"გვყავდა წყვილები, რომლებსაც ხელოვნურ განაყოფიერებაზე მოძღვრის კურთხევა ჰქონდათ"

მთავარი თემა

"გვყავდა წყვილები, რომლებსაც ხელოვნურ განაყოფიერებაზე მოძღვრის კურთხევა ჰქონდათ"

2014 იან 7 19:22:31

_ რა განსხვავებაა ხელოვნურ და ბუნებრივი გზით ჩასახულ ბავშვებს შორის?

_ სტატისტიკურად, ინ-ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები დაავადების მაჩვენებლით ან სხვა ქცევითი ნორმებით არანაირად არ განსხვავდებიან საერთო პოპულაციის ბავშვებისაგან. უფრო მეტიც, ზოგად პოპულაციასთან მიმართებაში ისინი ცოტა უფრო ჯანმრთელნიც კი არიან, რადგან მუცლადყოფნის პერიოდში ექიმის მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, ოჯახები, რომლებშიც ეს ბავშვები იბადებიან , არიან ბევრად მოტივირებულნი და მომზადებულნი, ვიდრე სადღაც, პირობითად რომ ვთქვათ, აულში ჩასახული ბავშვის მშობლები, რომლებიც წლების განმავლობაში არ ყოფილან ექიმთან. თუმცა ინ-ვიტრო განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებს ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვებისგან რაიმე განსაკუთრებული დადებითი ან უარყოფითი ნიშანი არ გამოარჩევთ.

_ "პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა“- ეს არის ამონარიდი საშობაო ეპისტოლედან. მიგაჩნიათ, რომ ადამიანის ხელოვნურად შექმნა ქრისტიანობასთან შეუსაბამოა?

_ სამწუხაროდ, არ მომისმენია პატრიარქის ქადაგება და შესაბამისად მის შეფასებას არ ვეცდები, მაგრამ პირადად გაახლდით სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საბერძნეთის საპატრიარქოს მაღალი რანგის სასულიერო პირი იყო მოწვეული. ჩემმა კოლეგებმა მას სწორედ ხელოვნურ განაყოფიერებაზე ჰკითხეს, რაზედაც სასულიერო პირმა მიუგო, რომ ინ-ვიტრო განაყოფიერებას უშვილობის სამკურნალო ერთ-ერთ დარგად მიიჩნევს. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, გეტყვით, რომ არ ვთლი ამას ქრისტიანობასათან შეუსაბამოდ, ეს რომ ასე იყოს , ამ პროცედურას ჩემს კლინიკაში არ ჩავატარებდი ისევე , როგორც არ ვაკეთებ აბორტს, არა იმიტომ რომ ეს რთული ოპერაციაა და ვერ შევასრულებ, უბრალოდ აბორტი პიროვნულად მიუღებელია ჩემთვის. თუმცა საპატრიარქოს ტელევიზიაში შეხვედრის დროს ვთქვი, რომ აბორტის აკრძალვა განსაკუთრებული შედეგის მომტანი არ იქნება. ის უფრო გაუკუღმართდება და ბევრად მძიმე შედეგს მივიღებთ. მიმაჩნია , რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა საგანმანათლებლო რესურსი ,რათა არ დავდგეთ როგორც ჯანმრთელობის, ასევე სულიერი პრობლემების წინაშე.

_ ეპისტოლეში საუბარია იმაზეც, რომ ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები მოზრდილობაში პრობლემატურნი იქნებიან. ამ მოსაზრებას აქვს მეცნიერული ახსნა?

_ არ მესმის რას ნიშნავს "იქნებიან". ამ მეთოდით პირველი ბავშვი 1978 წელს გაჩნდა და შესაბამისად შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რაც არის დღეს, მომავალში რა იქნება და რა პრობლემების წინაშე დადგებიან ისინი, ამაზე როგორ შემიძლია ვიმსჯელო? თუმცა თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლია შეისწავლოს ამ ადამიანების ცხოვრება და ის პრობლემები, რასაც ისინი გადააწყდნენ.

