17 წლის გოგოს სულისშემძვრელი წერილი და ოჯახი, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ემუქრება

მთავარი თემა

17 წლის გოგოს სულისშემძვრელი წერილი და ოჯახი, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ემუქრება

2018 აგვ 25 16:00:01

ძალიან მრცხვენია, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩა _ მხოლოდ თქვენი დახმარების იმედი დამრჩა.

ვცხოვრობ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერჟოულში. ჩემი მშობლები უნარშეზღუდულები არიან, მეორე ჯგუფის მატარებლები. მყავს მცირეწლოვანი ძმა, რომელსაც მე ვუვლი.

ჩვენი საარსებო წყარო მშობლების პენსია და სოციალური დახმარება იყო. ცოტა ხნის წინ, პენსია წინასწარ გამოვიტანე დედაჩემის წამლის საყიდლად, ხოლო დახმარების ასაღებად რომ გავედი, მითხრეს, რომ, თურმე, შემიჩერეს. ვერ გავიგე, რა ნახეს ჩემ ეზოში ისეთი, რომ ასე ჩათვალეს საჭიროდ და მშიერი დაგვტოვეს. ჩემს სახლს ეზოც კი არ აქვს _ უფულობის გამო ვერ შევღობეთ. სარეცხს რომ გავფენ, ვდარაჯობ, სხვისმა საქონელმა არ დაღეჭოს.

არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო! სკოლაშიც კი ვერ გავუშვებ ჩემ ძმას, რადგან არც ტანსაცმელი აქვს და არც საჭმელი. მშიერი როგორ წავა?!“ _ ეს გზავნილი 17 წლის თამარ ჩხაიძეს ეკუთვნის, რომელიც მან „გურია ნიუსს“ გამოუგზავნა.

ადგილზე მისულებს მართლა გაუსაძლისი პირობები დაგვხვდა _ ერთოთახიანი ფიცრული, რომელსაც პირობითად სახლი ჰქვია, საცაა წაიქცევა. ღია კედლებში ნაჭრებია გაკეთებული ქარისგან დასაცავად. იატაკი ჩავარდნილია.

ე. წ. ოთახში ერთი სამი საწოლი დგას, რომელსაც 4 ადამიანი ინაწილებს.

ერთი მაგიდა, ორიოდე სკამი, ძველი კარადა და მეზობლის ნაჩუქარი ტელევიზორი და ოთხი ქათამი _ სულ ესაა ჩხაიძეების ქონება.

თამარს ჩვენთან საუბარი ცრემლების გარეშე გაუჭირდა. სამი ადამიანის მოვლით დაღლილ პატარა გოგონას მეცხრე კლასის შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია. როგორც ამბობს, ამის მიზეზი გაჭირვება იყო:

_ ჩვენი სოფლის სკოლაში მხოლოდ 9 კლასი იყო. ეს 9 კლასი რომ დავამთავრე, სწავლა არ გამიგრძელებია _ ჩემს მშობლებს ამის საშუალება არ ჰქონდათ. არც ტანსაცმელი მქონდა, სკოლაში რომ მევლო. არ მინდოდა თანაკლასელების დასაცინი გავმხდარიყავი და ამიტომ შევწყვიტე სწავლა. ახლა სახლში ვარ _ ავადმყოფ დედ-მამას და პატარა ძმას ვუვლი, რომელიც ძირითადად მშიერი მყავს, _ ამბობს თამარი.

მისთვის გაუგებარია, რატომ შეუწყვიტეს დახმარება და რატომ დატოვეს მშივრები:

_ სოციალური მომსახურების სააგენტოში მითხრეს, რომ სამ თვეში აღმიდგენენ. მანამდე რა გავაკეთო, რა ვაჭამო ჩემს პატარა ძმას, როგორ გავუშვა სკოლაში?! დედას პენსია წინასწარ, წამლისთვის გამოვიტანეთ. მამაჩემის ასლარიანი პენსიის ამარა ვარ, რომელიც პურის ფულადაც კი არ გვყოფნის, _ ემოციებისგან საუბარი უჭირს პატარა გოგოს, რომელსაც ხელისუფლების დახმარების იმედიც კი არ აქვს.

_ სოფლის გამგებელმა მირჩია ჩოხატაურის მერისთვის მიმართა. არ მივსულვარ, რადგან ვიცი, რასაც მეტყვიან. ცოტა ხნის წინ დედა მივიდა და ელემენტარული დამხარება არ გაუწია ირაკლი კუჭავამ. დახმარებაც გაქვს, პენსიაც და მე ვეღარ დაგეხმარებიო. სახურავი მოგვცეს მხოლოდ, თუმცა, ვერ გავარკვიე, რისთვის. რას დავახურო ეს სახურავი, სახლი არ მაქვს, თავზე მეშლება, _ ყვება თამარი.

