უსახელო მძარცველები უპატრონო ბახმაროში

მთავარი თემა

უსახელო მძარცველები უპატრონო ბახმაროში

2011 სექ 8 09:02:20
რამდენიმე თვე გავატარე მაღალმთიან გარემოში, სადაც არის ულამაზესი მთები, შეუდარებელი ზღვის ჰაერი, მობიბინე ალპური ბალახები და წიწვოვანი ტყეები. ვფიქრობ, რომ ვალი ბახმაროს, სანახევროდ მაინც, ვერ დავუბრუნე, " _ წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე თავის წიგნში "ჩემი არჩევანი".

მსგავსი ვალი ბახმაროსთან ბევრ ჩინოსანს აქვს, თუმცა, მის გადახდაზე არავინ ფიქრობს _ უნიკალური კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 2 050 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, კარგა ხანია უპატრონოდ არის მიტოვებული და ჩინოსნებს, ის მხოლოდ საქეიფოდ ახსენდებათ.

_ ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტია და საქართველოს კურორტებს შორის ყველაზე მაღალია. კურორტი, ჰავის პირობებით, ეკუთვნის მაღალი მთის კლიმატს, სადაც დამატებით დიდი გავლენას ახდენს ფილტვებზე შავი ზღვის ჰავა. კურორტის სამკურნალო ჩვენებანი გამოიხატება იმაში, რომ ის უდიდეს გავლენას ახდენს ფილტვების, პერიტონიტებით, მალარიით, მეორადი ანემიით დაავადებულებზე. აქ დიდი რაოდენობით მატულობს სისხლის წითელი ბურთულების რიცხვი და ჰემოგლობინის რაოდენობა, _ აღნიშნულია სხვადასხვა მეცნიერთა ჩანაწერებში, რომლებიც წლების მანძილზე იკვლევდნენ კურორტს.

მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე განკურნებული ადამიანების რიცხვი დიდია და ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია, ამ ხელისუფლებისთვის, ეს უნიკალური კურორტი, ნაკლებ მნიშვნელოვანია. დაავადებული ნაძვნარი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დაზიანებული ელექტროსადენები, ავარიული გზები _ ეს ბახმაროს რეალობაა, რეალობა, რომელზეც ხმამაღლა საუბარი არცერთ ჩინოსანს არ სურს.

მიუხედავად უკომფორტობისა, ყოველ სეზონზე კურორტს ათასობით დამსვენებელი სტუმრობს. მათ შორის, ხელისუფლების მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები (თუმცა, ისინი ფეშენებელურ ვილებში ისვენებენ).

უკვე მერამდენე წელია, ბახმაროს ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელიც 19 აგვისტოს იმართება, ამაოდ ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, გურია და გურულები ყველაზე ნაკლებად ადარდებს. შესაბამისად, არ ინტერესდება ჩვენი მხარის რამდენიმე მნიშვნელოვანი კურორტით, რომლის მოწესრიგების შემთხვევაში, გურიის ეკონომიკა ბევრად წინ წაიწევს.

მედიის არქივში, ბახმაროსთან დაკავშირებული პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ერთადერთი კომენტარია, რომელშიც, სააკაშვილი ბახმაროდან ურეკამდე პირდაპირი ტრასის გაკეთებას გვპირდებოდა. მას შემდეგ, დიდმა დრომ გაიარა და როგორც აღვნიშნეთ, პირდაპირი ტრასა კი არა, კურორტი, პრაქტიკულად, უპატრონოდაა დატოვებული.

