ირაკლი ღარიბაშვილი: "ენერგეტიკის სფეროში შემოსული უცხოური ინვესტიცია 7%-ით გაიზარდა"

მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი: "ენერგეტიკის სფეროში შემოსული უცხოური ინვესტიცია 7%-ით გაიზარდა"

17 იან. 2014, 15:24:11

ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა EBRD-ის მმართველმა დირექტორმა, ოლივიე დეკამმაც:

"ჩვენთვის მთავარია, განვითარდეს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან. საქართველოს მთავრობა ახლა აყალიბებს საშუალო ვადიან ეკონომიკური განვითარების პროგრამას. საქართველოს აქვს შესაძლებლობა ინვესტიციები განხორციელდეს ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ენერგეტიკა, ჰიდროენერგეტიკა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი..."

"მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მოსახლეობას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კეთდება და რა გაკეთდა ენერგეტიკის სფეროში" _ აცხადებს "გურია ნიუსისთვის" გაკეთებულ კომენტარში პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე:

"მინდა დეტალური ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას, რომელიც ჩვენ ახლა გვისმენს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მოსახლეობას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კეთდება და რა გაკეთდა ენერგეტიკის სფეროში. მე შემიძლია უფრო კონკრეტულად გითხრათ, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში დამატებით გამრიცხველიანდა 55 000 აბონენტი და გაზიფიცირდა 58 000 აბონენტი. ეს პროცესი გრძელდება. ასევე, 2013 წელს განხორციელდა 11 უშუქო სოფლის ელექტროფიკაცია. ამასთან დაკავშირებით თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში ასეთი სოფლები არსებობდა ჩვენს საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში და ამ სოფლების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ჩვენი მიზანია, რომ წელს საქართველოში არცერთი დასახლებული პუნქტი აღარ იყოს ელექტროენერგიის გარეშე. ამისთვის ჩვენი ბიუჯეტიდან გამოყოფილია რამდენიმე მილიონი ლარი. ასევე, გაფორმდა მემორანდუმები ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების მიზნით 26 ჰიდროელექტროსადგურზე. წელს დასრულდა ლარსის, ბახვის, არაგვისა და ახმეტის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, ექსპლუატაციაში შევა კიდევ 6 ჰესი.

სწორედ გასულ წელს დაიწყო ერთ-ერთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტის, აჭარის წყლის კასკადის მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია "ტატა ჯგუფი". ზაფხულში, სამეგრელოში, მდინარე ხობის წყალზე დაიწყება ხობი-ჰესის მშენებლობა. ასევე, საქართველოში დაიწყო ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა. მინდა გითხრათ, რომ საპილოტე პროექტის სიმძლავრე პირველ ეტაპზე 20 მეგავატს შეადგენს. ჩვენ გვინდა, რომ ეგ კარგად დავტესტოთ და ამის შემდეგ ეს სფეროც განვავითაროთ.

გეტყვით ასევე, რომ გარდაბანში 230 მეგავატიანი სიმძლავრის თბოსადგური შენდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სადგური თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგეტიკულ მდგრადობაში.

საინტერესოა, რომ 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს ენერგეტიკის სფეროში შემოსული უცხოური ინვესტიცია 7%-ით გაიზარდა და პირველი სამი კვარტლის მონაცემებით მისი ოდენობა 141 მილიონს შეადგენს. ასევე, გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და თურქეთს შორის 500 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ძაბვისა და ქვესადგურის მშენებლობაზე. ძალიან მრავალი პროექტის განხორციელება გვაქვს კიდევ გეგმაში." _ განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ხუდონჰესის მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის და განაცხადა:

" ჩვენი მიზანია, რომ არცერთ მოქალაქეს, რომელიც სვანეთშია, არ დარჩეს არცერთი კითხვა და ჩვენ ამას მოვახერხებთ. დარწმუნებული ვარ, ინვესტორი კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ეს პროცესი და განუმარტოს მოსახლეობას, თუ რას ითვალისწინებს ხუდონჰესის პროექტის მშენებლობა.

თავის მხრივ, მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ და მისი პერსპექტივების თაობაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ პროექტმა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ეს პროექტი ნამდვილად განსაზღვრავს ქვეყნის ელექტროდამოუკიდებლობას."

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარდაბანში 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ვიცე პრემიერი კახი კალაძე, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, თურქეთიდან მოწვეული სტუმრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა, აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის "ჯენერალ ელეკტრიკის" უახლესი ტურბინებით და ადგილობრივ ბაზას დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს. ამასთან, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ. აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ, ხოლო სადგურის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERGY ახორციელებს.

"2015 წლის ბოლომდე სადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს. ასე რომ, მალე მოსახლეობა იგრძნობს სასიკეთო ცვლილებას. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 600-მდე ადამიანი და მათი უდიდესი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. გარდაბნის სადგური აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, რაც ენერგოსისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ქვეყნის ენერგოსისტემისთვის ეს იქნება საიმედო რეზერვი და ამასთან იგი დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს ადგილობრივ ბაზარს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის შექმნის შემთხვევაში, სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას. გარდაბნის თბოელექტროსადგური იქნება სერიოზული დასაყრდენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.

მინდა ყველას მივულოცო საქართველოსთვის სრულიად ინოვაციური პროექტის განხორციელების დაწყება. მინდა ყველას მივულოცო ეს წარმატება და განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება, მეგობრების დახმარებით, ყველაფერს გააკეთებს ხალხის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის." _ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.




 ახალი ამბები
  • შემოსავალდაკარგულთათვის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდასოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა ... ...
  • „იმოგზაურე საქართველოში“ _ შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ახალი პროგრამა იწყებაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“ დააანონსა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. „შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ", _ აღნიშნა ... ...
  • როდიდან იქნება შესაძლებელი ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა 13 ივლისიდან მოიხსნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, როდესაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება შიდა ტურიზმი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებადართული იქნება ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და, რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა ... ...
  • სანამდე გახანგრძლივდა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადაველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელებისას სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ ... ...
  • რა ეღირება PCR ტესტირება მათთვის, ვისაც საქართველოში შემოსვლისას შემოწმება საკუთარი ხარჯით მოუწევსPCR ტესტირების ფასი მერყეობს სხვადასხვა ლაბორატორიების ფასების მიხედვით, 150-180-250 ლარის ფარგლებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა. „ტარიფი, რომლსაც დღეს სახელმწიფო PCR ტესტირებისთვის უხდის ლაბორატორიებს, გახლავთ 150 ლარი. მოგეხსენებათ დღეს სახელმწიფო პროგრამით ეს ადამიანებისთვის უფასოა, მათ შორის კარანტინში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ყველა კონტაქტირებულისთვის, ექიმებისთვის და ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სახელმწიფოს ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ვაწვდით ლაბორატორიას, მაშინ მომსახურების ფასი არის 50 ლარი. ამაში არ შედის ე.წ. ნაცხის აღების ფასი, ასევე თუ სახლში მიდიან და უღებენ. ამიტომ ამ პრივატული ლაბორატორიების ფასი 150დან 250 ლარამდე განისაზღვრება“,- განაცხადა ამირან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...