ხაიშის მიწები და აღებული კომპენსაციები _ ეკონომიკის სამინისტრო დუმილის უფლებას იყენებს...

მთავარი თემა

ხაიშის მიწები და აღებული კომპენსაციები _ ეკონომიკის სამინისტრო დუმილის უფლებას იყენებს...

3 თებ. 2014, 12:02:23

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გედენიძე: "რუსეთმა მაგ პერიოდში იგრძნო, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ეს საშიშროება რომ არ ყოფილიყო, გამორიცხულია, რუსეთს ხუდონჰესის მშენებლობა გაეჩერებინა. ტურბინა-გენერატორები უკვე გამზადებული იყო და როსტოვში შემოდიოდა დასამონტაჟებლად. როცა რუსეთი მიხვდა, რომ საბჭოთა კავშირი დაშლას აპირებდა, 11 უდიდესი მშენებლობა გააჩერა სხვა რესპუბლიკებშიც და მათ შორის მოხვდა ხუდონიც.

აწ გარდაცვლილი ვახტანგ გრძელიშვილი მეუბნებოდა, რომელიც ჟინვალის მთავარი ინჟინერი იყო, როდესაც მინისტრთან შევედით და მორიდებით ვუთხარით, საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და უნდა შევაჩეროთ მშენებლობაო, მაშინვე გადმოგვიყარა საბუთები და გვითხრა, თუ არ გინდათ, მიბრძანდითო.

ანუ, ერთის მხრივ არ დახარჯეს ფული და მეორეს მხრივ, "იზრუნეს" იმაზე, რომ ჩვენ არ გავმხდარიყავით ენერგოდამოუკიდებლები."

 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და ხუდონჰესზე ფიქრი ამ პროექტის ისეთმა მოწინააღმდეგემაც კი დაიწყო, როგორიც ზურაბ ჟვანია გახლდათ. ამის შესახებ ის 2002 წელს  გაზეთ "ვერსიისთვის".  მიცემულ ინტერვიუში იხსენებს:

 

ზურაბ ჟვანია:"როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, აშშ-ში და ევროპაში, ბიზნესმენების ჯგუფებთან შეხვედრებისას, ხშირად შემითავაზებია, რომ სერიოზულად ეფიქრათ ინვესტირებაზე  საქართველოს ენერგეტიკაში, მათ შორის ხუდონჰესის პროექტის განახლებაში, ოღონდ რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით. არის რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ იქ არსებული ქვაბული. ძალიან დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული და  ასე მიგდების წინააღმდეგნი ვიყავით მწვანეთა პარტიაში ყოფნის დროსაც. ჩვენ კონსერვაციის მომხრენი ვიყავით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ასე მიგდების. მოკლედ, დაუშვებელია ხელაღებით იმის თქმა, რომ იქ არაფერი არ უნდა გაკეთდეს. იქ ჩატარებული სამუშაოები საშუალებას იძლევა  ძალიან სერიოზული ობიექტი შეემატოს ქართულ ენერგოსისტემას."

 

130 კომლზე გაცემული კომპენსაციები _ "ამას არავის უარყოფს...მეც ავიღე კომპენსაცია..."

 

მართალია, დაშლის პირას მყოფმა საბჭოთა კავშირმა, სხვა 11 ობიექტთან ერთად ხუდონჰესის მშენებლობაც გააჩერა, მაგრამ 1988 წელს მაშინდელმა მთავრობამ საკმაოდ დიდი თანხა გაიღო კომპენსაციის სახით, რომელიც მაშინ ხაიშში მცხოვრებმა 130-მა ოჯახმა სოფლის დატოვების სანაცვლოდ აიღო. ამას ხაიშის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არც დღეს უარყოფს.

პასიკო გულედანი, ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: "კომპენსაციები გასცეს, მეც ავიღე კომპენსაცია, მაგრამ ის თანხა შევიტანე შემნახველ სალაროში და იქ დამეკარგა ეს ფული. სალაროს წიგნაკი დღემდე მაქვს და როგორც მე დამეკარგა ის ფული, ასევე დაეკარგათ სხვებსაც. ყველა შემნახველ სალაროში ვინახავდით, მაგრამ სახელმწიფომ უკან წაიღო ის ფული. აბა, სახლის საფასურად "საროჩკას" ხომ არ ვიყიდიდი?"

