"ბუნტი ღმერთის წინააღმდეგ" და სუროგაციით გაჩენილი ბავშვები, რომელთა ნაწილი პატრიარქის ნათლულიცაა

მთავარი თემა

"ბუნტი ღმერთის წინააღმდეგ" და სუროგაციით გაჩენილი ბავშვები, რომელთა ნაწილი პატრიარქის ნათლულიცაა

2014 იან 8 15:31:17

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.

ის, რომ კაცთა მოდგმას არ შეუქმნია ოკეანე, ხმელეთი, ციური სხეულები და ბალახიც კი (აღარაფერს ვამბობთ ადამიანზე), ცხადზე ცხადია. აქამდე მხოლოდ ბიოლოგიურად საინტერესო ქიმიკატები (მაგ. ამინომჟავები) მიიღეს, შეჯვარდა და შეარეთეს სიცოცხლის უკვე არსებული ფორმები და სხვა არაფერი.

ხოლო, თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთისოფელში, რა უფლება გვაქვს გვაქვს მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის?

ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: "მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ" (II რჯ.32,39). იობის წიგნშიც იგივე აზრია: "სიცოცხლე უფალმა მომცა, უფალმა წაიღო"(იობი 1,21).

ამიტომ, არავითარი უფლება არა გვაქვს ხელვყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს, დაისჯება!", _ ეს ამონარიდია საშობაო ეპისტოლედან, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა.

ნაწილი თვლის, რომ არასწორია ბავშვის ყოლის უფლება წაართვა უშვილო წყვილებს. ნაწილის აზრით კი, დაუშვებელია სუროგაცია "სამსახურად" და შემოსავლის წყაროდ იქცეს.

საპატრიარქოს პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით პლაკატებით გააპროტესტეს ალილოს მსვლელობისას, რომელზეც ეწერა: "სინჯარაში ჩასახული ბავშვიც ბავშვია, ნუ წაართმევ უფლებას, გახდეს მშობელი".

დღეს საპატრიარქომ აღნიშნულზე ისევ გააკეთა დამატებითი განმარტება.

"პატრიარქის ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ნაწილი კი გააღიზიანა სუროგაციაზე საუბარმა. ნაწილმა ისიც კი ჩათვალა, რომ ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო და დალოცვა სჭირდებათ. ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან. თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას. სასულიერო პირები ვალდებულნი არიან ამის შესახებ გააფრთხილონ საზოგადოება. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს, ეს ეკლესიის მოვალეობაა".

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება.

"როცა ეს სხეულის გაყიდვის ფასად ხდება და ადამიანმა შეიძლება ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადოს, რა თქმა უნდა, მიუღებელია", _ აღნიშნა ხუნდაძემ.

სუროგაციის წინააღმდეგ საუბრობს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც, სადაც აცხადებენ, რომ "ეს არის ბუნტი ღმერთის წინააღმდეგ, სახალისო ფაშიზმი, ფული ბავშვის წართმევის სანაცვლოდ. ეს მოთოდიკა ღრმა ემოციური და სულიერი სიახლოვის ნგრევას ითვალისწინებს, რომელიც დედასა და შვილს შორის ორსულობის პერიოდში წარმოიქმნება. სუროგაცია არღვევს როგორც უშუალოდ სუროგატი დედის უფლებებს, რომლის დედობა უარყოფილია, ისე ახალშობილის, რომელიც მომავალში შეიძლება თვითშეგნების კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს".

სუროგაციის წინააღმდეგია არა მარტო მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ კათოლიკურიც და ზოგიერთი პროტესტანტული დენომინაციაც.

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი, პორტუგალია, თურქეთი, იაპონია, ჩინეთი და აშშ-ს ზოგიერთი შტატი სუროგაცია უკანონოა.

აშშ-ს რამდენიმე შტატი (მაგ, კალიფორნია და არკანზასი), რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, სამხრეთ აფრიკა და საქართველო ეს ის ქვეყნებია, სადაც სუროგაცია სრულიად დაშვებულია.

საქართველოში სუროგატი დედობის მსურველთა რიცხვი მზარდია და ამ ხერხით შვილის ყოლა დაახლოებით 23 ათასი დოლარი ჯდება.

მეტროში, ავტობუსის გაჩერებებზე, სოციალურ ქსელებში, ქუჩაში დარიგებულ სპეციალურ სარეკლამო ფლაერებში, თქვენს ესემეს შეტყობინებებში, ბარებში, მეგობრებში სხვადასხვა თემების განხილვისას... მოკლედ, ყველგან შეგიძლიათ გადააწყდეთ რეკლამას, ინფორმაცის სუროგაციისა და კვერცხუჯრედის დონაციის შესახებ, რომელსაც საქართველოში არაერთი კლინიკა თუ ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტო ახორციელებს.

