რა მიაჩნია ხელისუფლების ნაკლად კახა ასკურავას

მთავარი თემა

რა მიაჩნია ხელისუფლების ნაკლად კახა ასკურავას

24 აგვ. 2011, 13:12:40
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკა რურუას განცხადებით, რეჟისორი სამსახურიდან ქსენოფობიური განცხადებების გამო გაათავისუფლეს. ამ ფაქტს უამრავი შეფასება მოჰყვა. განსაკუთრებული ინტერესით ეს თემა სოციალურ ქსელებში განიხილებოდა _ უმრავლესობა რურუას გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებდა და ამ ფაქტის უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავდა, რადგან, ბოლო პერიოდში, სტურუა ხმამაღლა ამბობდა, რომ საქართველოს არ ჰყავს კარგი ხელისუფლება. იყვნენ ისეთები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მინისტრი სწორად მოიქცა. თუმცა, ეს უკანასკნელები უმცირესობაში იყვნენ. სწორედ მათ რიგებში აღმოჩნდა გურიის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ერთ დროს ოპოზიციონერი, ახლა კი, ოზურგეთის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი კახა ასკურავა _ მან რურუას მადლობაც კი გადაუხადა: "აბსოლუტურად ლოგიკური მიზეზია. მადლობა რურუას, რათა პირდაპირ და ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე განმარტა მიზეზი!" _ აღნიშნა ასკურავამ ფეისბუქზე.

იმისთვის, რომ მკითხველი უკეთ გაერკვეს, თუ რატომ გადავწყვიტეთ ასკურავასთან ინტერვიუს ჩაწერა ამ საკითხზე, ჩვენი საფეისბუქო დიალოგიდან რამდენიმე ფრაგმენტს შემოგთავაზებთ:

_ ის რომ დიდი რეჟისორია, ამის არავინ უარყოფს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება გაქვს და როცა გაგეხარდება და როგორც გაგეხარდება, ისე ისაუბრო. მითუმეტეს, ეთნიკურ უმცირესობებზე. ნებისმიერი მსგავსი გამონახტომები, როცა ქვეყნის უმთავრესი კულტურული კათედრალის მთავარი იდეოლოგი ხარ (და სპექტაკლი სხვა არაფერია), დანაშაულია. თან, საკმაოდ მძიმე და ხელისუფალს თუ ფეხებზე არ ჰკიდია მისი ეთნიკური უმცირესობების ბედი, აუცილებლად ექნებოდა რეაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ხარ სახელმწიფო და ხარ წარმონაქმნი.

_ ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ "ქსენოფობიად" რობერტ სტურუას კონკრეტული გამონათქვამი _ "მიშა სომეხია" მიიჩნია...

_ თუნდაც ეგ ავიღოთ. ბარაკ ობამა აფროამერიკელია. მერე რა?! ვერაა ზესახელმწიფოს მმართველი?! მოკლედ, თუ გვინდა ვიცხოვროთ სამართლებრივ ქვეყანაში, ვიღაცამ რაღაცაზე პასუხი უნდა აგოს. თუ არა და, რა ჯანდაბად გინდა თეატრი, თუ იქ იმიტომ დადიხარ, რომ მერე რუსთაველის გამზირზე იტრაბახო _ მე რობიკოს სპექტაკლზე ვიყავი და ამ დროს შინაგანად პაპუასი ხარ!!! ასე არაფერი გვეშველება. რამდენჯერ უნდა ჩაიაროს ჩვენმა მატარებელმა, რომელზეც ბილეთი გვაქვს აღებული და შემოხტომითაც ვერ შემოვახტით?!

_ თუ ასეთი დემოკრატიული ხართ, გულწრფელი პასუხი გამეცით: მიხეილ სააკაშვილის ფრაზა _ "ჩვენ, რა, ზანგები ვართ?!" არ იყო ქსენოფობიური გამონათქვამი? თუ "ქსენოფობიად" მისი საწინააღმდეგო განცხადებები აღიქმება მხოლოდ?

_ არ უნდა ეთქვა, მაგრამ ეს მაშინ პრეზიდენტს, უბრალოდ, სიტყვის მასალად წამოსცდა და ზუსტად ვარ დარწმუნებული, ყველაზე მეტად მას არ ესიამოვნებოდა.

სწორედ ამ საუბარმა გადამაწყვეტინა ასკურავასთან ინტერვიუ ჩამეწერა და ამ და სხვა თემებზეც უფრო კონკრეტულად გვესაუბრა, მით უმეტეს, რომ ძალიან მალე, ოზურგეთის საავადმყოფოს (და არა მარტო ოზურგეთის) თანამშრომლების უმრავლესობა უმუშევარი დარჩება.

ინტერვიუ ისევ რობერტ სტურუას გათავისუფლების თემით დავიწყეთ.

_ თუკი ფიქრობთ, რომ სტურუას გათავისუფლება ლოგიკური იყო, რატომ არ იქნება ლოგიკური, რომ თავისი გამონათქვამის გამო, პასუხი პრეზიდენტმაც აგოს და გადადგეს?

_ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის იმ გამოთქმასა და სტურუას ქსენოფობიურ განცხადებას შორის დიდი სხვაობაა. პრეზიდენტმა აღნიშნული გამოთქმა არგუმენტაციისთვის იხმარა და არა იმ კონტექსტში, რასაც ძალიან ბევრჯერ იმეორებდა სტურუა. სტურუამ ქსენოფობიური და კონკრეტულად, სომხური ეთნოსის დამცინავი შეფასებები ბევრჯერ გააკეთა.

_ საზოგადოების ნაწილის აზრით, სტურუამ მხოლოდ საკუთარი აზრი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მას არ სურდა სხვა ეროვნების ადამიანი პრეზიდენტად, რადგან სომეხს ქართველივით არ ეყვარებოდა საქართველო. ფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყანას სხვა ეროვნების ადამიანი უფრო შეიყვარებს?

_ პრეზიდენტი ხალხის მიერ ირჩევა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, თუ რომელი ეროვნების პრეზიდენტი ეყოლება. საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს სხვა ეროვნების პრეზიდენტი ჰყავდეს _ ეს მისი ლეგიტიმური უფლებაა.

_ არჩევნები ყოველთვის სამართლიანად ტარდება?

_ ამ ხელისუფლების პერიოდში ჩატარებულ არჩევნებში უშუალოდ მიმიღია მონაწილეობა და გულწრფელად გეტყვით _ მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, საბოლოო შედეგი არ დამდგარა ისეთი, რომელიც არ ასახავდა ამომრჩევლის ნებას საბოლოო ჯამში. მაგალითისთვის, გურიაში საპრეზიდენტო არჩევნები წავაგეთ, თუმცა, გაყალბებაზე რომ წავსულიყავით, რამენაირად მოვახერხებდით გამარჯვებას. სხვა არჩევნები ნაციონალურმა პარტიამ პირწმინდად მოიგო.

_ მოდით, ექსპერიმენტი ჩავატაროთ _ რამდენიმე წუთით ისევ გახდით ოპოზიციონერი და დაგვისახელეთ ამ ხელისუფლების ნაკლოვანებები.

_ ზოგიერთი ახალგაზრდა კადრის ნაკლები გამოცდილება (მეც ძალიან ახალგაზრდა დავინიშნე საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე).

_ გინდათ თქვათ, რომ თქვენი დანიშვნა შეცდომა იყო?

_ არა, უბრალოდ, შედარებისთვის ვთქვი. ეგ მე არ უნდა მკითხოთ, რადგან საკუთარ თავზე საუბარი უხერხულია.

_ ნაკლის ჩამოთვლა გააგრძელეთ...

_ რაღაცეების უკეთესად გაკეთება იყო შესაძლებელი. თუმცა, პრეზიდენტი მუდმივად ამბობს, რომ შეცდომა მხოლოდ იმას მოსდის, ვინც საქმეს აკეთებს და მას დავესესხები. მან ყველაზე კარგად იცის, რა იგულისხმება ამაში.

_ სულ ეს არის?

_ ალბათ.

_ როგორც ვიცით, მალე უსამსახუროდ დარჩებით _ "ავერსის" კლინიკის დირექტორად აჭარის ყოფილ ჯანდაცვის მინისტრი ინიშნება. როგორ ფიქრობთ, გურიაში პროფესიონალი კადრები არ არიან? ახლა არ გვითხრათ, ეს კერძო კლინიკააო... ფაქტები მოწმობს, რომ ყველგან _ კერძო სტრუქტურებშიც და სახელმწიფოშიც მმართველი გუნდი წყვეტს ყველაფერს.

_ რა ვუყოთ მერე? ხან ისეა, ხან _ ასე. თუმცა, ექსკლუზიურად გეტყვით, რომ არც ჩვენ ვართ გულზე ხელდაკრეფილები. შოტლანდიიდან ექსპერტი გვყავს მოწვეული და იქნებ, რამე სტრატეგია დავდოთ, რაც სამომავლოდ პერსპექტიული იქნება. ამ ეტაპზე სხვა რამის თქმა გამიჭირდება.

_ ფიქრობთ, რომ საავადმყოფოს შენარჩუნებას შეძლებთ?

_ ხომ გითხარით, ამ ეტაპზე სხვას ვერ გეტყვით ვერაფერს. ვნახოთ, რა იქნება.

_ კითხვაზე მაინც არ გვიპასუხეთ... ხელმძღვანელის აჭარიდან ჩამოყვანა გამართლებულად მიგაჩნიათ იმ ფონზე, როცა ოზურგეთში ამ დარგში ბევრი კარგი მენეჯერია?

_ არ თქვაო, კი მითხარით, მაგრამ ეს საკითხი კერძო კომპანიის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. რაც შეეხება აჭარიდან სპეციალისტის ჩამოყვანას, მე ლანჩხუთელი ვარ და ოზურგეთში ვმუშაობ უკვე 4 წელია.