ჩოხატაურის ხელისუფლება "ხელსიბანს", ბახმარო ჩვენს ბალანსზე არ არის და პასუხი ეკონომიკის სამინისტროს მოსთხოვეთ, რასაც ვაკეთებთ იმისთვისაც მადლობა გვითხარითო. კი ბატონო, მადლობა იმისთვის, რომ წელს, წყალი 15 აგვისტოს "სიმწრით" წამოვიდა ახალ ქსელში; მადლობა იმისთვის, რომ თითოეული კოტეჯიდან 60, ზოგან _ 80 ლარი წაიღეს ელექტროენერგიისთვის და ნახევარჯერ დენი არ იყო; მადლობა იმისთვის, რომ ფერისცვალების დღესასწაულის მეორე დღეს, მთელი კურორტი ნაგვით იყო სავსე და ა.შ. მსგავსი "სამადლობელი" ძალიან ბევრია...

თუმცა, ყველაზე დიდ მადლობას "უთოფო ყაჩაღობა" იმსახურებს, რომლის დახმარებით, ბიუჯეტში თითქმის 20 000 ლარი შევიდა, ხოლო არავინ იცის რამდენი წავიდა მავანის ჯიბეში, რადგან "ინკასატორები" სხვადასხვა, დღემდე დაუდგენელი პირები იყვნენ. ყველანაირი მოწმობის გარეშე მიდიოდნენ და დენის ფულის კრებდნენ, თუმცა, თანხის გადახდის ქვითარს არცერთი მათგანი არ იძლეოდა.

წლეულს, კურორტზე დენი ნახევარჯერ არ იყო; ხან, ტრასფორმატორი აფეთქდა, ხან _ ხაზი გადაიწვა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ დამსვენებლებიდან ათასობით ლარი აეკრიფათ. უნდა ითქვას ისიც, რომ სიტუაცია განსაკუთრებით 25 აგვისტოს შემდეგ გართულდა. თითოეული კოტეჯიდან (საიდანაც უკვე აღებული ჰქონდათ 60-70-80 ლარი) ერთ დღე-ღამეში 4-5 ლარს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დენს თიშავდნენ.

ბახმაროში არ არსებობს აღრიცხვის ჟურნალი და არავინ იცის რამდენი კოტეჯი დგას. ხელისუფლებამ არც დამსვენებელთა ზუსტი ციფრი იცის. იციან მხოლოდ ის, რომ დიდი რაოდენობის ელექტროენერგია დაიწვა (?!). ამას სამ ტრანსფორმატორზე დადგმული კომუნალური მრიცხველებიდან იგებენ, რომლის გამართულობა არასდროს არავის შეუმოწმებია.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის სერვისცენტრის მენეჯერი, სერგო გეგეშიძე ამბობს, რომ ბახმაროში უკანონო არაფერი მომხდარა და დენის საფასურის გადახდის მათ მიერ შემუშავებული სისტემა მისაღებია:

_ ბახმაროში დაახლოებით, 300-მდე რეგისტრირებული აბონენტია. კურორტზე, პირველ ეტაპზე, ჩაირთო სანატორიუმი _ დაახლოებით 15 ივლისისთვის; მერე, ბაზრის ტრანსფორმატორი და 20 ივლისისთვის _ მოედნის ტრანსფორმატორი. რაღაც ნაწილი ენერგია დახარჯულია ივლისის თვეში. ნაწილი აგვისტოში და სულ დახარჯულმა თანხამ, დაახლოებით, 18 000 ლარი შეადგინა.

_ ბატონო სერგო, ახლა, აბონენტებს ერთ ღამეში 4-3 ლარს სთხოვენ.

_ ბევრი საუბრობს, რომ მხოლოდ ერთ ნათურას რთავს, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომელიმე გადის ტყეში, ეძებს ფიჩხს და ანთებს "ფეჩს". სუყველა თბება ელექტროქურებით. ელექტროქურის დადგმული მინიმალური სიმძლავრე ორიდან ორ კილოვატნახევრამდეა. სამუშაო ხანგრძლივობა რომ ავიღოთ და ჩავრთოთ მარტო ათი საათი, დაიხარჯება 25 კილოვატი. ეს ფასზე გამრავლებული 4 ლარზე მეტია. თან გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ელექტრო ქურის ხარჯია.

