რას პასუხობს ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი ლანჩხუთის გამგებლის მოადგილეს

მთავარი თემა

რას პასუხობს ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი ლანჩხუთის გამგებლის მოადგილეს

31 დეკ. 2013, 19:18:30
ამ აქციას მწვავე რეაქცია მოჰყვა კოალიცია "ქართული ოცნების" მოქმედი ლიდერებისგან: "ვფიქრობ, რომ ეს არაკომპეტენტურობის და უვიცობის მაჩვენებელია, რადგან ასეთი ფორმით აგროვებენ ხელმოწერებს იმისთვის, რომ ვიღაც თანამდებობაზე დაინიშნოს. არ მგონია, ბორის ჭყონიამ არ იცოდეს ამის შესახებ. აქედან გამომდინარე, კაცი, რომელიც ვერ ერკვევა თვითმართველობებში, არ მგონია, ლანჩხუთს გამგებლად გამოადგეს!" _ აცხადებს გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი.

"სკამების მაძიებლებმა თავი დაანებეთ იმიტაციის შექმნას, თითქოს ხალხი გითხოვთ. სულ რაღაც ექვს თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს მასში მონაწილეობა. ამ ყინვაში ხელმოწერების შეგროვება უზნეობაა და მეტი არაფერი. თუ საჭიროდ ჩათვლის საზოგადოება, თვითონ მოგნახავთ," _ წერს კოალიციის ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი ელგუჯა ჩხაიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭყონიას "ქართული ოცნება" უჭერდა მხარს. თუმცა, მოგვაწოდეს "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ბიუროს განცხადება, სადაც ეს ინფორმაცია უარყოფილია: "უკანასკნელ პერიოდში, რაიონის მოსახლეობაში, გარკვეული პირები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა ბიურომ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად რეკომენდაცია გაუწია ბატონ ბორის ჭყონიას, რაც სიმართლეს არ შეეფერება. მიუხედავად ბატონი ბორისის დიდი პატივისცემისა, "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ბიუროს ეს საკითხი არც განუხილავს და ბუნებრივია, არც რეკომენდაცია არ გაუცია. პ/პ "ქართული ოცნების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ბიურო," _ ნათქვამია განცხადებაში.

ამის პარალელურად, გამგებლობის კანდიდატი ბორის ჭყონია "გურია ნიუსს"ს საკმაოდ ხმაურიან ინტერვიუსაც აძლევს და მოქმედ გამგებელს "მისსავე მოედანზე" უტევს _ "გურიას" სპონსორს ვუშოვი და ბიუჯეტიდან კი არ დასჭირდება კლუბს ფული, ინვესტორი მოიტანსო. ზაზა ურუშაძე სწორედ "გურიასთან" დაკავშირებით ამბობდა, რომ გუნდი ძველ დიდებას დაიბრუნებდა. მართალია, ამჟამად კლუბი ფინანსურ კრიზისშია, მაგრამ გუნდი მოწინავე ადგილებზეა.

ამასობაში ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტი შაქრო ბარამიძე. მოტივი სამსახურის უფროსის მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებითი ბარათი იყო, სადაც წერია, რომ ბარამიძე სისტემატურად აცდენდა სამსახურს. თუმცა, ბარამიძე ამბობს, რომ სამსახურს არ აცდენდა.

შაქრო ბარამიძე ბორის ჭყონიას სიძეა. რა თქმა უნდა, ეჭვები რჩება. თუ ბარამიძე სამსახურს აცდენდა, ხომ შეიძლებოდა მისი გაფრთხილება? სხვათა შორის, ანალოგიური ვითარება წინა ხელისუფლების დროსაც შეიქმნა, როცა სამსახურიდან ადამიანი "ცუდი მუშაობისთვის" გაუშვეს, როცა იმ თვეში პრემია ჰქონდა მიღებული. დაგვიანებისთვის, "ფეიქსბუქსა" და "ოდნოკლასნიკებში" "ძრომიალისთვის" სამსახურიდან რომ არავის უშვებენ, ეს ყველამ კარგად იცის და ამიტომაც მოჰყვა რიგითი სამსახურიდან ადამიანის გათავისუფლებას სკანდალი.

