ბაყაყ-ნიანგების ჩავარდნილი ბიზნესი და გამქრალი ჰიბრიდული სიმინდი

მთავარი თემა

ბაყაყ-ნიანგების ჩავარდნილი ბიზნესი და გამქრალი ჰიბრიდული სიმინდი

2011 აგვ 1 00:39:51
_ წყარო ირწმუნება, რომ თანამდებობა უკვე დატოვა მინისტრის მოადგილემ ალეკო ცინცაძემ, რომელიც კვეზერელის სამინისტროში მმართველი პარტიის სახეს წარმოადგენდა. მანამდე გურიის გუბერნატორი და უფრო ადრე პარლამენტარი ცინცაძე ორი დავითის _ ტყეშელაშვილისა და კირკიტაძის გუნდის წევრად მოიაზრებოდა და პარტიული კუთხით გურიის რეგიონს მანამდე კურატორობდა.

რატომ მოხსნეს ცინცაძე? კულუარებში რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთის მიხედვით, ამით რომელიმე მომძლავრებულმა სახელისუფლო გუნდმა ტყეშელაშვილზე, ან კირკიტაძეზე ან ორივეზე ერთად განახორციელა დარტყმა, თუმცა უფრო რეალურია ვერსია, რომ ცინცაძე სოფლის მეურნეობის "წარმატებებს" გადააყოლეს. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში ყველაფერს კვეზერელი წყვეტს და ცინცაძეს ამ მხრივ პასუხისმგებლობა ნაკლებად ეკისრება, არ არის გამორიცხული, მოადგილე სწორედ მინისტრის გადასარჩენად გაწირეს. გადასარჩენი კი ბაკურ კვეზერელს ნამდვილად აქვს _ სიმინდისა და ბაყაყების საქმე. ორივე გაპიარებული პროექტი ჩავარდა!!!

ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს მინისტრმა ყურები გამოგვიჭედა, თუ როგორ არის განვითარებული საქართველოში ბაყაყების ბიზნესი. როგორც მაშინ კვეზერელმა განაცხადა, ევროკავშირის ქვეყნები ქართული ბაყაყით დაინტერესებას გამოხატავენ. მინისტრი აცხადებდა, რომ უცხოეთიდან, ძირითადად კი ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოდან ბაყაყების იმპორტის და ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელების დაინტერესებაც არსებობს.

არადა, ჩვენ ჯერ კიდევ 2002 წელს ექსკლუზიურად ვწერდით, რომ ლანჩხუთში შეიქმნა ფირმა, რომელიც ბაყაყების ჩაბარებით უნდა ყოფილიყო დაკავებული. მაშინ ჩვენ ამ ფირმის ხელმძღვანელთან ინტერვიუც გამოვაქვეყნეთ. იყო საუბრები, რომ გურულ ბაყაყს საფრანგეთში გაიტანდნენ, საკმაოდ მაღალი ფასიც დასახელდა, თუმცა, საქმე საუბარს არ გასცდენია.

"ეს ინტერესი ჯერ კიდევ 2009 წელს გაჩნდა და გასულ წელსვე საქართველოდან ბაყაყების გარკვეული რაოდენობის საცდელი ექსპორტი გახორციელდა. 2009 წელს ექსპორტში ასევე აღმოჩნდა ჩვენთვის ეგზოტიკური დასახელებები. ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც, რათა ყველა საექსპორტო პოტენციალი გამოვიყენოთ", _ აცხადებდა ბაკურ კვეზერელი. გარდა ამისა, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, აჭარისა და გურიის რეგიონებში უკვე არსებობს ბაყაყების მომშენებელი მეურნეობები და ამ ეტაპზე საუბარი სფეროს ინვესტირებასა და განვითარებაზე მიმდინარეობს.

ამ განცხადებების შემდეგ, ჩვენ დავინტერესდით, რამდენად მართალი იყო, რომ გურიაში უკვე არსებობდა ბაყაყების მომშენებლი მეურნეობები, თუმცა, ვერც აჭარასა და ვერც გურიაში, მინისტრისგან განსხვავებით, ბაყაყის მომშენებელი მეურნეობა ვერ აღმოვაჩინეთ. ცოტა გასაკვირიც კი არის, მეურნეობა უკვე შექმნილი იყოს და აქამდე არ "გაეპიარებინათ" ნაციონალებს.

