გახდნენ თუ არა ოზურგეთელები ტრეფიკინგის მსხვერპლნი

მთავარი თემა

გახდნენ თუ არა ოზურგეთელები ტრეფიკინგის მსხვერპლნი

2014 იან 13 13:31:06
კი, თქვენი მოვალეობაა, მაგრამ ნუ გააკეთებთ. მაინცდამაინც გაზეთში უნდა გამოაჭრელოთ? მე არ მეშინია არავის, შვილო, _ ასე დაამთავრა ჩვენთან საუბარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მცხოვრებმა მაია კეჭაყმაძემ, რომელმაც ფოტოს გადაღების საშუალება არ მოგვცა.

მაია კეჭაყმაძეს ოზურგეთელები აფიორაში ადანაშაულებენ. რამდენიმე მოქალაქის განცხადებით, ის ხალხს თურქეთში ასაქმებს. თურქეთში თვეობით გადახვეწილი ოზურგეთელები უკან ანაზღაურების გარეშე ბრუნდებიან. სამუშაო ძალიან მძიმეა, გაუსაძლისი პირობებით, 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით, დღეების განმავლობაში საჭმლის გარეშე.

ასეთ მდგომარეობაში მყოფმა რამდენიმე მოქალაქემ "გურია ნიუსს" დახმარებისთვის მიმართა: _ ჩვენ კარგი, რამდენიმე ადამიანი დავკარგავთ თანხას, მაგრამ თქვენი საშუალებით გვინდა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ლუკმაპურის საშოვნელად თურქეთში აპირებენ წასვლას, ფრთხილად იყვნენ _ ნუ ენდობიან ქართველებსაც კი, ისინი გაგწირავენ.

იასონ ურუშაძე, 48 წლის, სოფელ ლიხაურში მცხოვრები: _აქ მონახავენ გაჭირვებულებს, ახალგაზრდებს, ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც ლუკმაპურისთვის სადღაც დაკარგულში უნდა წავიდნენ, ატყუებენ, გეუბნებიან გარკვეულია სამუშაო, პასუხისმგებელი ვარო. ჩახვალ თურქეთში ამხელა გზაზე, იქ სამუშაო არ დაგხვდება. ძალიან ბევრი ადამიანია ასე მოტყუებული. სად არ მივედი, პოლიციაში მითხრეს, ეს ჩვენი საქმე არააო. თურქმა და იმ ქალმა მითხრეს, შენ იმის საშუალება არ გაქვს, რომ მოგვერიო, შენზე მეტი გავლენა მაქვს ოზურგეთშიო, _ ამბობს ურუშაძე და "გურია ნიუსს" თხოვნით მიმართავს:

_ დაგვეხმარეთ! ისეთ მძიმე სამუშაოა, ვერ უძლებენ ადამიანები. გაგვიშვეს ალუმინის საამქროში, სადაც ორ დღეში ერთხელ გვაჭმევდნენ საჭმელს. მონებივით გვექცეოდნენ. მე შვილები სტუდენტები მყავს და მათი გულისთვის ამ მძიმე დღეებს ორი თვე გავუძელი. თავდაპირველად უნდა გვემუშავა 12 საათი, ვიმუშავე. შემდეგ 15-16 საათი გვამუშავეს. იყო შემთხვევა, 20 დღე 20 საათიც მიმუშავია. ძალიან მძიმე ფიზიკური სამუშაო იყო _ ფეხები სულ დამწვარი მაქვს. შემდეგ გამოგიძებნიან რაიმე მიზეზს _ 5 დღეში გადაგიხდით, 15 დღეში გადაგიხდით და ჭიმავენ დროს. სახლში ძლივს დავბრუნდით. მე, შეიძლება, ამით ვერაფერს ვერ მივაღწიო, ვერც თანხა მივიღო, ვერც მაგათ ვაგებინო პასუხი, მაგრამ იქნებ სხვები მაინც შეჩერდნენ და არ წამოეგონ ამ აფიორას, ცოდვაა ხალხი.

ვიყავი პოლიციის უფროსთან, ჩემი უბნის გამომძიებელთან, უშიშროების უფროსთან, ყველა ამბობს, ეგ ჩემი საქმე არაა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოსო. პოლიცია მაგათ მფარველობს _ ეს მარტო ჩემი აზრი არაა. ბოლოს ვუთხარი პოლიციას და უშიშროების უფროსს _ კარგი, ჩემი თანხა დაიკარგოს, მაგრამ გააჩერეთ ეს ხალხი და ნუ ატყუებენ სხვებს,-მეთქი. დამქირავებლებმა მითხრეს, შენ იმის თანხა არ გაქვს, სასამართლოში მიჩივლოო. ყველაფერი წინასწარ აქვთ გათვლილი _ იციან, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანას ფული სჭირდება. შენ სად გაქვს მაგის ფული, მაშინ თურქეთში კი არ წახვიდოდი სამუშაოდო, წამომძახეს.