თუმცა, ზაზა ურუშაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური მომენტი გამორიცხულია და გათავისუფლება სამართლიანად მოხდა. ისე, ყველაზე მეტად სწორედ გამგებელს არ უნდა "აწყობდეს" უნდა მთავარ კონკურენტისთვის პიარის გაკეთება.

ლანჩხუთის გამგებელი აცხადებს, რომ ბოლო დროს მის შესახებ მცდარი ინფორმაციები ვრცელდება, თითქოს პროკურატურაში იბარებენ და ა. შ.: "ყველა მინდა დავამშვიდო, რომ ისეთს არაფერს გავაკეთებ, პროკურატურაში მისასვლელი ვიყო. მე მშვიდად ვაგრძელებ საქმიანობას. ლანჩხუთში იმდენი პროექტი ხორციელდება, რამდენიც კომუნისტების მერე არ გაკეთებულა. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და აქაც რომ არ ვიყო, ლანჩხუთს ყურადღებას არ მოვაკლებ" _ აცხადებს ურუშაძე.

მისი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი "გახურებული თავების გაგრილებაზე" საუბრობს და ქვას აშკარად იმათ ბოსტანში ისვრის, რომლებიც ჭყონიას კანდიდატურას უჭერენ მხარს. ზენაიშვილი ხმაურიან განცხადებასაც აკეთებს _ ის ამბობს, რომ ჭყონიას საგამგებლო ამბიციების უკან "გურიის" ვეტერანი ფეხბურთელები დგანან. საუბარია დავით უგრელიძეზე, მერაბ თევზაძესა და კობა მჟავანაძეზე. ეს ხალხი საპარლამენტო არჩევნებში თემურ ჩხაიძეს და "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ მხარს და კამპანია ლანჩხუთში ჩაატარეს. ზენაიშვილი ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელ დავით ცინცაძესაც მოიაზრებს ჭყონიას მხარდამჭერთა შორის: "ეს იყო დიდი გარიგება პრინციპით _ ხელი ხელს ბანს: დავით ცინცაძეს უნდა დახმარებოდნენ გიორგი უშიკიშვილის ადგილზე დანიშვნაში და ცინცაძე ლანჩხუთში ჭყონიას დაეხმარებოდა გამგებლობაში. სხვათა შორის, ცოტა ხნით ადრე ცინცაძე ვნახე ერთ-ერთ შეხვედრაზე ლანჩხუთში, როგორ საუბრობდა ჭყონიაზე, თითქოს ამ კაცს გადაერჩინოს ფოლკლორი ლანჩხუთში," _ აცხადებს ზენაიშვილი.