აი, რა აცხადებდა ჩვენთან საუბარში გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი:

_ ბატონო ვალერი, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ გურიასა და აჭარაში ბაყაყის მომშენებელი მეურნეობები არსებობს. ხართ თუ არა ინფორმირებული და თუ კი _ იქნებ გვითხრათ, სად არის ეს მეურნეობა?

_ ნამდვილად არ მომისმენია და არ მგონია, ეს განცხადება გაეკეთებინა მინისტრს.

_ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, არსებობს თუ არა ასეთი მეურნეობა?

_ არ მაქვს არანაირი ინფორმაცია!

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ცინცაძის კომენტარს, ის თავის დროზე, მინისტრს ნამდვილად არ გაუხარდებოდა:

_ ბატონო ალეკო, გავრცელდა თქვენი მინისტრის განცხადება, სადაც საუბარია ბაყაყების მეურნეობების არსებობაზე. გურიაში ასეთი მეურნეობა არ უნდა არსებობდეს. იქნებ, გაგვარკვიოთ, უკვე არსებობს თუ აწი გაიხსნება?

_ გაიხსნება... მიმდინარეობს ყველანაირი სამუშაოები.

_ ანუ ამ დროისთვის არ არსებობს, ხომ ასეა?!

_ ამ წუთში, ჩემი ინფორმაციით, არ არსებობს, თუმცა, გადამოწმება უნდა მაინც.

"ბაყაყების ამბავი" არც აჭარაში იცოდნენ _ ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბაყაყების მომშენებელი მეურნეობის გაგონებაზე შეიცხადეს:

_ აჭარაში ბაყაყის მომშენებელი მეურნეობა არსებობს?

_ რისი?

_ ბაყაყის. მინისტრმა კვეზერელმა თქვა, რომ აჭარა-გურიის ზონაში ინვესტიციები ჩაიდება. გვაინტერესებს, აჭარაში ასეთი მეურნეობა თუ არსებობს?

_ არ არსებობს. არ მგონია, იყოს...

_ ვის ვესაუბრებით?

_ ნაიკო ვარ, მისაღებში.

მოკლედ, ინფორმაცია არც აჭარის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს ჰქონდა, არც გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს და არც _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ალეკო ცინცაძეს. აშკარაა, მინისტრმა ბაყაყები "საპიაროდ ააყიყინა".

