ჟურნალისტებს საკრებულოს შენობაში შესვლა აუკრძალეს

მთავარი თემა

ჟურნალისტებს საკრებულოს შენობაში შესვლა აუკრძალეს

14 აგვ. 2011, 22:30:49
ხელმძღვანელობამ გვიბრძანა, არ შემოუშვათო, მე ამ შენობის დაცვა ვარ და ხელმძღვანელობის ბრძანებას ვასრულებ, _ დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დავით ჭეფხოძემ წინააღმდეგობა გაგვიწია და 9 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისაღებში შესვლის შესაძლებლობა არ მოგვცა.

მანამდე კი მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის შესასვლელში, ასევე დაცვის სამი თანამშრომელი, ჩვენი შენობაში შესვლის მიზეზით დაინტერესდა.

"სად მიდიხართ? ვისთან? რომელ სართულზე?", _ გვეკითხებოდნენ და კიბეზე ჩქარი ნაბიჯებით გვისწრებდნენ.

სანამ საიდუმლო შეხვედრის დეტალებს მოგიყვებოდეთ, გეტყვით, რომ "გურია ნიუსმა", როცა დაცვის თანამშრომელმა საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადააჭარბა, მაშინვე საკრებულოს კანცელარიაში წერილობითი განცხადება შეიტანა და მოითხოვა, დაუყონებლივ ეცნობებინათ, იყო თუ არა სხდომა დახურული, და თუ სხდომა დახურული იყო, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის ასლი მოეწოდებინათ.

საკრებულოს თავმჯდომარის ხელწერით დამოწმებულ ოფიციალური წერილიდან გაირკვა, რომ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2011 წლის 9 აგვისტოს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, ვინაიდან იმართებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა ერთობლივი სამუშაო თათბირი". ეს, ოფიციალური წერილის თანახმად, თორემ "გურია ნიუსის" ობიექტივმა "დახურული" სხდომის დასრულების შემდეგ, დარბაზიდან გამომსვლელი ყველა პირის დაფიქსირება მოახერხა. პირველი, ვინც სხდომათა დარბაზი დატოვა მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი იყო. მას უკან ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე და გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი მოჰყვებოდნენ ფეხდაფეხ.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დაცვის თანამშრომელმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და "წესრიგის დამცველები" "ბრძანების" შესრულებას ცდილობდნენ, "გურიის თეთრ სახლად" წოდებულ შენობაში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის სტუმრობა იყო. იგი, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გამგეობის სამსახურების უფროსებს და საკრებულოს თანამდებობის პირებს, გურიის გუბერნატორთან და მის მოადგილეებთან ერთად, თათბირს უტარებდა. შეხვედრის მთავარი თემა, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გამგებლის საქმე იყო.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, "მინისტრმა საჯარო მოხელეების დატუქსვა მსუბუქი ფორმით დაიწყო: _ რაა, ეს მაგიდები ასე მოშორებით რომ დაგიდგამთ, ხალხთან სიახლოვეს ერიდებითო (საუბარია, იმ მაგიდებზე, რომლებთანაც მუნიციპალიტეტის პირველი პირები სხვადასხვა ღონისძიებების დროს სხდებიან)".

წყაროს ნაამბობის მიხედვით, "ხელისუფლების მსუბუქი დატუქსვის შემდეგ, ნიკოლაიშვილი ლანძღვაზე გადასულა და განსაკუთრებით შეჭრილა როლში ტაკიძის "დახასიათებისას" (სიტყვებს, რომლებმაც იმ დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიჟღერა, სამწუხაროდ, შემოკლებითაც ვერ დავწერთ. რედ.).

"... შოკში ვარ, რა გვიქნა ამ ბიჭმა, გვიღალატა! მე დღედაღამე წელებზე ფეხს ვიდგამ, ვმუშაობ და ეს რა გააკეთა კაცმა, მე პირადად, მაქსიმალურად შევეცდები, სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯოს და არანაირი საპროცესო გარიგება არ შედგეს", _ დაუკონკრეტებია ნიკოლაიშვილს.

მას, ასევე, ყველა იქ მყოფისთვის კატეგორიულად აუკრძალავს ჟურნალისტებთან კომენტარების გაკეთება და ამის შემდეგ, გამგებლის მოადგილეები წამოუყენებია ფეხზე: _ რა ინტერვიუებს იძლევით? კაცი ხუთი წუთის დაჭერილი არ იყო და თქვენ ტელევიზიებს კომენტარები უკეთეთ!

