რა ცვლილებები და პროცედურები იგეგმება თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვისას

მთავარი თემა

რა ცვლილებები და პროცედურები იგეგმება თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვისას

16 იან. 2014, 19:28:43
თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იანვრის ბოლოს პარლამენტში განხილვა დაიწყება და კოდექსსაც მალე მიიღებენ.

რა ცვლილებები შევა კოდექსში და როგორ ჩამოყალიბდება საბოლოოდ იგი, ჯერჯერობით უცნობია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიცია კი აცხადებს, რომ კოდექსში კიდევ რამდენიმე ათეული მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა შევიდეს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ თვითმმართველობის კოდექსის პროექტში ბოლო ვარიანტს სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დამატებია, მაგრამ დრო საკმარისია, რათა ალტერნატიული წინადადებები კვლავ დააყენოს როგორც ოპოზიციამ, ასევე არასამთავრობო სექტორმა.

"წინადადებები განხილვამდე 24 საათით ადრე უნდა იყოს დაყენებული. როგორც მე ვიცი, 24 იანვარს იწყება რიგგარეშე სესია და თვითმმართველობის კოდექსის განცილვაც მაშინ დაიწყება. ის ვარიანტი, რაც მეორე მოსმენით გამოიტანა მთავრობის წარმომადგენელმა, არსებითად შეთანხმებული იყო მთავრობასთან და მასში რაიმე ცვლილება არ იგეგმება. თუმცა, პლენარულ სხდომაზე რა იქნება, არ ვიცი. რაც შეეხება განცხადებებს, რომ თითქოს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის იყო ამ საკითხზე რაიმე დისკუსია, ვერ დავადასტურებ. ეს არ იყო დისკუსია უსუფაშვილსა და ღარიბაშვილს შორის, იყო საერთო დისკუსია და მასში როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა პარტია მონაწილეობდა", _ ამბობს ჟორჟოლიანი.

მისივე განმარტებით, პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსის განხილვის საკითხი პროცედურულად შემდეგნაირად წარიმართება:

"მეორე მოსმენით მთავრობამ უკვე წარმოადგინა პროექტი, პლენარული სხდომა ამ წარმოდგენის შემდეგ შეწყდა. ახლა უკვე მუხლობრივი განხილვაა დარჩენილი. შემდეგ იქნება კენჭისყრა და მესამე მოსმენა. რაც შეეხება კანონპროექტის ჩავარდნის შესახებ მოსაზრებებს, ვერავის დავეთანხმები, რომ შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს. თუმცა, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ყველა დეპუტატს თავისუფალი მანდატი აქვს, მაგრამ არა მგონია, კანონპროექტი ჩავარდეს", _ აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

თვითმმართველობის კოდექსში აუცილებლად შესატან ცვლილებებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თუმცა, კონკრეტულად რა ცვლილებებს დათანხმდება პარლამენტი, მათთვის უცნობია.

"საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა აცხადებს, რომ თვითმმართველობის კოდექსში 70-მდე შენიშვნა იყო შესატანი, მათგან რამდენიმე _ არსებითად მნიშვნელოვანი.

"დაახლოებით 70-ზე მეტი ცვლილება იყო საკომიტეტო მოსმენებზე და იქედან რა არის კოდექსში შესული, ჯერჯერობით არ ვიცი. საბოლოო ტექსტი თუ არ გამოქვეყნდა, კონკრეტულ საკითხებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. რაც შეეხება ჩვენს წინადადებებს და რეკომენდაციებს,მიგვაჩნია, რომ უფლებამოსილების სფერო დასახვეწია, დასამატებელია ოთხი უფლებამოსილება. ქონების გადაცემის დარგში იყო ცვლილებები საჭირო. შავით თეთრზე უწერიათ, რომ მუნიციპალიტეტმა, თვითმმართველობამ უნდა გადასცეს ქონება ცენტრალურ ხელისუფლებას და იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკრებულო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, 45 დღის ვადაში ეს ქონება გადაცემულად ითვლება; ეს უნდა შეეცვალათ. ასევე ზედამხედველობაში იყო შესატანი ცვლილებები რევიზიის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც უნდა ამოღებულიყო კოდექსიდან. ჩვენ ახლა ვწერთ დასკვნის სახით ამ რეკომენდაციებს და თითოეულ დეპუტატს და კომიტეტს ცალ-ცალკე გავუგზავნით", _ აცხადებს მელუა და აღნიშნავს, რომ კოდექსის მიღება და საერთოდ, რეფორმის დაწყება ძალიან დაგვიანებულია.

