გურიის გუბერნატორმა 19 210 ლარის ოდენობის პრემია გასცა

მთავარი თემა

გურიის გუბერნატორმა 19 210 ლარის ოდენობის პრემია გასცა

2014 იან 23 10:01:34

 

პრემიები ასე გადანაწილდა: თამაზ მახარაძე, გუბერნატორის უკვე ყოფილი მოადგილე _ 1 420 ლარი, ლელა თავართქილაძე, გუბერნატორის უკვე ყოფილი მოადგილე _ 1 220 ლარი, ინდა სალუქვაძე, მდივან-რეფერენტი _ 200 ლარი, ისააკ ლომთათიძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი _ 820 ლარი, ნარგიზი ნიკოლაიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 380 ლარი, მარიამ დიდმანიძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, სოფიო სალუქვაძე _ ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი _ 280 ლარი, მამია ბარამიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი _ 820 ლარი, ლია ღლონტი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 380 ლარი, ეკატერინე მგელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 280 ლარი, არჩილ ყაზაიშვილი, ადმინისტრაციის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი _ 820 ლარი, ლანა ლომაძე, ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 380 ლარი, მერი ჩუბინიძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი. _340 ლარი, გიორგი გეგეჭკორი, რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსი _ 820 ლარი, მარიკა ნაცვალაძე, საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, ვლადიმერ საბაშვილი, მძღოლი _ 200 ლარი, შალვა ბოლქვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი _ 820 ლარი, ავთანდილ ვაშალომიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 380 ლარი, ვლადიმერ მიქატაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, მზია გაგუა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 340 ლარი, გიორგი კალანდაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, დავით ლომინაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, გელა დუმბაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, ჯანიკო ჩიტაიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, რევაზ ქუთათელაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, ბესიკი ქინქლაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, გიორგი გოგეშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, თემურ საბაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, მამუკა ხინთიბიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, ზურაბ მიმინოშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, ვახტანგ ქარცივაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, რომეო ჩხაიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, დავით ჯაფარიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, ლაშა მუჯირი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, ბექა სიმონიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, ვახტანგ ბოლქვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, გიორგი კარტოზია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, ლაშა ვასაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი _ 340 ლარი, გურამ შარაშენიძე, გუბერნიის ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი _ 820 ლარი, მზია წერეთელი, სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი _340 ლარი, ნანა ვარდოშვილი, სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 380 ლარი.

გუბერნატორის მიერ გაცემული პრემიების რაოდენობა სულ 19 210 ლარს შეადგენს.

გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე პრემიების დარიგების შესახებ ასეთ კომენტარს აკეთებს: _ მე ნამდვილად არ ვარ მომხრე იმისა, რომ გავცე პრემიები წელიწადში სამჯერ და ოთხჯერ. შეიძლება დარიგდეს წელიწადში ერთხელ იმ პრინციპით, თუ რა სამუშაო გაწიეს და რა დამსახურებისთვის თანამშრომლებმა. მე დავინიშნე 13 დეკემბერს, აქედან გამომდინარე, გუბერნიის წინა წლის მუშაობის კრიტერიუმებზე ვერ ვისაუბრებ, ვერ შევაფასებ, უბრალოდ, ეს იყო ფორმალური გადაწყვეტილება და ყველა თანამშრომელმა იცოდა, რომ ნაწილდებოდა პრემიები. აქედან გამომდინარე, ეს გავაკეთე ადამიანური მომენტიდან გამომდინარე. მე სიაში კორექტირება არ შემიტანია _ არც ვინმე ამომიღია და არც დამიმატებია. ეს ბონუსები პროპორციულად გადანაწილდა და მათ მიიღეს ერთი თვის არც კი სრული ბონუსი, _ გვითხრა ჩხაიძემ.