გარდა ამისა, როგორც წყარო ამბობს, "აქცენტი გამგებლის კანდიდატურების შერჩევაზეც გაკეთდა: მინისტრს პარლამენტარ გოჩა შანიძისთვის უთქვამს: _ "ჩამოდი აქ და დაჯექი გამგებლადო". თუმცა, ვიღაცას, დარბაზში მჯდომს, დაბალი ხმით შეუბედავს, არ შეიძლება, ბატონო მინისტროო.

_ "მაშინ შენ, საკრებულოს თავმჯდომარევ, შეითავსე გამგებლის მოვალეობაო", _ ისევ ჩაულაპარაკიათ, კანონის თანახმად, ესეც არ შეიძლებაო.

მერე კი იქვე, მის გვერდით მჯდომ, გურიის გუბერნატორისთვის უთქვამს: _ შენი მოადგილე, შაფაქიძე ჩამოიყვანე და დასვიო. ისიც დაუყოლებია, _ როცა მოგეცი იმის უფლება, რომ შენი მეგობარი ტაკიძე გამგებლად დაგენიშნა, ხომ ხედავ, რაც გვიქნა და დაგვმართაო.

"ვალერ, ახლა ყველაზე ცუდ დღეში შენ ხარ, მაგრამ მე მაინც არ მჯერა, რომ შენ რამეში იქნები გარეული. პრეზიდენტთან თავი მომჭერით და არც გეღირსებათ მისი აქ ჩამოსვლა. მე როცა თათბირი ჩაგიტარეთ, ხომ გითხარით, რომ მქონდა ინფორმაცია, რაც მზადდებოდა, მაგრამ თქვენ არც ჩემი დარიგება გაითვალისწინეთ. ახლა კიდევ ხუთ ორგანიზაციაში შევლენ", _ საუბრობდა საკმაოდ მკაცრი და ხმამაღალი ტონით ნიკოლაიშვილი, რომელიც, თურმე, შემცბარი ჩანდა", _ ამბობს წყარო.

ბოლოს კი, წყაროს თქმით, "მინისტრმა ყველას თავგადადებული მუშაობისკენ მოუწოდა და ბრძანა: _ არავითარი შვებულება, ყველანი სამსახურში! თან დაუყოლებია _ მე მაინც არ მივატოვებ გურიას და თქვენ გვერდით ვიქნებიო. ასე დატოვა ნიკოლაიშვილმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი და მესამე სართულზე, გუბერნატორის სამუშაო ოთახში გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთი თათბირი გამართა, თუმცა ამჯერად ვიწრო წრეში" (მანამდე, გრიგოლეთში, მინისტრის თაოსნობით კიდევ ერთი შეხვედრა შედგა გურიის გუბერნატორებთან, მის მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და გამგებლებთან).

ჩვენი წყარო გვიყვება, რომ "ზემოთ" ძალიან დიდი დაპირისპირებაა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ და სწორედ დაპირისპირების "მსხვერპლი" გახდა გიორგი ტაკიძე. ახლა წყარო ვარაუდობს, რომ ჯერი ნიკოლაიშვილის ახლო მეგობარზე, მისი წყალობით და მფარველობით არაერთხელ გადარჩენილ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელზე მიდგება: _ მისთვის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს პასუხიც კი მოუთხოვია იმის გამო, რომ რამდენიმე თვის ხელფასი აღებული არ ჰქონდა და პირად ანგარიშზე ედო, _ ამბობს ჩვენი წყარო. მისი თქმით, საუბარია 23 000 ლარზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არ ისურვა ესაუბრა ან კომენტარი გაეკეთებინა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართული "მუშა თათბირის" თაობაზე.

"რესპუბლიკური პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარინე სუნგულია აღშფოთებულია რამაზ ნიკოლაიშვილის მიერ მედიით გავრცელებული კომენტარით, რომელშიც მინისტრი ტაკიძის მკაცრად დასჯას მოითხოვს:

_ რა აკავშირებს გურიასთან და რა სტატუსით არის დანიშნული გურიის მეურვედ რამაზ ნიკოლაიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი?! როგორც ვიცი, მეურვეს უნიშნავენ ან გონებასუსტ ადამიანებს ან არასრულწლოვნებს. მაინტერესებს, ამ შემთხვევაში, გურია არასრულწლოვნად განიხილება თუ გონებასუსტად? გარდა ამისა, მე როგორც ვიცი, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ჩატარებამდე და დანაშაულის დამტკიცებამდე, არც ერთ მოკვდავს არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს ეჭვმიტანილის სასჯელზე გააკეთოს კომენტარი. ბატონი რამაზი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს გიორგი ტაკიძის დასასჯელად. ვინ არის _ მოსამართლე, პროკურორი თუ ბელადი? იგი ყოველგვარი თავშეკავების გარეშე აკეთებს განცხადებებს. ბატონი ვალერი ჩიტაიშვილი, მაგალითად, გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ვერ დავიჯერებ, რომ ბატონმა რამაზმა არ იცოდეს, როგორ ირჩევენ გამგებელს. გამგებლის არჩევა მიმდინარეობს გარკვეული წესითა და კანონით. ის კი პირდაპირ აცხადებს, "მე ჩამოვალ გურიაში და მე და ვალერი შესაფერის გამგებელს შევარჩევთო". ეს განცხადება აბორიგენული ტომის ბელადის განცხადებას ჰგავს. აქ ყველანაირი კანონი უგულებელყოფილია. მსგავსი ქმედება შეურაცხყოფაა, _ გამოთქვამს თავის მოსაზრებას "გურია ნიუსთან" საუბარში მარინე სუნგულია.

