"ალდაგი ბისიაიმ" 4 კლინიკის შეძენის შესახებ დავით სერგეენკო საქმის კურსშიც არ ჩააყენა

მთავარი თემა

"ალდაგი ბისიაიმ" 4 კლინიკის შეძენის შესახებ დავით სერგეენკო საქმის კურსშიც არ ჩააყენა

4 მარ. 2014, 00:39:48

რატომ მიყიდა სახელმწიფომ გაკოტრების პირას მყოფ კომპანიას 4 საავადმყოფო არავინ იცის, თუმცა საუბრობენ, იმაზე რომ საქართველოს ბანკის მფლობელობაში არსებულ სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი"-ს 4 საავადმყოფო გადაცემის სანაცვლოდ "საქართველოს ბანკი" ზუგდიდში ახალ საავადმყოფოს ააშენებს. 

ამასთან დაკავშირებით  "გურია ნიუსთან" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეეკომგანაცხადა, რომ კლინიკების ყიდვა გაყიდვის შესახებ მისთვის არაფერი უკითხავთ.  "აბსოლუტურად გულწრფელად მოგახსენებთ, ამ ჰოლდინგის 4 კლინიკიანი საავადმყოფოს ყიდვა-გაყიდვის შესახებ ჩემთვის არავის არაფერი უკითხავს.   ამის შესახებ პოსტფაქტუმ თქვენი კოლეგებისგან გავიგე. რაც მე გულისტკივილით აღვნიშნე "საქართველოს ბანკი"-სა და "ალდაგი"-ს ტოპმენეჯმენტთან შეხვედრის დროს.

ცალსახად ვადასტურებ, რომ არანაირი წინასწარი მოლაპარაკება არ ყოფილა, მითუმეტეს იმაზე, რომ ამ კლინიკების სანაცვლოდ "ალდაგს" ზუგდიდში ახალი კლინიკა აეშენებინა. უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს.  ზუგდიდში კლინიკას  სახელმწიფო აშენებს და არა კერძო კომპანია. მათ შორის საქართველოს ბანკი. გუშინ   ვიყავი, ზუგდიდში უკვე კონკრეტულ დეტალებს გავდივართ.

ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა ამ სავადმყოფოების გასხვისება. ვაღიარებ, ცუდია, რომ ამას მინისტრი პოსტფაქტუმ იგებს. მაგრამ, ეს არის ფორმალობა. რადგან ეს არის კერძო საკუთრება, მყიდველსაც და გამყიდველსაც ეს შეუძლია განახორციელონ ისე, რომ არც კი შეეკითხონ ჯანდაცვის მინისტრს. სწორედ ამ პრივილეგიით ისარგებლა ამ კომპანიამ. "

"გურიანიუსი" სადაზღვევო კომპანია "ალდაგიბისიაი"-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს. "ნამდვილად ვადასტურებთ, რომ "ჩემი ოჯახის კლინიკამ" მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ი. ციციშვილისსახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა, "ახალი სიცოცხლე" და "ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფო" კომპანია "ავანტე" ჯგუფისგან  შეიძინა.

თუმცა კითხვაზე, რატომ არ იყო ჯანდაცვის მინისტრი სავადმყოფოების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმირებული, გვითხრეს, რომ პასუხს ამის შესახებ, მოგვიანებით გაგვცემდნენ.

როგორც კი "ალდაგი ბისიაი" პასუხს გვაცნობებს "გურია ნიუსი" მას აუცილებლად გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ „ალდაგი ბისიაის“ ყოფილი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელიც ამჟამად "საქართველოს ბანკში" მუშაობს, დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ვაჟია. კომპანია "ალდაგიბისიაი" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს პრივილეგირებულთა სიაში 2012 წლის 26 სექტემბერს მოხვდა, სულ რაღაც 5 დღით ადრე არჩევნებამდე.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის #392 განკარგულებაში ნათქვამია: "1. სს "სადაზღვევო კომაპნია "ალდაგი ბისიაი"-ს მოთხოვნისა (2012 წლის 21 სექტემბრის #0850 წერილი) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, სს "სადაზღვევო კომაპნია ალდაგი ბისიაი" (ს/კ 204819008) 2012 წლის 26 სექტემბერს დარეგისტრირებულ იქნას თეთრ სიაში".




