"კუალიციის" წევრი, ნამუშევარი "კრიმინალისტურ" სამსახურში _ ნიშნავს თუ არა დიპლომი განათლებას?!

მთავარი თემა

"კუალიციის" წევრი, ნამუშევარი "კრიმინალისტურ" სამსახურში _ ნიშნავს თუ არა დიპლომი განათლებას?!

11 მარ. 2014, 13:49:44

 ამჯერად, თქვენს ყურადღებას საჯარო მოხელეთა პირად საქმეებზე შევაჩერებთ, რომლებიც, ასევე, საინტერესოა.

ვლადიმერ სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია. საკმაოდ ვრცელი სამსახურეობრივი ბიოგრაფიის გრაფაში ვკითხულობთ: "2011 წლის ოქტომბრიდან  პოლიტიკური პარტია "თავიუფალი დემოკრატები _ ენი საქართველო" ჩოხატაურის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2012 წლის იანვრიდან კი "კუალიცია" “ქართული ოცნების" წევრი."

ივანე კეკელიძეც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობს. პირად საქმეში მითითებულია, რომ უმაღლესი განათლება აქვს, თუმცა, თანდართულ საარქივო ცნობაში ვკითხულობთ: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის არქივის საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების საფუძველზე დაყრდნობით დასტურდება, რომ ივანე კეკელიძე 1991-1994 წლებში ნამდვილად სწავლობდა ქ. ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში საწარმოთა და სამოქალაქო შენობების ელექტრო-მოწყობილობების მონტაჟისა და ექსპლუატაციის სპეციალობაზე #119 ჯგუფში, სადაც ჩაირიცხა 1991 წელს. ამასთან, კოლეჯის დირექტორის, 1994 წლის 14 აპრილის #14 ბრძანებით, კვალიფიკაცია მიენიჭათ სამრეწველო და სამოქალაქო შენობების ელექტრომოწყობილობის მონტაჟი და ექსპლოატაციის სპეციალობის #119 ჯგუფის კურსდამთავრებულებს. აღნიშნულ ბრძანებაში არ არის გათვალისწინებული ივანე კეკელიძე".

სოფელ ზოტის რწმუნებული, რაულ კონცელიძე წერს: "დაბადებული ვარ 1970 წლის 29 აპრილი.  განათლებით საშუალო დავამტავრე ზოტის საშუალო სკოლა"

სოფელ ერკეთის რწმუნებულს, ირაკლი თედორაძეს კადრების აღრიცხვის პირად ფურცელში, გრაფაში _ სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება უწერია _ "ვიმყოფები". იმავე გრაფაში, სოფელ გუთურის რწმუნებული აღნიშნავს _ "არ ვიმყოფები".

სოფელ ნაბეღლავის რწმუნებულის, ჭაბუკა კვაჭანტირაძის კადრების აღრიცხვის ფურცელში აღნიშნულია, რომ ის 2002 წლიდან 2007 წლამდე  შსს "კრიმინალისტურ" სამსახურში მუშაობდა.

"საშოფრო" დაუმთავრებია სოფელ ქვენობნის რწმუნებულს, დავით კვაჭანტირაძეს.

მისი თანაშემწის, კახა ბერაძის კადრების აღრიცხვის ფურცელში, გრაფაში _ სამუშაო, რომელსაც ასრულებდით შრომითი საქმიანობის დაწყების შემდეგ, ვკითხულობთ: "რიგითი, სამხედრო სავალდებულო სამსახური".

გაცილებით საინტერესოა მის მიერ დაწერილი განცხადება.

"გთხოვთ ამიყვანოთ ქვენობნის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე".

ამ განცხადებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის რეზოლუცია ადევს. ჯინჭარაძე ამბობს, რომ ყველა განცხადების წაკითხვა მისი მოვალეობა არ არის.

_ ბატონო თამაზ, როდესაც განცხადებებს რეზოლუციას ადებთ, მის შინაარსს კითხულობთ?

_ როგორ თუ შინაარსს?!

_ სანამ განცხადებას რეზოლუციას დაადებთ, მანამდე ეცნობით თუ არა რა წერია განცხადებაში?

_ რა მნიშვნელობა აქვს მაგას...

_ მნიშვნელობა არ აქვს?

_ გავიგე, რომ ზოგს ასო აკლია, ზოგს რაღაც.

_ დავანებოთ თავი ასოებს. როდესაც ადამიანი გწერთ, რომ "აიყვანოთ ქვენობნის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის თანაშემწედ",  და თქვენ ამაზე რეზოლუციას ადებთ, ეს როგორ გავიგოთ? სოფელ ქვენობანს მუნიციპალიტეტის სტატუსი მიენიჭა?