როცა "შავნაბადას" ხელმძღვანელ დავით ცინცაძეს დავუკავშირდით და ავუხსენით, თუ რაზე გვსურდა მისი კომენტარი, გაკვირვებულმა გვკითხა, ხუმრობთ თუ ყოველივეს სერიოზულად ამბობთო. ამის შემდეგ ის დროს ითხოვს და თავად უკავშირდება ვახტანგ ზენაიშვილს, რის შემდეგაც შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ასე აღელვებული კომენტარის მიცემისას არ ვყოფილვარ. "ბი ბი სის" 6 ინტერვიუ მივეცი და არც მაშინ. ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ზაზა ურუშაძე გამგებელი გახდა, მე მას კულტურის თემაზე ვესაუბრე, თუ რის გაკეთება შეიძლებოდა და ეს ჩემგან იყო მხოლოდ რჩევა. ახლაც, როცა ბორის ჭყონიას აქვს ლანჩხუთთან მიმართებით კარგი წინადადებები, რატომ არ დავუდგე გვერდით? ნებისმიერი ადამიანის გვერდით ვარ, ვინც ლანჩხუთისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს! ჩემს მშობლიურ რაიონთან მაქვს მორალური პასუხისმგებლობა და ყოველთვის ვეცდები, მას დავეხმარო. თუ ვინმე ჩემს გამოყენებას პირადი მიზნით შეეცდება, რა თქმა უნდა, მე გვერდით გავდგები. თუ 22 დეკემბრის შემდეგ ვინმე ფიქრობს, რომ მე ვიქნები ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, სულ მცირე პოლიტიკურ სივრცეს აცდენილია, მისი საქმე პოლიტიკა არაა და არც სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა გააჩნდეს, რადგან ეს თანამდებობა უკვე დაკავებულია. ამ განცხადებას კი ვახტანგ ზენაიშვილი 27-ში აკეთებს. ეს გულისხმობს, რომ მან არ იცის საკუთარ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. ის აზრს, რომ მე ამის გამო ვინმეს რამეს გავუკეთებ და ბინძურ თამაშებს ვითამაშებ, ეს მათი "ბინძური" აზროვნების ნაყოფია. რაც შეეხება ჩემს აქტიურ გამოჩენას ლანჩხუთში, ეს 2008 ცლიდან დაიწყო, როცა მე ჩავთვალე, რომ შემეძლო რამე დადებითი გამეკეთებინა ჩემი მშობლიური რაიონისთვის და ეს ლანჩხუთის კულტურული ცხოვრების ბოლო 5-წლიანი ისტორიაცაა ყველა სიკეთესთან ერთად _ ლანჩხუთში გავხსენი სალოტბარო სასწავლებელი, ანსამბლი "მხედრები" გავუშვი საფრანგეთსა და ჩინეთში, გამოვეცი ლანჩხუთელი ლოტბარის ბიოგრაფიული წიგნი, ასევე, ბრიტანეთში დაცული აკეთელი ხუხუნაიშვილების 1900-იანი წლების მსოფლიოში პირველი ჩანაწერები (ანზორ ერქომაიშვილთან ერთად), 40-კაციანი დელეგაციის სტუმრობა საფრანგეთიდან, უამრავი საკონცერტო ღონისძიება და ა. შ., ბევრიც არ მახსენდება. ეს ყველაფერი უსასყიდლოდ მოხდა და სხვაგვარად არც მაქვს სურვილი ლანჩხუთთან მიმართებაში. ლანჩხუთის სასარგებლოდ მზად ვარ ვითანამშრომლო ყველასთან, როგორც შემეძლება, ჩემი პოვნა არ არის რთული... გამგებლის თანამდებობა არ არის არჩევითი და და მე ამით ბორისს ვერ მოვიყვან გამგებლად, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. არჩევითიც რომ იყოს, მე არ ჩავერეოდი, რადგან საზოგადოებას უნდა მისცე არჩევანის თავისუფლება. კიდევ ვიტყვი, რომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღევანდელ ხელისუფლებაშიც ხდება ჩაწყობები და მე ასე ვაპირებ ფოლკლორის ცენტრის დირექტორობას, რომელიც უკვე დაკავებულია, ეს მისი ხედვაა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ," _ აცხადებს დავით ცინცაძე.

თავის მხრივ ვახტანგ ზენაიშვილიც დაგვიკავშირდა და აღნიშნა, რომ ზემოთ ნახსენები განცხადება რამდენიმე დღის წინანდელ სიტუაციას ეხება, თუმცა, ფოლკლორის ცენტრთან დაკავშირებით "რაღაცები კიდევ ხდება".

ბორის ჭყონიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს "ქართული ოცნების“ ლანჩხუთელ აქტივისტს ნუგზარ ცინცაძეს: "პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს დეპუტატი თემურ ჩხაიძე, სწორედაც რომ მის გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს, რადგანაც მას ხმა ლანჩხუთელების 80%-მა მისცა. რაც შეეხება ბორის ჭყონიას პიროვნებას, ეს ადამიანი ცდილობს შემოვლითი გზით მოვიდეს გამგებლად. ჩვენ აქ ვიბრძოდით, თუ მას რამე ინტერესი აქვს, პირველ რიგში დეპუტატი უნდა ჩააყენოს საქმის კურსში, ასევე საზოგადოება. დადის და აგროვებენ ხმებს მის სასარგებლოდ. ასეთი საუბარიც იყო, თითქოს "თბილისის ოცნებამ“ გადაწყვიტა, არ მინდა სახელები და გვარები დავასახელო. იყო მათი მხრიდან გამოხმაურება, გუშინაც იყვნენ ჩემთან მოსულები და თქვეს, რომ მის კანდიდატურას მხარს "თბილისის ოცნება“ უჭერს. რას ნიშნავს ეს, ჩემთვის გაუგებარია. აქ, ლანჩხუთში პარტიაცაა, ოცნებაცაა, საზოგადოებაცაა. ვინც ერთად ვიდექით, შევიკრიბებით და სწორედ ჩვენთვის მისაღები ვინც იქნება, იმას გადავწყვეტთ. ზაზა ურუშაძის მიმართ სამდურავი არ გვეთქმის, მუშაობს პატიოსნად, მე ვამბობ იმას, რაც სიმართლეა," _ ცინცაძის ეს კომენტარი "გურია ნიუსმა" უკვე შემოგთავაზათ.

