პროკურატურის პრესსამსახური: "ეს გოგას ჰკითხეთ ხაჩიძეს"

მთავარი თემა

პროკურატურის პრესსამსახური: "ეს გოგას ჰკითხეთ ხაჩიძეს"

18 თებ. 2014, 20:14:33

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს, თეიმურაზ დოლიძეს დავუკავშირდით.

_ ბატონო თემურაზ, ცოტა ხნის წინ გოგა ხაჩიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ ცსკო-დან გამოითხოვა ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც 2010 წელს, უკრაინაში, არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ. რამდენად სწორი ინფორმაციაა?

_ ეს გოგას ჰკითხეთ ხაჩიძეს.

_ გოგა ხაჩიძე პროკურატურაში მუშაობს? თქვენ გეკითხებით, როგორც მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს...

_ ჩვენ შეიძლება, ინფორმაცია გამოვითხოვოთ ან არ გამოვითხოვოთ. ეს პროკურატურაა. აქ არ არის საქმის აღძვრაზე საუბარი, მაგრამ რაღაც დოკუმენტი შეიძლება, გამოითხოვოს პროკურატურამ ან არ გამოითხოვოს. ამაში ჯერ ეს ერთი რა არის საკითხავი, მე ვერ ვხვდები და  მეორე _ ვთქვათ, გოგა ხაჩიძემ რაღაც ინფორმაცია გაავრცელა, რაზე დაყრდნობით ავრცელებს? _ მას ჰკითხეთ.

_ მე თქვენ გეკითხებით, როგორც პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელს. გამოითხოვეთ თუ არა აღნიშნული ინფორმაცია და თუ გამოითხოვეთ, რა მიზნით?

_ კითხვა რას ნიშნავს?! რომ გამოგვეთხოვა ან არ გამოგვეთხოვა, რა მნიშვნელობა აქვს.

_ გვაინტერესებს, თუკი გამოითხოვეთ, რა მიზნით... ძიებაა დაწყებული, მოკლვევას აწარმოებთ თუ რა ხდება?

_ შეიძლება, ძალიან ბევრი ორგანიზაციიდან პროკურატურამ რაიმე დოკუმენტი გამოითხოვოს და ამ ყველაფერზე თუ გოგა ხაჩიძემ წერა სტატუსები ფეისბუქზე, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს რას ნიშნავს, მე ვერ ვხვდები. გოგა ხაჩიძეს რატომ არ ურეკავთ და მასთან რატომ არ აზუსტებთ მე ვერ ვხვდები.

_ მე თქვენთან,  როგორც პროკურატურის პრესსამსახურთან დავრეკე ინფორმაციის გადასამოწმებლად. რა მნიშნელობა აქვს, ვინ გაახმაურა. ინფორმაცია გავრცელდა და, შესაბამისად, ჩვენ დავინტერესდით, რა ხდება...

_ რამეზე რომ იყოს გამოძიება დაწყებული გეტყოდით, ოფიციალურად გაგცემდით პასუხს, მაგრამ ყველა იმ ფურცელზე,  რაზეც შეიძლება პროკურატურა დაინტერესდეს, ჯერ არ იყოს მსვლელობა დაწყებული და სერიოზულად არ ვფიქრობდეთ რაღაცაზე, უნდა მირეკოთ და მე პასუხი უნდა გაგცეთ?

_ ინფორმაციის გადასამოწმებლად პრესსამსახურთან არ უნდა დავრეკოთ?

_ თქვენ შეგიძლიათ მკითხოთ, დაიწყო თუ არა გამოძიება, დაიწყო თუ არა მოკვლევა...

_ სხვა შეკითხვა მოისმინეთ ჩემგან?

_ ფარატინა ქაღალდი შეიძლება მილიონობით გამოვითხოვოთ და ყველაზე ვერ გაგცემთ პასუხს.