"სახალხო კრების" ოზურგეთის რაიონული კომიტეტის ხელმძღვანელი, თამარ ნადირიძე მიიჩნევს, რომ "რამაზ ნიკოლაიშვილი მიუხედავად დაწინაურებისა, გურიას მაინც ვერ შეელია; ამას მოწმობს მისი ხშირი ვოიაჟი და მის მიერ გატარებული საკადრო პოლიტიკა. მისმა საახლობლო კლანმა ისე ღრმად გაიდგა ფესვები, რომ გარე ნათესავების დასაქმებაც კი დაიწყეს. დღეს გურიაში მისი "ერთგულია" ერიც და ბერიც; არავის ავიწყდება საპარლამენტო არჩევნების დროს მის მიერ ჩამოტანილი 10 მილიონი, რომელიც შემდგომ ცხვირში ძმრად ამოადინა გურულებს და კაპიკ-კაპიკ უკან წაიღო. ვთვლით, რომ გამგებლის დაკავებაც მის სინდისზეა, "განტევების ვაცად" გამოჰყავს. თან ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმკაცრესად დაისაჯოსო, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული", _ ამბობს ნადირიძე.




 ახალი ამბები
  • " შესვლა აკრძალულია"- ზღვაზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებადღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები”,_ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის ... ...
  • ფერმერები, რომლებიც სახელმწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ, ნაკვეთების გამოსყიდვას შეძლებენფერმერები, რომლებსაც სახელმწიფო მიწების იჯარის წესით დამუშავების უფლება აუქციონის წესით ჰქონდათ მოპოვებული, ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით გამოსყიდვას შეძლებენ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც პირნათლად, წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით, იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და რომლებზეც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავდათ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით აფიქსირებდნენ“, - განმარტა პრემიერმა. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მოქალაქეებს ბიზნესის გაფართოების და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას ... ...
  • შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა(R)ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობილური მაღაზია გურიაში“ . https://mobmarket.ge/ ინოვაციური და უნიკალური პროექტია, რომელიც შექმნილია მხოლოდ გურიის რეგიონისთვის და მიზნად ისახავს მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურებას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირებას.„ მიმდინარე წლის მარტის თვეში, როცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ამოქმედდა, ჩვენ მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, რომ მიკროავტობუსები, რომლებიც იქამდე აგრარულ ბაზრებს სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებდა, „მოძრავ მაღაზიებად“ გვექცია. პროექტმა, გაამართლა და წარმატებული გახდა. დღეს ბოსტნეულით, ბურღულეულით თუ პირველადი მოხმარების პროდუქტით დატვირთული 20-მდე მიკროავტობუსი, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ემსახურება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. სწორედ გურიის ამ ინიციატივას პასუხობს პროექტი „მობილური მაღაზია გურიაში“, - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ. https://mobmarket.ge/ - ზე დარეგისტრირების შემთხვევაში: მომხმარებელი შეუკვეთავს და „მობილური მაღაზიის“ მეშვეობით მიიღებს მისთვის სასურველ პროდუქტს, ფერმერი/მეწარმე „მობილური მაღაზიის“ ბაზაში დაასაწყობებს სარეალიზაციო პროდუქციას, ხოლო მუნიციპალური მთავრობა კოორდინაციას გაუწევს „მობილური მაღაზიის“ პროექტს. პროექტს „ონლაინპლატფორმა - მობილური მაღაზია გურიაში“ სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SlovakAid) დაფინანსებით, მართავს ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკი“ ა(ა)იპ „რეგიონი და საზოგადოებასთან“ პარტნიორობით. პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.პრეზენტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ჩოხატაურის მერის მოადგილე მინდია ჟღერია და ფერმერები ... ...
  • შემოსავალდაკარგულთათვის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდასოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა ... ...
  • „იმოგზაურე საქართველოში“ _ შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ახალი პროგრამა იწყებაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“ დააანონსა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. „შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ", _ აღნიშნა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...