ჩვენ კომენტარისთვის გამგებლობის კანდიდატად მოაზრებულ ბორის ჭყონიას დავუკავშირდით:

_ ბატონო ბორის, თქვენი სიძის გათავისუფლებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად თვლით?

_ მე არ ვიცი, ეს რა პოლიტიკაა. საერთოდ უსაფუძვლოდ მოხსნეს. რას ერჩოდნენ, არ ვიცი...

_ თქვენ გამგებლობის კანდიდატად მოიაზრებით, თუმცა, კოალიციის ადგილობრივი ოფისი მხარს არ გიჭერთ. მართალია, რომ "ქართული ოცნების" თბილისის ჯგუფი გიჭერთ მხარს?

_ ეს არის მცდარი ფორმულირება, არაფერ მსგავსზე საუბარი არ არის.

_ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ დავით ცინცაძეს უშიკაშვილის ადგილზე დანიშვნაში უნდა დახმარებოდით, სამაგიეროდ, ის ლანჩხუთის გამგებლად გახდომაში დაგეხმარებოდათ...

_ ეს არის ტყუილი. დათო არც იცნობს იმ ადამიანებს. ამასთან, მას სთავაზობდნენ იმ ადგილს და თავად თქვა უარი. დათო რა შუაშია, ვერ ვხვდები? ასეთი ტყუილი როგორ შეიძლება?!

_ რატომ არ იყო დაპატიჟებულით ფესტივალზე ადგილობრივი ხელისუფლება?

_ ერთ-ერთ შეხვედრაზე გაკეთდა ანონსი, რომელსაც ვახტანგ ზენაიშვილიც ესწრებოდა. მეტი რა გვექნა? ინფორმირებული იყვნენ.

_ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ არანაირი სპონსორები "გურიასთან" დაკავშირებით არ გყავთ. ვერ დაგვისახელებთ გვარებს?

_ ამ ეტაპზე, ვერა. თუმცა, ტყუილია თუ სიმართლე, ეს მალე გამოჩნდება.

ჩვენთან საუბარში დავით უგრელიძე აცხადებს, რომ ბორის ჭყონიას მხარს უჭერს, თუმცა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში არ ერევა: "მე არ ვარ პოლიტიკაში და როგორ უნდა ჩავერიო? თუ პიროვნულად მაქვს ავტორიტეტი და ვინმეს დასჭირდება ჩემი მხარდაჭერა, ეს სხვა საკითხია. დიახ, ბორის ჭყონიას ვუჭერ მხარს და თუკი ვინმე მკითხავს, ასევე მეგობრებთან და ნაცნობებთან ვიტყვი, რომ ის არის პატიოსანი კაცი და გამოადგება ლანჩხუთს. ჩვენ არც წინა შემთხვევაში ჩავრეულვართ ვინმეს დანიშვნაში და ახლაც არ ჩავერევით. უბრალოდ, როცა საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, ლანჩხუთელებს პირობა მივეცით, რომ რაიონის წინსვლისთვის ყველაფერს გავაკეთებდით. არ მგონია, ლანჩხუთში ის სასიკეთო ძვრები იყოს, რასაც ხალხს ვპირდებოდით..." _ გვითხრა მან.