 ახალი ამბები
  • რატომ იტყუებიან სეს-ის წარმომადგენლები _ ჩეკურიშვილის გვიანი სტუმრობა და შეწირულის კომენტარიმიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთხელ გვითხრეს სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში, რომ სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურიშვილი ხვალ ჩამოვიდოდა გურიაში, რადგან დღეს მოსვლა ვერ შეძლო, ის საღამოს, ექვსი საათისთვის მაინც  მივიდა  ოზურგეთში, რეგიონულ სამმართველოში  და შალვა პეტრიაშვილი წარუდგინა თამნამშრომლებს. ჩვენი ინფორმაციით, მან სამმართველოს  ყოფილ ხელმძღვანელს, ნინო შეწირულს მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ  სხვა გეგმები აქვს, მიდისო და წარმატებები უსურვა.  თუ რა მოხდა ასე  უცებ, რატომ დაწერა მოულოდნელად განცხადება გათავისუფლებაზე სეწირულმა და რა იყო ამის წინაპირობა, არც ერთი მხარე არ ამბობს. ნინო შეწირული, როგორც ჩანს, ამავე სფეროში აპირებს დარჩენას, რადგან ასეთი კომენტარი გააკეთა „გურია ნიუსთან“.  „მე ვიყავი და  ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩემი გამოცდილება ამ საქმეში უნდა მოვახმარო ჩემს ქვეყანას“, _ გვითხრა ... ...
  • ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს,,პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე“ საპენსიო რეფორმასა და მის უპირატესობებზე იმსჯელეს. საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამდღიანი ღონისძიება ახალგაზრდებისთვის საქართველოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ საკითხებზე მუშაობის კარგი შესაძლებლობაა. პროექტში 200-მდე სტუდენტია ჩართული. სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ისინი სხვადასხვა თემებს განიხილავენ. მათ შორის არის საქართველოში ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო სქემა. ღონისძიებას საპენსიო სააგენტოს დირექტორი დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა. ლევან სურგულაძემ ახალგაზრდების სამიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სტუდენტების მოსაზრებების გათვალისწინება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ,,მე დღეს გახლდით სასიამოვნოდ განცვიფრებული, დღევანდელი საკომიტეტო მოისმენა ეხებოდა იმ უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ რეფორმას, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ამ რეფორმის მიზნები სწორად იყო გააზრებული და ჩამოყალიბებული. ორი უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი: პირველი - მოსახლეობას საპენსიო ასაკში უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება და მეორე არის საქართველოში საინვეტსიციო კაპიტალის ბაზრის გაჩენა, რომელიც გამოიწვევს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საინვესტიციო ინსტრუმენტების შექმნას და ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას მინიმaუმ 3, 4 პროცენტით. ეს კი თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, შემოსავლების ზრდას და საერთო კეთილდღეობის ზრდას ყველასთვის მიუხედავად იმისა, ჩართულია თუ არა ეს ადამიანი საპენსიო სქემაში.“ - აღნიშნა ლევან სურგულაძემ. პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტზე გამომსვლელებმა პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავეს, სადაც მათი რეკომენდაციები არის ასახული. ღონისძიება სასტუმრო ,,კრუიზში“ გაიმართა. ... ...
  • 18 ივნისს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია ,,ნატახტარის“ თანამრომლებს შეხვდება (R)18 ივნისს, 12:00 საათზე, სოფელ ნატახტარში (კომპანია ნატახტარის სათაო ოფისში) საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე კომპანია ,,ნატახტარის“ თანამრომლებს შეხვდება. ვაჟა ჯაფოშვილი დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ ტრენინგს ჩაუტარებს და მათ შეკითხვებს ... ...
  • „დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი“ _ რა უნდა ვიცოდეთ, როცა სესხს სხვისთვის ვიღებთბანკთან სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად ურთიერთობა ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ, თუმცა, საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რთული მდგომარეობის გამო, იძულებულები ხდებიან, სესხი აიღონ ან სულაც რაიმე ნივთი განვადებით შეიძინონ, მძიმე სოციალური ყოფის  გამო კი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ანუ ვალის დაბრუნებას ბევრი ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, არის შემთხვევებიც,  როცა ადამიანები სხვა ადამიანის, მეგობრის თუ ახლობლის თხოვნით იღებენ სესხს და პრობლემებში ეხვევიან. როგორც ა.ზ. გვიყვება, სესხი რამდენიმე წლის წინ მეგობრის თხოვნით აიღო. „სესხი მეგობრის თხოვნით ავიღე. დედა ავად ჰყავდა. თვითონ სესხს არ უმტკიცებდნენ და დახმარება მთხოვა. უარი ვერ ვუთხარი. ბანკის მიერ თანხის დამტკიცების შემდეგ ბარათი მას მივეცი. დავალიანება უნდა დაეფარა, მაგრამ ერთ დღესაც ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ვალი დამეფარა ან საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. მეგობარს მივაკითხე, ის კი თურქეთში წასული დამხვდა“, _ ამბობს ა.ზ. რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, როცა სესხს სხვისი თხოვნით, სხვისი საჭიროების გამო იღებენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. როგორც ადვოკატი ამბობს, კარგია მეგობრისა თუ ახლობლის დახმარება, მაგრამ ამ ადამიანებმა, ვინც სესხს სხვის გამო იღებენ იმ პირობით, რომ შემდეგ ამ თანხის დაბრუნება იმ  პირის მიერ მოხდება, ვის გამოც ისესხეს, უნდა გაითვალისწინონ მისი მდგომარეობა და ისიც, რომ სესხზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ და არა ბანკთან ხელშეკრულების მიღმა მყოფ პირს. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ სესხზე  პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს ვისი სახელითაც შეივსო განაცხადი სესხის შესახებ, ვისაც მიეცა თანხა და ვინც გააფორმა ხელშეკრულება. არის შემთხვევები და ხშირად მომისმენია მეც, რომ მეგობარმა მთხოვა და მან უნდა გადაიხადოს-ო. რა თქმა უნდა,  მორალური თვალსაზრისით ვალის დაფარვა იმ პირს ეკუთვნის ვისი თხოვნითაც კონკრეტულმა პირმა სესხი აიღო,  მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით გამსესხებელი კომპანია მოთხოვნას დააყენებს სწორედ იმ ადამიანთან ვინც ისესხა. ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი,  რომელიც ამ გაპრობლემებულ სესხს მოყვება იქნება ამ ადამიანის გადასახდელი. ეს არის საკმაოდ დიდი რისკი და უმჯობესია, რომ მსგავსი მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ. კარგია მეგობრის დახმარება, მაგრამ უნდა ვაანალიზებდეთ იმას, რომ თუ ადამიანი ვერ შეძლებს ამ სესხის დაფარვას, შემდგომ ეს თანხა იქნება მსესხებლის გადასახდელი“, _ ამბობს არევაძე. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახის სესხებთან ერთად მოქალაქეებში პოპულარობით სარგებლობს ავტო სესხები, რაც სასურველი ავტომობილის შესაძენად თანხის გაცემას შესაძენი ავტომობილის უზრუნველყოფით გულისხმობს, ასევე, პოპულარულია  ავტო ლომბარდიც, რომელიც თანხას ისე გასცემს, რომ ავტომობილის დატოვება ლომბარდში აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როცა ავტომობილი, რომლის ირგვლივაც დავალიანებაა, არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება. როგორც აკაკი ცოფურაშვილი გვიყვება, მეგობარს სესხის აღებით ავტომობილის შეძენაში დაეხმარა, თუმცა, საბოლოდ, საბანკო ანგარიში დაუყადაღეს და საქმე სასამართლოში მიდის. „ჩემი სახელის გამოყენებით მოხდა ავტომობილის შესაძენად იმავე ავტომობილითვე უზრუნველყოფილი სესხის აღება. ავტომობილის შეძენიდან მალევე მან მანქანა სხვას მისცა და სესხიც იმ პირს უნდა დაეფარა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეისთვის იმ ავტომობილს ვერ პოულობენ, ყველაფერი დამიყადაღეს. ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა არ მაქვს“, _ ამბობს ცოფურაშვილი. ადვოკატ მარიკა არევაძის თქმით, ავტო ლომბარდის დავალიანების ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ვალმა ავტომობილის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს. „ავტო ლომბარდის შემთხვევაშიც პირობები დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულება თავიდანვე იყოს წაკითხული და გააზრებული. ავტომობილის ლომბარდის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ისე გაიზარდოს სესხის თანხა, პირგასამტეხლო, რომ მანქანის ღირებულება არ ეყოს. როცა ავტომობილს ეხება საქმე, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხელშეკრულებაში წერია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილის რეალიზაციის ან გამსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემით მოხდება ვალის დაფარვა, აუცილებელია, ამ ადამიანებმა შეამოწმონ, რომ განულებულია ვალდებულება და მოითხოვონ ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდგომ ეს კომპანია ისევ დაუკავშირდეს მას და უთხრას, რომ დავალიანება კიდევ იყო დარჩენილი და სამომავლო დავის და ნერვიულობის საფუძველი გახდეს“, _ ამბობს არევაძე. ადვოკატის თქმით, თუკი ავტომობილი, რომლის ირგვლივაც არის დავალიანება არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება და  ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მანქანის გარდა მსესხებელი გამსესხებლის წინაშე  სხვა ქონებით თუ შემოსავლითაც არის პასუხისმგებელი, იწყება დავა სასამართლოში და გამსესხებელი თანხას უძრავ-მოძრავი ქონებიდან ან ხელფასიდან ამოიღებს. არსებობს თუ არა რაიმე სახის გზა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ფინანსურ პრობლემებში მათთვის უახლოესი ადამიანების გამო გაეხვნენ და თავადაც არ შეუძლიათ, გაზრდილი დავალიანების გადახდა სამართლებრივი გზით დააკისრონ იმ პირებს ის პასუხისმგებლობა, რომლებიც მორალურად არ ან ვერ აღმოაჩნდათ, ადვოკატი ამბობს, რომ თუ მსესხებელს ექნება მტკიცებულებები,  მას შეუძლია რეგრესის წესით მიმართოს სარჩელით სასამართლოს ამ პიროვნების წინააღმდეგ და მას დააკისროს შემდგომ უკვე ამ თანხის გადახდა თავისთვის და არა ... ...
  • ეს ყველაფერი არის არასერიოზული _ ბახტაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებმე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას და განიხილება თუ არა მის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თანამდებობის დატოვების საკითხზე საუბარი არასერიოზულია და ამაზე სერიოზულ განცხადებას ვერ გააკეთებს. „ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ქართული მედიით ყოველკვირა ვგებულობდი მსგავს ინფორმაციებს. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხა, ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი გამიჭირდება. მე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი“, – განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...