 

ნანა აფციაური, ხაიშის საჯარო სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგე: "ეს კომპენსაციები რომ დარიგდა, მაშინ მე ბავშვი ვიყავი და მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. მაგრამ ავიღოთ თუნდაც ქალბატონ პასიკოს ნათქვამი, რომ მან აიღო კომპენსაცია. მაშინ ის ახალგაზრდა იქნებოდა. 30–35 წლის წინ აღებული თანხა ახლა ვის რაში გამოადგება?"

 

კომპენსაციების აღებას არც გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი, მეტყევე ოლეგ ჭკადუა უარყოფს, რომელიც გაფიცული ხაიშელების ერთ-ერთ მეთაურად ითვლება. მისი "არგუმენტიც" სწორედ ისეთივეა, როგორიც პასიკო გულედანის _ ფული აიღეს, მაგრამ შემნახველ სალაროში დაეკარგათ.

 

"მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი, მანანა ქოჩლაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას, ხაიშელების მხრიდან,  კომპენსაციის აღებას არ უარყოფს და ასეთ განმარტებას აკეთებს:

"რაც შეეხება კომპენსაციების აღებას საბჭოთა კავშირის დროს, ამას არავინ უარყოფს, მათ შორის ის ოჯახებიც, რომლებმაც აიღეს. თუმცა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1898 წლის გადაწყვეტილებით, ხუდონჰესის პროექტი არა მარტო უნდა შეჩერებული იყო, არამედ განხორციელებულიყო სალიკვიდაციო და საკონსერვაციო სამუშაოები, რომლებიც არ შესრულდა.  შესაბამისად, თუ ახლა კომპანიას უნდა გამოაჩინოს რომ ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე აიღეს კომპენსაცია, ეს არ არის სწორი. ეს ადამიანები ერთხელ უკვე გადაასახლეს სვანეთიდან, და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს მას შემდეგ, რაც შეჩერდა სრულად მშენებლობა."

 

კახა კალაძე: "ხუდონჰესის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!"

 

"ჩვენ პრინციპულად ვემხრობით იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ჩვენ გვაქვს ასეთი მიდგომა: გვინდა ვიყოთ კონსტრუქციულები, მაგრამ ამავდროულად არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი ასეთი მიდგომები ზოგიერთმა ადამიანმა და ზოგიერთმა დაჯგუფებამ გამოიყენონ. ქვეყანაში არსებობს კანონი და ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" _ აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე.

მისივე თქმით, კომპენსაციები იქნება საკმაოდ მაღალი: "მე დაახლოებით ვიცი, რა რაოდენობის თანხებზეა საუბარი, საკმაოდ სოლიდურ თანხებზეა, მაგრამ უფლება არ მაქვს ამასთან დაკავშირებით გავაკეთო განცხადება, რადგანაც ეს კონფიდენციალური საკითხია. მინდა დავარწმუნო ადგილობრივი მოსახლეობა, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება მოტყუებული."

 

ერთხელ უკვე მიღებული კომპენსაციის შემდეგ, ითვლებიან თუ არა კომპენსაციის მიმღებები კვლავ მესაკუთრეებად და რა უფლებები აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს და იმ ინვესტორ კომპანიას, რომლის სახელზეცაა დაკანონებული აღნიშნული ტერიტორია?

 

ამის შესახებ "გურია ნიუსთან" განმარტებას იურისტი ლევან ალაფიშვილი აკეთებს.

ლევან ალაფიშვილი: "განსახილველ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ეს იყო არა მიწის, არამედ საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვა. ასეთ შემთხვევაში, სახლების გამოსყიდვა იმდროინდელ ტექბიუროში ან აღმასკომში უნდა დარეგისტრირებულიყო, ასეთი გახლდათ იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნა, თუკი რეგისტრაცია არ მოხდებოდა გარიგება ითვლებოდა ბათილად. გარიგების ბათილობა კი ორივე მხარეს ავალდებულებს აღადგინოს საწყისი მდგომარეობა, ანუ დააბრუნოს ყველაფერი სრულად რაც გარიგებით მიიღო - ანუ სახელმწიფოს ჰქონდა მოთხოვნის უფლება, ხოლო სახლების მესაკუთრეებს უნდა დაებრუნებინათ კომპენსაციის თანხა.

