№6 ციხის დირექტორის წინააღმდეგ სასჯელაღსრულების მონიტორინგის სამმართველომ მოკვლევა დაიწყო

მთავარი თემა

№6 ციხის დირექტორის წინააღმდეგ სასჯელაღსრულების მონიტორინგის სამმართველომ მოკვლევა დაიწყო

2014 იან 6 15:38:12

მოშიმშილე პატიმრებმა ს.მ. და დ.ა. რამდენიმე დღის წინ ციხიდან საპროტესტო წერილი გამოაგზავნეს. ისინი №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს, დავით დოჩიაშვილს სხვა დაწესებულებაში ეტაპირების სანაცვლოდ თითო ადამიანზე 1000 დოლარის მოთხოვნაში ადანაშაულებენ. წერილში აღწერენ მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძიების სახით № 6 ციხიდან №7 ციხეში გადაყვანას და სპეცრაზმის მიერ ცემის ფაქტს. აღნიშნავენ, რომ №7 საპყრობილეს დირექტორს, შოთა ტრაპაიძეს ისინი არ უნდა მიეღო. რადგან მძიმედ არიან ავად და № 7 ციხეს არ გააჩნია სამედიცინო განყოფილება.

"გურია ნიუსი" მოშიმშილე პატიმრების წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"ვაპროტესტებთ შემდეგს, რომ 8.12.2013 წელს 10 დღის მოშიმშილე პატიმრები, რომლებიც გავდიოდით სად-ის №6 დაწესებულებაში სამედიცინო ნაწილში, სადაც შემოვიდა (დირექტორი დავით დოჩიაშვილი) თანმხლებ პირებთან ერთად, რომლებიც დარჩნენ საკნის კარებთან. საკნის სიგრძე დაახლოებით 10-11 მეტრია, ხოლო დოჩიაშვილი და მისი მოადგილე ჩამოჯდნენ ჩვენ საწოლზე საკნის მეორე ბოლოში და დოჩიაშვილმა შემოგვთავაზა, № 7-ში ეტაპირების სანაცვლოდ გადაგვეხადა 1000 დოლარი კაცზე, ჩვენ რა თქმა უნდა უარი ვუთხარით და მოვთხოვეთ მთავარი ექიმის საბუთის გარანტია, რომ ასეთ ავადმყოფებისთვის, თან 10 დღე ვშიმშილობდით, შეიძლებოდა თუ არა ეტაპირება. ამის თქმის შემდეგ დოჩიაშვილი ადგა, გავიდა და გვითხრა, ახლავე დავბრუნდებიო. ამის წასვლის შემდეგ შემოვარდა სპეცრაზმი. გადაგვიგრიხეს მოტეხვამდე ხელები, ზურგზე და ხელბორკილები ლამის მაჯების მოწყვეტამდე მოგვიჭირეს და ასე ცემა-ტყეპით წამოგვიყვანეს № 7 დაწესებულებაში ღამის 5 საათზე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ № 6 დაწესების დირექტორს, ჩვენი № 6 სამედიცინო ნაწილიდან № 7-ში სადაც, სამედიცინო ნაწილი არ არსებობს, არ ჰქონდათ გადმოყვანის უფლება. სადაც ავადმყოფებისთვის და ჯანმრთელებისთვისაც ყოფნა წამების ტოლფასია. რაც შეეხება № 7 დაწესებულების დირექტორს, შოთა ტრაპაიძეს ჩვენი მიღების უფლება არ ჰქონდა. რადგან №7 დაწესებულებას არ აქვს სამედიცინო ნაწილი. ჩვენ კი ნაციონალების დროს ნაწამები პატიმრები ვართ, რაზეც საქმეა აღძრული. ჩვენ № 7 -ში მკურნალობა ვერ ჩაგვიტარეს, რადგან წამების დროს დაგვიმტვრიეს ხერხემლის მალები, გვაქვს ჰეპატიტი "C" "B" და "დელტა." ასევე თავის მძიმე ტრამვები. დაავადებული გვაქვს თირკმლები, კუჭი და ა.შ.

