რომელ ქართულ კომპანიებს აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა

მთავარი თემა

რომელ ქართულ კომპანიებს აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა

8 მარ. 2014, 17:09:46

 

 _ ხშირად, სოციალური პასუხისმგებლობა არასწორად ესმით საქართველოში, რა არის ნამდვილი "სოციალური პასუხისმგებლობა", რომელიც ნებისმიერ კომპანიას დადებითი იმიჯს უქმნის?

 _ კლასიკური განმარტებით, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, გულისხმობს, ნებისმიერი კომერციული ორგანიზაციის პასუხს საზოგადოებაში არსებულ საჭიროებებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც არ ევალებათ მათ კანონით. ბიზნესი, იხდის გადასახადს, რაც კანონით მოქმედებს. ამის მიღმა, თუ საკუთარი ინიციატივით, საზოგადოებას ეხმარება,  ეს არის უკვე სოციალური პასუხისმგებლობა.

სოციალური პასუხისმგებლობა შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: ქველმოქმედება, სპონსორობა და სტანდარტების დანერგვა ორგანიზაციაში.

ქველმოქმედება მოწყვლად ჯგუფებზეა მიმართული და  მიღებულია, რომ ქველმოქმედებაზე  ბევრი არ უნდა ილაპარაკო. ამიტომ არ გულისხმობს თავის თავში აუცილებელ კომუნიკაციას.

ქველმოქმედება სპონსორობისგან  იმით განსხვავდება, რომ არ გულისხმობს საკომუნიკაციო სარგებლის მიღებას გაწეული აქტივობიდან. სასპონსორო პაკეტი კი გულისხმობს კონკრეტული ბენეფიტის მიღებას იქედან, რასაც ასპონსორებ.  სტანდარტების დაცვას რაც შეეხება, ეს უფრო თანამედროვე მიმართულებაა სოციალურ პასუხისმგებლობაში. პირველ რიგში, შენ ამყარებ ეთიკურ და საზოგადოებისთვის მისაღებ პრინციპებს. მაგალითად, ნერგავ ორგანიზაციაში გარემოს დაცვის პრინციპებს, ან მეორად მასალას იყენებ შენს წარმოებაში, აგრეთვე, ზრუნავ თანამშრომლებზე. შენ ეს არ გევალება კანონით, მაგრამ, ეს შენი კეთილი ნებაა.

 _ არის თუ არა, სოციალური პასუხისმგებლობა პიარისშემადგენელი ნაწილი?

_ საზოგადოებასთან ურთიერთობა სტრატეგიული მართვის ინსტრუმენტია და მისი შემადგენელი ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობა.  კლასიკურად, ბრენდის პლატფორმის ფორმირების დროს ხდება სოციალური პასუხისმგებლობის განსაზღვრა, შემდეგ უკვე პიარი, თავისი საკომუნიკაციო ინსტრუმენტებით ახდენს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მიწოდებას შიდა და გარე აუდიტორიისთვის. ეს საკითხი საქართველოში, ეხებათ პიარ მენეჯერებს. მათ უნდა გადაწყვიტონ, რა პროექტებს დააფინანსებს ორგანიზაცია და რა პრიორიტეტები ექნებათ ამ მიმართულებით.

_ ურჩევთ თუ არა კომპანიებს  სოციალური პასუხისმგებლობა მათი საქმიანობის აუცილებელი კომპონენტი გახდეს?

 _ საბედნიეროდ, ყველა ჩვენი კლიენტი ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას, საკომუნიკაციო სტრატეგიაში შეიტანონ სოციალური პასუხისმგებლობა. ზოგან, თავად მენეჯმენტის გადაწყვეტილებაა, რომ მათ საკომუნიკაციო კამპანიაში აუცილებლად იყოს გათვალისწინებული სოციალური პასუხისმგებლობა.

კარგი ისაა, რომ ბოლო დროს სულ უფრო მეტად იხვეწება და მიზანზე ორიენტირებული ხდება სოციალური პასუხისმგებლობა. ისინი, ქველმოქმედებას არ აკეთებენ თავის გამოჩენის მიზნით. ნელ-ნელა ბიზნესმა დაიწყო, გრძელვადიანი,  მიზანმიმართული პროექტების განხორციელება, რომელსაც სოციალური ხასიათი აქვს.

თუმცა, გამოწვევად რჩება, ორი მნიშვნელოვანი მიმართულება: პროაქტიულობა ბიზნესის მხრიდან და დაინტერესებული მხარეების ჩართვა სოციალურ პასუხისმგებლობაში.

