თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს არასამთავრობოთა ნაწილი არ ეთანხმება

მთავარი თემა

თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს არასამთავრობოთა ნაწილი არ ეთანხმება

24 იან. 2014, 17:37:30

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პრინციპული სიახლეები შეეხება საკრებულოს მიერ მერებისა და გამგებლების უნდობლობის გამოცხადების საკითხის გასაჩივრებასა და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ახალი არჩევნების არჩატარებას, კოდექსში საკრებულოს ფრაქციათა ხელმძვანელების პოლიტიკური თანამდებობის პირებად დაფიქსირებას და მათთვის შრომითი ანაზღაურების დანიშვნას, ასევე თვითმმართველობებში კადრების ოპტიმიზაციის პროცესში, სოფლის რწმუნებულის ყველა საშტატო ერთეულის შენარჩუნებას. მთავრობა და პარლამენტი შეთანხმდნენ, რომ საკრებულოს მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერისა თუ გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადებისას, შესაბამისი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უნდობლობაგამოცხადებულ გამგებელსა და მერს სასამართლო განხილვის დასრულებამდე უფლებამოსილება არ შეუწყდება და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.
შეგახსენებთ, რომ კოდექსში ცვლილების შეტანამდე საკრებულოს შეეძლო მერის და გამგებლის უნდობლობის გამოცხადების პროცესი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაეწყო, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მერების ლეგიტიმაციის ხარისხის შეზღუდვად და პოლიტიკურ ბერკეტად აფასებდნენ. თუმცა, ცვლილებების შემდეგ კოდექსის ჩანაწერიც არ არის მათთვის სრულად მისაღები, რადგან, საკრებულოს ეს ბერკეტი კვლავ რჩება. "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა აცხადებს, რომ ამ ჩანაწერით, უმრავლესობა საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობს, რადგან ის მნიშვნელოვან ბერკეტებს საკრებულოს კვლავ უტოვებს.


"არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა რამეს ვითხოვდით. საკრებულოს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირ არჩეული მერის უმრავლესობით გადაყენების უფლება, რადგან ეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებია. ხალხს რატომ არჩევინებენ მერს, თუ საკრებულოს მისი გადაყენება შეუძლია? ამ შემთხვევაში, როცა საკრებულო მერს გადააყენებს, მერის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე ასრულებს. ეს უჩენს თუ არა მოტივს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ მერის გადაყენების პროცესი დაიწყოს? თუ საკრებულოს შეუძლია უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეული მერი ფაქტიურად არ გვეყოლება ქვეყანაში. არჩევნების შედეგად ვიღებთ მერს, რომლის გადაყენებაც ყველას შეუძლია. ეს ჩანაწერი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "შულერობაა". ჩვენ ვითხოვდით, რომ საკრებულოს მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება ჰქონოდა. ამ არჩევნებში კი იმ მერსაც ეყარა კენჭი, რომელიც საკრებულოს არ მოსწონდა და საზოგადოებას გადაეწყვიტა ყველაფერი. ამის ნაცვლად, ზაქარია ქუცნაშვილი გვთავაზობს იმას, რაც ისედაც არსებობს საქართველოს კანონდმებლობაში და ცდილობს ეს როგორც სიახლე ისე შემოგვასაღოს. ამას თვალებში ნაცრის შეყრაც აღარ ჰქვია, საზოგადოების ნაცარში დამარხვაა. მაგათ რატომ ჰგონიათ, რომ საქართველო ბნელი ხალხით არის დასახლებული, ვერ ვხვდები. ამ ჩანაწერით არაფერი არ შედის კოდექსში, ეს არის ხალხის "დაბოლება". რაც შეეხება გიგი უგულავას, ეს ჩანაწერი მას საერთოდ არ ეხება, რადგან უფლებამოსილება არა საკრებულოს მოთხოვნით, არამედ, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუჩერდა," _ აცხადებს მელუა.


მისივე თქმით, თვითმმართველობებში კადრების ოპტიმიზაციის პროცესში სოფლის რწმუნებულის ყველა საშტატო ერთეულის შენარჩუნებას, ეს ჩანაწერი ძალიან კარგია.


"ეს თუ კანონში ჩაიწერა, გადაეცით, რომ ვაქებ ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს. მუნიციპალიტეტებში შტატების გაბერილობა არ ნიშნავს იმას, სოფელში სამი კაცი რომ არის დასაქმებული მაინცდამაინც ის სამი კაცი უნდა წაართვა სოფელს. შტატები გაბერილი არის ა(ა)იპ-ებში და ათას უბედურებებში, რასაც ოპტიმიზაცია ნამდვილად სჭირდება. სოფელს თავი დაანებონ. ეს მთავრობა სოფლის მხარდაჭერით და მისი აშენების მოტივით მოვიდა და პირველად სოფელს ნუ დააქცევს. სოფლებში შტატები არანაირად არ არის გაბერილი," _ აცხადებს მელუა.


"სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად საკრებულოს გარკვეული ბერკეტები კვლავ რჩება, რაც შესაძლოა პოლიტიკურ იარაღად იქცეს.


"ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია შეტანილი, რომ თუ მთლიანად არ იტყოდნენ უარს საკრებულოს ჩამორთმეოდა უფლება მერის და გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დაეყენებინათ, ქვორუმი 2/3-დან ¾-მდე მაინც გაზრდილიყო, რომ რაც შეიძლება მაღალი ყოფილიყო ლეგიტიმაცია. ამ ¾-ზე უმრავლესობა არ დაგვთანხმდა. ამის შემდეგ გვქონდა მეორე შეთავაზება, რომ საკრებულოს დაესვა უნდობლობის საკითხი, მაგრამ მერს და გამგებელს უფლებამოსილება კი არ შეწყვეტოდა, არამედ დანიშნულიყო არჩევნები და ამით გადაწყვეტილიყო მათი საკითხი. მანამდე კი მერი და გამგებელი თავის უფლებამოსილებაში ყოფილიყო და საკრებულოს თავმჯდომარეს მისი მოვალეობა არ შეესრულებინა.
რაც შეეხება ახალ ჩანაწერს, რაზეც ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი საუბრობს, მნიშვნელოვანია, რადგან გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს შეუჩეროს თუ არა მერს უფლებამოსილება, მაგრამ საკრებულოს კვლავ რჩება მნიშვნელოვანი ბერკეტი, უნდობლობის საკითხის წამოწყების, რასაც კონკრეტული საფუძველი არ სჭირდება.
ფაქტობრივად, ამით საკრებულოს ისევ რჩება პოლიტიკური იარაღი. ჩვენი მოსაზრებით, სჯობდა საკრებულოს საერთოდ არ ჰქონოდა ამის უფლება და ეს პროცედურა ამომრჩეველთა 20%-ს დაეწყო. ამასთან, აღვნიშნავ, რომ უგულავას ეს ჩანაწერი არ ეხება, რადგან არც მერს და არც გამგებელს იმუნიტეტი არ იცავს. საგამოძიებო ორგანოებს შეუძლია საქმისწარმოება დაიწყოს და სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩეროს," _ აცხადებს კანდელაკი.


"რაც შეეხება თვითმმართველობებში კადრების ოპტიმიზაციის პროცესში, სოფლის რწმუნებულის ყველა საშტატო ერთეულის შენარჩუნებას, მე როგორც ვიცი, კოდექსის პროექტში იყო ჩანაწერი, რომ საერთო ბიუჯეტის 25 %-ზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო ადმინისტრაციულ ხარჯებზე და ასევე 500 ამომრჩეველზე 1 შტატი ყოფილიყო. კანონით შეზღუდული აქვთ, გარდამავალი დებულებით მუნიციპალიტეტს საშტატო ერთეულების გაბერვა 2017 წლამდე. ყველა მუნიციპალიტეტს ზედა ზღვარი უწესდება რამდენი საშტატო ერთეულის ყოლა შეუძლია. არ ვიცი, დღეს ამოიღეს თუ არა, მაგრამ გუშინდლამდე ეს მუხლები კანონპროექტში იდო. თუ ის ფორმულა დარჩა რაც ჩემთვის არის ცნობილი და დღეს დაემატა ეს ჩანაწერი, მაშინ გამგეობებში შემცირდება კადრები. ზღვარმა ზედა ჭერს არ უნდა გადააჭარბოს," _ უთხრა კანდელაკმა "გურია ნიუსს".


შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი განხილვისა და დებატების შემდეგ, პარლამენტმა მეორე მოსმენით "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა.
დეპუტატებმა თვითმმართველობის კოდექსის პროექტი მეორე მოსმენით, 84-ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღეს.
მანამდე კი კენჭისყრაზე "ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატიული შეთავაზებები 17 მომხრე, 45-წინააღმდეგ, ჩავარდა.


ამასთან, დღეს პარლამენტმა თვითმმართველობის კოდექსი მეორე მოსმენით იმ მუხლის გარეშე დაამტკიცა, რომელიც მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის დროებით წესს ეხება. ეს ერთ-ერთი ყველაზე სადაო საკითხი იყო, რომელსაც პარლამენტი მეორე მოსმენით კვლავ დაუბრუნდება.
გარდა ამისა, გადაწყდა, რომ თვითმმართველობის პაკეტის ფარგლებში განხილვის საგანი აღარ იქნება საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები. როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ითქვა, ყველა ის საკითხი, რაც საარჩევნო კოდექსს ეხება, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში იქნება განხილული და შეთანხმებული და პარლამენტში განსახილველად მხოლოდ ამის შემდეგ გავა.




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...