_ თქვენ ამას 10 საათზე ანგარიშობთ, თუმცა ბოლო დღეებში, 10 საათის განმავლობაში დენი პრაქტიკულად არ არის...

_ გუშინ, (საუბარი ჩაწერილია 6 აგვისტოს) გამორთული იყო რამდენიმე საათი, რადგან კომპანია "ნაბეღლავი" მუშაობდა და 10 კილოვატი შემყვანი ხაზი მუშაობის ზონაში იყო. ამიტომ გამოირთო დენი დაახლოებით ორი საათით. ის, რომ ბახმაროს დღის განმავლობაში შეიძლება შეზღუდვა ჰქონდეს 3-4 საათით, პრობლემა არ არის. თან, ყოველდღე ასეთი გამორთვა არ ხდება.

_ ფიქრობთ, რომ ღამით ელექტრო ქურები ყველას ჩართული აქვს?

_ რა თქმა უნდა. აბა, რითი თბებიან?!

_ კი ,მაგრამ, როცა სძინავთ, რატომ ექნებათ ჩართული?

_ არ თქვათ ეგ. ვისაც წყლის გამათბობელი აქვს დენზე შეერთებული, ფიქრობთ რომ თიშავენ?! გამორიცხულია, არ დაიჯეროთ.

_ ის დავიჯეროთ, რომ ნახევრად უშუქო ბახმაროში, ერთი ოჯახი ღამეში 5 ლარს წვავს?

_ უფრო მეტსაც. შარშან ბევრად მეტი იყო. იმის წინ კი, კიდევ უფრო მეტი. გეტყვით ტექნიკურად _ კაბელებს, რომლებიც დაყენებულია დიდი ტრანსფორმატორზე და ჩოხატაურის ცენტრს კვებავს, უყენია კაბელის კვეთი. იმაზე დიდი კვეთი უყენია ბახმაროში, სანატორიუმის ტრანსფორმატორს და ისიც დაწვრილებული. ტვირთისგან კაბელები გახურდა.

_ ეს მხოლოდ ვარაუდია; ამასთან, გადახდისას, აბონენტებს ქვითრებს რატომ არ აძლევენ?

_ ყველა გადახდაზე ქვითარი არსებობს.

_ აბონენტებისთვის არავის მიუტანია...

_ თუ სახლი რეგისტრირებული არ არის, აბონენტზე, ვინც დენს მოიხმარს, იმას რა თქმა უნდა არ ექნება ქვითარი.

_ ანუ მიხვალ, აიღებ ფულს, ჩაიდებ ჯიბეში და წახვალ?

_ არა. ქვითარი ყველა აბონენტს აქვს, რომლის სახლიც რეგისტრირებულია.

_ ბახმაროში ბევრი დაურეგისტრირებელი სახლია...

_ მასეთ სახლს დენი არ უნდა ჰქონდეს.

_ რომ აქვთ და იმათგანაც ფულს იღებენ?

_ იცით რა ხდება?! შეიძლება მეზობელმა მისცა მეზობელს. ანუ ის ადამიანი, ვინც არის რეგისტრირებული, დენს აძლევს მეზობელს და თანხას ერთად იხდიან, რაც წესით დარღვევაა.

_ დაურეგისტრირებელი აბონენტებიდან რომ იღებს დაუდგენელი პირი ფულს და ქვითარს არ აიძლევა, რით ამტკიცებთ, რომ ეს თანხა ბიუჯეტში შევიდა და იმ ვიღაცამ ჯიბეში არ ჩაიდო?

_ დახარჯული ელექტროენერგიის საფასური, აგვისტოს ჩათვლით, დაახლოებით 18 000 ლარამდე, გადახდილია. რაც შეეხება სექტემბერში დახარჯულს, სხვა სიტუაციაა. ახლა ხდება აბონენტების გადინება. ამიტომ, თანხას ახდევინებენ ყოველდღიურად. თანაბარი გადანაწილების პრინციპით.

_ ამას ყაჩაღობა არ ჰქვია?