"გურია ნიუსმა" ინფორმაციის გადასამოწმებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მცხოვრებ მაია კეჭაყმაძეს მიმართა. მან გვითხრა, რომ ის არაფერ შუაშია, არაფერზე პასუხს არ აგებს, თუმცა, ადასტურებს ფაქტს, რომ ადამიანებს თურქეთში ასაქმებს:

_ ვინ გითხრათ ეს ამბავი? სადაც უნდა, იქ მიჩივლოს და წავიდეს, ჩემთან ხშირად არის თურქეთის მოქალაქე სტუმრად. ადამიანები მოდიან და მთხოვენ, რომ ძალიან უჭირთ და იქნებ, დაგვასაქმოთო. სოფლიდან ძალიან ბევრი გავუშვით და მათ შორის ეს კაციც, იასონიც. მაშინ რომ გვთხოვდა და ეხვეწებოდა, თურქს, მიჭირს და დამასაქმეო, კარგი იყო?

_ ქალბატონო მაია, როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ეს დასაქმება მონურ შრომას ითვალისწინებს; უფრო მეტიც _ რამდენიმე თვის კუთვნილ სარგოს არ აძლევენ. თქვენ მიიჩნევთ, რომ მათი პროტესტი უსაფუძვლოა?

_ მე რა ვქნა? დაინახეს ჩემთან მოსული უცხოელი, მოვიდნენ და მთხოვეს, გვიჭირს, იქნებ, თურქეთში გაგვიშვას სამუშაოდო, არ უნდა დავეხმაროთ? მერე მიატოვებენ სამუშაოს და გამორბიან. ვინ მისცემს ანაზღაურებას? მე რაში ვარ დამნაშავე?

_ ამ ადამიანს, რომელმაც ჩვენ მოგვმართა, როგორც თავად ამბობს, ფეხები სულ დამწვარი აქვს, მუშაობდა დღე-ღამეში 20 საათის განმავლობაში, საჭმლის გარეშე და ანაზღაურება არ მისცეს. თქვენ ხომ გაუშვით ეს ადამიანები კონკრეტულ საწარმოში?

_ მე რა შუაში ვარ? მე გავუშვი და სხვაზე რატომ უნდა ვაგო პასუხი? თურქეთიდან, ალუმინის საამქროდან გვთხოვეს, სამი კაცი გვჭირდებაო და წავიდნენ ესენი. ის თურქი, ვისთანაც მე კონტაქტი მაქვს, ოზურგეთში, ჩემთან ძალიან ხშირადაა. ერთხელ მეზობლის ქალმა მოგვაკითხა, ბავშვი დამეკარგა თურქეთში და იქნებ, დამეხმაროთო. ვაპოვნინეთ ბავშვი. ასეთი ბევრი სიკეთე გაგვიკეთებია.

_ ქალბატონო მაია, დაზარალებულები ამბობენ, რომ პოლიციასთან "შეკრულები" ხართ, რადგან არაფერზე პასუხს არ გთხოვენ.

_ ვინაა ეგ, რას გადამეკიდა?! მაგ კაცმა სამი თვის მაგივრად ორი თვე იმუშავა და მიუტოვა კაცს საწარმო, აქეთ გვაჭამა სირცხვილი! ვინ მისცემდა ფულს? რამდენი გაჭირვებულს ვეხმარებით და უარესი გვეკუთვნის. პოლიციაში მივედი, დამიბარეს და ასე დამემუქრა იასონი, შენს შვილებს ცოცხლად გავატყავებ, ჩამოვკიდებ და ცეცხლს შევუნთებო. გავგიჟდი _ პოლიციელს ვუთხარი, შენ იქნები მოწმე, ეს რას მეუბნება,-მეთქი. დავავლე სკამს ხელი, თავს გაგიტეხავ, როგორ დამიბარეთ პოლიციაში, არ გაბედოთ აწი ჩემი დაბარება,-მეთქი. ეგენი კიდევ ბედავენ და დაძვრებიან ჟურნალისტებთან? სულ ფეხებზე მკიდია, ჩაიწერეთ მერე, სულ არ მაინტერესებს, არ ვაგებ პასუხს. არაფერი დამიშავებია, არც არაფრის და არავის არ მეშინია. კარგი საქმე გაგიკეთო, მერე მიატოვო სამუშაო და აქეთ მომდგე, ფული მომეციო? ჩემი სახლის ღობე გაამაგრა თუ აგური დამიდო? ნურას უკაცრავად, მაშინ რას მიდიოდა თურქეთში, არ იცოდა რა ელოდა წინ?