საკუთრების უფლება კონსტიტუციით დაცული უფლებაა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს არის აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ უფლების შეზღუდვაც შესაძლებელია საჯარო ინტერესებისათვის, კანონით გათვალისწინებული წესითა და შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებითა და შესაბამისი კომპენსაციით.

რეალურად, დღეს, ხაიშის მაცხოვრებელთა გარკვეული ნაწილი უარს ამბობენ, იყვნენ მესაკუთრეები.  თუკი ეს ქონება არ არის რეგისტრირებული როგორც კონკრეტული მოქალაქის ქონება, მაშინ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია ძალიან მარტივად დადგეს საკითხი, რომ ეს არის სახელმწიფო საკუთრება შესაბამისი თანამდევი შედეგებით. ისე არ აღმოჩნდეს, რომ როდესაც მათ სურვილი გაუჩნდებათ გამართონ მოლაპარაკება ინვესტორთან, ინვესტორმა უთხრას, რაზე მელაპარაკებით, როდესაც მესაკუთრე არ ხართო. სხვათაშორის, ამის ანალოგები ჩვენ არაერთი მოგვეპოვება და დაზარალებული დარჩა მოსახლეობა, რადგან მათ არ ჰქონდათ დაკანონებული მიწები. ჩემი რჩევა იქნება ამ ეტაპზე, აშენდება ხუდონჰესი თუ არ აშენდება, მიწა მფლობელებმა უნდა დაიკანონონ."

შეიძლება თუ არა საქმე მივიდეს ექსპოპრიაციამდე, ანუ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევამდე?

ამ კითხვაზე ვიცე-პრემიერის კახა კალაძის კომენტარი ასეთია: "მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონის გამოყენება არ დაგვჭირდება!"

ლევან ალაფიშვილი: „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" კანონის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქონების ჩამორთმევა ანუ ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

ეკონომიკის სამინისტრო  _ ხელშეკრულების ხელმომწერი დუმილის უფლებას იყენებს

 

2011 წელს საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტროს სახელით გააფორმა ხელშეკრულება ხუდონის პროექტის განხორციელების შესახებ.

2012 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გააფორმა ხელშეკრულება კომპანია "Trans Electrica"_სთან ხუდონჰესის მშენებლობისათვის საჭირო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის გადაცემის შესახებ. პროექტისთვის დამატებითი კერძო მიწის ნაკვეთების შეძენა გათვალისწინებულია პროექტის განხორციელების სამოქმედო გეგმით.  მიწა პირობადადებული და მის გადასახადს კომპანია იხდის.

2013 წლის 2მაისის მთავრობის სხომაზე მთავრობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ხუდონის პროექტის განხორციელებაზე. ახალმა მთავრობამ 4 თვის განმავლობაში თავიდან შეისწავლა აღნიშნული პროექტი და ახალი ხელშეკრულება გააფორმეს კომპანიასთან.

პროექტის ძირითადი ზემოქმედება მიწაზე ხუდონის პროექტის კაშხალი და რეზერვუარი მოიცავს 528 ჰექტარ მიწას, რომელიც არის სვანეთის ტერიტორიის 0.12%.  პირველადი აღწერის მიხედვით, რომელიც 2012 წელს ჩატარდა ზემოქმედების ქვეშ მოექცევა 184 ოჯახი- 769ადამიანი.

რაც შეეხება განსახლებას, განსახლების საერთაშორისო (მსოფლიო ბანკის) პოლიტიკის მოთხოვნებით განსაზღვრულია შემდეგი:

 

ზემოქმედების ქვეშ არსებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი არ უნდა გაუარესდეს, პირიქით გაუმჯობესდეს; კომპენსაციისა და განსახლების პროგრამის შემუშავება მოხდეს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან კონსულტაციების მეშვეობით;  მიწის გამოსყიდვა განხორციელდება მოლაპარაკებების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების გზით, სადაც ეს შესაძლებელი იქნება; ყველა სახის კომპენსაციის შეფასება მოხდეს სანაცვლო ღირებულებით; განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მოწყვლად ადამიანებს; შემუშავდეს საჩივრების მექანიზმი.

