ღურტას მკვიდრი: "უთხრეს, სვანები მილიონერები გახდებიანო და აგენსაც ბევრი ფული უნდათ"

მთავარი თემა

ღურტას მკვიდრი: "უთხრეს, სვანები მილიონერები გახდებიანო და აგენსაც ბევრი ფული უნდათ"

8 მარ. 2014, 23:29:12

 "ხალხს ეუბნებიან, რომ მოგვცემენ ასიათასებს, მილიონებს. ნაციონალები უდგანან ამას ყველაფერს სათავეში და ხალხი გაუცნობიერებლად გამოდის ქუჩაში. ერთი ოთარ იაკობაძეა აქ, დაინტერესებული პიროვნება, რომელიც აბუნტებდა ხალხს, დადიოდა კარდაკარ და ხალხი გაუცნობიერებლად გამოიყვანა. იქვე ჭალაში ვმუშაობდი და შემთხვევით მივედი, თორემ ისე აქციაზე არც მივსულვარ."-ამბობს შავაძე.

მისი თქმით პოლიცია ხალხის მიერ ბლოკირებული გზის გახსნას ცდილობდა, ცემა და მიზანმიმართული ძალადობა მათი მხრიდან არ ყოფილა.

"იქ იყო ვაგონი, სადაც მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. ხალხმა ჩაკეტა გზა, რომ არ უნდა შეეშვათ ტრაქტორი. ხოდა პოლიციამ ეს ვაგონი გადააგორა გვერდით ანუ გზა გაუთავისუფლა ტექნიკას. ამან გამოიწვია ხალხის წინააღმდეგობა. ხალხი ითხოვს კომპენსაციებს. მოკლედ ვისაც ეკუთვნოდა ეს ფული, კომპანიამ გადაუხადა, მაგრამ ვისაც არ ეკუთვნის, სურვილი აქვს რომ სარგებელს როგორმე  გამოკრას ხელი. ეს არის ამ ხალხის მღელვარების მიზეზი, რომ ბოლოსდაბოლოს ბათუმისკენ ან დასავლეთ საქართველოს რომელიმე ქალაქში გადაგვასახლონ. ვის არ უნდა ქალაქში ცხოვრება? აქციის ორგანიზატორ იაკობაძეზე ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია, ზუსტად არ ვიცი მაგ ამბავი, მაგრამ ძალიან გათვითცნობიერებულია, ტელევიზიებში რეკავს, ყველაფრის მეთაური და თავიდათავია.

-თქვენ ამბობთ, რომ ნაციონალებმა სოფელში ამდენი ხალხის გამოყვანა შეძლეს?

- აქციაზე დანარჩენი სოფლებიდან მოგროვდა ხალხი, გაჭირვებული სოფლებია მაღალმთიან აჭარაში, ყველას უნდა ქალაქში ცხოვრება, ბინის ყიდვა და რადგან თქვეს, რომ ამდენ  მილიონებს იხდიან, რატო  ჩვენ არ გვაძლევენო და ასეთი ცუდი ამინდის მიუხედავად ჩამოვიდნე რომ ეგებ ბინის ფულს გამოვკრათ ხელიო.

-ის ვინც უკვე აიღო კომპენსაცია, კმაყოფილია?

- რატომ არ უნდა იყვნენ კმაყოფილები? მეორეხარისხოვან მიწებში, როგორიცაა ტყისპირა, მდინარისპირა ადგილები, საძოვრებადაც რომ არ გამოიყენებოდა ასეთ ხრიოკ მიწებში ხალხმა 20, 30 და ზოგმა 100 ათასი ლარიც კი აიღო.

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ბავშვებს და ქალებს სცემა,

_ ბავშვები საერთოდ არ ყოფილან აქციაზე და ხალხის ცემისა რა მოგახსენო, გაზვიადებულია ყველაფერი. უბრალოდ ხალხმა შექმნა ისეთი სიტუაცია, ანუ ვაგონი რომ გადაჰქონდა პოლიციას, ამ დროს შეიქმნა აჟიოტაჟი. ვიღაცამ უთხრა ამ ხალხს, რომ სვანებს ფულს დაპირდნენ, მალე ისინი მილიონერები გახდებიან და აგენსაც ბევრი ფული უნდათ. არანაირი ძალადობა არ ყოფილა ხალხი თვითონ წიოკობდა, კიოდა, 8 მარტიაო და ასე რატომ გვექცევითო, პოლიციის მხრიდან ძალადობა არ ყოფილა.

