ალექსაია ჩახვაძეს ბრალს დებს

მთავარი თემა

ალექსაია ჩახვაძეს ბრალს დებს

26 ნოე. 2010, 10:10:40

ეკა ალექსაია, "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელი: _ მოგეხსენებათ, რამდენი ხანია ვეძებ ზურაბ ნოღაიდელს. ამდენი ხნის მანძილზე ეს ვერ მოვახერხე. ამ დღეებში თბილისში ვიყავი და ტელევიზიით "კავკასიის" მაუწყებლობას ვუყურებდი, როცა ანონსი მოვისმინე _ დავით აქუბარდიას გადაცემაში ნოღაიდელი უნდა მისულიყო. რა თქმა უნდა, არც დავფიქრებულვარ, იმავ წუთს ტელევიზიისკენ გავეშურე. იქ არავინ შემიშვა, ნინო ჯანგირაშვილმა პირდაპირ გამომიცხადა _ ეს ტელევიზია დამოუკიდებელია და ჩვენ ვწყვეტთ, ვინ მოვიწვიოთ და ვინ არაო. სტუდიაში არ შემიშვეს, დავდექი კართან. დაცვა კი ეცადა იქაურობას გავერიდებინე და არაკორექტულადაც მომექცა, მაგრამ ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი? ამ დროს ნოღაიდელმა შემომითვალა, წავიდეს და ხვალ, 2 საათზე ოფისში შევხვდებიო. რა თქმა უნდა, არ დავიჯერე და არც ვენდე. როცა აქუბარდიას ვკითხე, რა თემაზე ჰყავდა მიწვეული ექს-პრემიერი, მითხრა, რომ ბათუმის ბულვარის ბიუჯეტის თემაზე უნდა ესაუბრათ. ძალიან მიკვირს, რა უნდა გაარკვიოს ნოღაიდელმა ბათუმის ბულვარის ბიუჯეტის, როცა საკუთარი პარტიის ბიუჯეტის ამბავი ვერ გაურკვევია?! მოკლედ, ფეხი არ მოვიცვალე და ტელევიზიის ოფისთან გავჩერდი. დასრულდა გადაცემა და კარგად ვხედავდი, როგორ იცდიდა ნოღაიდელი 20 წუთის განმავლობაში _ ჩემთან გამოსვლა და შეხვედრა არ უნდოდა. მან დაცვას ქურთუკიც მოსთხოვა, ეტყობა, შეცივდა. საიდან უნდა წასულიყო? აქუბარდიას ტელევიზიას ერთი შესასვლელ-გამოსასვლელი აქვს!
_ ბოლოს და ბოლოს, არ გამოვიდა შენობიდან?
_ კი, რაღა გზა ჰქონდა? გამოვიდა და თავიდან მითხრა, რომ არ მიცნობდა და არ იცოდა, რას ვერჩოდი. რა თქმა უნდა, იცრუა, კარგადაც მიცნობდა, მაგრამ "დავიწყება" სიტუაციიდან გამოსასვლელად მოიფიქრა. რა თქმა უნდა, მისი ცნობა-არცნობის გარკვევა არ დამიწყია და ვკითხე, რატომ არ გადაუხადეს კოორდინატორებს ნამუშევარის საზღაური. სხვათა შორის, როცა იქ ვიყავი, ეტყობა პარტიაში წავიდა გადარეკვა-გადმორეკვები და ჩემს ტელეფონზე დარეკა ლელა ჩახვაძემ. ჩემს დას ჰქონდა ჩემი მობილური და ლელამ მას უთხრა _ კარგად დაითვალოს და კარგად ჩაიჯიბოს ეკამ ის ფული, ნოღაიდელი რომ მისცემსო. ამაზე მეტი ცინიზმი რა გინდათ? უარესი გვეკუთვნის! ლელა ჩახვაძესთან კარგი ურთიერთობა მქონდა, დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი. ხალხმა იშრომა და ახლა ჩახვაძის დასაცინი გავხდით! მე ფეხზე ტყავი გადამძვრალი მქონდა მაგ არჩევნების დროს, ლელა კი ამ დროს სალონებში იჯდა. მე რომ ფეხით დავდიოდი, თავად მანქანით დაბრძანდებოდნენ და ახლა მათი ცინიზმიც უნდა ავიტანოთ?