პროაქტიულობა ნიშნავს, როდესაც ჯერ კიდევ უმეტესობა ბიზნესს არ აქვს პრიორიტეტები განსაზღვრული და არ არის ჩამოყალიბებული რა მიმართულებებს დაეხმარება და საზოგადოების რა საჭიროებებს უპასუხებს. ეს მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ ნებისმიერი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მიმართული პროექტი იყოს შედეგიანი.

და მეორე თემა, არასამთავრობო სექტორის დაკავშირება ბიზნესთან, რომ ბიზნესმა, არასამთავრობო სექტორის მეშვეობით უფრო კომპეტენტური, გამოცდილი და პრობლემის  მცოდნე ექსპერტების მეშვეობით განახორციელონ სოციალური პროექტები. დღეს, ბიზნესი მაინც არ ენდობა სხვას, თვითონ ხარჯავს ფულს, გამოყოფს ადამიანურ რესურსს და არ რთავს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამას ემატება ის სტერეოტიპი, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მიბმულია საერთაშორისო  დონორებზე და ის ფული არის მათთვის.

მნიშვნელოვანია ამ ორი მიმართულების განვითარება,  რომ სწორად წარიმართოს სოციალური პასუხისმგებლობა.

 _ რომელ ქართულ კომპანიები გამოირჩევიან სოციალური პასუხისმგებლობით?

 _ მსხვილ ბიზნესებს კარგად აქვთ დალაგებული ეს თემა. ჩვენი კლიენტებიდან გამოვყოფდი, ფონდი "ნატახტარის" აქტივობებს, ასევე "ჰაიდელბერგცემენტის" "QLA"-ისა და თბილისიმარათონს. ორივე პროექტმა რეგულარული ხასიათი მიიღო და ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. კარგი და გლობალური მასშტაბის პროექტია ასევე "Wings for Life", რომელიც ყველას გვაძლევს საშუალებას ჩავერთოთ მსოფლიო დონის პრობლემის მოგვარებაში. ფონდი "ნატახტარი" და "ჰაიდელბერგცემენტის" მარათონიც ჩვეულებრივ მოქალაქესაც რთავს ამ ქველმოქმედებაში და მათ აქტივობაზეა ყველაფერი დამოკიდებული. სერიოზულად მუშაობს ამ საკითხებზე "საქართველოს ბანკი" მაგალითად. დიდი რესურსები აქვთ გამოყოფილი. სტრატეგიული, გააზრებული და გრძელვადიანი მიდგომა აირჩიეს: "ჯეოსელმა", "ბილაინმა" და სხვა მსხვილმა ორგანიზაციებმა.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქველმოქმედება აუდიტორიაში არაერთგვაროვნად არის აღქმული და როდესაც ბიზნესი ეხმარება ვიღაცას პირობითად, პირველი შეფასებაა,  "აბა რა უნდა ქნას?! ფულს აკეთებს და აბა როგორ?!"

და მეორე პრობლემა _ ტერმინი, რომელსაც მედია იყენებს ძირითადად, ეს არის _ "ირიბი რეკლამა", რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი აკეთებს "რაღაცას", მხოლოდ თავის გამოჩენის მიზნით. ეს აფერხებს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების განვითარების პროცესს.

სოციალური პასუხისმგებლობა, გრძელვადიანი პროცესია,  ამის შედეგებს უნდა ელოდო რამდენიმე წლის შემდეგ და ყოველთვის უნდა აქტიურობდე ამ მიმართულებით, თუ გინდა  შედეგი მიიღო.

მოლოდინების მართვა  მნიშვნელოვანია. თუ საკუთარი სურვილით ვიღაცას დაეხმარები, ყველას მაშინვე არ შეუყვარდები. უნდა იყო თანმიმდევრული და დაელოდო შედეგს.