"დიახ შვილის ყოლა უფლის ნებაა. ხელოვნური განაყოფიერების საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ ზოგიერთ წყვილს პირველივე ცდაზე უმართლებს და ორსულდება ხოლო ზოგიერთ მათგანს 20 ცდაც კი ჭირდება და ისიც ამაოდ სრულდება.. ასე რომ ეს გზაც არ არის გარანტია ბავშვის ყოლისაკენ თუ ისევ უფლის ნება არ იქნა.. თუმცა აუკრძალო ადამიანს ხელოვნური განაყოფეირების ჩატარება იმის გამო რომ ეკლესიის ( და არა ქრისტიანობის) ზოგიერთ წარმომადგენლებს არ მოწონთ ის არაფრით განსხვავდება იეღოველების იმ რწმენისაგან რომ აუკრძალო ადამიანს სისხლის გადასხმა რადგან უფალმა უნდა გადაწყვიტოს გადარჩეს თუ არა ის.. მესმის საკითხის ეთიკური მხარიდან გამომდინარე არასოდეს იქნება ერთიანი აზრი ამ თემების ირგვლივ ამიტომ პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრებს და პოლემიკას ნუ გავმართავთ აქ ღვთის სახელით. წინასწარ დიდი მადლობა."

"ჩვენ არავის არაფერს ვაძალებთ, ყველას აქვს უფლება ქონდეს საკუთარი აზრი სუროგაციასა და დონაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე პატივს ვცემთ თქვენს რელიგიურ შეხედულებებს და უმორჩილესად გთხოვთ რელიგიას ადამიანების სალანძღავად და დასაკნინებლად ნუ გამოიყენებთ."

ასეთი სახის ტექსტებს თქვენ სუროგაციისა და კვერცხუჯრედის დონაციით დაკავებული კომპანიების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე წაიკითხავთ, სადაც სოციალური ქსელების მომხმარებლები ხშირად განიხილავენ-ხოლმე აღნიშნული პროცედურის დადებით და უარყოფით მხარეებს.

პროცედურები კი შემდეგნაირია: კონსულტაცია, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებამდე გადიხარ, საოცრად პოზიტიური და იმედიანია.

აქ არავინ ამახვილებს ყურადღებას თანხაზე, რომლის სანაცვლოდაც ხშირად ქალბატონები თანახმანი არიან გენეტიკური შვილი სხვა, პოტენციურ მშობლებს, ან, გენეტიკურად სხვისი, მაგრამ მათ სხეულში მომწიფებული ნაყოფი/ბავშვი გენეტიკურ მშობლებს მისცენ.

კვერცხუჯრედის დონაციის შემთხვევაში ასაკი პირველია, რითაც ინტერესდებიან. სასურველია 18-დან 30 წლამდე ბრძანდებოდეთ, რომ დონაციისათვის შესაფერის კანდიდატად მიგიჩნიონ.

ასაკი განსაზღვრულია სუროგატი დედების მსურველებისთვისაც.

მას შემდეგ, რაც შეთანხმება მიიღწევა, სპეციალურ ბაზაში იტვირთება სახელი, გვარი, ასაკი, სიმაღლე, წონა, ოჯახური მდგომარეობა და ის დეტალები, რაც დონორს მის უპირატესობად მიაჩნია. ასევე, ფოტოები.

სუროგატი დედობის მსურველებისთვის კი, ვიზუალურ მხარეებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აქ განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას ექცევა.

ბაზა სამი სახისაა: თუ დონორი თანახმაა მისი მონაცემები იტვირთება ბაზაში, რომელიც მხოლოდ ქართველი მომხარებლისთვისაა გათვლილი, ან მხოლოდ უცხოელი მომხარებლისთვის, ან ორივესთვის ერთად.

ცნობისთვის, სუროგაცია ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ტრადიციული, როცა სუროგატი დედა ბავშვის გენეტიკური დედაა და გესტაციური, როცა დედისა და მამის სასქესო უჯრედების განაყოფიერება ლაბორატორიულ პირობებში ხდება (ინ ვიტრო განაყოფიერება) და შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეჰყავთ სუროგატი დედის სხეულში. ამ დროს სუროგატი დედა ბავშვის გენეტიკური მშობელი არ არის.

 




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...