_ რა გითხრათ ნოღაიდელმა?
_ მან დამისახელა სამი პიროვნება _ მათთან მაქვს ეს საკითხი გასარკვევიო.
_ ვინ არიან ეს ადამიანები?
_ კობა აბულაძე, ზურაბ ანთელიძე და ლელა ჩახვაძე. ასე მითხრა ნოღაიდელმა რამდენჯერმე _ მაგ ხალხთან მაქვს გასარკვევი ეს საკითხიო...
_ ანუ რას გულისხმობდა ნოღაიდელი _ ფული გამოვგზავნე და ამათ შორის დაიკარგაო?
_ არ ვიცი, რა იგულისხმა, მაგრამ რამდენჯერმე გამიმეორა.
_ ცოტა დაუჯერებელია, რომ ნოღაიდელს ვინმემ ფული წაართვას... ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ფული ლანჩხუთში ჩამოვიდა...
_ გეთანხმებით, მაგას არც მე ვამბობ და დარწმუნებული ვარ, კოორდინატორების ფული არ ჩამოსულა!
_ აბა, რა უნდა გაარკვიოს ნოღაიდელმა სამეულთან?
_ მან პირდაპირ მითხრა, რომ მაისის დასაწყისში უთხრა ჩახვაძეს, ლანჩხუთში შედეგს არ ველი და ნურავის ნურაფერს დაპირდებიო. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ არ მჯერა ნოღაიდელის, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად არ ცრუობდა. და თუ ეს სიმართლეა, მაშინ გამოდის, ლელამ იცოდა, რომ ფულს ვერ მივიღებდით და მოგვატყუა.
_ ქალბატონო ეკა, კონკრეტულად, რა თანხაზეა საუბარი?
_ ვერ გეტყვით, მთლიანად ლანჩხუთში რამდენი ლარია საჭირო. ჩემს ზონაში 3 800 ლარი გვეკუთვნის და ამას ერთი თეთრიც არ დააკლდება. თავის დროზე, როცა ოფისიდან ნივთები გამოუყარეს, მისმა თანამშრომლებმა და აქტივისტებმა დოკუმენტების ნაწილი წაიღეს, რათა არ დაკარგულიყო. ამის გამო ლელამ მათ უჩივლა. როცა ჰკითხეს, რად გინდა ეს ფურცლებიო, ჩახვაძემ უპასუხა, ხელფასები რომ დავარიგოო. მან პოლიციაში მიატანინა მათ ეს ჩანაწერები და ხელწერილები დააწერინეს ამ ადამიანებს. მაშინ ლელამ უთხრა თავის კოორდინატორებს _ ნოღაიდელმა ფული რომ არ მომცეს, საკუთარ სახლს გავყიდი და გადაგიხდითო. ახლა გაყიდოს სახლი და გადაიხადოს! ეს ხდებოდა 2 ივნისს, მას შემდეგ 5 თვეზე მეტი გავიდა. უნდა სახლი გაყიდოს, უნდა ნოღაიდელს მოთხოვოს ეს ფული და თუ უნდა, პუტინთან ჩავიდეს მოსკოვში და იქიდან ჩამოიტანოს.
_ ანუ ნოღაიდელმა გითხრათ, რომ ფულს არ გადაიხდის?
