"ეს ბინძური კამპანია ინა გუდავაძისა და მისი ჯგუფის მიერაა განხორციელებული"

მთავარი თემა

"ეს ბინძური კამპანია ინა გუდავაძისა და მისი ჯგუფის მიერაა განხორციელებული"

18 მარ. 2014, 23:30:58

 ამ კომენტარით "ქართული ფოლადი" "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც  მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

 "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის  ბეჭდურ, თუ ელექტრონულ მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას ეხმიანება. გავრცელებული სტატიების კრიტიკის საგანია სასამართლო გადაწყვეტილებები და მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, როგორც ამ გადაწყვეტილებების ავტორი. ლაშა ქოჩიაშვილი 2009 წლის ნოემბრიდან სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მანამდე იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოღვაწეობდა.  მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია იმ  საქმის განხილვაში,  რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს უკავშირდებოდა და  ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილებოდა.

ასევე, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ომში დაღუპული კაპრალის  დედის ნელი მჭედლიძის (და არა მჟავანაძის) ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. ნელი მჭედლიძე მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით
(თაღლითობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება, გამოყენება). ამ დროისთვის ლაშა ქოჩიაშვილი უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ ყოფნისას მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილმა განიხილა ნ. მჭედლიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი და მის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენა.

ასევე არაზუსტია ინფორმაცია  სს "ქართული ფოლადის" სარჩელის გამო საქმეზე მოპასუხე სს "ქართული ფოლადის" რეაბილიტაციის მმართველის, შპს "რუსთავის ინდუსტრიული ჯგუფის" და შპს "რუსთავის ფოლადის" წინააღმდეგ.
მოსარჩელე ითხოვდა  სს "ქართულ ფოლადს" და  შპს "რუსთავის" ინდუსტრიულ ჯგუფს" შორის, ასევე,   შპს "რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფს" და შპს
"რუსთავის ფოლადს" შორის 27.12.2011 წ. დადებული მოძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას და სადავო ქონების სს "ქართული ფოლადისათვის" დაბრუნებას და ზიანის ანაზღაურებას. სასამართლომ "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე (სს "ქართული ფოლადის" მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი),  ნაწილობრივ დააკმაყოფილა სს "ქართული ფოლადის"
სარჩელი, კერძოდ, ბათილად სცნო 2011 წლის 27 დეკემბრის სადავო გარიგებები, აღადგინა პირვანდელი მდგომარეობა და ამ ხელშეკრულებებით გასხვისებული ქონება საკუთრებაში დაუბრუნა მოსარჩელე სს "ქართულ ფოლადს". ზიანის ანაზღაურების თაობაზე კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. ამ საქმეში ჯოზეფ კეი, ან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები არ მონაწილეობდნენ.

"საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" კიდევ ერთხელ გამოთქვამს  მედიასთან თანამშრომლობის მზაობას და მოუწოდებს    მედია საშუალებებს, სასამართლოს
მიმართ საზოგადოების ისედაც დაბალი ნდობის არსებობის პირობებში, განსაკუთრებულად ფრთხილად მოეკიდონ მოსამართლის დისკრედიტაციისკენ მიმართული ცნობების გამოქვეყნების საკითხს და  თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის გადაუმოწმებელი ინფორმაციის  მიწოდებისგან." - ნათქვამია მოსამართლეთა ერთობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 "ქართული ფოლადის" დირექტორი ნათია ჯაყელი თვლის, რომ ეს კამპანია წინასწარ დაიგეგმა: "თბილისი პატარა ქალაქია და მსგავსი თემების გარკვევა ნამდვილად არ არის რთული. ეს ჯგუფი, ინა გუდავაძესა და მის ხელქვეითებს ვგულისხმობ იმდენად უსუსურნი იყვნენ სამართლებრივად, რომ ახლა სხვების დასაშინებლად, დასაშანტაჟებლად, შურისძიებისთვის ეს უმსგავსო კამპანია ააგორეს. ეს ხომ მათი ხელწერაა. კითხვებზე პასუხი როცა არ გაქვს როცა შენი ნამოქმედარის "შეფუთვას" ცდილობ, გაღმა შედავების პრინციპი ყველაზე მოსახერხებელია.

 შანტაჟი, სპეკულაცია, ტყუილი, და  ალოგიკური პასუხი _ აი მათი ხელწერა. სწორედ ამ ქმედებებით უნდათ ყველა და ყველაფერი მხარედ აქციონ: ხელისუფლება, საზოგადოება, სასამართლო. ამ ჯგუფისათვის სიმართლე მხოლოდ ისაა, რაც მათთვისაა მისაღები დანარჩენი არ აინტერესებთ. მათ მოსამართლე და სასამართლო მხოლოდ მათთვის მისაღები და სასარგებლო გადაწყვეტილებისთვის სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცრუისა და დეზინფორმაციის მანქანა ამუშავდება.  ცოტა ბავშვური ლოგიკაა!

მათ ერთი ფაქტი ავიწყდებათ,  მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოდ ექვსმა მოსამართლემ დაადასტურა, მათი სახელებიც ხომ არ შევახსენო ამ კამპანიის ავტორებს?! შვიდმა მოსამართლემ გადაწყვიტა რომ უკანონობა იყო ჩადენილი, მჯერა უზენაესი სასამართლოც ლოგიკურ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მსგავსი კამპანია "თუჯი XXI" საქმის განხილვის საქმესაც არ შეუშლის ხელს. უზნეო ბავშვივით ფეხების ბაკუნი და გამდის და ვტირიო, დღეს აღარ იმოქმედებს, სტერეოტიპები ნელა,  მტკივნეულად,  მაგრამ მაინც ინგრევა!"

 რაც შეეხება ინა გუდავაძეს, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. იმ შემთხვევაში, თუ ქალბატონი ინა გადაწყვეტს თავისი პოზიციის დაფიქსირებას, "გურია ნიუსი" მზადაა, უცვლელად გამოაქვეყნოს.




 ახალი ამბები
  • ხანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი გაანადგურახანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა შუა სურებში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა შუა სურების ადმინისტრაციულ ერთეულში, განუცხადა, დამწვარია ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი.  შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 3 სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში- ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდაერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ... ...
  • იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ.  ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.  დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.   შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია"ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს", - ასე გამოეხმაურა, აგვისტოს ომის 12 წლისთავს, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). მეუფეს თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია და რუსეთი არის ოკუპანტი. ,,გურია ნიუსი“ მღვდელმთავრის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ: ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში. აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წაუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს. ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა. საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ... ...
  • ლანჩხუთში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგესდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. "დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...