უკანასკნელი ინფორმაციები ავარიის ადგილიდან, სადაც, არაოფიციალური მონაცემებით, 11 ადამიანია დაღუპული _ ფოტორეპორტაჟი

მთავარი თემა

უკანასკნელი ინფორმაციები ავარიის ადგილიდან, სადაც, არაოფიციალური მონაცემებით, 11 ადამიანია დაღუპული _ ფოტორეპორტაჟი

2011 სექ 11 01:08:32

შაბათს, დაახლოებით საღამოს 10-ის ნახევარი იქნებოდა, როცა ქალაქი ლანჩხუთი სასწრაფო დახმარებისა და პატრულის მანქანების გაბმულმა სირენებმა მოიცვა _ ისინი დასავლეთის მიმართულებით მიემართებოდნენ. მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრში უკვე გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა. როგორც გვითხრეს, 03-ის ყველა ბრიგადა ლესის მიმართულებით გაემართა, სადაც მძიმე ავტოავარია მოხდა, ხოლო საავადმყოფოში მედპერსონალის მობილიზება განხორციელდა.

"გურია ნიუსი" შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. ადგილზე უკვე მობილიზებული იყო საპატრულო სამსახური, მალევე ოზურგეთიდან სამაშველო სამსახურიც ჩამოვიდა. ვითარების სირთულიდან გამომდინარე, ზონაში მომუშავე ყველა საპატრულო ეკიპაჟი ლანჩხუთი-გრიგოლეთის მაგისტრალის ჯურუყვეთის მონაკვეთზე, ავარიის ადგილზე მოვიდა. მათ დახმარებას ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს შემადგენლობაც უწევდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსი გიგა ჯაფარიძე. ჩვენ არ შეგვინიშნავს, თუმცა, როგორც გვითხრეს, ავარიის ადგილზე გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილიც იმყოფებოდა.

რაც შეეხება ავარიას, ადგილზე მეტად მძიმე სურათი დაგვხვდა: მაგისტრალიდან მარჯვენა მხარეს, გზისპირზე, ჩავარდნილი იყო ავტობუსი, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, თურქულ კომპანიას ეკუთვნის და სომეხი ეროვნების მგზავრები გადაჰყავდა. ავტობუსს მარცხენა უკანა მხარე არც თუ ძლიერად დაზიანებული აქვს. მარჯვენა დაბალ მხარეს მიღებული დაზიანება ავტობუსმა, სავარაუდოდ, გზისპირა კვალში ჩავრდნისას მიიღო. მის წინ, დაახლოებით 10 მეტრში დგას მსუბუქი ტიპის ყველგანმავალი (უცხოური ნომრებით), რომელსაც წინა ნაწილი მთლიანად დაზიანებული და შეჭყლეტილი აქვს, ასევე დამტვრეულია წინა საქარე მინა.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაგისტრალის მარცხენა მხარეს მდგომი ლურჯი ფერის მიკროავტობუსია, სახელმწიფო ნომრით სის 209. ავტომობილი წინა ნაწილით გზისპირა არხშია ჩავარდნილი, მას დამტვრეული აქვს ყველა მინა და აშკარაა, რომ მსხვერპლი სწორედ ამ ავტომობილის მგზავრები არიან. მიკროავტობუსიდან ოციოდ მეტრში, გადაბრუნებულია მისაბმელი.

რა გახდა ავარიის მიზეზი? ამის შესახებ ინფორმაციას ვერც იქ მცხოვრები ადამიანები ფლობენ. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი იქ ყოფნის დროს, ვერავინ მიაწოდა სამართალდამცველებს რაიმე სახის ინფორმაცია. "ტელევიზორს ვუყურებდით, როცა ხმა გავიგონეთ. მივხვდით, ავარია იყო, გარეთ გამოვცვივდით და ასეთი უბედურებას შევესწარით. სიბნელის გამო ბევრის გარჩევა შეუძლებელი იყო. ამიტომ სასწრაფო გამოვიძახეთ," _ გვითხრა იქვე მცხოვრებმა ერთ-ერთმა პიროვნებამ.

შემთხვევის ადგილზე არავინ ფლობდა დაზუსტებულ ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, თუმცა ის კი გვითხრეს, რომ გარდაცვლილები გზაზე ეყარნენ და მათი რიცხვი მინიმუმ 7 გახლდათ. იქვე მიღებული, მაგრამ დაუზუსტებელი ინფორმაციით, 4 ადამიანი მოგვიანებით გარდაიცვალა. "არავინ იცის, რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, რომლებიც საავადმყოფოში მიჰყავთ. ვინც თავიდან გადაიყვანეს, თითქმის ყველა გათიშული იყო. მსხვერპლი, ალბათ, გაიზრდება. აქ იყო ერთი მამაკაცი, თავად ადგა, გაიარა, მაგრამ აშკარად ცუდად გამოიყურებოდა. ახლა ექიმებმა თქვეს, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა" _ გვითხრეს ადგილობრივებმა.

"გურია ნიუსთან" ოფიციალური კომენტარი არც ერთ სამსახურს არ გაუკეთებია, თუმცა, მოვისმინეთ, როგორ გადასცემდნენ ციფრებს _ ჯერ 7 დასახელდა, შემდეგ 11, რაც, სავარაუდოდ, ამ დროისთვის, გარდაცვლილთა რაოდენობაა.

