სკანდალი _ პარლამენტის დეპუტატის სახელით გავრცელებული წერილი დეპუტატის არ არის?

მთავარი თემა

სკანდალი _ პარლამენტის დეპუტატის სახელით გავრცელებული წერილი დეპუტატის არ არის?

10 მარ. 2014, 12:11:10

"თავს სინანული სჯობია" _ ასეთი დასათაურება აქვს 2014 წლის 10 თებერვლით დათარიღებულ წერილს, რომელიც ლანჩხუთში გამომავალ გაზეთში "ლანჩხუთი პლუს" უკვე გამოქვეყნდა.

"მოგესალმებით ძვირფასო ლანჩხუთლებო! 2012 წელს მე მერგო პატივი გავმხდარიყავი ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი. გახსოვთ ალბათ, მე ძალა და ღონე არ დამიშურებია, თითქმის ყველა ლანჩხუთელის ოჯახში მივიტანე ოცნების, ახალი ცხოვრების, თავისუფლებისთვის ბრძოლის აუცილებლობა. თქვენ გახსოვდათ ჩემი წარსული. თხუთმეტი წელი შევალიე სპორტს და ლანჩხუთის სახელი საქართველოს გარეთ გავიტანეთ. თქვენ ამაყობდით ჩვენით. ჩემმა წარსულმა ცხოვრებამ გადააწყვეტინა ალბათ ოცნების საბჭოს და ბატონ ბიძინას მე წარვედგინე თქვენს წინაშე კანდიდატად. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და დავამარცხეთ ბნელი წარსული. მაგრამ გულრწფელად გეტყვით, მინდორზე თამაში, თუნდაც კიევის "დინამოს" წინააღმდეგ, მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ ბევრად იოლი ყოფილა, ვიდრე წელში გატეხილი, გაჭირვებული ლანჩხუთის დეპუტატობა. კოჰაბიტაციის წელმა, "ნაციონალების" საბოტაჟმა, ახალი კადრების გამოუცდელობამ ბევრი ვერაფერი სიკეთე მოუტანა ჩვენ ქალაქს, რაიონს. ბევრმა ნდობაც გამიცრუა.

ამიტომ დავავალე ჩემს მეგობარს, ნიჭიერ შემოქმედს, თამაზ ზენაიშვილს შეექმნა ლანჩხუთში არასამთავრობო საზოგადოება, რათა პირველი პირიდან, ხალხიდან მცოდნოდა რა ხდებოდა ჩემს გარშემო. სამწუხაროდ, ეს ადამიანი მძიმე სენით დაავადებული საოპრაციო გახდა. მადლობა ღმერთს, ის დაუბრუნდა ჩვენს ჩანაფიქრს და ლანჩხუთში 2013 წლის 28 ოქტომბერს შეიქმნა საზოგადოება "საქართველო ჩვენ ვართ".

სულ რაღაც ხუთ თვეში თქვენ ხედავთ შედეგს. მან თავი მოუყარა ლანჩხუთში ყველაზე პატიოსან, ინტელიგენტ და ქვეყანაზე გულშემატკივარ ადამიანებს. ეს საზოგადოება დაგვეხმარება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მხოლოდ ღირსეულმა გაიმარჯვოს და ბოლოს და ბოლოს ლანჩხუთს ეღირსოს წესიერი, საქმიანი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, ქვეყნის მომავალზე მზრუნველი Mთავრობა. ჩვენი მხრივ, მე ყველანაირად დავეხმარები ამ საზოგადოებას კეთილშOბილურ საქმეში. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე", _ წერია წერილში.

დეპუტატის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის შესახებ "გურია ნიუსმა" ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებაში გადაამოწმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიგინეიშვილის თქმით, ორგანიზაციის შესახებ მედიიდან გაიგო:

_ ამ ორგანიზაციასთან, არასოდეს, არანაირი ურთიერთობა არ მქონია. არ ვიცი მათი მიზანი, ამოცანები.  წარმოდგენა არ მაქვს რა მიმართულებაზე მუშაობენ. ერთადერთი სტატია მაქვს წაკითხული რომელიღაც გაზეთში.