თამართან საუბარში მისი პატარა ძმა, გიორგიც ჩაგვერთო, რომლის ოცნება ისაა, რომ მისი დის თვალებზე ცრემლი არ ნახოს:

_ სულ ტირის და არ მინდა, იტიროს. ყველაზე დიდი სურვილი და ოცნება ესაა, _ ამბობს პატარა ბიჭუნა და დის უჩუმრად სხვა სურვილებსაც გვიმხელს.

გიორგის ძალიან ენატრება ტკბილეული და ძალიან უნდა ველოსიპედი ჰყავდეს. უნდა, რომ სკოლაში სხვა თანატოლებივით კარგად ჩაცმული და კარგი სასკოლო ინვენტარით წავიდეს.

ჩხაიძეებში ყოფნისას მეზობლებიც მოვიდნენ, რომელთა თქმით, როგორც სოფლის, ასევე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ამ ოჯახის დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს:

_ არამცთუ სოფელში, მუნიციპალიტეტშიც კი არ იქნება ასეთი გაჭირვებული ოჯახი _ პატარა გოგოს იმედადაა სამი სული. მეზობლები ვეხმარებით შეძლებისდაგვარად და იმით გააქვთ თავი. წელს, შეშაც კი არ მოუტანეს. ამ პატარა გოგოს სხვა გზა არ ჰქონდა და ღობის სარები დაწვა. მთელი ზამთარი, ძირითადად საწოლში იყვნენ, საწვავი რომ არ ჰქონდათ.

როცა გაზი გამოყავდათ, მეზობლებმა მუნიციპალიტეტის მერს სთხოვეს, რომ ამ ოჯახისთვის უფასოდ შეეყვანათ. დაგვპირდნენ, მაგრამ არ გააკეთეს. თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაა. როგორ შეიძლება ასე მიატოვოს ხელისუფლებამ ადამიანები?! რა ქნას 17 წლის გოგომ, რომელსაც უკიდურესი სიღარიბის გამო ბავშვობაც კი არ ჰქონია, _გვითხრეს მეზობლებმა, რომელთა განმარტებით, ქვეყანაში, სადაც გაჭირვებულ ოჯახს დახმარებას მეზობლების მიერ ნაჩუქარი 4 ქათმის გამო მოუხსნიან, ცხოვრება შეუძლებელია:

_ ეს ქვეყანაა არაა. ჩინოვნიკებს ათასობით ლარის პრემია-დანამატი აქვთ და ამ დროს, მათ გვერდით ადამიანები შიმშილით იხოცებიან, _ აღნიშნეს გორაბერეჟოულში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ჩხაიძეების ოჯახს პროგრამით გათვალისწინებული დამხარება გაუწიეს:

_ ჩვენ ამ ოჯახს მივეცით სახურავი და ხე-მასალა. რაც შეეხება სხვა ტიპის დახმარებას, მათ ჩვენთვის არ მოუმართავს. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია სახლის აშენება, მაგრამ თუკი აქვთ საშუალება, რომ გამოიყენონ მიზნობრივად, შეგვიძლია გადავცეთ სამშენებლო მასალა, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.

ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ჩხაიძეების ოჯახს დახმარება დროებით, გადამოწმების გამო შეუჩერდა:

_ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ოჯახს დახმარება დროებით შეუჩერდა, რადგან გადამოწმება მოხდა. მათ ისევ დაენიშნებათ დახმარება და განაცდურიც აუნაზღაურდებათ, _ აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩხაიძეებს ნაცდური თვეები ფულადი დახმარების მინიჭებისთვის საჭირო ქულების შემთხვევაში აუნაზღაურდებათ:

„ოჯახის შეფასებიდან გასულია 3 წელი. შესაბამისად, მიმდინარეობს განმეორებითი გეგმიური შეფასება. ქულა დაითვლება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

ფულადი დახმარების ქულის მინიჭების შემთხვევაში, ოჯახს სრულად აუნაზღაურდება ნაცდური თვეები“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა მაგდა კოტრიკაძემ.

_ ქალბატონო მაგდა, ამ ოჯახისთვის ქულების მინიჭება სათუოა?