ჩვენ გავესაუბრეთ სომეხ მგზავრებს. მათი თქმით, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა მიიღო უმნიშვნელო დაზიანება. არ დაშავებულა მძღოლიც კი. ისინი იქვე მდებარე ოჯახმა შეიფარა. მოგვიანებით, როცა ყველა მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მსუბუქად დაშავებული სომეხი მგზავრები ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს. "არაფერი დაგვინახავს, უბრალოდ, ავარია რომ მოხდა, სავარძლიდან გადმოვვარდით. საბედნიეროდ, ჩვენთან არავინ დაშავებულა. მადლობა აქაურებს, რომ მასპინძლობა და ყურადღება გამოიჩინეს," _ გვითხრა ერთ-ერთმა უცხოელმა მგზავრმა.

როგორც გვითხრეს, დაშავებულები არიან "ფორდის" მარკის ავტომობილში. მას თურქეთის მოქალაქე იუნიუს კუტარი მართავდა. მასთან ერთად მანქანაში მისი მეუღლე და 14 და 6 წლის შვილები იმყოფებოდნენ. იუნიუს კუტარი გორიდან თურქეთის ქალაქ ჩანაკალში მიდიოდა. ავტოვარიისას დაშავებული თურქების ოჯახი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, 14 წლის ბუსრიკ კუტარის ჯანმრთელობის მდგომარეობაში შედარებით მძიმეა.

რაც შეეხება მიკროავტობუსს, ადგილზე გავრცელებული, მაგრამ ოფიციალურად დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავტომობილი ოზურგეთელ პიროვნებას ეკუთვნის და მას ლილოდან მგზავრები ბათუმის მიმართულებით მიჰყავდა. მსხვერპლიც სწორედ მიკროვატობუსის მგზავრებს შორის არიან. ძნელი სათქმელია, გადარჩა თუ არა ვინმე მიკროავტობუსიდან.

რაც შეეხება ავარისი მიზეზს, სიტუაცია იმდენად მძიმე და რთულია, რომ საპატრულო ჯგუფი და კრიმინალისტებიც კი საგონებელში ჩავარდნენ. ერთადერთი სავარაუდო ვერსია, რომელიც არსებული სიტუაციის შეფასებითა და გამოცდილი მძღოლების განმარტებებით, ყველაზე რეალურად ჩანს, ასეთია: ავტობუსი მოძრაობდა ბათუმის მიმართულებით, მის უკან მოდიოდა მიკროავტობუსი, რომელმაც გადასწრება სცადა. სავარაუდოდ, ამ დროს მის წინ შემხვედრი ავტომობილი გამოჩნდა, ამას კი ტრაგედია მოჰყვა _ სავარაუდოდ, ავტობუსი შეეჯახა მიკროავტობუსს, რომელიც შუაში გაგლიჯა _ მისაბმელიდან 20-იოდ მეტრში გადავარდა თავად მიკროავტობუსი. ამ დროს შემხვედრ "ფორდს" მისგან აცილება სურდა, გადავიდა საპირისპირო მხარეს, სადაც იგივე ავტობუსს შეეჯახა, თუმცა, ამ დროს ავტობუსს, ასევე სავარაუდოდ, დაკარგული ჰქონდა სიჩქარე და შეჯახება მსუბუქი ავტომობილისთვის შედარებით იოლი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელში მგზავრების გადარჩენას ავტობუსის გზისპირა კვალში ჩავარდნამაც შეუწყო ხელი, რამაც ასევე დააკარგვინა ავტობუსს სიჩქარე.

ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსი პირიქით _ თბილისისკენ მოძრაობდა, თუმცა, ამ შემთხვევაში ამოუხსნელი რჩება, როგორ შეიძლებოდა უფრო წინ გადავარდნილიყო მისაბმელი.

00.30 საათზე ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა შემთხვევის ადგილიდან ბოლო დაშავებული გადაიყვანა. ლანჩხუთის მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრი ამ ღამეს საგანგებო რეჟიმში გაატარებს. საავადმყოფოდან 2 პაციენტი ქუთაისის კატასტროფის ცენტრში რეანომობილებით გადაიყვანეს. ადგილზე ისევ ელოდებიან კატასტროფის ცენტრის ბრიგადების მოსვლას. ამ დრომდე მოძრაობა მაგისტრალზე შემოვლითი გზით ხორციელდება, თუმცა, რამდენიმე წუთში გზის მთლიანად გახსნას ვარაუდობენ.