 ახალი ამბები
  • არჩილ თალაკვაძე და ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში ახალგაზრდებს შეხვდნენპარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განათლების სფეროში არსებულ პროგრამებზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და სპორტის საკითხებზე ისაუბრეს. „სახელისუფლებო გუნდის მთავარი პარტნიორები არიან ახალგაზრდები და სწორედ ახალგაზრდებთან ერთად ვგეგმავთ იმ მნიშვნელოვანი საქმის გაგრძელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. „მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩოხატაურში ახალგაზრდებთან, სადაც ვისაუბრეთ განათლების, დასაქმების და სპორტის საკითხებზე. მათ ასევე გავაცანი ჩემი სამომავლო გეგმი. ახალგაზრდებთან მექნება მჭიდრო ურთიერთობა და ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ მათი კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების" ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ინიციატივით ... ...
  • ისევ რთულ მდგომარეობაშია - მეჭაურის მძღოლის დაკითხვის უფლება პოლიციას დედამ არ მისცაპოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი კლინიკადან გუშინ, 25 სექტემბერს გაწერეს, თუმცა მის გამოსაკითავად მისულ სამართალდამცველებს ხუმარაშვილის გამოკითხვის უფლება დედამ არ მისცა. არაადეკვატურია ჩემი შვილი, გუშინ ფსიქოლოგს რომ ველაპარაკე და გამომძიებელს შესაძლებელი იყო, რომ დაეკითხათ. ვერ იგებს ბავშვი რატო იყო, სად იყო, რამდენი ხნით, რომ დაიკითხოს სერიოზულ სტრესს მიიღებს ბავშვი, - თქვა გიორგი ხუმარაშვილის დედამ, ნენე ხერხელაურმა. ხუმარაშვილის მშობლების და თიანეთის გამგებლის მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა. მათი ინფორმაციით, თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ბექაური ახალგაზრდას თამაზ მეჭიაურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვდა. თამაზ მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. წყარო: ... ...
  • ჩოხატაურში შვილის ცემისთვის მამაკაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული შ.შ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე - 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-ზე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ... ...
  • გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა (R)N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს.  საქმე ეხება მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ნოდარ ქინქლაძე პატიმრებს გაუპატიურებით დაემუქრა. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიას მსჯავრდებულ შ.ჭ.-ს მეუღლე და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ესაუბრნენ. ამასთან, 25 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს სახალხო დამცველის კომენტარი. მოცემულ თემაზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებთან N8 პენიტენციური დაწესებულების „პატიმრები საუბრობენ სავარაუდო მუქარაზე და ასევე, საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ, თუმცა, საუბარი არის არა ციხის დირექტორზე, არამედ სავარაუდოდ, მოადგილის გვარი იყო ნახსენები“. სწორედ ამიტომ, დაკითხვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ითხოვს არა მხოლოდ ნოდარ ქინქლაძე, არამედ მისი მოადგილე როინ დეკანოიძეც.  აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა კობაიძემ 25 სექტემბერს უარი განაცხადა, გამოცხადებულიყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში და უწყებისთვის მიეწოდებინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამაგიეროდ N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია და მთლიანად სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უწყებებთან, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნოდარ ქინქლაძის და როინ დეკანოიძის მერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისადმი მიმართვაც, ვინაიდან ყველაზე მეტად სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის და პენიტენციური სამსახურის ინტერესში შედის, რომ საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტება ... ...
  • "ადვოკატმა კობაიძემ უარი განაცხადა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე " (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა იმიტომ, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს". ინფორმაციის გავრცელებისთანავე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს და მიიწვია იგი იმისთვის, რომ თუკი მას გააჩნდა მის მიერ დაწესებულების დირექტორის მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მასალა, მოეწოდებინა ეს ინფორმაცია მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. ადვოკატს შეეთავაზა 25 სექტემბერს 11:00 საათზე გამოცხადებულიყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაზეც მან განაცხადა უარი მოუცლელობის მიზეზით და ამის სანაცვლოდ შესთავაზა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ 25 სექტემბერს საღამოს საათებში მივიდოდა პენიტენციურ სამსახურში, ხოლო ადგილზე მისვლის ზუსტ დროს შუადღისას დაასახელებდა. დღეს, 25 სექტემბერს ადვოკატმა კობაიძემ, იმ დროს, როდესაც ვერ მოიცალა მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებისთვის, აქცია გამართა N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ თავად კობაიძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამან არ შეუშალა ადვოკატს ხელი, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით კვლავ გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები. 25 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს, რათა მისი პენიტენციურ სამსახურში მისვლის დრო დაეზუსტებინა, ადვოკატმა მისვლაზე უარი განაცხადა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ვინაიდან თუკი იგი ფლობს რაიმე მტკიცებულებას, როგორც თავად აღწერს, ასეთი საგანგაშო ფაქტის შესახებ, მისი, როგორც უფლებადამცველის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ადვოკატთან მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ორივე საუბარზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. ეს ოქმებიც და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციაც გადაეგზავნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადგენს ჭეშმარიტებას და ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყოველგვარი სპეკულაციები. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls