაროდ, არავის აქვს ჯადოსნური ჯოხი _ მოიქნიო და ყველაფერი მოგვარდეს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. სულ რამდენიმე თვეა, რაც კომისია შეიქმნა, რომელიც სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების საკანონმდებლო რეგულაციაზე მუშაობს. კომისიას მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში შედიან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, სახალხო დამცველის აპარატი, საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები. კომისიის წევრების შეხვედრის დროს დეფინიციაზე ჩამოყალიბებამაც კი კამათი გამოიწვია. ჩვენმა სამინისტრომ აიღო ვალდებულება, ვაკეთებთ საკანონმდებლო ინიციატივის პროექტს, რომელსაც წლის ბოლომდე გაუგზავნით კომისიის ჯგუფის წევრებს. რათა გარკვეული შენიშვნები მივიღოთ. როდესაც არაფერი არ არსებობს, საუბარი ადვილია. რამე პრეცედენტი, რომ იყოს, საფუძვლად იმას გამოვიყენებდით. სამწუხაროდ, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში, არც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ამ კუთხით არ არსებობს ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა. პირველი მცდელობა არის საქართველოში, რათა გვქონდეს მკაფიო პოზიციები. ვალდებულებები. ამ ეტაპზე რთულია იმაზე საუბარი, რას აპირებს სახელმწიფო. მინდა გითხრათ, რომ ამაზე მუშაობა ძნელია, რადგან, პრაქტიკულად, ისეთი კანონი, რომელიც მიზანმიმართულად განსაზღვრავდა ამ ჯგუფს, არ არსებობს," _ გვითხრა იმედაშვილმა.




 ახალი ამბები
  • ლარი ისევ გაუფასურდა - სებ-ის ახალი კურსიეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა. სებ-მა ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, 1 აშშ დოლარი  3.2897 ლარი გახდა. კურსი კი რომელიც დღეს მოქმედებდა 3.2641 ლარი იყო რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8292 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8226 ლარი იყო დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ ... ...
  • აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი''აფხაზეთის თასი 2020'' (R)მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ'' მზიურის''საფეხბურთო სტადიონ ''მასტერ კლას-არენაზე'' დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 5 გუნდი მონაწილეობს: თბილისის ''თბილისი'', ზესტაფონის ''მარგვეთი'', ზუგდიდის ''ოდიში'', ბათუმის ''აჭარა'' და გორის ''დილა''. გუნდების შემადგენლობაში, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებული ვეტერანები არიან. ტურნირის პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისის''თბილისსა'' და ზესტაფონის ''მარგვეთს'' შორის და იგი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:4 დასრულდა. ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართება 26 სექტემბერს, 12:00 საათზე. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა. აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიღვნილი ტურნირი 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.    ... ...
