მერაბ ბაღათურია: "დათა ახალაიას ადვოკატი შანტაჟზე მოდის"

მთავარი თემა

მერაბ ბაღათურია: "დათა ახალაიას ადვოკატი შანტაჟზე მოდის"

24 იან. 2014, 18:23:52


"მოვუწოდებ პროკურატურას და გამოძიებას, რომ კარგად გაარკვიონ ლევან ბუხაიძის და ქალაქის სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელის მერაბ ბაღათურიას როლი გირგვლიანის საქმეში. მე მაქვს ეჭვი, რომ სავარაუდოდ გირგვლიანი ბუხაიძის მიერ არის მოკლული და ამის ჩაფარცხვაში ხელი შეუწყო ქალაქის სამმართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ. ბუხაიძეს მიეხმარნენ, რომ რაღაცნაირად ეს საქმე კონსტიტუციური დეპარტამენტისკენ წასულიყო."


_ გერონტი ალანიამ და ამ საქმეში ბრალდებულმა სხვა პირებმა დანაშაული აღიარეს. თქვენ კი ამბობთ, რომ ეს საქმე კუდს ტყუილად დაბრალდა?
_ კი ბატონო, კუდის ხალხი ვინც იყვნენ გასამართლებულები, არ უარყოფენ , ჩვენ ავიყვანეთ და ვცემეთო , მაგრამ გირგვლიანი გაიქცა. ესენი წამოვიდნენ. ის და ბუხაიძე ორივე დატოვეს იქ და მერე გირგვლიანი არის დილას ნაპოვნი გარდაცვლილი. ექსპერტიზის დასკვნაა ისეთი, რომ შოკში ჩავარდებით საზოგადოება. ასე რომ მაგათ ურჩევნიათ კარგად გაარკვიონ ამ ორი ადამიანის როლი.


_ ლევან ბუხაიძე იყო სანდრო გირგვლიანის მეგობარი. მისი მოკვლისთვის რა მოტივი უნდა ჰქონოდა?
_ მოტივი არა, მაგრამ საქმეში დევს ისეთი საქმის მასალები, რომ . მოკლედ მე ამ ეჭვს არ გამოვთქვამდი, რომ არ მქონდეს აბსოლუტური დასაბუთება. საქმის მასალებით ის საბუთდება, რომ გირგვლიანის საქმეზე რამდენჯერაც არის ბუხაიძე დაკითხული, იმდენჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები აქვს მიცემული. რაც შეეხება პატივცემულ ბაღათურიას და ბუხაიძეს, საქმეში არის ისეთი სკანდალური მონაცემები, რომ ეს საქმე ძალიან ცუდად დამთავრდება ზოგიერთისთვის.


_ ბატონო ირაკლი, რამდენადაც ვიცი გამოძიების მიერ გაფრთხილებული ხართ, რომ გეკრძალებათ საქმის მასალების გამჟღავნება. როგორ აპირებთ იმ სკანდალური დოკუმენტის გასაჯაროებას?
_ დიახ, მე გაფრთხილებული ვარ, რომ არ გავამჟღავნო მასალები, მაგრამ ჰაერზე არაფერს ვამბობ. მე ამას გავასაჯაროებ, დაე მე ვაგო ამისთვის პასუხი, მთავარია რომ სიმართლე არ დაიმალოს და ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინოს. მე გავაკეთებ ამას ჩემი პირადი ინტერესების ხარჯზე. მოთხოვნილი მაქვს ალტერნატიული ექსპერტიზა, მაგრამ არ მაძლევენ ამის საშუალებას. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის მიზნით ვითხოვდი რომ მოეცათ უფლება რომელი მტკიცებულება შეიძლებოდა წარმედგინა ალტერნატიული ექპსერტიზისათვის და პასუხი დღესაც არ მაქვს მიღებული. შემიზღუდეს დაცვის უფლება, თვითონაც ვერ მოიპოვეს ეს დასკვნა და ელოდებიან უკვე მერამდენე თვეა. გამოძიება ჩიხშია შესული და გარწმუნებთ ვერასოდეს ვერ დაასრულებენ ამას.


მთავარი პროკურატურა ადვოკატის მოსაზრებას, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება ჩიხშია შესული არ ადასტურებს.
"გამოძიება მიდის ჩვეულებრივი წესით, არ შეფერხებულა. ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და ძალიან მალე საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება შედეგები. არანირი პრობლემა არ აქვს გამოძიებას, უბრალოდ დრო სჭირდება დასრულებას," _ ამბობს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თემურ დოლიძე.

