არის თუ არა პენსიონერისთვის შეღავათი 20 ლარი

მთავარი თემა

არის თუ არა პენსიონერისთვის შეღავათი 20 ლარი

2011 სექ 16 00:00:12
მისი პენსია 90 ლარს შეადგენს, თუმცა, იცის, რომ უახლოეს მომავალში 10 ლარით მოიმატებს და 100 ლარამდე გაიზრდება. დასძენს, რომ პენსიით, საარსებო საშუალების მხოლოდ 10-%-ს იკმაყოფილებს და 10 ლარით დიდი ვერაფერი შეღავათი იქნება.

"სოფელი რომ არ მქონდეს, მშიერი დავრჩებოდი. ჩემი პენსიის ძირითად ნაწილს წამლებში და კომუნალურ გადასახადებში ვხარჯავ, იმ წამლებში, რომლის ფასმაც ბოლო სამ წელში 15-ჯერ მოიმატა. დარჩენილი თანხით კი შაქარს, ზეთს, ბოსტნეულს და პურს ვყიდულობ. სამი წლის უკან, პირველადი მოხმარების პროდუქტების ყიდვის უნარიანობა ორჯერ მეტი იყო, ამდენჯერვე ნაკლები პენსიით", _ გვითხრა 72 წლის პენსიონერმა.

მას ყოველდღიურად საკვებისთვის, მინიმუმ, ხუთი ლარი სჭირდება. ანუ 100 ლარი, ისიც გაჭირვებით, მხოლოდ ოც დღეს ეყოფა: "ხორცი თხუთმეტი ლარი ღირს, თევზი _ 12 ლარი, ყველი თევზზე ოთხი ლარით ნაკლებია. ტკბილეულზე არაფერს ვამბობ, რომლის ყიდვას მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში თუ ვახერხებ. ამაში არ იგულისხმება მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ღირებულება".

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ირწმუნებიან, რომ შრომისუნარიან მამაკაცს სრულფასოვანი კვებისთვის ყოველთვიურად 158 ლარი და 60 თეთრი სჭირდება, თუმცა, რამდენი სჭირდება პენსიონერს საარსებო მინიმუმისთვის, აღნიშნულ სამსახურში არ აკონკრეტებენ.

ხელისუფლების წლების წინანდელი დაპირების მიხედვით, 2011 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პენსიონერების და თბილისელი პენსიონერების კუთვნილი პენსია უნდა გათანაბრებულიყო. თუმცა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ სახელმწიფო კანცელარიაში, 13 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, გაზრდილი პენსიების გაცემა 15 სექტემბრიდან დაიწყება.

როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, თბილისის მასშტაბით პენსია 10 ლარით გაიზრდება, რეგიონებში კი _ 20 ლარით. გარდა ამისა, შენარჩუნდება ყველა სოციალური შეღავათი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს რეფორმა 670 000-ზე მეტ პენსიონერს და 24 000 მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის პირს შეეხება.

"გაზაფხულის შემდეგ 25 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა ბიუჯეტში, ამას კიდევ დაემატება 13 მილიონი და სექტემბრიდან უკვე გაზრდილ პენსიებს მიიღებენ საქართველოს მასშტაბით", - თქვა მან.

"რესპუბლიკური პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს მარინე სუნგულიას მიაჩნია, რომ პენსიის ას ლარამდე გაზრდა არჩევნების მოახლოებას უკავშირდება: "ეს მორიგი პიარ-აქციაა და მოსახლეობა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ფასი ყველა პროდუქტზე, მედიკამენტებზე გაიზრდება და ამ თანხას ათმაგად ამოიღებენ. არ მჯერა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დღეს არსებული ფასები შენარჩუნდება, თუ სასწაული მოხდა და ჩემი ვარაუდი არ გამართლდა, მაშინ ან სამედიცინო მომსახურების ხარჯი ან მედიკამენტების ფასი მოიმატებს. უარეს შემთხვევაში, ყველა ერთად", _ ვარაუდობს სუნგულია.