_ არა. ვინც თანხებს კრებს, აქვთ მინდობილობა. რეგისტრირებული აბონენტებისგან აქვთ უფლებამოსილება, რომ თანხა აკრიფონ და სწორედ ამ ადამიანებს ჩამოაქვთ თანხა ჩვენთან.

_ იცით რომ სხვადასხვა ადამიანები კრებენ თანხას?

_ კი, სხვადასხვა უბანზე სხვადასხვა პიროვნებებია.

_ და ყველას მინდობილობა აქვს?

_ კი. ყველას.

_ თქვენ გინახავთ ნოტარიალურად დამტკიცებული ეს მინდობილობა?

_ ნოტარიუსის წესით დამტკიცებული არა მგონი რომ იყოს, მაგრამ ხელმოწერებით და პირადობის ნომრებით დადასტურებული ყველას აქვს.

_ გაქვთ თქვენ ეს მინდობილობები?

_ კი. რა თქმა უნდა.

_ გვანახებთ?

_ ვერა.

_ ოფიციალურად რომ გამოვითხოვოთ, მაშინაც არა?

_ არა. მასე ვერა, _ "დაგვიკონკრეტა" გეგეშიძემ.

ვერც ასე და ვერც სხვანაირად, მინდობილობები ვერსად ვიპოვეთ. ბახმაროს ე.წ. დირექტორი, საშა წიქარიძე ამტკიცებს, რომ ზედმეტი თანხა არავისთვის გამოურთმევიათ და ჯიბეშიც არავის არაფერი ჩაუდია.

_ ბატონო საშა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც დამსვენებლებიდან დენის საფასურს იღებენ? ზოგი ამბობს ანტონ ხუნდაძემ დამავალაო, ზოგი თქვენგან გაგზავნილად მოიაზრება...

_ გამორიცხულია ვინმე ბატონ ანტონს გაეშვა. ტრანსფორმატორები გავასწორეთ 1 სექტემბერს. თუმცა, მოსახლეობა დარჩა და შესაბამისად მოიხმარს ელექტროენერგიას. ამიტომ, თავიდანვე დააწესეს კონტროლი. ნახულობენ რამდენია დაწერილი მრიცხველზე. კრებენ 3-3 ლარს. გადაიანგარიშებენ და თუ არ ყოფნის, ამატებენ.

_ ანუ, მართლაც "ვიღაცეები" არიან?

_ დიახ, თვითონ მოსახლეობა აკეთებს ამას.

_ რაიმე სახის მინდობილობები თუ აქვთ?

_ მაგათ არა, მაგრამ ჩვენს ბიჭებს ჰქონდათ.

_ რა მინდობილები ჰქონდათ "თქვენს ბიჭებს"?

_ მოსახლეობასთან რომ მივდიოდით, ვიწერდით ვინ ცხოვრობდა, პასპორტის ნომერს, საცხოვრებელ მისამართს და ვაწერინებდით ხელს, რომ ჩვენ გვანდობდა ამ ფულის ქსელებში ჩაბარებას. ასეთი პირი ყველა უბანზე იყო.

_ ქვითრებს რატომ არ აძლევდნენ ხალხს?

_ ეძლევა მხოლოდ და მხოლოდ აბონენტებს და იძულებულები ვიყავით ეს გაგვეფორმებინა აბონენტების სახელზე. 156 აბონენტზე.

_ სულ 156 აბონენტია?

_ დიახ. ბახმაროში მეტი არ არის ("ენერგო პრო ჯორჯიაში" კი გაცილებით დიდ ციფრს ასახელებენ. ავტ.) თუმცა, მომხმარებელი გაცილებით მეტი, 400-450 აბონენტია.

_ გამოდის, რომ ქვითარი მხოლოდ 156 ადამიანს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ თანხა თითქმის სამჯერ მეტი ადამიანისგან გაქვთ აღებული. ეს ხომ დანაშაულია... რომ მოითხოვონ ქვითრები, რას იზამთ?