 ახალი ამბები
  • დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერი გარდაიცვალადამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. ის 86 წლის იყო. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. 1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა საქართველოს პრემიერმინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს მას შემდეგ გადადგა, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო. 2011 წელს "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო: „ჩვენ დავიწყეთ ომი 2008 წელს. ჩვენ დავიწყეთ ცხინვალის დაბომბვა, რამაც ჩარევის უფლება მისცა რუს სამშვიდობოებსა და რუსეთის ... ...
  • ქართული ცეკვის დედოფლის ჩუმად ჩავლილი დაბადების დღე19 იანვარი ქართული ცეკვის დედოფლის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. "მე სულ ვცეკვავდი, სულ", _ ამბობდა ნინო, _ "ეს ჩემში ადრეული ბავშვობიდან იდო. დედა ხედავდა ამას და საბალეტო სტუდიაში მიმაბარა...  როდესაც პერინის სტუდიაში მივდიოდი, ხშირად სრული სერიოზულობით  მიფიქრია, ალბათ, რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არ ცეკვავს". ნინო  რამიშვილმა მეუღლესთან - ილიკო სუხიშვილთან ერთად 1945 წელს შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აღადგინა, შექმნა, დადგა დღეს ასე საამაყო ქართული ცეკვების  ფეიერვერკი.... მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღემდე, თაობიდან თაობას გადაეცემა ქართული ცეკვის ჯადოსნური ხიბლი, ცეკვის, რომლითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს და აღფრთოვანებული გვიკრავს ტაშს.....  “ეროვნული ბალეტის“ ყველაზე ცეცხლოვანი ვარსკვლავის - ნინო რამიშვილის სახელი ცოტა ხნის წინ მიენიჭა მის მშობლიურ ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჭეშმარიტად დიდი ხელოვანის დაბადების დღის და 110 წლის იუბილეს აღნიშვნა  კულტურის სფეროში მომუშავე მრავალრიცხოვან მოხელეებს არც კი გახსენებიათ.  გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ქალბატონი ნინო თავად გვიამბობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ. წყარო: სუხიშვილები - ... ...
  • ლანჩხუთში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება იგეგმებალანჩხუთის საკრებულოში ამ ეტაპისთვის განხილვის სტადიაშია საკითხი, რომელიც მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდას ითვალისწინებს. როგორც გაირკვა, პროექტების მიხედვით, იგეგმება პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ფონდის მოწესერიგება კანონის შესაბამისად. დღის წესრიგის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს ოპოზიციური ფრაქციის ,,ძალა ერთობაშიას“ სხდომაზე. როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ  „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, ის და მისი ფრაქციის წევრები არანაირი მატების წინააღმდეგი არ არიან და მიაჩნიათ, რომ ხელფასების მატება სხვა კატეგორიებსაც უნდა შეეხოთ. „წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ხელფასების მატება მერიასა და საკრებულოში სამსახურების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისთვის. როგორც ვიცი, სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც ახლა 1500 ლარითაა განსაზღვრული, ფრაქციის თავმჯდომარეთა თანამდებობრივ სარგოს უნდა გაუთანაბრდეს, რომელიც 1700 ლარს შეადგენს. ჩვენი ფრაქცია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა წინააღმდეგი ამ მატების, თუმცა, აქვე დავაყენეთ საკითხი, რომ კანონის შესაბამისად, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსს სპეციალიტებსაც შეეხოთ სახელფასო ფონდის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ  საბავშვო ბაღში დასაქმებულებს: აღმზრდელებს, მზარეულობს, ძიძებს და ყველა აქ მომუშავეს გაეზარდოთ ანაზღაურება“, _ ამბობს ლელა ჩახვაძე, რომლის თქმითაც, ლანჩხუთელი საჯარო მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა თებერვლიდან იგეგმება, მანამდე კი საკითხზე საკრებულოში ... ...
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებას დასაბუთება აკლიაორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მეტ საჯაროობას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და გამჭვირვალობას მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მიკერძოებისა და შერჩევითი დამოკიდებულების სავარაუდო ნიშნები. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს. ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2017 წელს აკრედიტაცია მიენიჭა 75 საგანმანათლებლო პროგრამას. 2018 წლის 01 იანვრიდან 01 მარტამდე 173 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია, ხოლო 47 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს მონიტორინგის გზით, 1 საგანმანათლებლო პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს არცერთ დაწესებულებას არ მინიჭებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო ავტორიზაცია გაუუქმდა 1 დაწესებულებას. 2018 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 24 დაწესებულებას და ავტორიზაცია გაუუქმდა 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2019 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 2 დაწესებულებას და 1 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზაცია. რაც შეეხება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, მოგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით ცენტრი ჩართულია 382 სასამართლო დავაში, რომელთაგან 11 საქმე შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის/ავტორიზაციის მინიჭების ან/და გაუქმების საკითხებს. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ცენტრის მიერ აღსრულდა სულ 139 საქმე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ცენტრის მენეჯმენტის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება, მთლიანობაში 210934.85 ლარი დაუჯდა. ცენტრის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადახდილი თანხები ასე გამოიყურება: 2017 წელს - 9940.33 ლარი, 2018 წელს - 199,532.52 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით - 1462.00 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში არსებობდა დავები, სადაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერდა. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს წამოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზეც, სადაც სასამართლომ ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების მიღებას უკრძალავდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უნივერსიტეტს უფლება ერთმეოდა მიეღო სტუდენტების ნაკადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს აყენებდა უნივერსიტეტს. ... ...
  • მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპამამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. გარდაცვლილები ბინაში ოჯახის წევრმა ნახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...