ავარიაში ტრაქტორიც ფიგურირებს?

მთავარი თემა

ავარიაში ტრაქტორიც ფიგურირებს?

2011 სექ 11 10:05:48
აქედან 2 მალევე ქუთაისისა და ბათუმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო მანამდე 4 მძიმედ დაშავებული ასევე რეანომობილებით კატასტროფის ცენტრში მოათავსეს.

დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, საპატრულო ეკიპაჟმა დასაკითხად წაიყვანა თურქული კომპანიის ავტობუსის მძღოლი ისმაელ ჰაკი. მისი მდგომარეობა ექიმებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. ჰაკიმ საავადმყოფო კოჭლობით დატოვა. სწორედ ის არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელმაც იცის, თუ რამ გამოიწვია ავარია.

"თქვენ კი მიგყავთ ეს ადამიანები, მაგრამ მაგათი დაკითხვა ჩვენ რაში გვარგია? ფული აქვთ გადასახდელი, მე რუსული არ ვიცი. ექიმმა კი უთხრა, მაგრამ ვერ შეაგნებინა," _ საავადმყოფოს რეგისტრატორი დახმარებას პატრულს თხოვდა.

როგორც გაირკვა, ერთ-ერთი სომეხი ეროვნების მგზავრს 43 ლარი უნდა გადაეხადა.

_ გადაიხდის, ქალბატონო, ან მაგათ დაზღვევა ექნებათ! _ გამოესარჩლნენ უცხოელ პაციენტს.

_ რად მინდა მაგის დაზღვევა, ჩვენ ხელშეკრულება არ გვაქვს გაფორმებული.

_ ჰო, მაგრამ იქნებ ფული არ აქვს? გაუფორმეთ ხელშეკრულება და შემდეგ გადაიხდის!

_ სად ვდიო მაგას, სომხეთიდან გამოაგზავნის? აქაა და არ იხდის!

_ დაზღვევა ნამდვილად ექნება!

_ მერე გადაიხადოს მაგან ფული, მივცემ ქვითარს და სადაზღვევო გადაუხდის!

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეცადნენ, პაციენტმა ფული არ გადაიხადა: _ საგანგებო მდგომარეობაა, რა ფული, რის ფული? _ ამბობდა იგი და ირწმუნებოდა, რომ ფული არ ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ბათუმში მისი გადაყვანა გახდა აუცილებელი, 100 დოლარი გამოაჩინა _ სასწრაფოთი პაციენტის ერთ კილომეტრზე გადაყვანის ფასი 2 ლარი ყოფილა!

"რა საგანგებო მდგომარეობა? ქართველებისთვის არ იყო საგანგებო, ფული რომ გადაიხადეს და ამისთვისაა?" _ უკმაყოფილო იყო მედპერსონალი, რომელიც წუხდა იმაზე, რომ "ექიმი გადაყვა პაციენტს, 2 ხელთათმანი დაეხა და მესამე ვერ ნახეს"(?!).

თუმცა, აქ მედიკოსებსაც ვერც გაამტყუნებ _ საავადმყოფოს მფლობელი კომპანია "ადიტტი" მათ კატეგორიულად თხოვს, პაციენტები თანხის გადაუხდელად არ გაუშვან, თავად მედპერსონალს კი ხელფასები მესამე თვეა არ მიუღიათ: "სამი თვეა, ხელფასი არ მიგვიღია. ივლისის თანხას ველოდებით ჯერ. ამდენი ხალხი რომ შეამცირეს, ახლა ხომ გამოჩნდა, რომ ლანჩხუთს მეტი სჭირდება?!" _ ერთმანეთს უზიარებდა გულისტკივილს სამედიცინო ცენტრის პერსონალი.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც არა ოზურგეთელი, როგორც ეს ავარიის ადგილზე გავრცელდა, არამედ ბათუმელი ყოფილა. სამწუხაროდ, იგი ადგილზევე გარდაიცვალა. "მძღოლი ბიძაჩემია. მგზავრები მიჰყავდა ლილოში, მისაბმელიც მისი იყო. ამბობენ, რომ ტრაქტორს მორი გადმოუვარდა და ამას მოჰყვა ავარიაო. სხვა დეტალები არ ვიცი," _ გვითხრა მიკროავტობუსის მძღოლის ახლობელმა.