_ დანაშაულის რა გითხრათ. ერთი თეთრი არ იკარგება.

_ ამას რით ამტკიცებთ, როცა ქვითრები არ არსებობს?

_ ხელწერილს ვაძლევთ. ვიცით ვისგან ამოიღეს. ჩაწერილი გვაქვს მისამართი. ვაკონტროლებთ. თუ ვინმეს რამე პრეტენზია ჰქონდა, მივდიოდით და ვამოწმებდით რაიმე არ გაპარულიყო. მაქსიმალურად, რაც შეიძლება დიდი კონტროლი იყო. აგერ არის ფაქტი: მარტო ცენტრში 80 000 კილოვატი დაიწვა ამ სეზონზე. ასეთი დანახარჯი დღემდე არ ყოფილა, _ გვითხრა წიქარიძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ ბახმაროში მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის წესი წინააღმდეგობაში მოდის სეწმეკ-ის შესაბამის დადგენილებასთან. იურისტი ფიქრობს, რომ საქმე თაღლითობასთან გვაქვს:

_ რატომ უნდა გაუკვირდეთ ის, რომ მომხმარებელი ეცდება რაც შეიძლება მეტი ელენერგია მოიხმაროს?! მან ხომ წინასწარ გადაიხადა ელენერგიის საფასური 60 ლარის ოდენობით და ბუნებრივია, იგი ეცდებოდა ამ თანხის შესაბამის ელენერგიის მოხმარებას, თუმცა, არა მგონია ეს იმ ხარისხის (რომელიც ვერანაირ სტანდარტებს ვერ პასუხობს) ელექტროენერგიის პირობებში და 20-30 დღის განმავლობაში მოეხერხებინათ. ამასთან, როგორც ჩემთვის ცნობილია, მომხმარებელი იდგა არათანაბარ პირობებში. მაგალითად, ე.წ. ვაკიჯვრის უბნის დასახლებში მცხოვრებთ, შუქთან ერთად სანთელიც ენთოთ. სხვა უბნებს, კი შედარებით უკეთესი ხარისხის ელენერგია ჰქონდათ. თუმცა, 60 ლარზე ნაკლებ მათაც არავინ მიაწოდა შუქი! ამასთან, არის სხვა, არანაკლებ სადაო საკითხები, როგორიცაა ტრანსფორმატორის ჩვენება _ შესაბამისი აქტის არარსებობა, გადახდის ქვითრის არარსებობა.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კურორტ ბახმაროში მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის წესი ძალზე უცნაურია და წინააღმდეგობაში მოდის სეწმეკ-ის შესაბამის დადგენილებასთან და ბადებს ეჭვს, რომ საქმე თაღლითობასთან გვაქვს. ჩემი აზრით, ამ საკითხით პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

და ბოლოს, თუ პრეტენზია გვაქვს, რომ ბახმარო მაღალი დონის კურორტს წარმოადგენს, პირველ რიგში, აქ წყლისა და ელენერგიის პრობლემა უნდა გადაიჭრას. ამასთან, წყალი ყველა ოჯახს ინდივიდუალურად უნდა მიეწოდებოდეს, ხოლო, ელენერგია, შესაბამის სტანდარტებს უნდა პასუხობდეს. მისი საფასურის გადახდის წესი კი, სეწმეკ-ის დადგენილებას, _ გვითხრა ტრაპაიძემ.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, ლევან ხინთიბიძეც მიიჩნევს, რომ ამ საკითხით პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს:

_ ეს ისეთი ფაქტია, რომლითაც, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და საგადასახადო ორგანოები. ელექტრომომარაგების მხრივ, კურორტ ბახმაროში მთელი რიგი დარღვევებისა და უკანონობის კასკადია, რომლითაც მომხმარებლების პირდაპირი ძარცვა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხდება. მაგრამ თავშივე აღვნიშნავ, რომ მომხმარებელი იძულებულია დაეთანხმოს ზემოთ ნახსენებ კაბალურ პირობებს, რადგანაც მას არჩევანი არ აქვს და არც ამ ამბის გამკითხავია ვინმე.