 

დათა ახალაიას ადვოკატის ბრალდებას მტკიცებულებების განადგურებისა და საქმის ჩაფარცხვის შესახებ აბსურდულს უწოდებს თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი მერაბ ბაღათურია.
"მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადვოკატები ისეთ ჩიხში არიან შესულები, რომ შანტაჟზე მოდიან. თუ რამე მტკიცებულება და ფაქტები გააჩნია გამოაქვეყნოს და მერე პასუხს აგებს სიცრუეზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო. რაც შეეხება ჩემი გვარის დასახელებას ამ საქმეში, ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია. საქმის მასალები სახეზეა, აქტიურად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან ამ საქმეზე და ძალიან მალე პროკურატურა შედეგს დადებს."


"გურია ნიუსი" ლევან ბუხაიძესაც დაუკავშირდა. მას კომენტარის გაკეთება არ სურს, თუმცა ამბობს, რომ ადვოკატ ზაქარეიშვილის ბრალდება აბსურდულია და რეალურად სულ სხვა მიზნებს ისახავს.
"ეს ყველაფერი აბსურდულია. თვით მათ პროკურორებსაც არ გასჩენიათ ასეთი ეჭვი, ან რა მოტივი უნდა მქონოდა? გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ ვინმესთან პოლემიკაში შესვლას, მით უმეტეს ასეთ სულელურ განცხადებებზე კომენტირება არ მიმაჩნია საჭიროდ," _ ამბობს ბუხაიძე.


"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს სერიოზული პრობლემები აქვს თავად ახალაიას ოჯახთან. ეს დაპირისპირება დათას სახელით სოციალურ ქსელში წერილის გავრცელებას მოყვა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ზაქარეიშვილი ახალაიებთან ვალშია და ცდილობს როგორმე გამოასწოროს დაშვებული შეცდომა. გარდა ამისა დათა ახალაიას დღეს ახალი ბრალი წარუდგინა პროკურატურამ და დაცვა სულ სხვა საქმეზე ცდილობს ყურადღების გადატანას.