ახალი ვერსია, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, პატრული ამუშავებს, შემდეგში მდგომარეობს: ჯერ საქმეში ოფიციალურად არ ფიგურირებს და ვერ ზუსტდება ტრაქტორის მონაწილეობა ავარიაში (შემთხვევის ადგილზე ტრაქტორი ნამდვილად არ ყოფილა, რაც წარმოშობს ვარაუდს, რომ მძღოლმა მისი გადამალვა მოახერხა), თუმცა, არის ვერსია, რომ შეშით დატვირთული მისაბმელიდან გადმოვარდა მორი, რამაც მოძრაობა შეუფერხა ავარიაში მონაწილე ტრანსპორტიდან მინიმუმ ერთს მაინც. ამ დროს "ფორდის" მარკის ავტომობილი ცდილობდა გადასწრებაზე გასვლას და იგი შემხვედრ ავტობუსს შეეჯახა, ხოლო მიკროავტობუსმა ავარიის თავიდან აცილების მცდელობის დროს წონასწორობა დაკარგა და ავტობუსთან შეჯახებისას გზის პირას გადავარდა, მისაბმელი მოწყდა და ისიც ასევე გზის პირას, ოღონდ მოშორებით ჩავარდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 03.00 საათის მდგომარეობით, ეს ციფრი 11-ს უდრიდა: "უნდა გენახათ, რა ხდებოდა ადგილზე! ხალხი არხში იყო ჩაყრილი და იქ ვეძებდით, ზოგი ასფალტზე იწვა უსულოდ. ავარიის ადგილზე ერთდროულად სასწრაფო დახმარების რვა ბრიგადა ვმუშაობდით," _ ამბობენ ექიმები.

ღამის 02.58 საათზე ლანჩხუთის საავადმყოფო ბოლოსწინა პაციენტმა დატოვა _ მიკროავტობუსის მგზავრი ქალბატონი ბათუმის საავადმყოფოში რეანომობილით გადაიყვანეს, რამდენიმე წუთით ადრე კი ავტობუსის მგზავრი სომეხი ეროვნების ქალბატონი ბათუმში წაიყვანეს, ოღონდ მისი მდგომარეობა რთული არ გახლდათ _ უბრალოდ, ცხვირიდან სისხლდენა მთლიანად ვერ შეუჩერეს და მისი გადაყვანა მხოლოდ იმის გამო გახდა საჭირო, რომ ლანჩხუთში ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი არ ჰყოლიათ. მიხეილ ჩაჩავას სახელობის ცენტრში მხოლოდ ერთი პაციენტი დარჩა _ მიკროავტობუსის მგზავრი მამაკაცი. "მიკროავტობუსში სულ 2 მგზავრი გადარჩა, როგორც ვიცი, ბიძაჩემს 12 მგზავრი გადაჰყავდა," _ გვითხრა მიკროავტობუსის მძღოლის ახლობელმა.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ტრაგედია ლანჩხუთში რამდენიმე წლის წინათაც დატრიალდა: ქორწილიდან მიმავალი მაყრიონი ავარიაში მოხვდა და მიკროავტობუსში მსხდომი 14 ადამიანი დაიღუპა _ პატარძლის დეიდა, ბიძა, ბიცოლები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები და სხვა უახლოესი ნათესავები.




 ახალი ამბები
  • თბილისში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლათბილისში, ხის სახელოსნოს შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი შენობის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ... ...
  • საქართველომ დემოკრატიულ ღირებულებებს გადაუხვია- კონგრესმენის წერილი პრემიერსკონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის. წერილში კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადახვევისა და ეკონომიკური გაუარესების გამო, შეშფოთებულია და აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა თავისუფლების ტოლფასია. კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტოს და ამბობს, რომ ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარადგინა. „ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა. მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიაღწია, ბოლო წლების განმავლობაში, დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში განგრძობადი უარყოფითი ტრენდი გამოვლინდა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებასა და ექსპროპრიაციის მიზნით, თავდასხმებს დაექვემდებარნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით, აშშ-ის წინააღმდეგ. ასეთი გაუარესებადი გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც საქართველოს მთავრობის პროგრესირებად მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ წუხილებს ასახავდა. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორი წელია საქართველოს ხელისუფლებას კონგრესში დიდი სიფრთხილით უყურებენ. იმ უარყოფითი ტრენდიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტრენდის შეჩერების ხელშესაწყობად, გაიზარდა შეშფოთება და ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე, რომლის მიზანიც, საქართველო მოქმედი ამერიკული კომპანიების დაცვაა. იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც ეხება საფრთხეს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, რომელსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს," _ წერს ... ...
  • "ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები"_ჩხარტიშვილი ივანიშვილებზელეიბორსტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიმართავს, ივანიშვილების ოჯახისგან შემოწირულობების მიღებაზე უარი თქვან, რადგან ისინი ეკოდამნაშავეები არიან. "მივმართავ ავსტრალიის ხელისუფლებას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, არ მიიღოთ შემოწირულობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახისგან, რადგან ისინი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკოდამნაშავეები არიან,"_ განაცხადა ... ...
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...