ფოტო: http://church.ge/index.php?showtopic=438&mode=threaded&pid=23145




 ახალი ამბები
  • "წყალმა ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს და არხში ისკუპოს? ლანჩხუთში სოფელ  ჩიბათში ბოლო პერიოდში გაკეთებული სანიაღვრე არხების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მომხმარებელი მარიამ კოიძე ავრცელებს. "აქ წყალმა ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს და არხში ისკუპოს? "- კითხვას სვამს ის. როგორც მისი კომენტარიდან  ირკვევა აღნიშნული სანიაღვრეები ე.წ. რკინიგზის უბანში გაკეთდა და მოსახლეობაც უკმაყოფილოა განხორციელებული სამუშაოებით. "უკმაყოფილო ვართ, მე და ჩემ მხარეს მცხოვრები ყველა მეზობელი. ასევე უკანა მხარეს მცხოვრებნიც. იმიტომ, რომ სანიაღვრეები გააკეთეს არა იმ მხარეს, სადაც დახრა იყო, არამედ საპირისპირო მხარეს, სადაც მიწა მაღალია. რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ღელე ადიდდება, ჩემ ეზოში შემოვა და წაიღებს ყველაფერს. ასევე წაიღებს ჩემს უკან მცხოვრები ადამიანების ეზოებს, რომელსაც სანიაღვრე არხები არ გაუკეთეს (ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა)" - წერს მარიამი. ... ...
  • აგვისტოში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 32 870 მლნ ლარით გაიზარდაეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, რომელიც,  წინა თვესთან შედარებით 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის სტატისკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში კომერციული  ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 32,843 მლნ ლარი შეადგინა. საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 71,858 მლნ ლარი შეადგინა. როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, წინა თვეში კომერციულმა ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურეობებიდან 30,976 მლნ ლარის შემოსავლი მიიღეს. ასევე ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში სულ ბანკების შემოსავლები  399,955 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 330,845 ლარი. აგვისტოში კომერციული ბანკების ხარჯებმა კი, 293,344 მლნ ლარი შეადგინა. ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგება 953,635 მლნ ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით ქართულ ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4-დან 10 ათას ლარამდე გაიზარდასაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხელფასი 10 000 ლარი გახდა (საუბარია ხელზე ასაღებ თანხაზე). აქამდე ანაზღაურება 4 000 ლარი იყო.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს მიიღო.მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხანია მსჯელობენ."კონკურსის გამოცხადებამდე ჩვენ ჩამოყალიბებული ვიყავით, თუმცა, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ ხელფასი ერთგვარი მოტივატორი არ გამხდარიყო. ვიმსჯელეთ საბჭოში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ სხდომაზე გაგვეტანა ეს საკითხი. რაც შეეხება ოდენობას, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან გონივრული თანხა. ჩვენ, უბრალოდ, თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ უფრო მეტით გაგვეზარდა,   არ ვართ კერძო ტელევიზია და ამიტომ გარკვეულ ჩარჩოებში ვზივართ ხელფასებთან დაკავშირებით", - განუცხადა "მედიაჩეკერს" ირინა ფუტკარაძემ კითხვაზე, ახლა, ახალი დირექტორის არჩევის წინ რატომ გაიზარდა დირექტორის ხელფასი.ჩვენს კითხვაზე, მის უფლებამოსილებებში რაიმე ხომ არ იცვლება ან ემატება, რაც წინა დირექტორს არ ჰქონდა, ფუტკარაძემ გვიპასუხა:  “რჩება იგივე უფლებამოსილება, რაც განსაზღვრული აქვს კანონით, ბუნებრივია.  მაგრამ, მე პირადად, ვთვლიდი, რომ საკმაოდ არაადეკვატური (ანაზღაურება) ჰქონდა წინა დირექტორს და შესაბამისად, იმიტომ გაიზარდა, რომ ვინც იქნება ახალი დირექტორი, მას უკვე ჰქონდეს ღირსეული და ადეკვატური ანაზღაურება".შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი უნდა აირჩიოს. კონკურსში სულ 8 განმცხადებელი მონაწილეობდა, თუმცა, დირექტორობისთვის ბრძოლას I ტურის შემდეგ 4 კანდიდატი აგრძელებს. წყარო: ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...
  • საქართველში საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიანდღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის  ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება. „ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება  მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე. ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...