ჯერ ერთი, სად გაგონილა, რომ ელექტროენერგიის გადასახდელი მომხმარებელს ვარაუდით დაუწესო?! "თურმე, 4-5 ლარს დაწვავს სავარაუდოდ დღეშიო" _ ბატონი სერგო რომ ბრძანებს. ვინმემ იცოდა საერთოდ, რა განრიგით მიეწოდებოდა მას დღის განმავლობაში ელენერგია? სადმე ხდებოდა აღრიცხვა მონაცემებისა ელენერგიის ხარჯვის შესახებ? მერედა ის ელენერგია, რაც მომხმარებელს მიეწოდებოდა, ელექტროღუმელს გაათბობდა?! სხვას რომ თავი დავანებოთ, ყველა ერთნაირად დახარჯავდა ელენერგიას თითოეულს რომ ერთი და იგივე ოდენობის გადასახდელს უწესებდნენ? აქ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები) უგულვებელყოფასთან ერთად, უბრალოდ, ლოგიკასაც ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ მავანმა მიიღოს ცალმხრივი ფინანსური სარგებელი.

ამავდროულად, საინტერესოა რას ფიქრობენ საგადასახადო ორგანოები, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, თითოეულ გადახდაზე ამოუჭრელ საკონტროლო-სალარო აპარატის ქვითარზე 500-ლარიანი საჯარიმო სანქციებით ავსებენ ბიუჯეტს! რა, ბახმაროში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება?! _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ხინთიბიძემ.

ჩვენ შევეცადეთ ამ საკითხზე კომენტარები პროკურატურისა და საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებისგანაც მიგვეღო, მაგრამ არც ერთმა უწყებამ საჯაროდ საუბარი არ ისურვა. თუმცა, პირად საუბრებში გვითხრეს, რომ არ არის გამორიცხული, ამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს.




