რამდენი დაუჯდა ბიუჯეტს სლოვაკელი ინვესტორების ვიზიტი

მთავარი თემა

რამდენი დაუჯდა ბიუჯეტს სლოვაკელი ინვესტორების ვიზიტი

8 იან. 2014, 16:11:49

ხელშეკრულებების თანახმად, ანსამბლ "რუსთავის" საკონცერტო მომსახურება "შატო მუხრანში" 3 835 ლარი დაჯდა; ანსამბლ "რუსთავის" საკონცერტო მომსახურება წინანდალში _ 6 785 ლარი; მუსიკოს ოთარ მაღრაძის საკონცერტო მომსახურება _ 1 875 ლარი; 10 ბოთლ ღვინოში 380 ლარია გადახდილი; უალკოჰოლო სასმელები და ღვინო _ 291.45 ლარი; სტუმრების გამასპინძლება რესტორან "ფუნიკულიორში" _ 2 730 ლარი; სტუმრების გამასპინძლება რესტორან "ფესვებში" _ 1 060 ლარი; სტუმრების გამასპინძლება რესტორან "ბოჰემა 2012-ში" _ 760 ლარი; სტუმრების დაბინავება სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" _ 2 121 ლარი; სტუმრების გამასპინძლება რესტორან "ფილინში" _ 201 ლარი; სტუმრების გადასაადგილებლად ვერტმფრენის დაქირავება _ 38 410 ლარი.

5 იანვარს, ეკონომიკის სამინისტროს ვებ გვერდზე, აღნიშნულ პერიოდში, სლოვაკური კომპანიის ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია ვერ ვიპოვეთ. გიორგი კვირიკაშვილის მიერ სლოვაკ ინვესტორთა დელეგაციის მიღების შესახებ ძებნის შედეგად მოპოვებული ერთადერთი ინფორმაცია, 11 სექტემბრით თარიღდებოდა. ორდღიანი ვიზიტის ამსახველი ინფორმაციები ვერ Google-ს საძიებო სისტემაში ვიპოვეთ. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურს ასეთი შეკითხვით მივმართეთ: "ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, აღნიშნულ პერიოდში, სლოვაკური კომპანიის ვიზიტის ამსახველი ინფორმაცია ვერ ვიპოვეთ. გიორგი კვირიკაშვილის მიერ სლოვაკ ინვესტორთა დელეგაციის მიღება 11 სექტემბრით თარიღდება. ორდღიანი ვიზიტის ამსახველი ინფორმაციები ვერც Google-ში ვიპოვეთ. გთხოვთ, მოგვწერეთ რა ვიზიტზეა საუბარი, რატომ დაიხარჯა ამ რაოდენობის თანხა კონცერტებსა და ვერტმფრენით გადაადგილებაში. ასევე, გაგვიმარტეთ, როგორ მოხდა, რომ დელეგაციის ვიზიტი გაიმართა 11 სექტემბერს, ხოლო ხელშეკრულებები გაფორმებულია ორი თვის შემდეგ. ასევე მოგვაწოდეთ ლინკები, სადაც აღნიშნული ვიზიტია გაშუქებული."

სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის თეა ბოლქვაძის პასუხი ასეთია: "აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-საკურორტო ტურისტული ჯგუფის, სლოვაკური ჰოლდინგის "J&T Group"-ის წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოში 2013 წელს ორჯერ იმყოფებოდა. პირველი ვიზიტისას, 11 სექტემბერს ისინი შეხვედნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს. შეხვედრაზე სლოვაკური მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაინტერესებულნი არიან საქართველოში ტურისტულ ინფრასტრუქტურის მშენებლობით როგორც შავი ზღვის სანაპიროზე, ისე სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ასევე ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების გახორციელებით.