_ ახლა აქედან გამიშვი და უახლოეს პერიოდში ფულს დავარიგებო! სხვა გზა არ აქვთ. ამ ფულს მე ვერავის შევარჩენ, რადგან ხალხის ნაშრომია. შესაძლოა, ეს თანხა ნოღაიდელისთვის ბევრი არაა, იქნებ, თითოეულ კოორდინატორსაც დიდად ვერაფერში გამოადგეს ეს მიზერული თანხა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ხალხს დავპირდით და უნდა გადავუხადოთ. ოპოზიცია ხელისუფლებასავით არ უნდა იქცეოდეს და ხალხს არ უნდა ატყუებდეს! მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ სხვა კოორდინატორის მსგავსად, უბრალოდ, შუაში ვიყავი. ამის გამო, ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი, ამ დროს იმავეს აუცილებლობას ვერ ხედავს ლელა ჩახვაძე _ პირიქით, დაგვცინის. იმიტომ გაბრაზდა, როგორც ჩანს, რომ თავის პარტიულ ხელმძღვანელს ვერ ხვდება, მე კი მეუბნებოდა _ ნოღაიდელს ვერ შეხვდები, მაგას ლანჩხუთიდან მხოლოდ მე ვხვდები და არ დაგელაპარაკება ჩემს გარეშეო. თავადაც ძალიან მალე გაიგო, რომ შემხვდა და ზარიც მის განაწყენებას უკავშირდება. წარმოიდგინეთ, თავად მას არ ხვდება ნოღაიდელი.
_ ამის შესახებ თავად ნოღაიდელმა გითხრათ?
_ მან თქვა, რომ პრაიმერის შემდეგ აღარ ეკონტაქტება ჩახვაძეს და ლანჩხუთის ოფისის გახსნა მისი დიდი შეცდომა იყო. მე რაში მაინტერესებს, ვისი შეცდომა იყო? ხომ გახსნა, ხომ ჰყავდა კოორდინატორები? ჰოდა, ფულიც უნდა გადაიხადოს. მეტსაც გეტყვით, ნოღაიდელმა არ იცოდა, მისი პარტია არჩევნების დილას რომ ოფისიდან გამოაგდეს! ამის შესახებ პირველად მესმისო, მითხრა.
_ მოკლედ, როგორც ჩანს, ამ შეხვედრით მაინც კმაყოფილი ხართ.
_ კი. ამ ფულს ნოღაიდელი აუცილებლად გადაიხდის. მაგრამ მას რომ ჰგონია, არც ისე იოლად აქვს საქმე _ აი, ნახეთ, ქუჩაში გამოყრილი დოკუმენტების ქსეროასლები მაქვს. აქ იმათი სიაა, ვინც ფული უნდა მიიღოს. გაკვირვებული ვარ _ საერთოდ, ვინ არის ეს ხალხი?
_ თქვენ ამბობთ, ეს სია გაბერილია "მკვდარი სულებით"?
_ მე არ ვიცი, ამას რა ქვია. 200 კაცია ჩახვაძის სიაში და აქედან 50 თუ იქნება, რომლებიც ნამდვილად მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში.
_ ანუ ნოღაიდელის გაცურების მცდელობას აქვს ადგილი და მისთვის ფულის "მოტეხვას" ცდილობდა ლანჩხუთის ოფისი? ეს სერიოზული ბრალდებაა, მით უფრო, ნოღაიდელი ვერ მიხვდება, რეალურია თუ არა სიაში მოყვანილი გვარ-სახელები. თუ თქვენი მოსაზრება სიმართლეა, სერიოზული დოკუმენტი ჩაგვარდნიათ ხელში.
_ აგერ მაქვს ფაქტი!
_ ეს სია ნოღაიდელს გადაეცით?
_ არა, როცა მას შევხვდი თან არ მქონდა ეს სია.
ამის შემდეგ, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლანჩხუთის ოფისის ხელმძღვანელს, ლელა ჩახვაძეს დავუკავშირდით:
_ ქალბატონო ლელა, ჩვენ გვესაუბრა ეკა ალექსაია, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელისგან გაუგია, რომ, თურმე, კოორდინატორებს ფული არ უნდა მიეღოთ და თქვენ ეს წინასწარ იცოდით...
_ ეს არის ტყუილი. მე გუშინწინ შევხვდი მთავარ ოფისში ზურაბ ნოღაიდელს და კოორდინატორები ამ თანხას მიიღებენ. თანხას მიიღებენ ლანჩხუთში და კიდევ რამდენიმე რაიონში, დანარჩენები ვერ მიიღებენ.
_ რატომ გამოირჩა ლანჩხუთი და სხვებმა რა დააშავეს?
_ თანხა გაიცემა შედეგის მიხედვით, ჩვენ კი ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილი ავიღეთ, ქობულეთის შემდეგ. ალექსაიამ საიდან მოიგონა ასეთი რამ, არ ვიცი.
_ მან ისიც გვითხრა, რომ პარტიული ბოსი პრაიმერის შემდეგ არც კი გეკონტაქტებათ...
_ ხომ გეუბნებით, გუშინწინ შევხვდი. ბოლო ორ ათვის განმავლობაში მეორედ მქონდა ბატონ ზურასთან შეხვედრა, ტელეფონით კი მუდმივად ვკონტაქტობთ. თუ გინდათ, მოგცემთ ტელეფონის ნომერს და დაურეკეთ.
_ მისი ნომერი მეც მაქვს, მაგრამ ტრადიციულად, ნოღაიდელი ტელეფონით კომენტარს არ აკეთებს, მაინც ვცდი (ქალბატონ ლელასთან საუბრის შემდეგ, ჩვენი მცდელობა, როგორც მოსალოდნელი იყო, უშედეგო გამოდგა. რედ.).
_ შეგიძლიათ, რეგიონულ კოორდინატორსაც დაურეკოთ.
_ გასაგებია. ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის გითხარით, რომ ალექსაია ამბობს _ ნოღაიდელმა ასე მითხრაო.
_ როგორც ვიცი, მან ბატონი ზურა ნახა ტელეკომპანიასთან ორიოდ წუთით და ამას გარდა, გამორიცხულია, ჩვენს ლიდერს მასთან ჭორაობა დაეწყო!
_ ქალბატონო ლელა, ალექსაია საკმაოდ მძიმე ბრალდებასაც გიყენებთ _ გვაჩვენა ქსეროასლები და გვითხრა, რომ ეს არის თქვენი სიები, ვისაც თანხა უნდა მიეღო. ალექსაია ამბობს, რომ 200-დან, რეალურია, მაქსიმუმ 50 ადამიანი!
_ ძალიან მაინტერესებს, საიდან იცის ალექსაიამ ვინ რეალურია და ვინ _ არა?
_ ეს ჩვენც გვაინტერესებს _ მას მიუწვდებოდა ხელი თუ არა პარტიის შიგა სამზარეულოზე?
_ არანაირი ფუნქცია მას ჩვენს პარტიაში არ ჰქონდა! ის იყო ნიგოითის ზონაში და ეხმარებოდა მაჟორიტარს. საიდან ადგენს, რეალურად გვეხმარებოდა თუ არა ეს ხალხი, ცოტა გასაკვირია, როცა ასეთი კონკრეტული დეტალების საქმის კურსში თავადაც არ ვყოფილვარ. მე ვახდენდი საერთო კოორდინირებას, თორემ ყველაფერს თავად ვერ გავაკეთებდი. ამისთვის გვყავდა რამდენიმე ადამიანი და ისინი აგვარებდნენ რიგ საკითხებს. დარწმუნებით ვაცხადებ, ეკა ალექსაიამ არ იცოდა, თუ ვინ იყო ჩართული არჩევნების წინა პერიოდის სამუშაოებში. ერთი რამ მინდა ვუთხრა ეკა ალექსაიას და ძალიან გთხოვთ, ასე, სიტყვა სიტყვით დაწერეთ _ მისამართი ხომ არ შეგეშალა, ეკა? კი, ბატონო, კოორდინატორის 80 ლარიც მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ბოლო დროს მე გადასული ვიყავი პასიურ მდგომარეობაში და აღარ ვაქტიურობდი, რატომ არაფერს ამბობს ალექსაია, გამგებელი გია გოგუაძე მილიონებს რომ ჭამს?! გთხოვთ, ეს ზუსტად ასე დამიწერეთ!
_ გვიჩნდება საკმაოდ ლოგიკური კითხვა _ თუ ასეა, რატომ დუმხართ თქვენ, რატომ გადახვედით პასიურ მდგომარეობაში, როგორც თავად ამბობთ?