 ახალი ამბები
  • მერი შავაძე: "როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები"“რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარ, მაგრამ არასდროს დავცემულვართ სულიერად. ძალიან მშრომელი მშობლებში ოჯახში გავიზარდე და მეც მათგან ვისწავლე დაუღალავი შრომა“, _ გვიყვება თავის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას (მთისპირი) მცხოვრები მერი შავაძე. მერი შავაძე მეუღლესთან, ჯემალთან და შვილთან _ თამუნასთან ერთად სოფლის ბოლოს, მთის ძირას ცხოვრობს. ქალაქიდან მოშორებით, შეიძლება ითქვას, სხვა სამყაროში. ჯემალს და მერის კიდევ ჰყავს ერთი შვილი, რამაზი, რომელიც ოჯახთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. დღეს მხოლოდ ქალბატონი მერის შესახებ მოგითხრობთ. ვთვლი, რომ ის ჩვენი დროის გმირია და თუ რატომ ვფიქრობ ასე, ამას წერილიდან შეიტყობთ. მერის ამბები სპონტანურად ჩავწერეთ. ხან _ ბოსტანში, ხან _ სამზარეულოში და ხან კიდევ ეზოში მოგვიწია მასთან გასაუბრება. ბავშვობა “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ვცხოვრობდით. ვიდრე ცოცხალი იყო ბებიაჩემი და ბაბუაჩემი გადასახადს იხდიდნენ, რადგან რეპრესირებული ოჯახის წევრები ვიყავით. ბაბუაჩემი 1941 წელს წაიყვანეს  ომში, ბებიაჩემი მარტო დარჩა ორ შვილთან ერთად. ჩვენს ოჯახს შუა აზიაში უპირებდნენ გადასახლებას, მაგრამ ბებიაჩემა იმდენი მოახერხა, დატოვეს. მამაცი ქალი იყო, წერა-კითხვა არ იცოდა. შვილებთან ერთად მუშაობდა ყოველდღე. მისი ნამუშევარის დიდ ნაწილს ხარკის სახით სახელმწიფოს უხდიდა. წლების შემდეგ გაირკვა, რომ ბაბუაჩემს ცოლად გერმანელი ქალი შეურთავს. ბაბუაჩემმა მითხრა, ომში სიცოცხლე გერმანელმა ქალებმა შეგვინარჩუნესო. გერმანიაში ორი შვილი შეეძინათ, შემდეგ ბაბუაჩემი შვილებთან ერთად ჩამოვიდა ზოტში. ბავშვები ბებიაჩემმა და მამიდაჩემმა გაზარდეს. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, არანაირი გასართობი არ იყო ბავშვებისთვის... მახსოვს კვირაში ერთხელ კინო იყო სოფელში. ბავშვობიდან ვიყავი ბოსტანში, ყანაში, ვუვლიდი შინაურ ცხოველებს და ფრინველებს“. პირველი სიყვარული და ოჯახი... „მამაჩემის ბიძაშვილმა ცოლი მოიყვანა უკანავიდან. როდესაც სოფელში მოიყვანეს პატარძალი, იქ დავინახე ჯემალი და დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. წელიწადში ერთხელ ვნახულობდით ერთმანეთს. გაცნობიდან სამ წელში გავთხოვდი. მეათე კლასში ვიყავი, საგამოცდო ბილეთები მქონდა ხელში, როდესაც დავინიშნე ჯემალზე. პედაგოგიურზე ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. შეგვეძინა ორი შვილი _ რამაზი და თამუნა". მერი შავაძე 2006 წელს „გურია ნიუსის“ რედაქციაში მოვიდა და თავისი მთავარი გასაჭირის გასაცნობად სახლში მიგვიწვია. „ყველაზე მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, ვიდრე თამუნა ეტლით მოსარგებლე გახდებოდა, ათასი პრობლემა იყო სოფელში და ეს ჩვენს ოჯახსაც შეეხო. 90-იანი წლები ყველას ახსოვს. მე და ჩემმა მეუღლემ სოფლის მეურნეობას მივყევით ხელი _ წელიწადში მარტო ათას ძირ ლობიოს ვუვლიდი, სიმინდის ყანა გვქონდა, შინაური ცხოველები. როდესაც ოჯახი შევქმენით უკანავაში დავსახლდით. ტყის პირას ქოხში ვცხოვრობდით. წლების შემდეგ პატარა სახლი ავაშენეთ. შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა _ თამუნას ოთხივე კიდური პარალიზებული ჰქონდა (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი ჰქონდა კისერი, კერძოდ, მეხუთე და მეექვსე მალა. ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად გადარჩა. ამის შესახებ ყველამ კარგად იცის. ახლაც სჭირდება დახმარება და რეაბილიტაციისთვის თურქეთში წასვლა, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს. წამებში შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ერთი თვე დამჭირდა გამეაზრებინა თამუნას ამბავი და შემდეგ შევუდექი აქტიურობას. 2006 წლიდან დღემდე ყველას შეძლებისდაგვარად ვაწუხებდი და ვაწუხებ. როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები და ეს გრძნობა ენით აღუწერელი არის. იყო დრო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელს ვხვდებოდი, ფეხსაცმელიც არ მქონდა მთელი, შიგნით ცელოფანი მქონდა ჩაფენილი და ისე მივდიოდი სოფლიდან ქალაქში. რამდენჯერ ცხვირწინ მოუხურავთ ჩემთვის კარი, ამის გამო მიტირია, მაგრამ ეს ამბავი სახლში არ მითქვამს. ბევრჯერ დაგვხმარებია ხელისუფლება, პოლიტიკოსები, საზოგადოების წევრები. კეთილი ადამიანები არსებობენ და ამით გადავრჩით. ხშირად მქონია უიმედობის შეგრძნება, მაგრამ ისევ კეთილი ადამიანებს გამოვუყვანივარ მდგომარეობიდან". “როგორია ქალის ცხოვრება სოფლად?