სლოვაკური ბიზნეს-ჯგუფის დელეგაცია საქართველოს მეორედ ნოემბრის დასაწყისში ეწვია. მანამდე ქართულმა მხარემ მათ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ საკურორტო ზონების შესახებ, სადაც შესაძლებელი იყო, განხორციელებულიყო ინვესტიცია. სლოვაკი ინვესტორების ინტერესი საქართველოს სამთო-საკურორტო ტერიტორიების მიმართ გამოიკვეთა. ამდენად, როდესაც ისინი მეორედ ჩამოვიდნენ საქართველოში, შედგა დეტალური პროგრამა, რომლის დღის წესრიგშიც განისაზღვრა ისეთი ტურისტული ცენტრების მონახულება, როგორიცაა გუდაური, ბორჯომ-ბაკურიანის ზონა, ყაზბეგი და კახეთის რეგიონი, რომლის მიმართაც სლოვაკმა ინვესტორებმა ასევე გამოხატეს დაინტერესება.

ინფორმაცია სლოვაკი ინვესტორების შესახებ როგორც 11 სექტემბერს, ისე 8-9 ნოემბერს გამოქვეყნებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე: http://www.economy.ge/ge/media/news/giorgi-kvirikasvilma-slovak-investorta-delegacia-miiro; http://www.economy.ge/ge/media/news/

J&T-ის ხელმძღვანელობამ ასევე გამართა შეხვედრები სხვა სახელმწიფო და საერთაშორისო უწყებებში, მათ შორის, ენერგეტიკის სამინისტროში, საპარტნიორო ფონდში, ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში, გუდაურის განვითარების ფონდში, EBRD რეგიონულ წარმომადგენლობაში.

თქვენი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ 2013 წლის 8-9 ნოემბერს სლოვაკური კომპანიის ხუთკაციანი დელეგაცია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ვერტმფრენით მართლაც იმყოფებოდა ზემოთ ჩამოთვლილ ტურისტულ ზონებში, რადგან წელიწადის იმ დროს ზოგიერთ მათგანში სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოხვედრა ძნელად წარმოსადგენია. მაგალითად, დიდველი-მიტარბის ტერიტორია ბორჯომის ხეობაში, ასევე ყაზბეგის მიმდებარე მთიანი ზონის დათვალიერება, რაც ვერტმფრენის გარეშე შეუძლებელია. ინვესტორის თხოვნით, ასევე მონახულებული იქნა საძელე და ახალი გუდაური.

ტრადიციულად, როდესაც საქართველოში ჩამოდის ასეთი რანგის ბიზნეს-დელეგაცია, რომლის გეგმებშიც შედის ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება, ჩვენი ინტერესია, მათ გავაცნოთ როგორც საქართველოს ბიზნეს-შესაძლებლობები, ისე კულტურული მემკვიდრეობა, თუნდაც უნიკალური ადგილობრივი ფოლკლორის სახით. როგორც წესი, მსგავსი კულტურული პროგრამები მეტ წარმოადგენას უქმნის ინვესტორს, თუ სად და როგორი კულტურის მქონე ქვეყანაში გეგმავს ახალი საინვესტიციო პროექტების გახორციელებას.

წინასწარი შეთანხმებით, ინვესტიციების ოდენობა, რომელიც სლოვაკური კომპანიის მხრიდან საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ, კი საქართველოს ცალკეულ საკურორტო ზონებში იქნება განხორციელებული, რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარითაა გასაზღვრული. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები არა მხოლოდ კონკრეტულ საკურორტო ზონებში, არამედ დამატებითი შემოსავლები ბიუჯეტში, საიდანაც ხორციელდება მთელი რიგი სოციალური ხარჯების გაწევა.

საქართველოს მთავრობა მზადაა, იმუშაოს ნებისმიერ ასეთ სტრატეგიულ ინვესტორთან, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში არის საიმედო.

სლოვაკი ინვესტორები უახლოეს პერიოდში ისევ გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას. მათი ვიზიტის კონკრეტული შედეგების შესახებ ცნობებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზოგადოებას ოპერატიულად აცნობებს," _ აღნიშნულია სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თეა ბოლქვაძის მიერ გამოგზავნილ პასუხში.




 ახალი ამბები
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?