დაუსრულებელ დაპირებებში სახლი თავზე ენგრევათ

მთავარი თემა

დაუსრულებელ დაპირებებში სახლი თავზე ენგრევათ

3 აგვ. 2011, 08:08:03
აქედან, 14 ოჯახს სასწრაფოდ გამოსახლება ესაჭიროება, ხოლო დანარჩენს _ ხელისუფლებისგან დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ მათ ხელისუფლება ზამთრის დადგომამდე დახმარებას არ გაუწევს, შესაძლოა, 44 ოჯახის საცხოვრისი, დანარჩენი 14 მსგავსად, გეოლოგების დასკვნის საფუძველზე, პირველ კატეგორიას განეკუთვნოს, ხოლო პირველი კატეგორიის მქონე ოჯახები საერთოდ უსახლკაროდ დარჩნენ.

82 წლის გივი დონაძე სამი წელია საწოლს არის მიჯაჭვული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ოჯახში ორი პენსიონერი და ერთი უმუშევარი ცხოვრობს. მათი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა.

დონაძეების საცხოვრებელი გეოლოგების დასკვნით, საშიშროების მიხედვით, პირველ კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი სოციალურ შემწეობას მაინც ვერ იღებენ; არც გამგეობიდან მიუღიათ რაიმე სახის დახმარება.

"რვა წელზე მეტია, საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა, თუმცა ახლა უკვე კრიტიკულ სიტუაციას მიაღწია, რადგან ყოველი ზამთრის შემდეგ, სახლს ნაპრალები უჩნდება. მოსვლით მოდიან, ნახულობენ, გვპირდებიან და მიდიან. ასე გრძელდება უკვე სამ წელზე მეტია. სახლი მარცხნივაცაა გადახრილი და მარჯვნივაც", _ გვითხრა ოჯახის დიასახლისმა.

თავად ოჯახის უფროსი, გივი დონაძე ამბობს, რომ იმედი აქვს მისი გასაჭირის შესახებ ცენტრალურ ხელისუფლებაშიც გაიგებენ, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას მათ დასახმარებლად დღემდე არაფერი გაუკეთებია: _ ჩემთან გუბერნატორი ჩიტაიშვილი და გამგებელი ტაკიძეც იყვნენ. მათ დაადასტურეს, რომ დახმარება მჭირდება და სახლი დანგრეულია. გვპირდებიან, გვპირდებიან და ამ დაპირებებში სახლი თავზე გვენგრევა. ბაბუა, კი არ ვმათხოვრობ, უბრალოდ, ვითხოვ იმას, რაც მეკუთვნის. ხომ არის 5000 ლარი გამოყოფილი ბიუჯეტიდან? არც ის მომცეს, თორემ საკმარისი რომ არ არის, ამაში ყველა დამერწმუნება. ჩემი მეუღლე ავადმყოფია, სამჯერ არის ნაოპერაციევი. ორივეს წამლები გვჭირდება. რამდენს იშოვის ჩემი უმუშევარი შვილი? ამ სახლის დაშლას, თუნდაც აშენებას რაც სჭირდება, მაგდენს არავინ მომცემს, მაგრამ ცოტა რომ შევამაგრო, ხომ შეიძლება?! დარწმუნებული ვარ, ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ ზამთარს, _ გვიყვება მოხუცი და აგრძელებს: _ წამლების საყიდლად რომ მყოფნიდეს ჩვენი პენსია, ესეც დიდი შეღავათი იქნებოდა.

შარშან 300 ლარი მივიღეთ ციტრუსის რეალიზაციიდან შემოსავალი. თხილი ცოტა გვაქვს და ეს შემოსავალი მხოლოდ ცოტა ხნით გვყოფნის. არ შეიძლება, ასე მიატოვოს მთავრობამ გლეხობა და ყველაფერი მას დააკისროს. როგორი მისაცემია 44 ლარი ერთ ტომარა სასუქში?! ჩვენ მხოლოდ პენსიაზე ვართ დამოკიდებულნი და ვცდილობთ, შიმშილით არ დავიხოცოთ. სოციალური სუბსიდიების სააგენტომ 57 500 ქულა მოგვანიჭა! რა ნახეს, ნეტავ, ჩემს ოჯახში?! მე დავარდნილი ვარ, მეუღლე პენსიონერი ავადმყოფია, წამლებზე დამოკიდებული. ოჯახში სხვა არავინ მუშაობს. ასე კი არ ვიყავი, სხვისთვის სათხოვარი რა მჭირდა, სახლიც მქონდა, კარიც და შემოსავალიც. მდიდარი თუ არ ვიყავი, ერთ საშუალო ოჯახს რომ შეეფერება, ისე კი ვცხოვრობდით. ვითხოვ, სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს ჩემი ოჯახის მდგომარეობა.