  • "მეხანძრე მაშველს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო" _ ჭიჭინაძე“პოლიციის ზემდეგ, ზაურ გოგიაშვილს 10 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი  და 11 სექტემბერს უკვე უმუშევარი იყო. მიზეზი: როგორც მეხანძრე- მაშველი, ასაკის გამო ვეღარ აკმაყოფილებს პროფესიის მოთხოვნებს. ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებს, ვისაც  23-25 წელი აქვთ ნამსახურები მეხანძრე- მაშველად და პენსიამდე კიდევ 10 წელი რჩებათ, დღეს, ახალი სამსახურის დაწყების პერსპექტივის,  ელემენტალური საარსებო მინუმუმის გარეშე და  ბანკების ვალებით  აბსოლუტურად ბედის ანაბარა აღმოჩნდნენ დატოვებული. საქმე კი იმაშია, რომ 2008-2019 წლებში  სამაშველო და სახანძრო სამსახურები გადაცემული იყო ადგილობრივი თვითმმართველობს ორგანოების  დაქვემდებარებაში. 2019 წელს ისევ დაუბრუნდნენ შსს სტრუქტურა, რის გამოც 55 წლის ასაკის ადამიანებს პენსიაში უშვებენ, მაგრამ ძალოვნებისთვის კუთვნილი პენსიის გარეშე!  ანუ,  გამოდის, რომ სახელმწიფო მათ უბრალოდ პარავს საკუთარი ნამოღვაწარის  11 წელს, რადგან ამ ადამიანებს  ეს პერიოდი არ ეთვლებათ,  როგორც გასამხედროებული სამსახური  20 წლის სტაჟის პირობებში. ამ ყველაფერს კი, შესაბამის სტრუქტურებში უბრალოდ არ იმჩნევენ, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს.“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. თავად ზაურ გოგიაშვილის განცხადებით კი,  მის უკან ათეულობით ადამიანი დგას, რომელთაგან ზოგი ხმას ვერ იღებს, რადგან ეშინიათ, ზოგის ოჯახის წევრები კი, სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ და მათაც ასევე ეშინიათ, რომ ისინიც უმუშევრები არ დარჩნენ. ამას გარდა, ზაურ გოგიაშვილის განცხადებით, სახანძრო მანქანების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია და ხშირად უწევთ შეკეთება, სპეციალური ტანისამოსი ორ წელზე მეტია არ გამოუცვლიათ, საკვებად კი ყოვლედღიურ რაციონში შედის ორი კონსერვი, ჩაი და შაქარი და ეს ყველაფერი პურის გარეშე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობსსაქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნაკეთობების რეალიზაცია უკვე www.amazon.com-ზე ხორციელდება. წარმოებული პროდუქტის გამრავალფეროვნების მიზნით განხორციელებულმა ინვესტიციამ 58,000 დოლარი შეადგინა. წარმოების პროცესში 13 ადამიანია ჩართული. ბრენდი 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ესაა ხელნაკეთი წიგნის დამჭერები. „თილისმა“ ამაზონის გარდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს. „საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდ „თილისმა“ -ს მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება სხვადასხვა სახეობის ხის ნაკეთობების რეალიზაციით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესების წახალისებას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ისინი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • ჭრილობასთან უსათუთესი, თოფთან_ მეომარი _ საქართველოში პირველი ბაზიერი ქალბატონი იუბილარიაოზურგეთელი   ქალბატონი, კლარა  თავართქილაძე სულ მალე 80 წლის ხდება, 57 წელი კი მარტო სამედიცინო სფეროში მუშაობის სტაჟი აქვს. ოზურგეთის  სამედიცინო სასწავლებლის  დამთავრების  შემდეგ, გასული საუკუნის 50-იან წლებში, მუშაობა ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძის) რაიცენტრალურ საავადმყოფოში დაიწყო, ქირურგიულ განყოფილებაში,   შემდეგ  კი ბავშვთა ქირურგიული საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკში გადაინაცვლა და ასე გალია ,თითქმის , 60 წელი მედდად მუშაობაში. როგორც გვიამბობს, მუშაობდა რესპუბლიკაში ცნობილი  ექიმების გვერდით და არცერთი სიკვდილის ფაქტი    საოპერაციო მაგიდაზე  არ მომხდარა. _ ექვსი და-ძმა ვიყავით. მამა ომში დაიღუპა. ერთმანეთი გაზარდეს ჩემმა და-ძმებმა. მე , როგორც ნაბოლარას, დედაც და და-ძმებიც მანებივრებდნენ. ყველაზე დიდი  გატაცება  ჩემი ბაზიერობა იყო, რასაც  13 წლის ასაკიდან ისეთი ლტოლვით ავეკიდე, რომ დღესაც ჟრუანტელი მივლის. დამჭერ მტაცებელ ფრინველზე ნადირობა, გურიაში,  ნებისმიერ   პოპულარულ სპორტზე მეტი ჟინით გამოირჩეობდა.   