"პროცესი რომ დაგვიანებულია ამაზე არა მარტო ჩვენ, არამედ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებიც საუბრობენ. ოთხთვენახევარია დარჩენილი პირველ ივნისამდე. თვითმმართველობის რეფორმა უკვე ჩავარდნილია და ამას ვერავინ უარყოფს. ეს რეფორმა აღარ არის. ეს არის ცვლილებები კანონში, რაც თავისი არსით საკმაოდ სადავოა. ის კონცეფცია, რაც დამტკიცდა, ფაქტობრივად, ჩავარდნილია. წელიწადნახევარი გავიდა და სად ვართ? რა გავაკეთეთ?", _ ამბობს მელუა.

კოდექსში აუცილებლად ჩასასწორებელ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებსაც.

საპარლამენტო უმცირესობის, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი გია თევდორაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი შენიშვნა ქონებრივ და ფისკალურ თემატიკას ეხება.

"უახლოეს დღეებში, "ნაციონალურ მოძრაობას" ექნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეკრება, სადაც კონკრეტულად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციებს თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი შენიშვნა კვლავ ეხება ქონებრივ და ფისკალურ თემატიკას, რაზეც ვფიქრობთ, რომ კანონპროექტის ყველაზე ნაკლოვანი მხარეა. ასევე გვაქვს გარკვეული შენიშვნები არჩეული გამგებლის და მერის გადაყენების პროცედურებთან დაკავშირებით. ლოგიკის ნორმებში ვერ ჯდება ის საკითხი, რომ ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერი და გამგებელი საკრებულომ გადააყენოს. იმპიჩმენტის პროცედურა აბსოლუტურად სხვა არის და პრეზიდენტის მიერ ხორციელდება. პირდაპირ არჩეული მერის და გამგებლის გადაყენების წესი კი, იგნორირებას უკეთებს ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. ასევე არის ბევრი ნიუანსური საკითხი, რაც დახვეწას მოითხოვს. თუ კოდექსის განხილვა პარლამენტში ჩავარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას ქართული ამომრჩევლის წინაშე, რომ ის თავისი მოქმედების პერიოდში ხელს შეუწყობდა დეცენტრალიზაციის პროცესს. იქნება თუ არა ეს ოპოზიციისთვის წამგებიანი, ამაზე წინასწარ კომენტარის გაკეთება გამიჭირდება", _ აღნიშნავს თევდორაძე.

მისივე თქმით, დეცენტრალიზაციის პროცესი საფუძვლიანად უნდა დაიწყოს და ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება კონსესუსით მოხდეს.

"იმ 9 წლის მანძილზე, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, საჭირო იყო უფრო კონცენტრირებული ხელისუფლება, რადგან სხვა გამოწვევები იდგა ქვეყნის წინაშე. ახლა კი ვფიქრობთ, რომ ჩვენი საზოგადოება არის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ეს პროცესი საფუძვლიანად უნდა დაიწყოს და მეტი დეცენტრალიზაცია მოხდეს. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ეშინია რეგიონებისთვის გარკვეული უფლებამოსილებების გადაცემის, ირჩევს ძალიან ცუდ გზას ქვეყნისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, ავტორიტარიზმზე გადის. გარკვეული ცვლილებები შევთავაზეთ ხელისუფლებას და იყო მცდელობა, რომ ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება ბევრ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ამ კანონპროექტზე, მაგრამ უმრავლესობას კეთილგონიერება უნდა ეყოს, რომ კონსესუსით მივიღოთ ის კანონი, რომელიც იდეალური თუ არა, წინგადადგმული ნაბიჯი მაინც იქნება დეცენტრალიზაციის და ქვეყნის განვითარებისკენ", _ აცხადებს თევდორაძე.

თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის ნაკლებ ალბათობას ხედავს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი საქართველოდან, "ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის" თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე. მისი განცხადებით, თვითმმართველობის კოდექსის ძირითადი პრინციპები უკვე მიღებულია.

" მუხლობრივი განხილვა დეტალურად ახლა დაიწყება მეორე მოსმენაზე. მესამე მოსმენა კი რედაქციული ხასიათის შენიშვნებს დაეთმობა, რომელიც ფორმალობაა, მაგრამ აუცილებელია, რადგან სტილისტურად უნდა ჩასწორდეს კოდექსის პროექტი. მნიშვნელოვანი ცვლილება, რაზეც მოსახლეობამ არაფერი იცის, კოდექსში არ იგეგმება. პრინციპების მიხედვით, მე რამდენადაც ვიცი, რაც ამოსაღები იყო კოდექსიდან, უკვე ამოღებულია, გვაქვს კომპრომისული ვარიანტი. მცირე იურიდიული საკითხები შესაძლოა შეიცვალოს, მაგრამ პრინციპი არ შეიცვლება, თუ საერთოდ არ იქნა კანონპროექტი ჩაგდებული, რისი შანსიც ნაკლებია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მათ შორის, არის მცირე შანსიც ამ კანონპროექტის ჩაგდების, მაგრამ ასეთი საკითხი ნაკლებად დგას, მაშინ ამ ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ მთლიანად წინა ხელისუფლებების კურსს აგრძელებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება რეფორმას, რაც პირდაპირი დარტყმა იქნება სახელისუფლებო რეიტინგზე. თუცა, ხელისუფლებას აქამდე ამის სურვილი არასდროს გამოუთქვამს. თუ არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება, ეს ოპოზიციური ძალებისთვის სრულ კატასტროფას ნიშნავს, რადგან ყველაფერს დაკარგავენ, მმართველი პარტია კი ვერაფერს მოიგებს. ამის შეგნება და გააზრება, მგონი, ყველას კარგად მართებს", _ აცხადებს ლოსაბერიძე.