_ დღის განმავლობაში შეიძლება, ჩემთან 200 განცხადება შემოდიოდეს. ამისთვის კონკრეტული სამსახურის უფროსს და სპეციალისტს გამოეცხადათ საყვედური. უამრავი განცხადება შემოდის და მაშინ უნდა ვიჯდე და ვიკითხო ეს ყველაფერი.

_ ე.ი. განცხადებებს რეზოლუციას ისე ადებთ, რომ არ კითხულობთ...

_ პირდაპირ ვამბობ _ მე რომ ეს ყველაფერი გავიარო,  მაშინ უნდა ვიჯდე და ვიკითხო. რაღაც შეცდომები არის.

_ რაღაც შეცდომაა, როდესაც სოფლის რწმუნებულის თანაშემწე განცხადებაში სოფელს მუნიციპალიტეტად მოიხსენიებს?

_ გავიგე. ეს იყო ადრე. შემდეგ იმ სამსახურში ახალი კადრები მოვიყვანე, რომლებიც ამოწმებენ ამ ყველაფერს. რამდენჯერ უნდა ატრიალოთ ეს ამბავია. ოზურგეთშიც ასე ხდება და ლანჩხუთშიც.

_  ეს მისაღებია და უნდა ხდებოდეს?

_ არავინ ამბობს, რომ მისაღებია, მაგრამ ხომ ამოიწურა ეს თემა. ხომ გააგებინეთ მთელ საქართველოს. რაც გინდათ, ის დაწერეთ და  პირდაპირ გეუბნებით, კომენტარს აღარ გავაკეთებ არაფერზე.

_ რატომ ჩხუბობთ?

_ იმიტომ, რომ თითიდან გამოწოვილია ეს ყველაფერი. ასოების შეცდომას მისდევთ.

_ ეს მხოლოდ ასოების შეცდომაა?

_ გავიგეთ. დაბეჭდეთ და წერეთ. ადამიანს რომ არ უნდა შეეშალოს, რა უნდა გითხრათ, როგორ კითხვას მისვამთ.

_ რა არის უცნაური ჩვენ შეკითხვაზე? გვაინტერესებს ეცნობით თუ არა განცხადებებს რეზოლუციის დადებამდე....

_ ეს უნდა წაიკითხოს შესაბამისმა სამსახურმა. მიიღეს საყვედური.

_ ბატონო თამაზ, თქვენ გამგებელი ხართ, მუნიციპალიტეტი გაბარიათ და შეიძლება, რომ განცხადებებს რეზოლუცია წაკითხვის გარეშე დაადოთ?

_ ჩემთან განცხადება არ შემოაქვთ(?!).

_ განცხადებებს თქვენი რეზოლუცია ადევს...

_ გავიგე, მაგრამ ის ჩემთან არ შემოდის, პირდაპირ. ატარებენ და შესაბამისი სამსახური იბარებს.

_ თუკი თქვენი თანამშრომლები ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობას თავს, თქვენ არ უნდა წაიკითხოთ?

_ გავიგე და ხომ გააგებინეთ საზოგადოებას. რაც გინდათ, ის დაწერეთ. როგორც წერს, ისე წერს.

_ როგორც წერს, ისე წერს?  პირადი საქმეები რომ მოუწესრიგებელია, ელემენტარული განათლება რომ არ აქვთ თანამდებობის პირებს, დიპლომებზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს არაფერია?

_ განათლება არ ნიშნავს, რომ დიპლომი უნდა ჰქონდეს. თქვენ თითიდან გამოწოვილი თემებით სპეკულირებთ, _ დაგვიკონკრეტა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა.

მსგავსი "თითიდან გამოწოვილი თემები", რომელსაც თურმე გამგებელი წაუკითხავად ადებს რეზოლუციას, სამწუხაროდ, ბევრია.

 

ამავე თემაზე: "გტხოვტ დამაცხებინოთ რაიმე მუშაობა" _ როგორ არ უნდა დავწეროთ განცხადება სამსახურის დაწყების მოთხოვნით; "მამლობითი", "დედრობითი", "ბუხ.ეკონომისტი", ორგანიზატორ-ბიზნესმენი"_ ამონარიდები საჯარო სამსახურში დასაქმებულთა CV-ებიდან; "ითხოვე და მოგეცემა" _ რა არის საჭირო საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად; საჯარო მოსამსახურეთა CV_ები _ "ცოლიანია", "საშვალო განათლებით", "ამორიცხულია სტუდენტთა სიიდან" და ა.შ.




 ახალი ამბები
  • იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი დააკავესპოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...