_ რატომ მეჩხუბებით? სხვა შეკითხვა დავსვი? ძალიან კონკრეტულად გკითხეთ _ გავრცელდა ინფორმაცია და რამდენად სწორია, ძიებაა დაწყებული აღნიშნულზე თუ მოკვლევა?

_ არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, _ დაგვიზუსტა დოლიძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის საერთაშორისო განყოფილების უფროსმა, ეკა აზარაშვილმა, რომელიც ამავე დროს სპიკერია, ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში კი აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

გაზეთ "გურია ნიუსის" არქივში  (13 იანვარი, 2010 წელი) ამ საკითხზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა სათაურით _ "როგორ მიემგზავრებოდნენ ჩოხატაურელი ჩინოვნიკები უკრაინაში".

გთავაზობთ სტატიას ჩვენი არქივიდან.

"უკრაინაში 17 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოდან 500-მდე დამკვირვებელი (ძირითადად - სახელისუფლებო წრეებიდან) 14 იანვარს უნდა გამგზავრებულიყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართველ დამკვირვებელთა შორის იყო ორი ჩოხატაურელი - საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე, შოთა სირაძე (ამ ამბიდან მალე, სირაძეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და წლების განმავლობაში ძებნილი იყო. ავტ) და გამგებლის მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე (კორიფაძე ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ოფისს ხელმძღვანელობს. ავტ). ისინი 12-კაციანი სიიდან შეარჩიეს. როგორც მათი კოლეგები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ - ალბათ, იმიტომ, რომ კარგი აღნაგობა აქვთ. ჩოხატაურელი ჩინოვნიკებისთვის უცნობია სხვა მიზეზი, თუ რატომ გადაწყდა კორიფაძისა და სირაძის უკრაინაში გამგზავრება.

12 იანვარს ქუთაისში უკრაინაში წამსვლელ დამკვირვებლებთან შეხვედრა მოეწყო და ინსტრუქციებიც დაურიგდათ. შეხვედრის დეტალები უცნობია. თუმცა, კულუარული ინფორმაციით, მათ არჩევნებზე დაკვირვება ზედმეტი ხმაურის გარეშე დაევალათ ერთი პრინციპის გამო: „იუშჩენკო საქართველოს პრეზიდენტის მეგობარი და ნათესავია“.

დიმა კორიფაძემ იცის, რატომ მიდის, მაგრამ ვერ გვეუბნება ვინ და რატომ შეარჩია მისი კანდიდატურა:

- 14 იანვარს მივდივართ მე და შოთა სირაძე.

რატომ თქვენ და შოთა? როგორც თქვენმა კოლეგებმა გვითხრეს, ალბათ, იმიტომ, რომ ფიზიკურად კარგად გამოიყურებით...

- ფიზიკურად ჩვენ, ყველანი, ჩოხატაურელები, კარგად გამოვიყურებით.

მაშინ ის გვითხარით, რატომ დიმა და შოთა და არა ვთქვათ, გია ან ზურაბი?

- ეგ არ ვიცი. მე არ ამირჩევია.
 
ვინ შეარჩია?

-  არ ვიცი.

კი, მაგრამ, თქვენი ინიციატივით ხომ არ მიდიხართ? ვინ გითხრათ, რომ უკრაინაში დამკვირვებლად უნდა გაემგზავროთ?

-  ვინ მითხრა და (რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ (ნ.გ.)), ბატონმა გამგებელმა, მამუკა დოლიძემ.

დოლიძემ გადაწყვიტა, რომ თქვენ უნდაწასულიყავით?

- მან არა. სიები იყო და იქიდან აირჩა.

რა პრინციპით და ვინ აარჩია?

-  არ ვიცი.

ვისი ფულით მიდიხართ?

- მივდივართ, როგორც საქართველოს მთავრობის საერთაშორისო დამკვირვებლები . სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ამის თანხა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ გაიცემა?

- მხოლოდ სადღეღამისო მივლინება გაიცემა.