 ახალი ამბები
  • "საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან" _ ცერცვაძე ჟამურაშვილს პასუხობსინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმის, თამარ ჟამურაშვილის საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნა. წერილში ცერცვაძე ჟამურაშვილს აკრიტიკებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორთან დაკავშირებით გამოთქმული უარყოფითი შეფასების გამო და აცხადებს, რომ მისი პოზიცია “ჩასაფრებული” ადამიანის პოზიციაა. 22 მაისს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ინტერვიუ გერმანიაში მომუშავე ქართველ ექიმთან ქ-ნ თამარ ჟამურაშვილთან. ინტერვიუს წამძღვარებული აქვს წინასიტყვაობა, რომ „თამარი გერმანიის გარდა საქართველოზეც ფიქრობს და ამბობს, რომ დრო, როცა მთელი ქვეყნის მოსახლეობა რეკომენდაციებს ასრულებდა და სახლში რჩებოდა, საქართველოს სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად არ ყოფილა გამოყენებული და თუ შემოდგომისთვის მაინც არ დავიჭერთ თადარიგს, მეორე ჯერზეც გამართლების იმედად მოგვიწევს ყოფნა“ . რატომღაც, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ერთი ტენდენცია. უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ექიმების ნაწილი, საბედნიეროდ მხოლოდ ერთი ნაწილი, ცდილობს დააკნინოს და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინოს ქართული მედიცინა და მისი მიღწევები. არადა, ეს ყოველთვის სამართლიანი არ არის. მართალია, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერია და ბევრად უფრო ძლიერი და გამართული ჯანდაცვის სისტემაც აქვთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართულ მედიცინაში არაფერი ღირებული არ არის, მაღალი დონის სპეციალისტები არა გვყავს და ა.შ. არაიშვიათად უცხოეთში სამუშაოდ წასული ექიმები, სულაც არ გამოირჩევიან მაღალი დონით და თავიანთი ცოდნით და პროფესიონალიზმით არაფრით სჯობიან ქართველ კოლეგებს. ვფიქრობთ, ქ-ნი თამარი, ბ-ნი იაგო ფრანგიშვილის და სხვა მსგავსი ექსპონატებისაგან განსხვავებით, ნამდვილად კარგი პროფესიონალია. იგი კარგად აღწერს გერმანიის ჯანდაცვის სისტემის COVID-19-თან საპასუხო ღონისძიებების მაღალ დონეს და ეფექტიანობას და ასევე ობიექტურად აფასებს და კარგ შეფასებას აძლევს საქართველოს ეპიდსაწინააღმდეგო სამსახურის მუშაობას, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო უკიდურესად ნეგატიურად და თან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე აფასებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორს და უაპელაციოდ ამბობს, „გაგვიმართლა, ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ცოტა რაოდენობის კრიტიკული შემთხვევები გვქონდა“, თორემ შავ დღეში აღმოვჩნდებოდითო. ქ-ნი თამარი ხაზს უსვამს აგრეთვე საქართველოში მედპერსონალის ინფიცირების დიდ რაოდენობას, რასაც ასევე ჰოსპიტალური სექტორის მომზადების დაბალი დონით ხსნის. მე მინდა შევახსენო ქ-ნ თამარს ზოგიერთი ციფრები: გერმანიას, რომელიც მართლაც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება ევროპაში COVID-19-თან ბრძოლის საქმეში, სადღეისოდ ჰყავს 183 294 COVID-19-ით ავადმყოფი და 8 600 გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 4,69%-ს შეადგენს. საქართველოს ჰყავს 783 ავადმყოფი და მხოლოდ 12 (თორმეტი) გარდაცვლილი, რაც დადასტურებული შემთხვევების 1,53%-ს შეადგენს. თუ ამ ციფრებს გადავიანგარიშებთ ერთ მილიონ მოსახლეზე, მივიღებთ, რომ გერმანიას ჰყავს 2 208 COVID-19-ით ავადმყოფი და - 104 გარდაცვლილი, ხოლო საქართველოს ჰყავს 196 ჩOVID-19-ით ავადმყოფი (11-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას) და მხოლოდ 3 გარდაცვლილი (34-ჯერ ნაკლები, ვიდრე გერმანიას). სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოზე შეუდარებლად უფრო ძლიერ გერმანიას რეალურად ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველოზე 11-ჯერ მეტი COVID-19-ით ავადმყოფი და 34-ჯერ მეტი გარდაცვლილი ჰყავს. აღარაფერს ვამბობ ევროპის იმ ქვეყნებზე (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და სხვ.), სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 10-დან 