გათხოვილი ხარ? შვილები გყავს? იცოდე, ისეთი რამე არ გააკეთო, მერე გული დაგწყდეს. ამას რომ გამოაქვეყნებთ, რა შედეგი იქნება მაგით? კი, თქვენი მოვალეობაა, მაგრამ ნუ გააკეთებთ. მაინცდამაინც გაზეთში უნდა გამოაჭრელოთ? მე არ მეშინია არავის, შვილო, _ გვითხრა მაია კეჭაყმაძემ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს იურისტი ია მემარნიშვილი აკეთებს: _ პირველი არ არის ეს შემთხვევა. ხშირად მოგვმართავენ მოქალაქეები, უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცები, რომლებიც მძიმე სოციალური პირობების გამო, თურქეთში მიდიან სამუშაოდ. შედეგად კი ხშირ შემთხვევაში დამსაქმებლის თუ შუამავლების მხრიდან მოტყუებულები, დამცირებულები და შეურაცხყოფილები ბრუნდებიან. როგორც იურისტი, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ სამართლებრივი შეფასება მივცე ამ ფაქტს, მაგრამ სახეზე გვაქვს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, მათი შრომის ბოროტად გამოყენება. რატომ არ ინტერესდება ამ ფაქტებით სამართალდამცავი ორგანოები? და თუ ინტერესდებიან, რატომ არ აქვს მსვლელობა თუნდაც ერთ ფაქტს?

მიმაჩნია, რომ არა მარტო როგორც იურისტის, ასევე ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ჩემი კომპეტენცია, მსგავს ფაქტებზე ხმა ავიმაღლო, საქმის კურსში ჩავაყენო სამართალდამცავები და "გურია ნიუსის" მეშვეობით გავაკეთო გზავნილი მათი მისამართით. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს თუ სამართალდამცავ ორგანოებს, ნუ დავხუჭავთ თვალს ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში. მჯერა თქვენი პროფესიონალიზმის და სამართლიანობის _ იმოქმედებთ ისე, როგორც მოეთხოვება თითოეულ თქვენთაგანს და არ დაუშვებთ, დიდხანს გაგრძელდეს ჩვენი მოქალაქეების შრომის უფლებების დარღვევა და მათი პიროვნების შეურაცხყოფა.

ასევე, მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას ფიქრობენ _ ნუ გაეხვევიან ასეთ სკანდალებში, თავიდანვე გააფორმონ ხელშეკრულებები დამსაქმებელთან და გაიარონ კონსულტაციები იურისტებთან, _ ამბობს ია მემარნიშვილი.

ჩვენ დავუკავშირდით შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებელს არჩილ გორდელაძეს, რომელსაც დახმარებისთვის მიმართა დაზარალებულმა იასონ ურუშაძემ:

_ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ბატონ იასონს პოლიციისთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს.

_ ბატონო არჩილ, როგორც ვიცით, თქვენ მოგმართათ იასონ ურუშაძემ დახმარებისთვის, ასევე თქვენთან იმყოფებოდა ქალბატონი მაია კეჭაყმაძეც, რომელიც აცხადებს, რომ თქვენი თანდასწრებით, მას და ურუშაძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.

_ კი, ბატონო, ასეთი ფაქტი ნამდვილად იყო, ჰქონდათ ხმამაღალი საუბრები, მაგრამ რეაგირება იქნება მაშინ, როცა მოქალაქე ოფიციალურად მოგვმართავს დახმარებისთვის, _ გვითხრა გორდელაძემ.

შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის გოჩა ფერსაშვილის განმარტებით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც პოლიციაში შემოვა, რეაგირების გარეშე არ დარჩება:

_ მერწმუნეთ, არავის არ მფარველობს პოლიცია. მოგვმართოს ამ ადამიანმა ოფიციალურად. მესმის. მძიმე და საყურადღებო ფაქტია, რომელიც ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე ნამდვილად არ დარჩება, _ გვითხრა ფერსაშვილმა.