ძალიან საინტერესოა, რამდენად კარგად დააკვირდებით არჩევნებს. გურიაში რომ იყოს, კიდევ ჰო... რაღაც ხერხები მშვენივრად იცით. უკრაინაში რა უნდა გააკეთოთ?

-  დამკვირვებლები დემოკრატიულად აკვირდებიან არჩევნებს. რაღაც პროცესები არ დაირღვეს და ა.შ.

დიმა კორიფაძე ამბობს, რომ უკრაინაშიც დემოკრატიას დაუჭერს მხარს?

-  რა თქმა უნდა. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, დაიცვას კანონი და კონსტიტუცია.

თქვენიაზრით, ვინ გაიმარჯვებს? ცნობილი ფაქტია, რომ საქართველო იუშენკოს უჭერს მხარს...

- არ ვიცი. საქართველოში რომ იყოს არჩევნები, გეტყვით. უკრაინაზე კი, არაფრის თქმა არ შემიძლია. 

ჩოხატაურის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ზურაბ ჩანტლაძის განმარტებით, სირაძეს და კორიფაძეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დღეში 35 დოლარი (პენსიონერის ერთი თვის პენსია) მხოლოდ კვებისთვის მიეცემოდათ. სასტუმროსა და მგზავრობის ხარჯებს კი ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებდა.

14 იანვარს უკრაინაში გასამგზავრებლად გაზადებულ ჩინოვნიკებს, რომლებსაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ანკეტების შევსებაც კი გაუჭირდათ, ბარგის ამოლაგება მოუწიათ. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მათ მიღებაზე უარი განაცხადა.

ექსპერტთა განმარტებით, 2000 ჩინოვნიკის დამკვირვებლად გამგზავრების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ მათი კვებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა.

 