_ იმ ადამიანების ბედს ვინ გადაწყვეტს, რომლებიც უმუშევრები დარჩებიან?

_ ეს არის ურთულესი სფერო, გარედან მაყურებლისთვის ძალიან რთულად გასაგები და მისახვედრი. მე რომ ამ პრობლემატიკაზე ვისაუბრო, ძალიან დიდ დროს წაგართმევთ. ვფიქრობ, რომ ჩვენთან, ამ სფეროში, მიუხედავად უამრავი კარგი საქმისა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა ჯანდაცვის სისტემა თანამედროვე სტანდარტებს მიუახლოვდეს. ექიმები, დღესდღეობით, არ არიან იმ პირობებში, რომელსაც ისინი იმსახურებენ, თუმცა, იგივე ის ექიმები არ ზრუნავენ იმაზე, რომ 21-ე საუკუნის გამოცდილებას უპასუხონ. თანამედროვე სტაციონარს ჭირდება სხვა მომზადების პერსონალი, რაც ჩვენთან, ზოგადად, პრობლემაა. ამის სურვილი უნდა გაუჩნდეს ექიმს და განახორციელოს ან დაავალოს კერძო კომპანიებს სახელმწიფომ. მივდივართ ნელ-ნელა აქეთკენ, რაც არ იქნება იოლი გზა.

_ გამოდის რომ პროფესიონალი ექიმები არ გვყავს...

_ გვყავს, მაგრამ ერთეულები.

_ და თუ ეს ასეა, რატომ აქამდე არ გაათავისუფლეთ არაპროფესიონალები? მათ ხომ ადამიანების სიცოცხლე აბარიათ?

_ არის დარგები, მაგალითად გურიაში, რომლის სპეციალისტები საერთოდ არ მოიპოვება და ეს დარგები ჩვენთვის არ არსებობს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გაუჭირდება იგივე "ავერსს", ააწყოს სერიოზული დონის კლინიკა. ეს რეალობაა და არა განცხადება.

_ გამოდის გურულების საშველი არ არის...

_ საშველი როგორ არაა?! ღმერთმა ნუ ქნას. თუმცა, სწორი და ფრთხილი გათვლა უნდა ყველაფერს.

_ დავით ჩანტლაძის ადგილზე თავს კომფორტულად გრძნობთ?

_ ეს არც დავით ჩანტლაძის ადგილია, არც კახა ასკურავას და საერთოდ, უფრო ღირსეულ ადამიანებს ეჭირათ წარსულში. ახლა, სამწუხაროდ, მხოლოდ წარსულის დიდებაა შემორჩენილი.

_ და თქვენ რაიმე შეცვალეთ?

_ შევცვალე ის, რომ არის განცდა და სურვილი ვაკეთოთ უკეთ, ვიდრე აქამდე იყო; არის წესრიგი და ურთიერთპატივისცემა; კონკრეტული რაღაცეები შეიცვალა, რაც სპეციფიკურია.

_ ბატონო კახა, ვალერი ჩიტაიშვილის ერთგული არ იყავით, თუ რატომ გადაწყვიტა, მოადგილეობიდან თქვენი საავადმყოფოში გაშვება?

_ ეს აბსოლუტურად ჩემი ნება-სურვილით მოხდა. არის ისეთი რაღაცეები, რისი გაგებაც უჭირთ და ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ არის ისეთი ნიუანსები, რომელსაც მხოლოდ ჩემი პიროვნულ გადაწყვეტილებებს ვუქვემდებარებ. ბედნიერებაა, როცა ხარ მართალი საკუთარ თავთან და ეს გრძნობა არანაირ თანამდებობაში არ გაიცვლება!

_ გუბერნატორის მოადგილედ მუშაობის დროს არ იყავით დამოუკიდებელი?

_ დამოკიდებლობაში არ ვიცი, რას გულისხმობთ. ეგ ძალიან ფარდობითი ცნებაა. როცა ხარ მოადგილე, ხარ ჩინოვნიკი, ხარ ჩარჩოში და ეგრეც უნდა იყოს.

_ რას ნიშნავს თქვენთვის თანამდებობა?

_ უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობას, სოციალურ გარანტიას და ნურავინ მოიკატუნებს თავს, რომ ეს მისთვის არაა მნიშვნელოვანი. ვინც ამას ამბობს, მწარედ იტყუება.

_ გარდა ექსპერტის ჩამოყვანისა, სამომავლო გეგმებზე არაფერს გვეტყვით?

_ ტრაფარეტულ პასუხებს არ ვცემ პატივს. მომავალი მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული. მაქვს რაღაც კონტაქტები და მინდა, ბოლომდე არ დავნებდე. არ ვიცი, რა გამოგვივა. ვმუშაობთ იმაზე, რა იქნება ხვალ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული.

_ ხელისუფლების დახმარების იმედი გაქვთ?

_ რა თქმა უნდა.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...