_ ამის გაცხადების უფლებამოსილება არ გვაქვს, პერსონალური ინფორმაციაა, მაგრამ ძველი ქულიდან გამომდინარე, არ უნდა შეიქმნეს პრობლემა.

_ ადამიანები რომ შიმშილით, კვდებიან ეგ არაფერია?

_ მესმის, მაგრამ გეგმიური გადამოწმება პროგრამის შემადგენელი კომპონენტია...

_ გეგმიური გადამოწმების გამო ადამიანები მშივრები უნდა დარჩნენ?

_ კანონმდებლობის შესაბამისად, 3 წელიწადში ერთხელ ხდება შეჩერება გადამოწმების მიზნით, _ გვითხრა კოტრიკაძემ.

P. S. “გურია ნიუსი”, ყოველთვის თავს არიდებს არასრულწლოვანი ბავშვების იდენტიფიცირებას და მათი ფოტოების გამოქვეყნებას, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა და შესაბამისად, სრულად გთავაზობთ იმ რეალობას, რაც ჩვენს ახლოსაა _ ადამიანებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ!

თუ გაქვთ ამ ოჯახის დახმარების სურვილი, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე: 551373636




 ახალი ამბები
  • "ქართული ოცნების“ უსუსური მცდელობა ისტორიის გადაწერის"_ აქცია სასამართლოსთანთბილისის საქალაქო სასამართლოსთან „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს. საპროტესტო აქცია პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გაიმართა. ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში იმართება “გავრილოვის პატიმრების” მორიგი პროცესი იმართება. „20 ივნისს დაკავებული მოქალაქეები არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილები. რეალურად ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანები არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას არ აპირებდნენ, ეს არის „ქართული იცნების“ უსუსური მცდელობა ისტორიის გადაწერის“,_ ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები უკვე 8 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ევროპარლამენტარებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები პოლიტიკურ პატიმრებად აღიარეს და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ ... ...
  • მაია მერკვილაძე აჭარის მაუწყებელში რჩებააჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და რვასაათიანი გამოშვების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გადაწყვეტილება მიიღო, ის მზადაა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის შეთავაზებას დათანხმდეს და იყო თოქ-შოუს პროდიუსერი და ასევე რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორიც. ამის შესახებ განცხადება მაია მერკვილაძემ ტელევიზიის კანცელარიაში უკვე დატოვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძეს ამ ეტაპზე არარსებული თოქ-შოუს რედაქტორობას სთავაზობდნენ. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მმართველთა საბჭოს წევრებს განუცხადა. ხელშეკრულებას, რომლითაც მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, 24 თებერვალს გაუქმდა. გადაწყვეტილებას მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა. 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალისტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის პოსტზე. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება,  მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს. წყარო: ... ...
  • საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. ... ...
  • გურიაში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. ... ...
  • SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებსთანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების  სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO მის მომხმარებელს HOLOSEUM-ში მრავალფეროვან მასტერკლასებზე ეპატიჟება. ყოველკვირაობით გაიმართება ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი შეხვედრები - SOLO Sunday, როგორიცაა მაგალითად საუბრები ნიკო ფიროსმანზე, მის ცხოვრებაზე და ხატვის ტექნიკაზე. ვორკშოპს გიორგი კაკაბაძე გაუძღვება. გიორგი ჯაფარიძე კი ბავშვებს ხატვის თერაპიას ჩაუტარებს და მათთან ერთად შეასრულებს ფიროსმანის ცნობილ ნამუშევრებს, მათ შორის, ხატვის ვორქშოპზე ბავშვები შექმნიან მაკეტს და გააცოცხლებენ ფიროსმანის შესანიშნავ და უსაყვარლესს ნახატს ,,გოგონა საჰაერო ბუშტით“. თორნიკე კაკუშაძესთან ერთად კი ბავშვები თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობას - Strign Art-ს შეისწავლიან. ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი მასტერკლასების გარდა, ვორკშოპები გაიმართება უფროსებისთვისაც.  კერძოდ,  SOLO Classroom-ში შაბათობით ჩატარდება ისეთი საინტერესო შეხვედრები, როგორიცაა: თანამედროვე არტისტების აქამდე უცნობი ისტორიები, კურსი Mindfulness-ზე, არტ-თერაპია, სუნთქვითი თერაპია, ინტერიერის დიზაინის კურსი და სხვა. SOLO-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის  ეწვიეთ:  www.SOLO.ge;  http://facebook.com/www.SOLO.ge ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...