 ახალი ამბები
  • დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს (R)ლიბერთის ბარათების მფლობელები, აღნიშნული აქციით მხოლოდ ლიბერთის პოსტერმინალებით გადახდისას ისარგებლებენ. აქციის ფარგლებში მაქსიმალური ქეშბექის რაოდენობა 50 ლარია. ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების ... ...
  • პრემიერი: მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე შეწყალება მიუღებელიასაქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი ადამიანის შეწყალება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკრიტიკა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია. „შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფორმით არ შეიწყალონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად ბრიფინგი თავად გამართა და განაცხადა, რომ წესების ცვლილებამდე პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ საკითხის ირგვლივ დამატებით განმარტებებს მოითხოვენ. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში ... ...
  • იუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო (R)„ჩვენ მიერ გლდანში გაზაფხულზე შემოტანილი პროექტის შედეგად, მსჯავრდებულები უკვე მოსავალს იმკიან და ფინანსურ შემოსავალსაც იღებენ“, _ ასე დაიწყო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებთან შეხვედრა.  მინისტრი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. დღეს პატიმრებმა  შემდეგი მოსავალი აიღეს - ორ-ორი სახეობის ლობიო და ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, რეჰანი, შაშკულავი და ოხრახუში, ასევე ჟოლო.   პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღსანიშნავია, რომ აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები  ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორსა და იისფერ ლობიოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა” ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა პროექტში დასაქმებული პატიმრების შემოსავლის წყაროა. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში პატიმრებს 2000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. თანხის ერთი ნაწილი მათ პროექტის დაფინანსებას დაუთმეს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ ბარათებზე შემოსავლის სახით დაირიცხა. დღესვე,  მინისტრმა პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა პროექტის  მხარდამჭერი სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-ის აგრონომებს, ზვიად ბობოქაშვილს, ირმა ირემაშვილს და ფრიდონ სანაიას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროდუქციის მოყვანაში უწევენ დახმარებას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის. პროექტი, რომლის ფარგლებშიც N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, გაზაფხულზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივითა და საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტის მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება. პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" და შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია". ... ...
  • მაია მელიქიძის ინიციატივით ენერგო წყაროების ლაბორატორია დაფუძნდა (R)საქართველოში პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია გაიხსნა. RES Lab-ის შექმნის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა. ლაბის ფარგლებში შეიქმნება სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.  ლაბორატორიის ფარგლებში ეტაპობრივად გაწევრიანდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, წევრობა არ ითვალისწინებს ფინანსურ კონტრიბუციას და მოიაზრებს მხოლოდ ინტელექტუალურ და აკადმიურ პარტნიორობას. განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორიის დაფუძნების ინიციატორია სემეკის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი მაია მელიქიძე. ... ...
  • ჩოხატაური-ლეჟაისკი _ დიდი სამომავლო გეგმებიმიმდინარე წლის 4-11 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მინდია ჟღერიას, საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ჯუმბერ ბერძენიშვილისა და ნაზი ბერძენიშვილის შემადგენლობით, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკში. დელეგაციის წევრები დაესწრნენ ყოველწლიურ ტრადიციულ შემოდგომის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა იღებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამსახურები, სოფლების თვითმმართველობები, ასევე, პოლონეთის პარლამენტის წევრები და საეკლესიო პირები. ვიზიტის დროს გახორციელდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უშუალოდ ქალაქ ლეჟაისკის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ თვითმმართველობის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელები ესტუმრნენ ლეჟაისკის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინიციატივით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლონეთის დელეგაციის სტუმრობისას დაიწყო, მომავალში იმ გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ქალაქ ლეჟაისკში არსებულ აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით წარმატებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს გააჩნია. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის დასრულებისა და ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, პოლონეთის მხარე დახმარებას გაუწევს სასწავლებელს, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე, შესაძლებელი იქნება გაცვლითი პროგრამების გახორციელება. პოლონეთის მხრიდან, ასევე, გამოითქვა მზაობა, მოხდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ლეჟაისკის რამდენიმე სკოლის დამეგობრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების გახორციელება. 2020 წლის ივნისში, ქალაქ ლეჟაისკში გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მაღალი დონის შემსრულებელი, მათ შორის სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ამაღლება, რომლის გამოსვლებს ფესტივალის ერთი დღე მთლიანად ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...