ჩვენ უამრავი ახალგაზრდა დავიხსენით   ხეტიალისგან თუ ნარკოტიკისგან,  ბაზიერობის დაინტერესებით, _ გვიამბობს ქალბატონი და პირველ ნაბიჯებს იხსენებს, როგორ გაჰყვა 13 წლის ასაკში ძმებს დამჭერ მტაცებელი ფრინველზე სანადიროდ. .. შემდეგ გახდა მაშინდელი მახარაძის მონადირეთა საზოგადოების სექციის წევრი და როგორც ქალი ბაზიერი,   მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, ყურადღების ცენტრში მოექცა. _მე მედდად ვმუშაობდი,   თან ამ უდიდესი საქმის, ბაზიერობის ტრფიალი ვიყავი. როგორც ცნობილია,   ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების   ადათ-წესებთან შესისხლხორცებული იყო ბაზით ნადირობა. თუმცა ქალ ბაზიერს ნაკლებად ნახავდით, _ გვიამბობს კლარა თავართქილაძე და იხსენებს მაკვანეთის ტერიტორიაზე გორმაღალას ფერდობს, სადაც უმეტესად   ხდებოდა მიმინოს  დაჭერა. _ ეეე,  „ნაპერტყულებს“ ვიჭერდით  ჩვენ, ჩოხატაურელებს  და ლანჩხუთელებს რომ გამოექცეოდათ. ისინი აქეთ ნაკლებად გამოუშვებდნენ კარგ მიმინოს და  თუ გამოექცეოდათ, ჩვენც მუდამ იმის ცდაში ვიყავით, როგორმე საუკეთესო მიმინოს დაჭერა მოგვეხერხებინა. მაინც მოხდა ისე, რომ მე მყავდა თეთრზე თეთრი, დედოფალი მიმინო, რითაც 1972 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი, 100 ქულა მისცეს მსაჯებმა. მიმინოს   დასაჭერად   ძირითადად  ღაჟოს ვიყენებდით. მას ჯერ გალიაში ვათავსებდით,    თვალებზე ტყავს ვაწებებდით, რომ ცაში გაშვების დროს,   მიმინო ვერ დაენახა.  როცა  გორმაღალას სეზონს ვიწყებდით, აგვისტოს ბოლოს, აი, მაშინ, როცა გადაფრენისთვის ემზადებიან    ფრინველები, მონადირეები და მათთან ერთად  მეც ,  დილაადრიან მივდიოდით.   ვამაგრებდით მუქი ფერის ძაფისგან მოქსოვილ ბადეს, რომლის შუაგულში ღაჟოს   ვათავსებდით.  აი, როცა მიმინო გამოჩნდებოდა და შურდულივით   დაეშვებოდა ღაჟოს მიმართულებით, მონადირის მარიფათზე  და სისწრაფეზე  იყო დამოკიდებული, რა სწრაფად  დაიჭერდა ღაჟოზე დამცხრალ მიმინოს. შემდეგ , სახლში   წამოყვანილი მიმინოს  მოთვინიერების უმთავრესი პროცედურა  იწყებოდა თვალების ამოკემსვით, _ ამბის  თხრობას ისე განაგრძობს ქალბატონი კლარა, კარგ ორატორს შეშურდება.    ალბათ, ბაზიერთა სკოლა რომ არსებობდეს, უკეთეს ლექტორს  ვერც ინატრებდა კაცი. იხსენებს, რომ პირველივე შემთხვევაზე  დაჭერილი მწყრის ტვინს აჭმევდნენ მიმინოს, რომელიც მას ყველაზე  ძალიან მოსწონს.  ისე კი წელიწადში, რვათვიან მიმინოს 17 კილოგრამი ხორცი სჭირდებოდა. _ ქალი ბაზიერი, რაც მე ეს საქმე დავიწყე,  სამი წლის შემდეგ  გამოჩნდა ჩოხატაურიდან,   გიული ბერძენიშვილი.      მასთან ერთად,  1970 წელს თბილისში,   „ლოკომიტივის“ სტადიონზე, დამჭერ ფრინველთა  მეორე რესპუბლიკურ გამოფენა-შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.   აქ   გუნდური შეჯიბრი   იყო. 1971  წელს კი ჩოხატაურში გამართულ  დამჭერ ფრინველთა მესამე რესპუბლიკურ გამოფენაზე პირველი ადგილი მოვიპოვე. გუნდურში კი ჩოხატაურელებმა იმარჯვეს. მათ ბადალი ნაკლებად ჰყავთ ამ საქმეში. ძნელია,   გავიხსენო, ყველა გამოფენა თუ შეჯიბრი, რომელშიც ცხოვრების მანძილზე მივიღე  მონაწილეობა და მუდამ მაღალი  შედეგები მქონდა. გორმაღალაზე სიარულს ბოლო ათი წელია, თავი დავანებე, რადგან გულის ოპერაცია გავიკეთე და ახლა უფრო შორიდან ვადევნებ   თვალს ბაზიერთა  საქმიანობას, -სინანულით