ხოლო მე და ს. მ. № 6 დაწესებულებაში, მისმა დირექტორმა დამიკარგა პირადი ნივთები. არ გამომატანეს ჩემი ნივთები, რისი ღირებულება რამდენიმე ათასი ლარია. ასევე დამიკარგეს "ლარიოკის კარტა" და ორ კვირაზე მეტია საჭირო ნივთებს ვერ ვყიდულობ, ჩემი მოთხოვნაა დამიბრუნონ ჩემი ნივთები ან ამინაზღაურონ სასწრაფოდ დანაკარგი!

ჩვენ უკვე 23 დღე ვშიმშილობთ, ვსვამთ მარტო წყალს. ჩვენი სამართლიანი მოთხოვნაა გადაგვიყვანონ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ან ისეთ დაწესებულებაში, სადაც არის სამედიცინო ნაწილი.

თუ ჩვენი პროტესტი არ იქნება გათვალისწინებული, რადგან სამართლიანია გადავალთ მშრალ შიმშილზე. ხოლო სანამ ამ დაწესებულებაში ვიქნებით, მთავრობის მოწოდებულ „პაიოკს“ არ მივიღებთ. ჩვენი თხოვნაა დროზე მოახდინონ რეაგირება და დააკვირდით თარიღს როდის გიგზავნით წერილს და თქვენთან როდის მოვა. ასევე ვითხოვთ "კახა კოჟორიძესთან" შეხვედრას.

პატივისცემით ს.მ. და დ.ა. 23.12.2013 წელი "

წერილი სასჯელაღსრულების დაწესებულების № 7 საპყრობილეს დირექტორის, შოთა ტრაპაიძის; გენერალური ინსპექციის უფროსის, მირზა სუბელიანის; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის სახელზეა დაწერილი.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რა რეაგირება მოყვა მოშიმშილე პატიმრების საპროტესტო წერილს. გაირკვა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ წერილის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძისგან გაიგო.

"ჩვენთან წერილი მოვიდა თუ არა არ ვიცი. ნანა კაკაბაძემ მითხრა ამ წერილის შესახებ. ჩვენი ადვოკატი 8-ში შევა ციხეში. ადგილზე გაარკვევს რა მოხდა და ამის შემდეგ შემიძლია გავაკეთო კომენტარი."

კითხვაზე, პატიმრები აცხადებენ, რომ №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი დავით დოჩიაშვილი №7 ციხეში ეტაპირებისთვის კაცზე 1000 დოლარს ითხოვდა. ასევე "შოთა ტრაპაიძეს, №7 დაწესებულების დირექტორს ჩვენი მიღების უფლება არ ჰქონდა, რადგან არ აქვს №7 დაწესებულებას სამედიცინო ნაწილი."

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძემ გვითხრა:

"მე მგონი არასწორად გადმოგამისამართეს. მე მეხება პენიტენციალური ჯანდაცვის საკითხები და ამ კითხვებზე ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს. არ ვარ საქმის კურსში. თუ რამე გამოსაძიებელია, ეს ეხება საგამოძიებო დეპარტამენტს და გენერალურ ინსპექციას. გადაყვანა და გადმოყვანა ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.

მე, შემიძლია გითხრათ, რომ №7 დაწესებულებაში არის ამბულატორიული პუნქტი. ანუ ოჯახის ექიმი, ექთანი, მთავარი ექიმი და სამკურნალო საშუალებები ამბულატორიული პაციენტებისთვის. ამ წუთას იქ არ იმყოფება და ვერც იქნება არცერთი პატიმარი, რომელსაც საავადმყოფოში სჭირდება მოთავსება. "C" ჰეპატიტი აქვს პატიმრების დაახლოებით 25-30 პროცენტს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ვისაც აქვს ჰეპატიტი უნდა იყოს სამედიცინო პუნქტში მოთავსებული. იქ არის სამედიცინო პუნქტი, როგორიც გათვალისწინებულია ციხის მინიმალური და ევროპის ციხის მინიმალური წესებით. ამბულატორიული პაციენტის მიღება ამ დაწესებულებას ჩვეულებრივად შეუძლია. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს ციხის ადმინისტრაცია და არა სამედიცინო სამსახური. პატიმრების გადაყვანა და გადმოყვანა ჩვენ არ გვეხება, თუ მას არ სჭირდება სპეციალიზებული სამედიცინო დახმარება."