_ ეპისტოლეში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ასეთი ბავშვების სიცოცხლე სხვა მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგია. რა პროცედურას გულისხმობს ინ-ვიტრო განაყოფიერება?

_ პროცედურა გულისხმობს იმას, რომ აიღო რამდენიმე კვერცხუჯრედი, გაანაყოფიერო და იქედან გადაიტანო ის, რომელიც უკეთესია. დანარჩენი ემბრიონები კი, თუ განვითარდებიან და ხუთ დღემდე მიაღწევენ, შეგვიძლია გავყინოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ. რაც შეეხება ეპისტოლეში ნახსენებ „მრავალი ემბრიონის განადგურებას“, მოდით ეს პროცესი ძალიან მარტივი მაგალითის ფონზე განვიხილოთ. დავუშვათ, თბილისში წუხელ 100 ქალი განაყოფიერდა ჩვეულებრივი წესით. ამ განაყოფიერებული ემბრიონებიდან ზოგი ჩამოიფცქვნება, ზოგი ვერ მიემაგრება, ზოგი მიემაგრება და მერე ჩამოიშლება და აქედან მხოლოდ 25 პროცენტი მივა სამშობიაროში ცხრა თვის შემდეგ . რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მათ, ვინც ორსულობას ხელოვნურად შეწყვეტს. ანუ ხდება ემბრიონების ბუნებრივი გადარჩევა. იმ სამედიცინო პროცედურებით კი, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერება ჰქვია, 100 ქალიდან დაახლოებით 40 % აქვს შანსი, რომ მივიდეს ორსულობამდე და შვილის გაჩენამდე . თუმცა აქ არის ერთ გარემოება, როდესაც პაციენტს ეყოლა შვილი და აღარ სჭირდება დანარჩენი ემბრიონები. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია აღარ ხდება მათი განვითარება.

_ საშობაო ეპისტოლე სუროგაციის თემასაც შეეხო. როგორც ჩანს ეკლესიისთვის შვილის ამგვარი მეთოდით ყოლა მიუღებელია.

_ როგორც სამედიცინო, ასევე იურიდიული კანონმდებლობით, სუროგაცია დაშვებულია ჩვენს ქვეყანაში. ცალკეული მაღალი სასულიერო თუ არასასულიერო პირების ხედვა უბრალოდ ხედვაა , ადამიანის სწორი განვითარებისათვის მთავარი კანონმორჩილებაა. პირადად მე არ მესმის, რატომ უნდა წაართვა ერთადერთი ნუგეში ადამიანს, რომელსაც შვილის გაჩენა უჭირს .მსოფლიო ცხოვრობს, ვითარდება და თუ გვინდა, რომ ცივილიზაციას მოვწყდეთ, ეს იდეა ჩემისთანა თავისუფალი ადამიანისათვის მაინდამაინც მომხიბლავი არ არის.

თუ ჩვენ ვერ გამოვალთ ნებისმიერი ერთი ადამიანის აზრის უპირობოდ მიღება-გაზიარებისაგან, ეს ჩვენი კულტურისა და განვითარების მაჩვენებელი იქნება.

_ თქვენი კლინიკისთვის თუ მოუმართავს სასულიერო პირის ოჯახს და ინ-ვიტრო განაყოფიერება უთხოვია?

ასეთ პაციენტს ვერ ვიხსენებ, თუმცა გვყავდა წყვილები, რომლებსაც ხელოვნურ განაყოფიერებაზე მოძღვრის კურთხევა ჰქონდათ. ინ -ვიტრო განაყოფიერება ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 10 წელია არსებობს და რატომ გახდა ეს თემა პრობლემური დღეს არ მესმის? ამის სანაცვლოდ რას ვთავაზობთ უშვილო წყვილებს, რომლებიც ბავშვის აყვანასაც კი ვერ ახერხებენ, რადგან მრავალწლიან რიგში უწევთ დგომა? იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში საპატრიაქო სხვა თვალით შეხედავს ამ საკითხს და ადამიანის გაჩენის ყველა მეთოდს აკურთხებს.




 ახალი ამბები
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...