ამბობს ქალბატონი კლარა და ვერ იხსენებს სიგელების და მედლების რაოდენობას,   რითაც  საუკეთესო ბაზიერობისთვის დააჯილდოეს. თუმცა ის კარგად ახსოვს, რომ ხუთჯერ იყო საქართველოს  დამჭერ   ფრინველთა გამოფენა-შეჯიბრის   ჩემპიონი. კლარა თავართქილაძეს ოჯახი არ შეუქმნია. არც კითხვას გაურბის, თუ რატომ მოხდა ისე, რომ უმშვენიერესი გარეგნობის, განათლებული, სპორტსმენი  ქალბატონი  არ დაოჯახდა. _ ბედის საკითხიაო, რომ იტყვიან, არც მთლად მასეა. რატომღაც, იმდენად ბუნების შვილი ვიყავი, იმდენად კაცურ საქმეში გადართული, განსაკუთრებით ბაზიერობის მხრივ, ადვილად ვერც მელაპარაკებოდნენ ამ საკითხზე. არ ვიცი, რატომ ხდებოდა ასე... თოფს ისე ვისროდი, როგორც კაცი, იარაღთან მეომარი ვიყავი,  თუმცა მგრძნობიარე და  უსათუთესი ჭრილობასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ფრინველი იქნებოდა ეს თუ ადამიანი. აკი, გითხარით, ნახევარ საუკუნეზე მეტი,  ქირურგიულ განყოფილებაში ვიმუშავეთ და ადამიანის, ბავშვის სიკვდილის შემთხვევა არ გვქონია.  ან ის როგორ შეიძლებოდა, ჭრილობა დაჩირქებოდა ვინმეს? ყველაზე მწარედ და გაუნელებელი   ტკივილით  მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო, თუ არ ვცდები, წვერმაღალასთან   მატარებლები შეეჯახნენ ერთმანეთს. სამგზავრო და  საწვავის  გადამზიდი. აი, მაშინ ვნახე საშინელება, ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი, რომლებსაც ვერ ვუშველეთ. დღესაც მტკივა, მიძნელდება იმ საშინელი სურათის გახსენება, _ ტირილს ვერ იკავებს ქალბატონი. კლარა თავართქილაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი იყო საქმე, რომელსაც საავადმყოფოში ემსახურებოდა -  ავადმყოფობას და სიკვდილს იმდენი ადამიანი გადაარჩინეს მან და მისმა კოლეგებმა, მისივე თქმით, სათვალავი არ აქვს.  ხოლო ბაზიერთა გუნდში ყოფნისას, უფრო მეტი ახალგაზრდა დაიხსნეს უსაქმურად ხეტიალისგან, რასაც, საბოლოოდ, ისინი ციხის კარებთან მიჰყავდა. ქალი მედიკოსი და ქალი ბაზიერი, რომელიც მალე 80 წლის გახდება, სამეზობლოში ახლაც ისე მზადაა  სხვადასხვა მედიკამენტებით სავსე,  საოჯახო თუ საველე აფთიაქით, როგორც ათეული წლების წინ იყო. _ ეს რომ არ გვყავდეს, რა ეშველება ფარნავაზ მეფის ქუჩის სამეზობლოს? ძველებურად მხნე, დაუზარელი,  ენით მოგარჩენს, სხვა რომ არაფერი. შეკრება-საღამოები ხომ მისი მოგონილია. აინტერესებს, რომელ ოჯახში რა უჭირთ, ვინმე ავად ხომ არ არის. 80 წლის ქალბატონს თანაკლასელები, რომლებიც  ცოცხლები არიან,  „სმენაზე ყავს დაყენებული“.   თვე არ გავა, რომ არ შეიკრიბონ ან ერთმანეთს არ შეეხმიანონ. მაგის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. 25 წლის ახალგაზრდას გააკვირვებს თავისი ენერგიულობით და შემართებით.  რაღაც მიზიდულობა აქვს. სულ მასთან  მივდივართ.  რომ ვერ ვნახავთ, რაღაც გვაკლია იმ დღეს, - სამეზობლოს სახელით გვესაუბრება პედაგოგი, ნატო ნიკოლაიშვილი. ქალბატონი კლარა კი შენიშვნას აძლევს, რა ამბავია ამდენი ქება, ადამიანი იმიტომ მოდიხარ ქვეყნად, ადამიანი და საქმე გიყვარდეს, საქმეში  კი გული ჩადო და თუ ასე იზამ, სიცოცხლეს და კეთილ საქმეს დასასრული არ  ექნებაო. „გურია ნიუსი“ 80 წლის იუბილეს ულოცავს  კლარა თავართქილაძეს _ მედიკოსს, პირველ ბაზიერ  ქალბატონს და ქვეყნის  ხუთგზის ჩემპიონს ამ საქმეში.  ქალბატონს,  რომელმაც თავისი პროფესიებით,  შეუფასებელი ამაგი  დასდო ადამიანის  განკურნების  და  ახალგაზრდა თაობების  ქუჩის გავლენისგან და დანაშაულში ჩათრევისგან  დახსნის  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...