19%-მდეა. რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, საქართველოს მართლაც ჰყავს 96 COVID-19-ით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი (ერთ მილიონ მოსახლეზე 24). მაშინ, როცა გერმანიას 10 000-ზე მეტი ინფიცირებული სამედიცინო მუშაკი ჰყავს (ერთ მილიონ მოსახლეზე 120-ზე მეტი). ანუ, საქართველოზე სულ ცოტა 5-ჯერ მეტი. ეს მაშინ, როდესაც გერმანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეუდარებლად უფრო ძლიერია. აი, ამას ჰქვია, რომ „კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს და სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევსო“. გერმანიასთან შედარებას რომ თავი დავანებოთ, ჯანმო-ს მონაცემებით მსოფლიოში მედპერსონალზე მოდის COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევის, დაახლოებით 20%. მაშინ, როდესაც საქართველოში ინფიცირებული სამედიცინო მუშაკები დადასტურებული შემთხვევების მხოლოდ 12,6%-ს შეადგენს. აი ასეთია ობიექტური რეალობა და თუ ქ-ნ თამარს მართლა სჯერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გამართლების და თან ძალიან გამართლების შედეგია, მისი ნებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“. რაც შეხება ავადმყოფების სიმძიმეს - საქართველოში 783 დადასტურებული შემთხვევიდან 101 ავადმყოფი იყო მძიმე, ხოლო 39 ავადმყოფი - კრიტიკულად მძიმე და მათგან მხოლოდ 12 გარდაიცვალა. ამასთან, მათ რიცხვში შედის ის ავადმყოფებიც, რომლებსაც COVID-19 ჰქონდათ, მაგრამ რეალურად სხვა თანმხლები დაავადებისგან (მაგ. ინსულტისგან) გარდაიცვალნენ, ხოლო 2 ავადმყოფი გარდაცვალებისას სულაც უკვე ვირუსნეგატიურები იყვნენ და მაინც COVID-19-ისგან გარდაცვალებულად ჩაითვალნენ. ანუ, საქართველო ზეპატიოსნად ითვლის COVID-19-ისგან გარდაცვალებულ პირებს, მაშინ როდესაც ყველა ქვეყანა ასე სულაც არ იქცევა. საინტერესოა, საიდან იცის ქ-ნმა თამარმა, რომ საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი, მისი სტაფი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა COVID-19-ის პანდემიას?! რასაც იგი არაერთგზის შესაშური დაჟინებით იმეორებს. მაშინ, როცა შედეგები საპირისპიროს მეტყველებს. სინამდვილეში საქართველოში სწორედ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობდა საათივით გამართულად. პაციენტების კვლევის და ნაკადების მოძრაობის ალგორითმები და პროტოკოლები იყო ოპტიმალური: სასწრაფო_სპეციალურად მომზადებული ოჯახის ექიმი_ე.წ. ცხელების ცენტრი _ COVID ცენტრი. არცერთი პაციენტი 1 საათიც კი არ მდგარა რიგში და არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური მომსახურების გარეშე. COVID-ის დიაგნოზი ისმებოდა მაქსიმუმ 12 საათში, ხოლო COVID ცენტრებში პაციენტებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს - პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ სხვადასხვა სორბენტების გამოყენებით და სხვ. სხვათაშორის პლაქვენილზე საქართველოში არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა გარდაცვლილთა რაოდენობაზე. სხვათაშორის, როდესაც ჩვენ საქართველოში COVID-19-თან წარმატებული ბრძოლის შედეგებს ვდებთ, გაღიზიანებული ოპონენტები ხშირად გვეკითხებიან - „ესე იგი, თქვენ გინდათ თქვათ, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებზე უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვთ“. არამცდა არამც, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში გაცილებით უფრო სუსტია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში ჩვენ შეიძლება უფრო წარმატებულები ვიყოთ და ამის შესანიშნავი მაგალითია ის, რომ აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანია GILEAD-მა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის პირველ სამოდელი ქვეყანად სწორედ საქართველო აირჩიეს და არც შემცდარან, ან თუნდაც ის, რომ საქართველოში აივ/შიდსით სიკვდილობის მაჩვენებელი 2.5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე აშშ-ში. ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება. ქ-ნი თამარი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში COVID-19-ის გავრცელება გვიან დაიწყო, თორემ იანვარში რომ დაწყებულიყო, სავალალო შედეგები გვექნებოდაო. მოკლედ, აღარ იცის რა თქვას. ამის საპასუხოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 26 თებერვალს დაფიქსირდა და სადღეისოდ 783 ავადმყოფი და 12 გარდაცვლილი (1.53%) გვყავს. ხოლო ევროპის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანაში - ნიდერლანდებში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ა.წ. 27 თებერვალს დაფიქსირდა, მაგრამ მათ სადღეისოდ 46 422 ავადმყოფი და 5 956 გარდაცვლილი (12,83%) ჰყავთ. ასეთი მაგალითები სხვაც ბევრია. ასე, რომ ჩვენ მიღწეული შედეგებით, რა თქმა უნდა, ზედმეტად არ უნდა გავთამამდეთ და თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ, მაგრამ არც ის იქნება სწორი, რომ მუდმივად არასრულფასოვნების კომპლექსით ვიყოთ შეპყრობილი და მიგვაჩნდეს, რომ უცხოეთის ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ყველაფერი უფრო ცუდად კეთდება. ზედმეტად მიმაჩნია იმის გამეორება, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუციები და ავტორიტეტული ლიდერები გაეროთი და ჯანმო-თი დაწყებული და აშშ-ს პრეზიდენტით და Washington POST-ით დამთავრებული, საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევენ. ქ-ნი თამარი არ ტოვებს ისეთი პიროვნების შთაბეჭდილებას, რომელიც კარგს და ცუდს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. მაშინ რატომ დასჭირდა მას საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის უკიდურესად ნეგატიურად და ტენდენციურად წარმოჩენა? ვფიქრობთ, მიზეზები ყველასთვის გასაგებია. საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან. სხვათაშორის, ნიშანდობლივია, რომ ქ-ნი თამარი ძალიან გაახალისა (მისივე სიტყვებით) იმ დაუდასტურებულმა შეტყობინებამ, რომ მარნეულში სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა. ამის გაკეთება ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ქ-ნი თამარი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური ფაქტების წარმოჩენითაა დაკავებული და ძალიან „უტყდება“. და ბოლოს, ქ-ნო თამარ! გერმანია დიდი ქვეყანაა და COVID-19-ს ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა გამოწვევას იგი უთქვენოდაც გაუმკლავდება. დასაფასებელი ის არის, როცა ამას საქართველოსნაირი ეკონომიკურად შეზღუდული შესაძლებლობების ქვეყანა აკეთებს და თან ძალიან დიდი ... ...
  • რატომ არ მიეწოდება საგურამოს მოსახლეობას ელექტრო ენერგია და გაზისაგურამოს მოსახლეობას ამ დროისთვის არც გაზი და არც ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ „გურია ნიუსს“ აცნობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გაზის შეწყვეტა მოსახლეობისთვის გაზსადენის მილზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის, ბადრი უნდილაშვილის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვას კავშირი ბუნებრივი აირის მილის დაზიანებასთან არ აქვს. „დაზიანდა გაზის მილი სადღაც და გამშვები აყენია საგურამოში, რის გამოც შეწყდა გაზი, რომ გააკეთონ. ელექტროენერგიის გათიშვა კი  ავარიულად მოხდა და მალე ჩაირთვება“,_ გვითხრა უნდილაშვილმა. როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაშია ნათქვამი, ელექტრო ენერგიის შეწყვეტა ქსელში ავარიულმა დაზიანებამ გამოიწვია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აღდგენის სავარაუდო დროდ კი 22:00 საათი ... ...
  • ავტოავარია ოზურგეთში _ გარდაცვლილია 60 წლამდე ასაკის ქალბატონი, მძღოლი კი მიიმალაახლახან ოზურგეთში, პეტრიწისქუჩაზე, ტრაგიკულად დასრულდა ავტოავარია. ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ქუჩის კუთხეში მდგარ ქალბატონს დაეჯახა ადგილიდან მიიმალა. ქალატონი კი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე ... ...
  • „აივანზე ჩამომხრჩვალი იპოვეს“ – 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულასაზარელი ტრაგედია მოხდა გორში - სოფელ ახალშენში 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, დავით ცერცვაძემ განუცხადა, გოგონა  გარდაცვლილი დღეს დილით, საკუთარ სახლში აივანზე იპოვეს. რა გახდა სუიციდის მიზეზი ... ...
  • წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე ღელვა- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?