ბიძინა ივანიშვილი: "ჩემი და სააკაშვილის გზების გაყრა სწორედ იმ დღიდან დაიწყო..."


მთავარი თემა

ბიძინა ივანიშვილი: "ჩემი და სააკაშვილის გზების გაყრა სწორედ იმ დღიდან დაიწყო..."

18 თებ. 2014, 19:28:06

პირადად მე არ წამიკითხავს. მხოლოდ იუსტიციის მინისტრის მოხსენება წავიკითხე. ამ საქმეს პროკურატურა იძიებს. შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკი ხელს აწერს სუპერ კონფიდენციალურ დოკუმენტს, რომლის გახსნის უფლება ქვეყნის არსებობის ისტორიის მანძილზე არავის არ აქვს. ამ დოკუმენტს მეორე მხრიდან ოჯახის ყველა წევრი აწერს ხელს და იქ აშკარად ჩანს, როგორ ათმობინებენ ოჯახს ტელევიზიას და სანაცვლოს უბრუნებენ სახელმწიფო ქონების დიდი ნაწილს. ოჯახის სახელით გამოგზავნილი", _ განაცხადა თავისი პრემიერ მინისტრობის დროს ბიძინა ივანიშვილმა ექსკლუზიურად  "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც გააჟღერა ქართული საზოგადოებისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი ინფორმაცია, საუბარია წინა ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის გაფორმებულ გარიგებაზე, რომელსაც წლების განმავლობაში საიდუმლო გრიფი ედო. მას შემდეგ, რაც  ამ მემორანდუმს გრიფი მოეხსნა, გაირკვა, რომ გარიგებას  კრიმინალური ხასიათის ნიშნებიც ჰქონდა... ამ გარიგების გამო დაზარალდა არაერთი კერძო კომპანია და ცალკეული ბიზნესმენები, ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორები, მაგალითად ვანო ჩხარტიშვილი. მათ წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

ამის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ინა გუდავაძის ადვოკატებთან ერთად ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პატარკაციშვილის მეუღლე და მისი ოჯახის წევრები იყვნენ მსხვერპლნი. თუმცა, პატარკაციშვილების ოჯახს ამ ხნის განმავლობაში არასდროს გამოუთქვამს პროტესტი, არც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

არის თუ არა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მსხვერპლი? _ სწორედ ამ კითხვით მივმართეთ ბიძინა ივანიშვილს.

  _ ბატონო ბიძინა, თქვენ როგორ ფიქრობთ, პატარკაციშვილების ოჯახი მსხვერპლი იყო? საუბარია ადამიანებზე, რომლების ამ გარიგების ერთ-ერთი ხელმომწერები არიან. ამ ყველაფერს მაშინ შეეწირა დამოუკიდებელი ტელეკომპანია "იმედი", რომელიც 2007 წელს იმდროინდელი ხელისუფლების მითითებით სპეცრაზმმა  შტურმით აიღო...

_ ძალიან საინტერესოდ მიმოიხილეთ... პატარკაციშვილების ოჯახს არჩევანი არ დაუტოვეს, ალბათ კიდევ უფრო უარესს სთავაზობდნენ და იყო მუქარაც. ტელევიზიის წართმევა რეალურად მოხდა, მაგას თვითონ კარგად განმარტავენ, მაგრამ ნამდვილად იძულებით დაათმობინეს ტელევიზია.

როდესაც მე პირველ არხზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამისვეს კითხვა, იქ ყველაზე მეტად  ნაციონალური მოძრაობის წევრები აქტიურობდნენ, მათ შორის პარლამენტარები. ეს ის ხალხი იყო, ვინც 2007 წელს, ტელეკომპანია "იმედის" ირგვლივ განვითარებულ  პროცესებში მონაწილეობდა და ხედავდნენ, ბოკერიას სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ აახია, უკაცრავად ვარ საზოგადოებასთან ამ სიტყვის გამო, ხელისუფლებამ კერძო მესაკუთრეს ტელევიზია. დღეს გამოდიან და ისევ მორალს გვიკითხავენ ტელევიზიასთან დაკავშირებით. ამიტომაც გვჭირდება ჩვენ იუმორი, მხოლოდ იუმორი გვიშველის. ყველას ხომ ვერ დასჯი და საუბრის გამო ხომ ვერ დასჯი ხალხს?

ეს ხალხი გვიკიჟინებს დღეს, თითქოს პირველ არხზე უსუფაშვილმა საოცრებები ჩაიდინა, არადა ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება. პირველი არხი მათგან კონტროლდებოდა თავიდან ბოლომდე. ყველა საკუთარი სამრეკლოდან იყურება, მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ხელისუფლებამ პირველი არხი არ უნდა აკონტროლოს.