 

ინვეტორი კომპანია აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან შეასრულონ ყველა ზემოთჩამოთვლილი პირობა, ასევე დაგეგმილია ზემოქმედების ქვეშ არსებული სასაფლაოებისა და საფლავების გადატანა. კომპანია მზადაა, განიხილოს განსახლების უბნის განვითარების შესაძლებლობა და მოსახლეობას შესთავაზოს ნაღდი ფულისა და ნატურით კომპენსაციის სხვადასხვა კომბინაცია.

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც 2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულების სამართალმემკვიდრეა, მიაჩნია, რომ მიწებთან დაკავშირებული საკითხი ენერგეტიკის სამინისტროს პრეროგატივაში შედის. თავად მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი კი ასეთია:

"ამ საქმის მასალებს გაცნობილი არ ვარ და აქედან გამომდინარე, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ."

კითხვაზე:"მიწა ხომ ქონებას წარმოადგენს და ქონების მართვის სააგენტო თქვენი სამინისტროს დაქვემდებარებაშია, _  მინისტრმა საერთოდ არ ისურვა პასუხის გაცემა.

ეკონომიკის სამინისტროსთან გარკვეული პრეტენზიები აქვს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილსაც. მისი თქმით, სამინისტროსა და ინვესტორ კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დაინტერესებულმა მხარეებმა არაფერი იცოდნენ.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ აღნიშნული ხელშეკრებულება ეკონომიკის სამინისტრომ უთხოვნელადაც მოგვაწოდა.

 

"შპს "ტრანს ელეკტრიკა ჯორჯიას" ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება. გიგზავნი ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის ასლს." _ მხოლოდ ეს მოგვწერეს ქონების მართვის სააგენტოდან ჩვენი 4 კითხვის პასუხად.

 

კითხვები  მდგომარეობდა შემდეგში:

1.თუ შეიძლება გაგვიმარტეთ, ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის, ხუდონჰესის  განხორციელების პროცესში როგორ და რა ფორმატით მონაწილეობს ეკონომიკის სამინისტრო და კონკრეტულად რა ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციას.

2.1988 წელს, მესტიის აღმასკომთან შეიქმნა ხუდონჰესის დირექცია. ჩვენს ხელს არსებული დოკუმენტების თანახმად,  ხაიშის თემის 130-მა ოჯახმა ხელი მოაწერა და სახელმწიფოსგან მიიღო კომპენსაციები. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს თავის დროზე გამოსყიდული აქვს და შესაბამისი კომპენსაციები გადახდილი აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამავდროულად საქართველო წარმოადგენს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეს, შეიძლება თუ არა განხილულ იქნას, რომ აღნიშნული მოქალაქეების კუთვნილი მიწა გამოსყიდული აქვს სახელმწიფოს და წარმოადგენს მის კუთვნილებას?

3.ხუდონჰესის ინვესტორი კომპანია, "ტრანს ელექტრიკა" აცხადებს, რომ ის მზად არის კომპენსაცია გადაუხადოს ადგილობრივ მოსახლეობას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქონება უკვე სახელმწიფოს კუთვნილებაა და მას გადახდილი აქვს შესაბამისი კომპენსაცია, ხომ არ გვაქვს საქმე იურიდიულ კაზუსთან?

4.ქონების მართვის სააგენტოს მონაცემებით, იხდის თუ არა ხაიშის თემის მოსახლეობა ქონებისა და მიწის გადასახადს?

არაერთი მცდელობის მიუხედავად,  ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ...

 

ვისია მიწა და ვინ უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფოს მიერ უმნიშვნელოვანეს პროექტად აღიარებული ხუდონჰესის საკითხი _ სახელმწიფომ თუ სვანეთის უხუცესებმა?

 

პასუხი არც ამ კითხვაზე გვაქვს. თუმცაღა, სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი, უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძე და მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი აცხადებენ, რომ ისინი 6 თებერვალს, სვანეთის უხუცესების შეკრების შემდეგ გააკეთებენ კომენტარს...




 ახალი ამბები
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?