_ ჩვენ გვაქვს თემურ ჩხაიძის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია "თვითმართველობის არჩევნებში ღირსეულის გასამარჯვებლად" შეიქმნა...

_ ეს უკვე პოლიტიკური ორგანიზაცია ყოფილა.

_ მისი სახელწოდებაც საინტერესოა _ "საქართველო ჩვენ ვართ". ასოცირდება თუ არა ეს ორგანიზაცია თქვენთვის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ "მოქალაქესთან"?

_ ვერაფერს გეტყვით. მე დიდი ხანი ვმუშაობდი არასამთავრობოში და რაიმე ურთიერთობა თუ მინდოდა მქონოდა თვითმმართველობასთან მივდიოდი და ვეცნობოდი. როგორც წესი, არასამთავრობოები არის ორი მიმართულებით. ერთი არის დამხარე, რომელიც ეხმარება ნებისმიერ თვითმართველობას და ხელს უწყობს საქმიანობის განვითარებაში და მეორე, ეს არის ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს.  სხვა სახის არასამთავრობო ორგანიზაცია ბუნებაში არ არსებობს და თუ მესამე სახეა არჩევნებში ღირსეულის გასამარჯვებლად, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური მიმართულება აქვს აღებული, რაც ნამდვილად არ არის არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქცია.

_ მსგავსი არასამთავრობოს დაფუძნება დეპუტატის ფუნქცია არის?

_ დარწმუნებული ხართ, რომ ბატონმა თემურმა დააფუძნა?

_ ეს გარკვევით წერია წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ დეპუტატს ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებით სურდა, პირველი პირიდან, ხალხიდან სცოდნოდა რა ხდებოდა მის გარშემო.

_ ეს კარგი თემაა _ რა ხდებოდა ჩვენს გარშემო, მაგრამ  სხვა მხრივ ვერაფერს გეტყვით.

- თემურ ჩხაიძე ამბობს, რომ ნდობა გაუცრუეს. შემთხვევით თქვენ და გამგებელი ხომ არ იგულისხმებით?
- ნამდვილად ვიცი, რომ არა, _ დაგვიზუსტა გიგინეიშვილმა.

ჩხაიძის მიერ გასული წლის ოქტომბერში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ "გურია ნიუსიდან" გაიგო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძემ:

_ პირველად მესმის. არც ორგანიზაციის შესახებ ვიცი რაიმე და არც თემურ ჩხაიძის წერილის, _ გვითხრა ურუშაძემ, რომელიც გამგებლად სწორედ თემურ ჩხაიძის რეკომენდაციით დაინიშნა.

_ ბატონო ზაზა, დეპუტატი წერს, რომ ბევრმა გაუცრუა იმედები. თქვენ მისი ფავორიტი კადრი იყავით და ხომ არ იცით, წერილში თქვენ იგულისხმებით?

_ მაგ კითხვაზე, ალბათ, თემური გაგცემთ პასუხს. წერილი არ წამიკითხავს და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება, _ დასძინა ურუშაძემ.

თემურ ჩხაიძე კი ამბობს, რომ წერილი მას არ დაუწერია, თუმცა, რაც მასში წერია ეთანხმება:

_ მე არანაირი წერილი არ დამიწერია. არ ვიცი, რაზეა საუბარი.

_ ბატონო თემურ, წერილი, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს თქვენი ხელწერითაა  და მასში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია თქვენ შექმენით "თვითმმართველობის არჩევნებში ღირსეულის გამარჯვებისთვის". ამავე წერილში თქვენი წარსულის და აწმყოს მიმოხილვაცაა.

_ გასაგებია, რაც ხდება. არ მეგონა, ეს წერილი საგაზეთო თუ გახდებოდა. მე ვესაუბრე თამაზ ზენაიშვილს, რომელიც ჩემი კლასელია. ვეთანხმები იმას, რაც იქ წერია, მაგრამ მე არც წერილი დამიწერია და არაფერ შუაში ვარ.

