რაზეა დამოკიდებული ტაკიძის თავისუფლება

მთავარი თემა

რაზეა დამოკიდებული ტაკიძის თავისუფლება

9 აგვ. 2011, 08:43:14
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 1 100 000 ლარს ეხებოდა და თუკი მართლაც ჰქონდა გარიგებას ადგილი, მარტო გასულ წელს, კურღელაშვილს ტაკიძისთვის 360 000 ლარი უნდა მიეტანა. დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, მან მხოლოდ 20 000 ლარი მიუტანა ტაკიძეს, რაც, ბუნებრივია, ბევრ კითხვას ბადებს. ტაკიძეს თავისუფლად შეეძლო კურდღელაშვილისთვის პრობლემები შეექმნა და მინიმუმ სამსახურიდან გაეშვა, მით უმეტეს, რომ მან "დავალება" ვერ შეასრულა და მოთხოვნილი ქრთამი სრულად არ გადაიხადა. პროკურატურა არ ადასტურებს თუ რატომ ვერ, ან არ გადაიხადა კურდღელაშვილმა დანარჩენი თანხა და რატომ დუმდა ამის შესახებ გამგებელი, რომელსაც, ფინანსებს, კანონის თანახმად, ზემდგომი _ საკრებულო უმტკიცებს. საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ ფინანსების შემოწმება ხდებოდა.

კურდღელაშვილის ჩვენებაში ბევრი უზუსტობაა, რომელსაც იურისტები და ტაკიძის კოლეგები ღიად უსვამენ ხაზს. ყველა თანხმდება ერთზე _ გამგებელი აიპ-ს ხელშეკრულებას არ უფორმებს. თუმცა, კურდღელაშვილი მაინც ამ ჩვენებას "აწვება". აღსანიშნავია ისიც, რომ ტაკიძესთან ერთად დაკავებული კურდღელაშვილი უკვე თავისუფალია. როგორ შევიტყვეთ, იგი ხელმეორედ, ჩვენების ვიდეოჩაწერისთვის მიიყვანეს პროკურატურაში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამჟამად მერაბ კურდღელაშვილი თბილისში, ახლობლის სახლში იმყოფება და ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოდის.

პროკურატურა საქმის ძიებას განაგრძობს. როგორც ჩვენთან პირად საუბარში ერთ-ერთმა ძალოვანმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, ტაკიძემ ძიება სხვა კვალზე გაიყვანოს, კვალზე, რომელსაც გამოძიება კარგა ხანია ჩაუსაფრდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გამგებელმა უკვე მისცა ჩვენება, თუმცა, არ ვრცელდება ინფორმაცია, რას ჰყვება ტაკიძე. ჩვენებაში, კომპეტენტური წყაროს ცნობით, პროკურატურა მას გარიგებას სთავაზობს. სასჯელს შეუმცირებენ და არ არის გამორიცხული პირობითი მსჯავრი, საპროცესო გარიგების შესაბამისად შეუფარდონ, ოღონდ იმ პირობით, თუ ის იმ ადამიანებს დაასახელებს, რომლებიც "წილში ჰყავდა".

ტაკიძე რომ ამ საქმეში მარტო ვერ იქნებოდა, ფაქტია. მისი თანამშრომლების თქმით, ყოველი დოკუმენტის გაფორმებისას, გიორგი ტაკიძე ძალიან ფრთხილი და დაკვირვებული იყო. სწორედ ამიტომ უჭირთ მისი კორუმპირებულობის დაჯერება. ოზურგეთის გამგეობაში იმასაც ვერ იჯერებენ, რომ თუკი ამხელა თანხა "ტყდებოდა", როგორ ახერხებდა ტაკიძე ამას დამოუკიდებლად, ზემდგომთან შეთანხმების გარეშე. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ტაკიძე ძალიან მძიმე ვითარებაშია და მისი მორალურად გატეხვა ყოველ წუთსაა მოსალოდნელი. ჩვენი წყარო არც იმას გამორიცხავს, "გიორგი ტაკიძემ, იმის მოლოდინში, რომ უპატრონებენ, ჭკუა იხმაროს და არაფერი თქვას". მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გურიაში ეს პირველი კორუფციული სკანდალი არ არის, გასული წლის სექტემბერში პროკურატურამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარეზე, შოთა სირაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ასობით ყალბი დოკუმენტის გაცემას ეხება. სირაძემ მიმალვა მოასწრო. ჩვენი წყარო ამბობს, რომ კი არ მოასწრო _ მოასწრებინეს. მისივე თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, საფრთხე მაშინ იგრძნო, როცა პროკურატურამ ლეგალიზაციის კომისიის დოკუმენტაცია წაიღო შესასწავლად.

_ როცა სირაძეს უწყება მოუვიდა, ის უკვე ჩოხატაურში აღარ იყო, _ ამბობს ჩვენი წყარო.