ბატონი გივის მოსაზრებით, ადამიანები კი არ უნდა ცოცხლობდნენ, უნდა ცხოვრობდნენ: _ დღეს მოსახლეობის 10%-ი ცხოვრობს, ისიც პრეზიდენტის გარემოცვა, მერაბიშვილი და მისნაირები, დანარჩენები კი ჩემსავით ცოცხლობენ. რასაც ვყვები, იწერება, ხომ? კაი, ჩაიწერეთ, არ მგონია, მაგისთვის ვინმემ დამიჭიროს. დამიჭირონ თუ უნდათ, მაინც დაჭერილი არ ვარ სამი წელია?! პენსიის დარიგება რომ შეჩერდეს, ხალხი დაწყდება მშიერი. ჩემი ნალაპარაკევი ანტისახელმწიფოებრივი კი არაა, მე ვთქვი საერთო მდგომარეობა და ჩემი ოჯახის გასაჭირი. ყანას თუ შემოსავალს ეძახიან, ისიც იკითხონ, რამდენი სჭირდება მოსავლის მოყვანას. თან ჭახვათაში გვაქვს საყანე ფართობები. ერთი თხილია, რომელსაც 20 დღეში მოკრეფენ, გაყიდიან და მორჩა გლეხის შემოსავალი.

თამაზ ცერცვაძის ოჯახი კი არც სოციალურ დახმარებას იღებს და არც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიუღია დახმარება.

მისი მეუღლის, თინიკო ცერცვაძის თქმით, გამგეობაში ორჯერ იყო მისული: _ წინა ზამთარში ვიყავი და ასე მითხრეს, ამ წელში არ გვაქვს თანხები და ახალი წლიდან გვექნებაო. მეორე სართულზე ღამის გათევა შეუძლებელია, უკანა კედელიც დაზიანებულია და იატაკიც. აქ ყველგან მეწყერსაშიში ზონაა. გეოლოგებიც იყვნენ მოსულები, დახმარებას შეგვპირდნენ. წასასვლელი არსად მაქვს, თორემ, როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება?! ზამთარში და ცუდ ამინდში განსაკუთრებით მეშინია, ბავშვებს ხიფათი არ შეემთხვეს. არანაირი დახმარება არ გვაქვს. გამგებელმა გია ტაკიძემ მითხრა, რომ შესაძლებელია ალტერნატიული საცხოვრებლის გამონახვა; ამაზეც თანახმა ვართ, მაგრამ ჯერ საიმედო არაფერი ჩანს.

სოფელ თხინვალის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ხომერიკი მიიჩნევს, რომ დონაძეების და ცერცვაძეების ოჯახებს დროული დახმარება მართლაც სჭირდება.

მისი თქმით, ანალოგიურ მდგომარეობაში ამ სოფელში ბევრი ცხოვრობს. სოფელი მცირემიწიანია და მხოლოდ ციტრუსი და თხილი აქვთ. ისიც მცირე რაოდენობით და გლეხობაც მხოლოდ ამით ასულდგმულებს ოჯახს.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, უსახლკარო და შეჭირვებული ოჯახებისთვის, 2011 წელს ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი. მათი თქმით, უპირატესობა მრავალშვილიან ოჯახებს ენიჭებათ, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ.

გამგეობაში გადაჭრით ვერ გვიპასუხეს, მოხვდებიან თუ არა აღნიშნული ოჯახები მიმდინარე წელს უსახლკაროთა და შეჭირვებულთა დახმარების პროგრამაში.




 ახალი ამბები
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?