_ გინდათ გვითხრათ, რომ თქვენი სახელით სხვამ გამოაქვეყნა წერილი?

_ თამაზ ზენაიშვილს ჰკითხეთ...

_ თუკი ეს წერილი თქვენი დაწერილი არ არის და ვიღაცამ თქვენი სახელით გამოაქვეყნა,  თქვენი რეაქცია მხოლოდ ეს არის?

_ სხვა რა რეაქცია უნდა მქონდეს? შევხვდები თამაზს და დაველაპარაკები. მე პირადად მომხრე ვარ, რომ შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ გაგვაკონტროლებენ.  ეს ბატონმა ბიძინამაც თქვა. "მოქალაქის" მსგავსი ორგანიზაციები თავისუფლად არის შესაძლებელი ყველა ქალაქსა და სოფელში შეიქმნას.

_ ბატონო თემურ, თქვენ აღნიშნეთ, რომ წერილს ეთანხმებით...

_ არა, არ ვეთანხმები. არ ვიცით, რა გითხრათ. მე არ დამიწერია.

_ საუბრის დასაწყისში გვითხარით, რომ ეთანხმებოდით. დაადასტურეთ, რომ შინაარსაც იცნობდით...

_ არ მეგონა, ეს თუ საგაზეთო გახდებოდა.

_ წერილში წერია, რომ ბევრმა ნდობა გაგიცრუათ. ვისზეა საუბარი? გამგებელზე თუ საკრებულოს თავმჯდომარეზე?

_ არავის არ გაუცრუებია ნდობა. მართლა არ ვიცი. მეტი რა გითხრათ. მასე ყველას შეუძლია ჩემი სახელით წერილი დაწეროს. ეს წერილი კი მე არ დამიწერია,  _ გვითხრა ჩხაიძემ.

თამაზ ზენაიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ წერილი თემურ ჩხაიძესთან შეთანხმებით დაიწერა.

_ მან თქვა, რომ არ იცოდა? რა საინტერესოა. მე არანაირი უფლება არ მაქვს, სხვისი სახელით ვწერო წერილები, _ გვითხრა ზენაიშვილმა და დაააზუსტა, რომ წერილის შინაარსს თემურ ჩხაიძე კარგად იცნობდა.

მისივე ინფორმაციით, დეპუტატი იმის შესახებაც იყო ინფორმირებული, რომ წერილი გამოქვეყნდებოდა:

_ მგონი, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. შევხვდები თემურს, დაველაპარაკები და მას შემდეგ გაგესაუბრებით დეტალებზე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თამაზ ზენაიშვილმა.




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელესსპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა განახორციელეს. დავით ჭაკუას 2013 წლის 8 იანვრის დადგენილებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); 25,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ“, „დ“, „ე“ ,„ზ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მიზნით წაქეზება, რაც გამოიხატა პატიმართა დამცირებაში, იძულებაში, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად დაკავებულის მიმართ და შეკვეთით); 25,145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის მიზნით წაქეზება); 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით წაქეზება); 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობა და სხვა მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დავით ჭაკუა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ,„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით ჭაკუას ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ივნისს. საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მიუხედავად კოვიდ19-ის ვირუსით განპირობებული გამოწვევებისა, შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მსჯავრდებულის ბერლინიდან საქართველოში ესკორტირების მიზნით. მსჯავრდებული თავდაპირველად მოთავსებული იქნება პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის ... ...
  • “იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი. ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რის გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი. არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.“ - წერს ნინო ... ...
  • გომისმთაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს (R)დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისს N825 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაბა გომისმთის დასახლება. შედეგად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები,“-აღნიშნულია ... ...
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის პატივისცემისაკენ მოუწოდებსკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე. მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური სწავლობს 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია . კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ... ...
  • ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ტეხურუში დაიხრჩოცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 18 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც გაირკვა, ის ადგილობრივი მკვიდრია.~ როგორც "გურია "ნიუსთან" თვითმხილველები ამბობენ, ბიჭს, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...