არავინ არ უნდა აკონტროლოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს არის ჩემი, როგორც საზოგადოების წევრის დიდი ინტერესი.  პირველი არხი უნდა იყოს საზოგადოების სამსახურში და არა რომელიმე ხელისუფლების. ეს პროცესები დავიწყეთ ჩვენ და გაგრძელდება ასევე.

რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედს", კარგად შემახსენეთ თქვენ ეს მაგალითი და ნაციონალებმა კარგად გაიხსენონ, რაზე საუბრობენ. იქნებ ცოტა რამეს მოუხმონ, რაც დარჩათ და ცოტა კორექტურები იყვნენ თავიანთ გამონათქვამებში.

ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოში მიმდინარე მოვლენებიც გაიხსენა:

"თქვენ წარმოიდგინეთ, ევროსაბჭოს განცხადებაში ეწერა კონკრეტულად, რომ ივანიშვილის მთავრობა მოვიდა, დამოუკიდებელი ტელეკომპანია "იმედი" დააწიოკა და თავისუფალ მედიას შეეხოო.  ეს იყო ნაციონალების გავრცელებული ინფორმაცია. ნახეთ, როგორ ავრცელებენ ინფორმაციას და როგორ აქვთ ეს მექანიზმი დალაგებული, როგორ ლობირებენ. ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, რომ რაც თვითონ გააკეთეს, ის ერთი-ერთზე გადმოგვაბრალეს ჩვენ, თითქოს დამოუკიდებელ მედიას ვავიწროვებდით და მხედველობაში ჰქონდათ" იმედი".

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეს პროცესი იყო ძალიან ღრმად წასული და დიდი თანხა იხარჯებოდა

" ეს ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული და გრძელდება დღესაც. ნუ გგონიათ, ვიღაცები რომ მიყუჩდნენ, აღარ ჩანან და თავს იკატუნებენ, მართლა ასეა. იგივეს აგრძელებენ, რასაც აქამდე."

ივანიშვილის განცხადებით, მისი და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირება სწორედ ტელეკომპანია "იმედში" 2007 წელს განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

 "იმედში" რაც მოხდა,  კატასტროფა იყო. ეს იყო დასაწყისი ჩემი და სააკაშვილის გზების გაყოფის. როდესაც იმედში შედიოდნენ, მე ვკიოდი და ვრეკავდი ყოველ ორ წუთში და სხვათაშორის სულ პასუხობდა სააკაშვილი ჩემს ნომერს. უკაცრავად და ლამის შარვლიდან ამოვვარდი, როგორმე შეაჩერეთ, რა უნდა მანდ პოლიციასთქო. სააკაშვილმა მითხრა, დაწყნარდი, ხვალ ჩამოვალ და აგიხსნი, რომ სახელმწიფო გადატრიალდება მზადდებაო და ასე შემდეგ. მეორე დღეს ვერაფერიც ვერ ამიხსნა, რა უნდა აეხსნა? შევიდნენ ტელევიზიაში და დაისაკუთრეს დამოუკიდებელი ტელევიზია...  აი ასეთი იყო მათი ხელწერა. დღეს ეს ხალხი ამბობს, უსუფაშვილს პირველი არხის ჯიბეში ჩადება უნდაო, ბოდიში მოიხადონ..." _ განაცხადა ივანიშვილმა.