 ახალი ამბები
  • კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები"დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა. მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა. „სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ 4 მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია. განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების - პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით. ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ამ სამი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად, შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების" კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით. დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ", რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერმინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა „ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი ... ...
  • პრემიერმა მასტერკლასი ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს- კობახიძე"ეს არ იყო ანგარიში, ეს იყო მასტერკლასი, რომელიც პრემიერმა  ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს",_ აღნიშნული განცხადება გააკეთა  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშის შეფასებისას. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამინისტროების ეფექტურ მუშაობას კრონავირუსის წინააღმდეგ ... ...
  • ტრანსპორტის გახსნის გადაწყვეტილება გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მიიღო- ბაქრაძე„გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, პრემიერ მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც 29 მაისიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. მისი განცხადებით, ეს გიორგი გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა რიგითი ადამიანების გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა და მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება. „დღევანდელი დღის მთავარ შედეგად ალბათ უნდა ჩაითვალოს ის განცხადება, რომელიც პრემიერმა პარლამენტში მოსვლამდე გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შესახებ. ამ თემაზე უკვე დიდი ხანია არსებობს საზოგადოებივი ზეწოლა და მოთხოვნა, რომ ტრანსპორტის გახსნის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეს არის რიგითი ადამიანებისთვის გადაადგილების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება. როგორც ჩანს პრემიერმა გადაწყვიტა, რომ სწორედ პარლამენტში მოსვლის წინ გაეხმოვანებინა ეს გადაწყვეტილება. ეს გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა და იმისთვის, რომ კიდევ ერთი თავმოსაწონებელი განცხადება ჰქონოდა პარლამენტში, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ნიშანია, არა იმიტომ, რომ თავს იწონებს, თუ ეს შეძლო პარლამენტში მოსვლამდე ერთი საათით ადრე გაეკეთებინა, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არა ექსპერტული, რომელიც ჯანდაცვის კუთხიდან იქნებოდა აუცილებელი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. წყარო: ... ...
  • ზაზა გაბუნია ოპოზიციას- თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა რამდენიმე დიდი მწერლის ციტატა მოიყვანა თავის პოზიციის განმტკიცებისთვის, მაგრამ არაფერი ისე არ უხდება ოპოზიციის  დიდი ნაწილის დღევანდელ გამოსვლებს, როგორც თომას მანის სიტყვები „დოქტორ ფაუსტუსიდან", რომ „არსებობს ხალხი, ვისაც ხმა არ ამოეღება  თავისუფლებაზე  და ჰუმანურობაზე. ჰიგიენური თვალსაზრისით მათ თავის უნდა დაანებონ ამაზე ქაქანს". ეს არის მისი ციტატა და დიახ, თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს. ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდით, რომ არ გახსოვთ რა ჩაიდინეთ 2016 წლის 26 მაისს. უნდა შეეშვათ, რადგან ეს თქვენი პოლიტიკური ილეთები უკვე ყავლგასულია და არაფერზე აღარ მეტყველებს და აღარ საუბრობს",_ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე, პრემიერ- მინისტრის მიერ ანგარიშის  წარდგენის შემდეგ, ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციისგან ისმის პოპულისტური გამოსვლები და უსაგნო კრიტიკა. „რა ისმის ასეთ დროს თქვენგან? პოლიტიკური ენიგმა, დიადი და უპრეცედენტო შეთავაზებების სახით, რა თქმა უნდა, პოპულისტული, რომ ბევრი ფული უნდა იქნას გაცემული დახმარების სახით, მაგრამ არ ვიცით საიდან. ეს არის თქვენი პათოსი. რა ლოგიკაზეა საუბარი, როდესაც მთელი კვირაა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე მარჩიელობდით. მე არ ვიცი, არ მესმის ამ ხალხს, ოპოზიციის ამ ნაწილს რა ადეკვატურობაზე უნდა ველაპარაკოთ. ესაა სრულიად უსაგნო კრიტიკა და ეს ხდება სურათის გაბუნდოვანებისთვის და სოლიდური დისკუსიის შესაძლებლობის მოსპობისთვის, თორემ მაშინ ამგვარად არ უნდა წარემართა ოპოზიციას აქ დისკუსია და ასე არ უნდა ელაპარაკა, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითზე, როგორიც არის ეკონომიკა. რადგან ისეთი ქვეყნებისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას განაპირობებს ისეთივე ეკონომიკური საქმიანობა, როგორიც ეს საქართველოს შემთხვევაშია, რა თქმა უნდა, კოვიდ-19-მა მოახდინა თავისი გავლენა და არ თუ ჩვენი ეკონომიკის მსგავს ქვეყნებზე, შტატებშიც კი უმუშევრობამ 1930 წლის შემდეგ მიაღწია ყველაზე მაღალ 14 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პანდემიას იქ ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ქონდა „დიდი დეპრესიის" დროს. და რას აკრიტიკებს ოპოზიცია არ მესმის ჩვენი გადაწყვეტილებების შემთხვევაში. იმდენად უსაგნო იყო კრიტიკა, რომ ვერ გავიგე რა იყო ის, რასაც გვთავაზობენ",_ განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, სოციალური პოლიტიკის და ანტიკრიზისული პოლიტიკის არსებული მასშტაბი, მისასალმებელია და ამასთან ერთად, უნდა მოხდეს მისი ზრდა, რაზეც მთავრობას ექნება სამუშაო. ზაზა გაბუნიას შეფასებით, მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაო არის ეფექტური, სწრაფი, დროული და შესაძლებლობების მაქსიმუმი. „პროაქტიური და ეფექტური, პროგნოზირებადი, სწრაფი და დროული, შესაძლებლობების მაქსიმუმი. ეს ის სიტყვებია, რომელიც არის ასოციაციური შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით და ვისაც სურს ეს სამუშაო დაინახოს, ის დაინახავს კიდეც, რადგან შესრულებული სამუშაო არის ჩვენს წინაშე",_ განაცხადა ზაზა ... ...
  • შსს-მ ბათუმში მომხდარი ხულიგნობის ფაქტის ამსახველი კადრები გაასაჯაროვამაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას. პოლიციის მიერ, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?