მას მიაჩნია, რომ ხელისუფლება ადამიანების კეთილდღეობაზე კი არა, საარჩევნო ქულების დაწერაზე ფიქრობს: "წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალურ სამუშაო ადგილებს შექმნიდა და არა ისეთს, როგორიც არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირებია, რომელთა რიცხვი დღითიდღე მატულობს და სადაც ხელოვნურადაა გაზრდილი თანამშრომელთა რაოდენობა იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ დაეხმარა ნაციონალებს არჩევნებში. ისინი ხომ ყველა "ერთგულს" აჯილდოებენ" გარკვეული დროით. ასეთი სამუშაო ადგილები სახელმწიფოსთვის არაფერს ქმნის, ბიუჯეტიდან კი ძალიან დიდი თანხები იხარჯება ხელფასზე, რაც თავისთავად მოსახლეობას აკლდება. გაზრდილ პენსიას წინ უნდა უსწრებდეს სამუშაო ადგილების და შემოსავლების ზრდა. სხვა შემთხვევაში ყველა ეს მომენტი ინფლაციას და კიდევ მეტ გაჭირვებას გამოიწვევს".

ექსპერტი ლევან კალანდაძე "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ პენსიის ას ლარამდე გაზრდას, თვეში 9-დან 10-მილიონამდე ლარი სჭირდება: "სამწუხაროდ, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის და მიღების ეტაპზე, პენსიის 100 ლარამდე გაზრდისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებული არ იქნა. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ინდიკატური განვითარების გრძელვადიანი გეგმები, რომელიც ბიუჯეტს საფუძვლად უნდა ედებოდეს და რომლის საფუძველზეც წინასწარ უნდა იყოს ცნობილი მომდევნო წლებისთვის საბიუჯეტო ხარჯვის უკლებლივ ყველა პრიორიტეტი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დაგეგმვის ამგვარი, თანამედროვე პრაქტიკა მიღებული არ არის და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ყოველი კორექტირება, ისევე როგორც, ზოგადად ეკონომიკის სხვა დარგებში, ფრაგმენტული ხასიათისაა და წინასწარი გათვლების და პროგნოზების გარეშე ხდება", _ გვითხრა ექსპერტმა. მისი თქმით, პენსიის 100 ლარამდე გაზრდის კამპანიას, ბუნებრივია, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გარკვეული კორექტირება სჭირდება და ეს დაახლოებით, თვეში 9-10 მილიონ, ხოლო წლიურად დაახლოებით 110 მილიონ ლარს შეადგენს: "ბუნებრივია, ამ აქციას მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკური, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო ხასიათი აქვს. ფასების ზრდა, რომელზეც დღეს აპელირებს ხელისუფლება, აგვისტოში არ დაწყებულა და გასული წლის ბოლოდან და მიმდინარე წლის დასაწყისიდან საგრძნობლად დააზარალა პენსიონერების და არა მხოლოდ მათი ბიუჯეტი. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამ მიმართულებით მაშინ არანაირი ანტიინფლაციური ნაბიჯები არ გადაუდგამს და არც შესაბამისი ანტიინფლაციური და ანტიკრიზისული სტრატეგია არ შეუმუშავებია, პენსიის განაკვეთის ინდექსაციის პრაქტიკის დანერგვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ", _ მიიჩნევს ლევან კალანდაძე და დასძენს, რომ "ბუნებრივია, პენსიონერებისთვის პენსიის ნებისმიერი ზრდა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, მაგრამ რამდენად ადეკვატურია ეს ზრდა იმ სიტუაციასთან შედარებით, რაც დღეს ქვეყანაშია, ეს მეორე საკითხია. ბუნებრივია, 100 ლარამდე პენსიის გაზრდა მხოლოდ ნომინალურ ხასიათს ატარებს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნომინალური საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 160 ლარია, ხოლო რეალური საარსებო მინიმუმი კი, გაცილებით მეტი. ამასთან, პენსიის 10%-იანი ზრდა, ძნელი სათქმელია, რამდენად ადეკვატურია, როცა პირველად სასურსათო პროდუქტებზე, ბოლო წლის განმავლობაში, საშუალო ფასების ზრდა 40%-ია, ტრანსპორტზე და კომუნალურ მეურნეობაზე მოსახლეობის დანახარჯების ზრდა კი, საშუალოდ, 60%-ს შეადგენს".