 ახალი ამბები
  • ექსკლუზივი: სად და რატომ გადაჰყავთ გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილი"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილი კახეთში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს. როგორც წყარო გვეუვბნება, მურადაშვილის ადგილს სამცხე-ჯავახეთის  პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დაიკავებს. მურადაშვილი აღნიშნულ პოსტს 5 წლის განმავლობაში იკავებდა, რაც უახლოეს პერიოდში იშვიათია. მან ახლახან კოვიდი დაამარცხა საკმაოდ მწვავე ფორმებში. მურადაშვილს, როგორც უწყებს ერთ-ერთ გამორჩეულ თანამშრომელს, ისე ახასიათებენ. ჩვენი წყაროს თქმითვე, მურადაშვილის გადაყვანა როტაციის პრინციპს უკავშირდება. შსს-ს პრესსამსახურში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. "დავაზუსტებ და დაგიკავშირდებით", _ გვითხრეს უწყებაში. ჩვენი ინფორმაციით კი, მურადაშვილი გუშინ უკვე გამოემშვიდოვბა გურულ ... ...
  • ირაკლი ზარქუა - გუბაზი პარლამენტში 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად, ეძინანაკლებად მაინტერესებს, იქნება თუ არა პარლამენტში გუბაზ სანიკიძე, დანარჩენი ოპოზიცია გუბაზისა და გაკოტრებული სააკაშვილის მძევალი არ უნდა გახდეს, _ ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. „ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემები, პანდემია და ა.შ. დროა, სწორედ ამ თემებზე გადავერთოთ. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას და მის გარკვეულ ნაწილს, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. თუ უნდათ მუშაობა, სამუშაო აქ არის. „ენდიაის“ კვლევები ხომ ნახეს, სადაც პრიორიტეტი ყოველთვის ოპიზიციის აზრს ენიჭებოდა და იცით, ჩვენი პოზიცია ამ კვლევებთან დაკავშირებით. მათ ამომრჩეველი ეუბნებათ, შედით, ილაპარაკეთ პარლამენტში და იქ გააკეთეთ საქმეო. მეტი რა უნდა ვქნათ? ოპოზიციას გონივრული ვადა მივეცით, იმ პირობებში, რა პირობებშიც შესაძლებელი იყო და წავყევით, რეფორმის ნაწილშიც, იგივე საარჩევნო თემატიკაზე. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზ სანიკიძე პარლამენტში იქნება თუ- არა. არ მაინტერესებს, რადგან ჩვენ ვნახეთ, გუბაზი 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად, ეძინა. გუბაზისნაირი ტიპები რომ არიან ოპოზიციაში ლიდერებად, დანარჩენი ოპიზიცია არ უნდა გაჰყვეს. არ უნდა გახდნენ მძევალი გუბაზისა და გაკოტრებული სააკაშვილის“, – განაცხადა ირაკლი ... ...
  • ვინ არიან ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლობის კანდიდატები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. საკადრო ცვლილებების შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.  როგორც მან აღნიშნა, ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურაა წარდგენილი.  „ვაკის რაიონში გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურას წარმოვადგენ, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, ვაკის გამგებლის მოადგილე იყო. ხუთ წელზე მეტია დავითი ვაკის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის საჭიროებებს. ის არის ეკონომისტი, ბიზნესისა და მართვის სპეციალისტი, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი.  მას არ აკლია არანაირი გამოცდილება და ყველა პროცესში პირადად იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ  გამოწვევას, რომელიც ვაკის რაიონს აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კრწანისის რაიონის გამგებლად ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე, გლდანის რაიონის გამგეობას ხელმძღვანელობდა. „ცვლილებები გვაქვს კრწანისის რაიონში. ლევან ჯაფარიძე, რომელიც აღნიშნულ რაიონს ხელმძღვანელობდა, ამჟამად, საკრებულოში საქმიანობს. კრწანისის გამგებლად მინდა წარვადგინო ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა, რომელიც აქამდე გლდანის რაიონის გამგებელი იყო. ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის. ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, კრწანისის რაიონში წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. რაც შეეხება გლდანს, აღნიშნულ რაიონს ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. „გლდანის რაიონში მინდა წარვადგინო ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა - განათლებით ეკონომისტი, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მაგისტრი. ის დღემდე გლდანის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელიც გლდანის რაიონში დღემდე განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი ახალი თანამდებობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც გლდანის რაიონში არსებობს, ღირსეულად უპასუხოს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დიდუბის რაიონის გამგეობას ირმა ზავრადაშვილის ნაცვლად, ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. „მინდა, დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი - სპეციალობით იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა შპს-ებში მუშაობის. ლევან ჯღარკავას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი ბარდება, რომლის მცხოვრებლებს ახსოვთ წინა გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის საქმიანობა. მინდა, მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ ლევან ჯღარკავა აქაც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ყველა მათგანს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, პროექტებში ჩართულობა და მათი მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინება ... ...
  • კალაძე: კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში, ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხსდედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი გადაცდომები მიუღებელია. „რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე ამ კუთხით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთან დაკავშირებით, ამიტომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. „მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და ის დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე. თუმცა ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ“, - განაცხადა  კახა ... ...
  • ბაღდათში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინესბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  მოქალაქეებს  ბაღდათში ლენტური ტიპის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში კი, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროები დალუქეს. „ტერიტორიიდან თხმელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული და ტრანსპორტირებული მორებისგან დამზადებული 1,5 კუბური მეტრი ფიცარიცაა ამოღებული. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“,_ აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....