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ №7 ციხე არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ევროსაბჭოს რეკომენდაციით იგი გაუქმდა. მისი აზრით წერილში პატიმრების მიერ მოყვანილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. რაზეც პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს.

"როდესაც პატიმრებმა გაიგეს ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გადაიდო, გამოაცხადეს შიმშილობა. მათ მიერ გამოგზავნილ წერილში აღწერილია, როგორც სადამსჯელო ღონისძიება, როგორ უპირებდნენ №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან №7 ციხეში გადაიყვანეს. რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ქვევით სარდაფში მდებარეობს. იქ, ადამიანების ხანგრძლივი ვადით გაჩერება არ შეიძლება. თავისი პირობებით და მდებარეობით, იგი არ აკმაყოფილებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. რაც მთავარია, მდებარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. ეს შენობა შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ წინასწარი დაკავების საკნად. ევროსაბჭოს რეკომენდაციით ეს დაწესებულება გაუქმდა.

როგორც სადამსჯელო ღონისძიება დაახლოებით 20-მდე მოშიმშილე პატიმარი, დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს. საუბარია ავადმყოფ პატიმრებზე, რომლებიც მკურნალობას სამედიცინო ბლოკში გადიოდნენ. თითქმის ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებას აქვს სამედიცინო განყოფილება. №7 ციხე არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც არ არის სამედიცინო დაწესებულება. წერილის მიღების შემდეგ ვესაუბრე, სასჯელაღსრულების ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეს, გიგა გიორგაძეს. ჩავთვალე, რომ სოზართან ამ ინფორმაციის მიწოდებას აზრი არ ჰქონდა. რადგან რამდენიმე თვის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ №7 ციხეში, პატიმარი გიგლემიანი იყო ნაცემი. საერთაშორისო კონფერენციაზე ერთად ვიყავით მინისტრი სუბარი და მე. ვთხოვე მოეცა ამ ფაქტის გადამოწმების საშუალება. რა თქმა უნდა გადამოწმების საშუალება არ მომცეს. მითხრეს პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. მე უთხარი: ჩემთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანი ციხის კორიდორში სცემეს და არა საკანში.

წერილი მეც მომივიდა და ზემოთ ჩამოთვლილი პირებსაც, თუმცა მე ვერ გეტყვით, რა რეაგირება მოყვა მათი მხრიდან. ამ წერილში მოყვანილი ფაქტებით ვაპირებ პროკურატურას მივმართო. იმედი მაქვს ქალბატონმა ეკა ბესელიამ უკვე მიმართა პროკურატურას, ხოლო სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ამ საკითხზე დაიწყო მოკვლევა. იმედია მოკვლევის შედეგები გახდება ცნობილი. რამდენად დამაჯერებელი იქნება შედეგი, ეს მეორე მხარეა."

დაიწყო თუ არა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა მოშიმშილე პატიმრების წერილთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროს, ირაკლი კორძაიას დაუკავშირდა.

"ვინაიდან, ამ წერილს ჰყავდა ბევრი ადრესატი, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ეს წერილი გადასცა სასჯელაღსრულების სამინისტროს მონიტორინგის სამმართველოს. მას შემდეგ, რაც მონიტორინგის სამმართველო გამოიკვლევს წერილში მოყვანილ ფაქტებს, იმის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება," _ განაცხადა კორძაიამ.




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფერისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...
  • პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნოსაქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 ხმით დაუჭირა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა. „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს 34-მა წევრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...