“ „იშვიათად მცალია მეზობელთან გადავიდე და ყავა დავლიო. დილა იწყება ჩემთვის 6 საათზე და არც ვიცი, როდის ვიძინებ. დილით ყავას დავლევ და შემდეგ, როდის ვჭამ საჭმელს, არ ვიცი. ბოსტანი მაქვს, ვუვლი ყვავილებს, ზაფხულიდან დღემდე ზამთრისთვის შესანახებს ვინახავ. მეტი, რა უნდა გავაკეთო, ერთმა ქალმა. ასეთია სოფლად მცხოვრების ქალის ბედი. მთავარია, ჯანმრთელობა და სხვას მე არაფერს ვნატრობ“. რაზე ოცნებობს მერი შავაძე? “თამუნიას ჯანმრთელობაზე ვოცნებობ, რომ ეტლით აღარ დადიოდეს. ჩემი ოცნება ეს არის. მინდა წავიყვანო თურქეთში და ჯანმრთელად მყავდეს ჩემი გოგო. მეტს არაფერს ვთხოვ ღმერთს, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ“. 15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა! საქართველოში დასაქმებული ქალების 36% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა მცირე საოჯახო მეურნეობებში მუშაობს. მცირე მეურნეობების მხარდაჭერა სოფლად ქალების გაძლიერებას ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება. ფორუმის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განიხილება  ისეთი საკითხები, როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება. ფორუმს 300-ზე მეტი დელეგატი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრა, რომლებიც, თბილისთან ერთად, საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოინახულებენ. სტუმრობის მიზანია, ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონებისა და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიებას საერთაშორისო მედიაპარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. „მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი საერთაშორისო და მასშტაბური ფორუმის გენერალური პარტნიორები, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს  საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას. საინტერესოა, რომ ფორუმის ფარგლებში  50-ზე მეტ ინვესტორს ექნება შესაძლებლობა, გაეცნონ ქართული უძრავი ქონების ბაზარს  და ტურიზმს.  ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას. ფორუმის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი, რაც  სასიხარულოა. მსგავსი ღონისძიებები  მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და  მეტ ინვესტორს,  არსებულსა თუ პოტენციურს, გავაცნოთ ის რეალური შესაძლებლობები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ... ...
  • ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა გაიმართაქალაქ ოზურგეთში, ღმრთისმშომბლის მიძინების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. ეს ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და საქართველოს ჩოხოსანთა ორგანიზაციის ორგანიზებით შედგა. ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა ჩოხოსანთა ორგანიზაციის წევრების თემურ სირაძისა და თამარ გიორგაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამჯერად, ჯვარი დაიწერეს წყვილებმა: ბადრი კვირკველიამ და ნანა სიხარულიძემ; გერონტი გიორგაძემ და სოფიო ტარიელაძემ; ჯემალ და ლენა შუკაკიძეებმა;  ავთანდილ ცეცხლაძემ და ნანული სურგულაძემ; გიორგი  და  მედეა მაღლაკელიძეებმა. მოქალაქეებს ჯვარი დეკანოზმა ერმოლაუსმა დაწერა. ორგანიზატორის თამუნა გიორგაძის თქმით, საყოველთა ჯვრისწრა მომავალშიც ... ...
  • "ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" _ ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის...15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია!  კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი,  რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.   კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად! კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი). სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:   5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე; ავიაბილეთებს; საახალწლო ვახშამს; 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს  იხილეთ დეტალური წესები და პირობები ბმულზე: http://bit.ly/2OJOkCF  ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში ქეშბექის და სამოგზაურო პაკეტის მოგების შანსის მიღება3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.  გაიგე როგორ დაამატო ბარათი Apple ... ...
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიკვდილის რისკს ამცირებს

ცოტა ხნის წინ ესპანეთის ქალაქ...

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...