რუსუდან შარაძე მამის მკვლელობაში მონაწილე პირებს ასახელებს

მთავარი თემა

რუსუდან შარაძე მამის მკვლელობაში მონაწილე პირებს ასახელებს

2014 იან 20 13:39:32

"მე დღეს დავასახელებ იმ ადამიანების ვინაობებს, რომლებიც მამაჩემის მკვლელობაში არიან გარეულნი. ადრეც ვახსენებდი ყოფილ პოლიციელს სამეგრელოდან, მაგრამ დღეს კონკრეტულად დავასახელებ, ეს არის გურიკა ქადარია. ინფორმაცია მაქვს ჟურნალისტ ნანა ფაჟავასგან, რომელმაც 2013 წლის 21 მაისს გაიგო თუ ვის მიერ მოხდა მკვლელობის ორგანიზება და შესრულება. შემდეგ ფაჟავა თავად ამ პოლიციელს ესაუბრა და დაარწმუნა ის პროკურატურაში მიეცა ჩვენება. ფაჟავამ შეახვედრა ქადარია საოლქო პროკურორს ვალერი იოსავას 2013 წლის 27 მაისს და ქადარიამაც მისცა ჩვენება. როგორც ირკვევა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ქადარია დაიბარა მეგის ქარდავამ და უბრძანა ორი სპეცნაზელის თბილისში წაყვანა, რომლებსაც გურამ შარაძე უნდა მოეკლათ. ეს სპეცრაზმელები არიან თემურ ჯგერენაია, მეტსახელად ჯგერე და გია ფაჩულია. ქადარიას მეგის ქარდავამ მისცა 5000 დოლარი და უთხრა, რომ დანარჩენ ინფორმაციას უკვე თბილისში "მასტერასგან" მიიღებდა. თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი, ქადარიას გადასცა კოხტა კოდუას ბიძამ. იარაღი კახა ლატარიას დახმარებით იქნა მოპოვებული. გურიკა ქადარიამ გადაწყვიტა არანაირი მონაწილეობა არ მიეღო მკვლელობაში და მიმართავდა სხვადასხვა ექიმებს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რამაც გამოიწვია ეჭვი მეგის ქარდავაში და დაიწყო ზეწოლა ამ პოლიციელზე, ის ცოტა ხნით სამხარეო პოლიციაშიც იყო გამოკეტილი, სადაც მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ პოლიციელები-ლაშა ეხონია, ზაზა ხასაია და გურამ ჭითაია. შემდეგ ქადარია ერთობლივად დაიბარეს თენგიზ გუნავამ და მეგის ქარდავამ, ახლა უკვე საკუთარი დისშვილის დაკავება მოსთხოვეს ნარკოტიკების ჩადებით, რაზეც პოლიციელმა უარი განაცხადა და გუნავა ამის გამო ფიზიკურად იქვე გაუსწორდა. ამის შემდეგ ქადარიამ პატაკი დაწერა და სამსახურიდან წავიდა.  შემდეგ ჩატარდა სპეცოპერაცია მის სახლში, გაჩხრიკეს, ამოიღეს ის იარაღი, რომელიც კოდუას ბიძამ გადასცა და ქადარიას დედისთვის ჰქონდა მიბარებული და დააკავეს ყოფილი პოლიციელი. ციხეში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ქადარია არ გაცსემდა მკვლელობის შესახებ არანაირ ინფორმაცია გამოუშვეს. 2012 წელს ის ჩაერთო საპარლამენტო არჩევნებში და საკუთარ სახლში "ქართული ოცნების" შტაბი გახსნა".

რუსუდან შარაძე აცხადებს, რომ დღეს მის მიერ დასახელებული პიროვნებები, გარდა თემურ ჯგერენაიასი, რომელიც უკრაინაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა,  ისევ მაღალ თანამდებობებზე არიან და სტრუქტურებში მუშაობენ.  შარაძე კატეგორიულად მოითხოვს მოწმის გურიკა ქადარიას და ჟურნალისტ ნანა ფაჟავას დაცვას. ის ასევე მიმართავს იმ მოწმეებს, რომლებმაც საკმაოდ კარგად იციან თუ რა მოხდა 2007 წლის 20 მაისს.

"მივმართავ მოწმეებს, რომლებიც სდუმან, სააკაშვილი და მისი ბანდა აღარ არსებობს, სამართლიანობას სახლში ლანგარით არავინ მოგართმევთ, იგრძენით პასუხისმგებლობა ქვეყნისა და მამაჩემის წინაშე და თქვით სიმართლე, ასევე მივმართავ იმ პოლიციელებს, რომლებმაც ძალიან კარგად იციან რა მოხდა 2007 წლის 20 მაისს ნუ სდუმან და დაიწყონ სიმართლის სადარაჯოზე დგომა".

რუსუდან შარაძე მოითხოვს ახლადაღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით დაუყოვნებლივ დაიწყოს გურამ სარაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიება.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...
  • გიორგი გახარია: "ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე""მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას" _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია რამდენ ადამიანს დააკავებენ: „20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,_  განაცხადა გიორგი გახარიამ. 21 ივნისის მოვლენებიდან დღეს 3 თვე გავიდა და აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც 3 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღევანდელ დღეს პარლამენტის წინ მაშტაბური აქციით აღნიშნავენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...