 ახალი ამბები
  • პრეზიდენტი: ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებიასაქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საწინდარი ქვეყნის ერთობაა. პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, გმირების უპატივცემულობაა. „ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს. დღეს დუმილისა და დაფიქრების დღეა. ამ ადამიანებმა სამშობლოსა და ღირსეულ საქართველოს შესწირეს თავი და თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში- ეს შიდა დაპირისპირება ბოღმა და სიძულვილი, რომელიც ყოველდღიურად იძლევა შედეგს ჩვენს ახალგაზრდებში, ეს არის არა ღირსეული საქართველო - ეს ჩვენი გმირების უპატივისმცემლობა და მათი დავიწყებაა. ისინი სამშობლოს ერთიანობისათვის მოკვდნენ და დღეს ჩვენ სიძულვილში ვართ ჩავარდნილნი, რაც ხელს მხოლოდ მტერს აძლევს. ჩვენ თუ გვინდა ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ ამის საწინდარი ჩვენი ერთობაა. ამას თუ ვერ მივხვდებით მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ... ...
  • სენაკში ელექტრო სადენს ცეცხლი გაუჩნდასენაკში ერთ-ერთ  ელექტრო სადენს  ცეცხლი გაუჩნდა. როგროც "გურია ნიუსს" ადგილიდან აცნობეს, ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. როგორც საგანგებო მართვის სამსახურში განმარტავენ, ხანძარი  ლოკალიზებულია.  "ენერგო პრო ჯორჯიას"ცნობით, მათი წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის აღდგენა მალე მოხდება. ... ...
  • „ტკივილიანი დღე, რომელიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“ _ოზურგეთში აგვისტოს გმირთა ხსოვნას პატივი მიაგესდღეს, ოზურგეთში, აგვისტოს ომში დაღუპულ  გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.   მათ საფლავებთან თაიგულებით მივიდნენ გურიის  სამხარეო და ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის დასაკრებულოს ხელმძღვანელი პირები: გუბერნატორი, ზურა ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერი, კოტე შარაშენიძე,  საკრებულოს  თავმჯდომარე, დავით დარჩია, მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე.  დაღუპული გმირების:  თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი),   საფლავებთან ასევე მივიდნენ  გურული  ომის ვეტერანები, საქველმოქმედო  ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარები, მონიკა ახვლედიანი და თამარ ლურსმანაშვილი.  ოზურგეთის ცენტრში მათ თავდაპირველად გმირთა მემორიალი შეამკეს. შემდეგ კი იქვე, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავს   მიაგეს  პატივი და გვირგვინი დადეს. _12 წელი გავიდა აგვისტოს  ომიდან.  გურიიდან  ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა ამ ომში. დილიდან მოვედით  აქ, რათა შევამკოთ მემორიალი. მოვივლით გმირთა  საფლავებს.  დიდება გმირებს! მჯერა, მათი ბრძოლა უკვალოდ არ  ჩაივლის და საქართველო გაერთიანდება, _ თქვა გურიის  გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ. ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დედამ,  ქალბატონმა  ციური წერეთელმა, როგორც ყოველთვის, ცრემლიანმა ისაუბრა: _ტრაგიკული დღეა, უსაზღვროდ   ტკივილიანი. ამ დღის აღნიშვნა აუცილებელია. ღმერთმა ყველა გმირი ნათელში ამყოფოს, ჩემი შვილის თამადობით, _ თქვა  მან. მამას იგონებს გიორგი დამენია, ამჯერად სტუდენტი : _ძალიან რთული დღეა. ვერ  გეტყვით, ეს სასიხარულოა თუ სამწუხარო. თუმცა,  თუ საქართველო კაშკაშებს მსოფლიო რუკაზე, ასეთი გმირების წყალობითაა.  მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, _ გვითხრა გიორგი დამენიამ. აგვისტოს გმირის,  თამაზ ნიკიტინის საფლავის  თაიგულებით   შემკობის მერე, გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ესაუბრა მის მეუუღლეს, ქალბატონ ნინოს, რომელმაც მორიდებით გამოთქვა  საყვედური იმის გამო, რომ მას და მის მცირეწლოვან ბიჭუნას ოზურგეთში ერთი ოთახი არ  აქვთ, რომ ღამე გაათიონ. _ჩვენ ქუთაისში   გადავედით საცხოვრებლად. აქ თამაზის საფლავია. ძალიან გვიჭირს სიარული. ნება რომ იყოს, შეიძლებოდა ხელისუფლებას ერთი ოთახი  გამოეყო ჩვენთვის სადმე, რომ როცა  ჩამოვდივართ საფლავის მოსანახულებლად, ღამის გათევა შეგვეძლოს, _ უთხრა მან გუბერნატორ ნასარაიას. თავის მხრივ, ზურაბ ნასარაიამ გამოკითხა, თუ ჰქონდა ვინმესთან კომუნიკაცია აღნიშნულის თაობაზე ან განცხადებით თუ მიმართა. სოფელ გურიანთაში ეროვნული გმირის, თამაზ ჭიტაძის საფლავის შემკობის შემდეგ, გმირის ბავშვობა გაიხსენეს  მშობელბმა და ახლობლებმა. _ეს უაზრო ომი იყო, ვინც  კი,  სამშობლოსთვის დაიხოცნენ ბიჭები,  გმირებად  რჩებიან,   მაგრამ შეიძლებოდა ამ ომის  თავიდან აცილება, _ საკუთარი  გულისტკივილი  გამოხატა თემურ ჭიტაძის მამამ, თამაზ ... ...
  • გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს (R)გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს. „უმძიმესი ისტორია, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება _ აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი შესრულდა. საქართველომ ქვეყნის მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები დაკარგა... გმირები, რომლებიც არ შეუშინდნენ რუსულ აგრესიას და სიცოცხლის ბოლო წუთამდე სამშობლოს თავგანწირვით იცავდნენ. ქედს ვიხრი ომში დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. გურიის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ოზურგეთიდან - თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი; ჩოხატაურიდან - მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე; ლანჩხუთიდან - ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვასილ სმირნოვი. ... ...
  • "ვერაფერს ვერ გეტყვით"- ხონი-სამტრედიის მიტროპოლიტი მისი ოჯახის დაყაჩაღებაზე„ვერაფერს ვერ გეტყვით“,_ ასე უპასუხა „გურია ნიუსს“ ყაჩაღობასთან დასმული შეკითხვის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბამ და ტელეფონი გათიშა. შეგახსენებთ, რომ  მიტროპოლიტ საბას საცხოვრებელი სახლი, რომელიც სენაკში მდებარეობს, დააყაჩაღეს. ჩვენთვის უცნობია, თუ რა არის წაღებული მიტროპოლიტის სახლიდან. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...