"გურია ნიუსი" "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ირაკლი თავართქილაძეს დაუკავშირდა, რომელიც დღევანდელ აქციასთან  პარტიის კავშირს უარყოფს.

"ნაციონალებმა ეს ამბავი საღამოს გავიგეთ, ჩვენი წარმომადგენლები საერთოდ არ მისულან იქ. ერთი კომენტარიც კი არ გაკეთებულა ადგილზე. საღამოს 6 საათზე, როცა ყველაფერი უკვე ჩავლილი იყო, პარტიის ოფისში გაკეთდა კომენტარი. ადამიანები დააპატიმრეს და უბრალოდ ამ მეთოდით ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს.  ეს იყო და ეს.

_ პოლიცია ხალხზე მიზანმიმართულად ძალადობდა?

_ ამ შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი დაზიანდა. რომ გითხრათ, რომ ვინმეს იარაღი მოხვდა, ნამდვილად  არ ყოფილა. მიზანმიმართულ დარბევაზე პირდაპირ საუბრობს კალაძის მოადგილე ილია ელოშვილი ინტერვიუში, როცა ამბობს, რომ ძალისმიერი მეთოდით მოხდა გზის გახსნაო. როცა ადამიანი არ იწევა და შენ ცდილობ გაწიო გვერდზე, მაშინ რა თქმა უნდა, ვიღაცას ხელი დაუზიანდება და ვიღაცას გული შეუწუხდება.

_ იაკობაძე თქვენი პარტიის წევრია?

_ იაკობაძე საერთოდ არაა ჩვენი პარტიის წევრი, ის პოლიტიკურად პირიქით ოპონენტ ბანაკშია. ის სოფლის მცხოვრებია, პედაგოგია და ადრეც აპროტესტებდა ჰესის მშენებლობას. ეხლა რაც ხდება,  ყველაფრის ნაციონალებისთვის მიწერა უნდათ და ესეც არაა  ეს ქვეყანა ჩალით დაფარული.

"გურია ნიუსი" ხულოს გამგებელ ბესიკ ბაუჩაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამტკიცებს, რომ შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია."ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ასეთი სიტუაცია არ ყოფილა. უბრალოდ ხალხი აპროტესტებდა მშენებელი კომპანიის ტერიტორიაზე შესვლას"-ამბობს გამგებელი.

დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. სოფლის მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალებას არ აძლევდნენ, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს. საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად გზა გახსნეს და მთავრობის წევრებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ.

"გურია ნიუსი" შეეცადა ოთარ იკობაძესაც დაკავშირებოდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამ ეტაპზე.

(მასალაში გამოყენებულია "ბათუმელების" ფოტო)




 ახალი ამბები
  • შემოსავალდაკარგულთათვის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდასოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა ... ...
  • „იმოგზაურე საქართველოში“ _ შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ახალი პროგრამა იწყებაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“ დააანონსა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. „შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ", _ აღნიშნა ... ...
  • როდიდან იქნება შესაძლებელი ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა 13 ივლისიდან მოიხსნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, როდესაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება შიდა ტურიზმი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებადართული იქნება ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და, რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა ... ...
  • სანამდე გახანგრძლივდა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადაველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელებისას სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ ... ...
  • რა ეღირება PCR ტესტირება მათთვის, ვისაც საქართველოში შემოსვლისას შემოწმება საკუთარი ხარჯით მოუწევსPCR ტესტირების ფასი მერყეობს სხვადასხვა ლაბორატორიების ფასების მიხედვით, 150-180-250 ლარის ფარგლებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა. „ტარიფი, რომლსაც დღეს სახელმწიფო PCR ტესტირებისთვის უხდის ლაბორატორიებს, გახლავთ 150 ლარი. მოგეხსენებათ დღეს სახელმწიფო პროგრამით ეს ადამიანებისთვის უფასოა, მათ შორის კარანტინში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ყველა კონტაქტირებულისთვის, ექიმებისთვის და ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სახელმწიფოს ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ვაწვდით ლაბორატორიას, მაშინ მომსახურების ფასი არის 50 ლარი. ამაში არ შედის ე.წ. ნაცხის აღების ფასი, ასევე თუ სახლში მიდიან და უღებენ. ამიტომ ამ პრივატული ლაბორატორიების ფასი 150დან 250 ლარამდე განისაზღვრება“,- განაცხადა ამირან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...