ეს რომ ასეა, დღეს უკვე ამის შესახებ გაზეთი The Financial წერს. საქართველოში ეგზოტიკური ცხოველების მოშენების პროექტი, რომელსაც ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ერთად ახორციელებენ, ჩავარდა. გამოცემა წერს, რომ ბაყაყების და ნიანგების მოშენებით, საქართველომ ვერ შეძლო ბაზარზე საკუთარი ნიშის მოპოვება: "2009 წელს, საქართველომ საექსპორტო პორტფელს ბაყაყები და ნიანგები დაამატა. საქართველო გეგმავდა გამხდარიყო სერიოზული მოთამაშე ბაყაყისა და ნიანგების ხორცის ბაზარზე. ყველა ელოდებოდა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე "ცხელი" ექსპორტი ღვინის, მინერალური წყლებისა და თხილის შემდეგ. ორწლიანი წარმატებული და ნაყოფიერი პერიოდის შემდეგ, საქართველოს ბაყაყების ექსპორტი ჩაუვარდა", _ წერს გამოცემა.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, "ქართული ბაყაყების" ძირითადი მომხმარებელი საფრანგეთი იყო: "ბაყაყების ექსპორტს, 2010 წელს, კომპანია "ლოგო ჯორჯია" აწარმოებდა, რომელიც თურქი ბიზნესმენის მიერ იყო რეგისტრირებული. სარეგისტრაციო დოკუმენტით, კომპანია აღმაშენებლის ქუჩაზეა განთავსებული, თუმცა, ამ ქუჩის მცხოვრებებმა ეგზოტიკური ინვესტორის შესახებ არაფერი იციან", _ წერს The Financial. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოდან ბაყაყების ექსპორტი 2011 წელს შეწყდა, მიზეზი უცნობია: "ჩვენ არაფერი ვიცით ბაყაყებისა და ნიანგების შესახებ. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ 2009-2010 წელს ბაყაყების ექსპორტი საფრანგეთში გახორციელდა", _ განუცხადეს The Financial-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ბაყაყებისა და ნიანგების კრახის შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიბრიდული სიმინდის "მოსავლიანობაც" ჩაუვარდა. მართალია, ბევრი არ წამოეგო ამ პიარს და ისევ მამა-პაპური სიმინდის თესლი დათესა, მაგრამ ვინც ჰიბრიდული თესლი გამოიყენა, საკმაოდ დაზარალდა: ჯერ იყო და, ის, რაც უკრაინაში 150 ლარის ფარგლებში იყიდებოდა, ქართველ გლეხს 240 ლარად მიყიდეს, შემდეგ დაპირებული ტრაქტორები არავის გახსენებია; ამის გამო, თესვა დაგვიანდა. ზოგმა დათესა, წამლობაც გაუკეთა და ამოსული სიმინდი... გაქრა!!! ახლა სპეციალისტები ხსნიან, რომ ეს მიწის შემადგენლობისა და ამინდის გამო მოხდა, თუმცა, არავინ ამბობს, გლეხი რომ მოატყუეს _ შემოწმებულია და გურიის ნიადაგზე კარგად მოდის ეს სიმინდიო, რომ გაიძახოდნენ, დღეს აღმოჩნდა, რომ, თურმე, მისი დათესვა გურიაში მიზანშეწონილი არ ყოფილა. ახლა ისაა საკითხავი, ვისი სიმინდიც ამოსულია, ტაროს თუ გაიკეთებს და როგორი მოსავალი იქნება. სპეციალისტები იმთავითვე ამბობდნენ, რომ შედეგები კვეზერელის უწყებისათვის კატასტროფული იქნება და მინისტრმა მანამდე თუ არ დატოვა თანამდებობა, შემოდგომას ნამდვილად ვერ გადაიტანსო. რამდენ ხანს ეყოფა მას ცინცაძეზე "ხელის შეხოცვა", მალე გამოჩნდება, მაგრამ დღეს უკვე ოფიციალური პირებიც კი გლეხებთან თავს იმით იმართლებენ, რომ მინისტრმა დანაპირები არ შეასრულა!

ჩვენ კომენტარისთვის ალეკო ცინცაძეს დავუკავშირდითა, მაგრამ მან მოუცლელობა მოიმიზეზა და "მოგვიანებით დარეკვა" გვთხოვა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ინფორმაცია ცინცაძის სამინისტროდან წასვლის შესახებ დაგვიდასტურეს:

_ დიახ, ალეკო ცინცაძემ მოადგილის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

_ სხვა საკადრო ცვლილება ხომ არ გახორციელებულა?

_ ამ ეტაპზე, სხვა არაფერი!

არ გამორიცხავენ, რომ ცინცაძესთან ერთად პოსტი მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმაც დატოვოს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის პოსტზე გურიის გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილსაც მოიაზრებენ. თუ ასე მოხდა, ეს მეოთხე შემთხვევა იქნება (აქედან მეორე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში), როცა "ვარდების ხელისუფლების" შემდგომ, გურიის გუბერნატორი მინისტრის მოადგილე გახდება _ მანამდე ეს უკვე ნახსენებმა ცინცაძემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა და ირაკლი გორგოძემ "მოახერხეს". მინისტრის პოსტიდან გუბერნატორად კი მხოლოდ მიხო სვიმონიშვილი "დააწინაურეს".