_ ავიღე ტაიმ-აუტი, რათა უფრო დიდი ძალებით შევუტიოთ! ამასთან, ვაღიარებთ, გარკვეულ პრობლემებს და უხერხულობას გვიქმნის არსებული დავალიანება და ამ ფულის გადახდამდე პატარა შესვენება გავაკეთეთ. ამჟამად თბილისში გახლავართ და ოთხშაბათ-ხუთშაბათს დაგეგმილ ღონისძიებებს აუცილებლად დავესწრები. ვიქნები ყველგან, სადაც ამ ხელისუფლების შეცვლაზე იქნება საუბარი.




 ახალი ამბები
  • სახლში, რომელიც დაიწვა, არავინ ცხოვრობდა _ ხანძარი შემოქმედშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა. ოზურგეთელმა მეხანძრე-მაშველებმა პირველი სართულის გადარჩენა მოახერხეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სახლში წლების მანძილზე არ ცხოვრობდნენ. სახლის მფლობელები მხოლოდ თხილის სეზონზე ჩამოდიოდნენ. ამ დროისთვის უცნობია მიზეზი, რამ გააჩინა ცეცხლი მიტოვებულ ... ...
  • ხანძარი ოზურგეთში - შემოქმედში სახლი დაიწვაამ წუთებში ხანძარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში. დაიწვა ადგილობრივი მცხოვრებლის სახლი. ამ დროისთვის სახლში არავინ ცხოვრობდა _ პატრონი სხვა ქალაქში ცხოვრობს. ადგილზე მისულმა ოზურგეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძარი ჩააქრეს. დეტალებს „გურიანუსი“ მალე ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური  ცენტრის მომაცემებით, .4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქარელში. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ მუხილეთში, 5 კმ-ის სიღრმეზე ... ...
  • "ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა, "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი უყვება, გარდაცვლილები ახალგზარდა ქალი და ოჯახის ახლობელია,  ხოლო მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ამ წუთებში, ქუთაისის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. "გუშინ საშინელი  ტრაგედია დატრიალდა. ფოთიდან თბილისში მიდიოდნენ ცოლ-ქმარი და მათი ახლობელი. სამწუხაროდ, ორივე  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში",- აცხადებს მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ქალები ახალი კორონავირუსის დროსCOVID-19-მა მსოფლიო ახლი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან მოქალაქეების ცხოვრება საქართველოშიც მკვეთრად შეცვალა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. გამონაკლისი არც გურიის რეგიონი ყოფილა. ამ ეტაპზე ჩვენ დაბა ლაითურის, ნასაკირალისა და ნარუჯის მცხოვრებლებით დავინტერესდით. სამივე დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია. ახალ კორონავირუსამდე შემოსავლის საძიებლად ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ. „მე და ჩემი მეუღლე თურქეთში სეზონურად,  ჩაის საკრეფად გადავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. 4 შვილი გვყავს, იქედან ჩამოტანილი ფული  წლიდან წლამდე გვყოფნიდა და ახლა სულ უკაპიკოდ დავრჩით. თურქეთში სამუშაო ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მაინც მირჩევნია წავიდე, ვიმუშაო და სახლში მოვიტანო პურის ფული. მართალია, მოცვის კრეფაზე აქაც დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამსახურიც სეზონურია და შემოსავალიც არ არის საკმარისი“, - უყვება დაბა ლაითურში მცხოვრები ფატი ვაშაყმაძე “გურია ნიუსს”. ლია კოტრიკაძე, ახალშექმნილი სათემო კავშირის თავმჯდომარეა, რომელიც ფონდ „ტასოს“ ინიციატივით ჩამოყალიბდა. ლიკა ამბობს, რომ დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ადგილზე, ჩაისა და მოცვის პლანტაციებში დასაქმდნენ. „საქართველოში უფრო ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე თურქეთში, მაგრამ ჩაისა და მოცვის პლანტაციები საუკეთესო გამოსავალი იყო ამ ადამიანებისთვის. პრაქტიკულად მათი სიცოცხლის გადამრჩენელად იქცა. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა და გაყიდვა დაიწყეს“, - ამბობს ლია და დასძენს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეები კორონავირუსმა კიდევ უფრო გაზარდა. „პარალელურ რეჟიმში ქალებს საოჯახო საქმეების კეთება და ბოსტნის მოვლა უწევთ. ზოგი ბავშვებს ონლაინსწავლაში ეხმარება“, - გვიყვება ლია. თურქეთში მუშაობდა დაბა ნარუჯაში მცხოვრები ნადეჟდა კახაძეც. განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებდა, რომ მცირეწლოვანი შვილის დატოვება უხდებოდა. ახლა მან კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ფონდ „ტასოსგან“ მიიღო.  „ახლა უნდა დავიწყო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თუმცა ფონდიდან ჩამორიცხულ თანხას ჩემი წილიც უნდა დაემატოს, რამაც ისევ ჩიხში მიმიმწყვდია და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ თურქეთი ამ პრობლემას მარტივად გადამაწყვეტინებდა. მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი თურქეთი არ არის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს სამუშაოები, არ დაგვჭირდეს საზღვარგარეთ, მძიმე პირობებში, ოჯახს მოწყვეტილებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობა და ეს პირობები უნდა გვაკმაყოფილებდეს და უფრო მეტიც, გვახარებდეს. ალბათ დაცულად ვიგრძნობ თავს მაშინ, როდესაც შევძლებ ვიყო დასაქმებული ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთან ახლოს და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ დამჭირდეს დავტოვო შვილი, გავწირო ჯანმრთელობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო, ახალგაზრდობა  არ გავატარო სხვის სამსახურში“, - ამბობს ნადეჟდა. საიდა ხოსაძე ხუთ შვილთან და ქმართან წლებია დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. ამ ეტაპზე უმუშევარია და ახლა არაერთი პრობლემის წინაშე დგას. „ყველა ველოდებით სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ კორონავირუსის დრო, როგორც მრავალშვილიანი დედა დამეხმარნენ, მაგრამ ის პროდუქტები, რაც გვქონდა, დაგვიმთავრდა და ახლა ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. თურქეთში გადავდიოდი ხოლმე სეზონზე მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ახლა საზღვრები ჩაკეტილია და არც ვიცი, წინ რა გველოდება”, - გვითხრა საიდა ხოსაძემ. კორონავირუსის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ქალები და რა დახმარება გაუწია მათ სახელმწიფომ? - ამ კითხვებზე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭოს” წევრმა ლელა საჯაიამ გვიპასუხა. „COVID 19 - ის კრიზისმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ვირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები იქნა მიღებული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობები. ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის ან სამუშაოს გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა და მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა კვირებისა და თვეების განმავლობაში. ყოველივე ამან სხვადასხვა საჭიროება და პრობლემა წარმოქმნა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად დამატებითი სოციალური დახმარება იყო აუცილებელი. ქალები იმ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, რომელზეც კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, ქალები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში იმ სამუშაო ადგილებზე, რომლითაც ან არ იყო უზრუნველყოფილი ან მცირედით იყო უზრუნველყოფილი მათი სოციალური დაცვა, დღესდღეობით დარჩნენ ეკონომიკურად დაუცველები და შეზღუდული/მცირე არჩევანის წინაშე. ასევე, ხანშიშესულები დამატებით წნეხს განიცდიან არარსებული ან მცირე ოდენობის პენსიის გამო. მეორე მხრივ, ქალები ასრულებენ მთავარ როლს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჯანდაცვის მუშაკთა და მედდების დიდ ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ის ზრდის მენტალურ სტრესს ჯანდაცვის მუშაკებისთვის. კრიზისის განმავლობაში წინა ხაზზე მყოფი პერსონალი, შესაძლოა, ოჯახებშიც დამატებითი სტრესის ქვეშ მოქცეულიყო სხვადასხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების საჭიროებები, რომელთა სკოლები დაიხურა და უწევდათ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება, ან მათ ოჯახებში მცხოვრებ მოწყვლად ადამიანებთან ფიზიკური დისტანცირების საჭიროებიდან გამომდინარე”, - ამბობს ლელა. ფოტოები "გურია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...