სირაძის სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. უნდა ითქვას, რომ ამ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია. ბევრ ეჭვს ისიც ბადებს, რომ პირველივე სხდომაზე პროკურატურამ საპროცესო გარიგების შეთავაზება გააკეთა, თან მიზერულ თანხად _ 5000 ლარად. მიუხედავად ამისა, სირაძე არ გამოჩენილა. როგორც წყარო ამბობს, ეს ერთგვარი "ხაფანგია" და სირაძის თანამზრახველები არც ისეთი ჭკუასუსტები არიან, რომ ამ ანკესს წამოეგონ. მეორე წყარო კი ირწმუნება, რომ ყველაფერი "ზემოთაა" დაგეგმილი და სირაძე არსადაც არ გადაკარგულა _ მას არც კი ეძებენ და უბრალოდ, ურჩიეს, სასურველ დრომდე თვალს მიფარებოდა.

_ ეს დიდი კორუფციული სქემა იყო. ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა ასობით ყალბი დოკუმენტი გაეცა. ყველაფერი დღისით, მზისით ხდებოდა. სირაძის კომისიას ხომ ზედამხედველები ჰყავდა?! მის ანგარიშებს ხომ საკრებულო ისმენდა?! ამიტომ, აბსურდია იმის მტკიცება, თითქოს სირაძემ ეს ყველაფერი მარტომ გააკეთა. ეს რომ ასე ყოფილიყო, საპროცესო გარიგებაზე წამოვიდოდა. სავარაუდოდ, სირაძე წამოვა კიდეც, მაგრამ არ ანებებენ, რადგან ამ გარიგებას აღიარებითი ჩვენება და იმ ადამიანების დასახელება მოჰყვება, რომლებიც თვეების განმავლობაში სირაძეს "მწვანეს" უნთებდნენ. ეს მარტივი არითმეტიკაა, _ ამბობს ჩვენი წყარო.

პროკურატურასთან დაახლოებული პირი ამტკიცებს, რომ ის რაც სირაძესთან არ გამოუვიდათ, გამოუვათ ტაკიძესთან:

_ თუმცა, მოულოდნელი არაფერი არ უნდა იყოს. თავიდან ყველას ეგონა, რომ სირაძის საქმე ბომბს ააფეთქებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ამის დრო არ არის _ მერაბიშვილს არ დავიწყებია მისი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ მაშინ, ადეიშვილმა მერაბიშვილს საკუთარი სიძლიერე დაუმტკიცა. დარწმუნებული იყავით, რომ ეს ყველაფერი მალე აფეთქდება. ბევრი ადამიანი ზის ნაღმზე, რომელსაც საკუთარი საჯდომით ინახავს _ ერთი წაბორძიკება და ყველაფერი დასრულდება! _ მიაჩნია ჩვენს წყაროს.

ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ ტაკიძის ამბავი ვალერი ჩიტაიშვილს არ შეეხება და ის თანამდებობას მაინც შეინარჩუნებს, რადგან ჩიტაიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილს, როგორც "კარგი შემსრულებელი", ჯერ კიდევ სჭირდება _ წინ ხომ არჩევნებია! თუმცა, ფაქტი ერთია _ ბოლო ერთ წელიწადში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ გურიაში თანამდებობებზე, კორუმპირებული ან კორუფციაში ეჭვმიტანილი ადამიანები ინიშნებიან. მათი დამნიშვნელები, მათ საქმიანობაზე კანონის ძალით ზედამხედველები კი, მხოლოდ მხრებს იჩეჩენ _ ჩვენ არაფერი ვიცოდითო და... მუშაობას "ჩვეულ რიტმში" აგრძელებენ.




 ახალი ამბები
  • საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • ოზურგეთში თხილის გატეხვა და ფასის ამ მეთოდით დადგენა დაიწყესმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი  სეზონის გახსნიდან აქამდე,  ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც  გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს. _დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი  თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს,  უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი  საღი გული 50 თეთრია.  ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ   კილოგრამში  5 ლარს გადავუხდით, - გვითხრეს  ოზურგეთში, გაბრიელ  ეპისკოპოსის  ქუჩაზე  მდებარე თხილის მიმღებ  პუნქტებში მომუშავე პირებმა. კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით,  კვლავ  შემოგვწყრნენ: _ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ  გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.  მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.  „გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც  თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც  უვლიან. როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის  შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი  ფორმა უნდა მოიძებნოს. _ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, - თქვეს ... ...
  • Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ აღიარა (R)საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი 2020 წლის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,  საქართველოში კი - საუკეთესოდ. გარდა ამისა, თიბისის  ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელდა ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: გამორჩეული სტრატეგია; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები; მომხმარებლების რაოდენობის ზრდა; ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. 2019 წელს Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა. ... ...
  • 200-ლარიანი დახმარების მისაღებად 17 წლამდე ბავშვების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე  რეგისტრაციის გავლას   ხვალიდან  შეძლებენ. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: •             ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); •             საკონტაქტო მობილური,  რომელზეც  მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. იმ შემთხვევაში,  თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე  ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს. იმ შემთხვევაში, თუ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს. სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე  განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.  დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: •             სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს •             საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს •             საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს •             „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -  1505. ... ...
  • გაუთქმელობის დაკისრებით შესაძლოა მხარეთა თანასწორობა დაირღვეს - ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.  2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნოს და გაახმაუროს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. საგულისხმოა, რომ ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.  საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა. „ აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს. აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერი გამოძიების ეფექტურად და ჯეროვნად წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“,_ აცხადებს სახალხო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...