 ახალი ამბები
  • ბიძინა კულუმბეგოვი: თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრადთუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად, _ ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. კულუმბეგოვი საზოგადოებას მოუწოდებს, სადარბაზოებსა და ლიფტებში ნიღაბი ატარონ. მისი თქმით, რაც უფრო მეტად მოდუნდება საზოგადოება, ინფექციის ტალღის გაჩენის რისკიც მით უფრო მოიმატებს. „ისევე როგორც ამერიკის, იტალიის, ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ჰოსპიტალურ სექტორებს, განუზომელი შესაძლებლობები არც ჩვენ გვაქვს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცირება, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, ნუ ვივლით სტუმრად და ნურც დიდი რაოდენობით სტუმარს მივიღებთ. ნიღაბი ვატაროთ სადარბაზოებსა და ლიფტებში, რადგან შესაძლოა, ჩვენამდე 5 წუთით ადრე აქ ინფიცირებული ადამიანი იმყოფებოდა. თუკი, ამ რეკომენდაციებს დავიცავთ, ვირუსი მართვადი პანდემიის სახეს მიიღებს. სადავეები თითოეული ადამიანის ხელშია. თუკი წონასწორობას დავკარგავთ, ეს ყველაფერი ისევ ჩვენს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, ჩაკეტვასა და ყველაფრის გაჩერებაზე აისახება, რამაც შესაძლოა მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს, ვიდრე კორონავირუსმა. არ მივცეთ უფლება მას, რომ გაიმარჯვოს ჩვენზე, ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა გავიმარჯვოთ კორონავირუსზე“, - ამბობს ბიძინა ... ...
  • გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე - მარინა ეზუგბაიას განმარტებაინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მოსაზრებით, ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს, ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე. „ჩემი აზრით, რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, იმიტომ, რომ საბურთალოს კლასტერი თავიდან ბოლომდე შეისწავლება, ყველა იზოლირებულია, ტარდება კვლევები და ეს კლასტერი არ გავრცელდება. რაც შეეხება სხვა კლასტერებს, ყველაზე ცხელი წერტილები იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, სადაც უკვე ბოლოსკენ გავდივართ. ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი ორი კვირა, იმიტომ რომ კონტაქტები შესწავლილია და მიმდინარეობს საინკუბაციო პერიოდი. თუმცა მუდმივად ვიმეორებთ, რომ არაა საჭირო, რომ რეგულაციები სახელმწიფომ დააწესოს. ჩვენ უნდა დავიწესოთ თვითშეზღუდვები და რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს ოჯახებზე“, _ განაცხადა ... ...
  • კორონავირუსით დაინფიცირებისა და გამოჯანმრთელების ახალი შემთხვევები საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2494 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...
  • დღეიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, ბაზრობები და მოლები გაიხსნებადღეიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 19 მარტს მიიღო. „ობიექტში მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები გასცემენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. სავაჭრო ობიექტები, მათ შორის მოლები, მცირე და მასშტაბური ბაზრები და ბაზრობები მუშაობის გასაახლებლად მზად არიან. მომხმარებლებს მოლებში შესასვლელად ვიდეოსკრინინგის გავლა მოუწევთ. რეკომენდაციებს შორის ტრადიციულად რჩება პირბადისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება. შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულმა ბაზრებმა შეძლეს მუშაობის ... ...
  • ღია სივრცის მქონე კვების ობიექტები მუშაობას ანახლებენღია სივრცის მქონე კვების ობიექტები მუშაობას დღეიდან განაახლებენ. კვების ობიექტებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს, წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას. გარდა ამისა, რესტორანში მისულ კლიენტს უნდა ჩაუტარდეს თერმოსკრინინგი, აუცილებელია პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. რესტორანში, თითოეულ მაგიდასთან არ უნდა განთავსდეს 6 ადამიანზე მეტი. მენიუ უნდა იყოს ერთჯერადი. რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?