 ახალი ამბები
  • საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოყვათბი­ლის­ში, საბურთალოს სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა. ავტომობილი გარე გა­ნა­თე­ბის ბოძს და­ე­ჯა­ხა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავ­რი კი და­შავ­და. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას ... ...
  • ემზარ კვიციანის ძმისშვილს ორი დღეა ეძებენ _ თბილისის ზღვაზე მოკლული მისი მეგობარიადეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.  ამის შესახებ მან "რუსთავი 2"- თან განაცხადა.  კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს. "ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს,  ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი მაგისი. არ ვიცი ერთად რას საქმიანობდნენ,"- განუცხადა კვიციანმა "კურიერს".  ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას ... ...
  • ლომჯარიას მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისსა და სახლთან – სანდრო ბრეგაძე„ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა „ქართულ მარშს“ ძალადობრივი ჯგუფი უწოდა, რის გამოც ლომჯარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ომბუდსმენს „მიწიერ ჯოჯოხეთს მოუწყობს“. „ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოუწევს პირველ რიგში საჯარო ბოდიშის მოხდა და შემდგომში თანამდებობის დატოვება. ჩვენ ვგეგმავთ გრანდიოზულ, რადიკალურ აქციას სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ვაძლევთ  ერთკვირიან ვადას, რომ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისთან და არა მარტო ოფისთან, საცხოვრებელ სახლთანაც. თუ ოფისში დაგვემალება, ჩვენ მივალთ საცხოვრებელ სახლში“, – თქვა ბრეგაძემ. მანამდე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე მზაობას გამოთქვამდნენ, თუმცა მისივე თქმით, იმ ფორმატითა და რეჟიმით, რაც ბრეგაძეს სურდა, შეხვედრა ვერ გაიმართებოდა. „ჩვენ გახსნილები ვართ შეხვედრისთვის. მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია,  ვაცნობე, რომ ამ ფორმატითა და ამ რეჟიმში ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით, ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს“, – განაცხადა ... ...
  • საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხდებასაქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. როგორც ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ვიზიტი საქართველოში ქვეყნის თავმჯდომარეობისთვის მომზადებას უკავშირდებოდა. „მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ რომ საქართველომ თავის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადმიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო. საყურადღებოა, რომ თავმჯომარე ქვეყანამ პირველად გამოყო გარემოს დაცვის თემატიკა თავის პრიორიტეტებში, რაც ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის და გათვითცნობიერების ამაღლება“, _ განაცხადა ბურიჩმა. ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ საკითხებთან და ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. გენერალური მდივანი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის საკითხს და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველო საჭიროებებს და ევროპის საბჭოს პრიორიტეტებს ასახავს. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ორგანიზებისთვის. ბურიჩის თქმით, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილე შესანიშნავად დაემთხვა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და მისი ვიზიტის ძირითადი ამოცანა საქართველოს თავმჯდომარეობის მომზადებაა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. „მოგეხსენებათ ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებაზე და საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის საბჭოსთვის და ზოგადად ევროპისთვის“, _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ ... ...
  • რა გავლენას ახდენს დედის ტირილი ნაყოფზეორსული ქალბატონები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანაწყენოთ. გარეგანი ფაქტორები გავლენას ახდენს ჰორმონალურ ცვლილებებზე და განწყობაზე. ამიტომ, საინტერესოა, რას იწვევს დედის ტირილი ნაყოფზე. ბავშვი მჭიდროდ არის დაკავშირებული დედასთან. ოცდამეცხრე კვირიდან ბავშვს უკვე განვითარებული აქვს შეგრძნების ორგანოები. განარჩევს სუნს, გემოს, გრძნობს სივრცეს მის გარშემო. დედა და ბავშვი ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. როცა დედას უხარია, სისხლში გამოიყოფა ენდორფინი და ბავშვის განწყობაც საშვილოსნოში უმჯობესდება. ხოლო, როცა დედა ნერვიულობს ან ტირის გამოიყოფა სისხლში სტრესის ჰორმონი - კორტიზოლი. დედა უნებურად გადასცემს ამ ჰორმონს ბავშვს და შესაბამისად, ცუდ განწყობას. იმისათვის, რომ გაზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვი, აკონტროლეთ ემოციები. დაიცავით ნეგატიური განწყობისაგან ბავშვი. ის, ასე მშვიდი და გაწონასწორბული ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?