 ახალი ამბები
  • რატომ იტყუებიან სეს-ის წარმომადგენლები _ ჩეკურიშვილის გვიანი სტუმრობა და შეწირულის კომენტარიმიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთხელ გვითხრეს სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში, რომ სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურიშვილი ხვალ ჩამოვიდოდა გურიაში, რადგან დღეს მოსვლა ვერ შეძლო, ის საღამოს, ექვსი საათისთვის მაინც  მივიდა  ოზურგეთში, რეგიონულ სამმართველოში  და შალვა პეტრიაშვილი წარუდგინა თამნამშრომლებს. ჩვენი ინფორმაციით, მან სამმართველოს  ყოფილ ხელმძღვანელს, ნინო შეწირულს მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ  სხვა გეგმები აქვს, მიდისო და წარმატებები უსურვა.  თუ რა მოხდა ასე  უცებ, რატომ დაწერა მოულოდნელად განცხადება გათავისუფლებაზე სეწირულმა და რა იყო ამის წინაპირობა, არც ერთი მხარე არ ამბობს. ნინო შეწირული, როგორც ჩანს, ამავე სფეროში აპირებს დარჩენას, რადგან ასეთი კომენტარი გააკეთა „გურია ნიუსთან“.  „მე ვიყავი და  ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩემი გამოცდილება ამ საქმეში უნდა მოვახმარო ჩემს ქვეყანას“, _ გვითხრა ... ...
  • „დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი“ _ რა უნდა ვიცოდეთ, როცა სესხს სხვისთვის ვიღებთბანკთან სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად ურთიერთობა ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ, თუმცა, საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რთული მდგომარეობის გამო, იძულებულები ხდებიან, სესხი აიღონ ან სულაც რაიმე ნივთი განვადებით შეიძინონ, მძიმე სოციალური ყოფის  გამო კი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ანუ ვალის დაბრუნებას ბევრი ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, არის შემთხვევებიც,  როცა ადამიანები სხვა ადამიანის, მეგობრის თუ ახლობლის თხოვნით იღებენ სესხს და პრობლემებში ეხვევიან. როგორც ა.ზ. გვიყვება, სესხი რამდენიმე წლის წინ მეგობრის თხოვნით აიღო. „სესხი მეგობრის თხოვნით ავიღე. დედა ავად ჰყავდა. თვითონ სესხს არ უმტკიცებდნენ და დახმარება მთხოვა. უარი ვერ ვუთხარი. ბანკის მიერ თანხის დამტკიცების შემდეგ ბარათი მას მივეცი. დავალიანება უნდა დაეფარა, მაგრამ ერთ დღესაც ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ვალი დამეფარა ან საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. მეგობარს მივაკითხე, ის კი თურქეთში წასული დამხვდა“, _ ამბობს ა.ზ. რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, როცა სესხს სხვისი თხოვნით, სხვისი საჭიროების გამო იღებენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. როგორც ადვოკატი ამბობს, კარგია მეგობრისა თუ ახლობლის დახმარება, მაგრამ ამ ადამიანებმა, ვინც სესხს სხვის გამო იღებენ იმ პირობით, რომ შემდეგ ამ თანხის დაბრუნება იმ  პირის მიერ მოხდება, ვის გამოც ისესხეს, უნდა გაითვალისწინონ მისი მდგომარეობა და ისიც, რომ სესხზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ და არა ბანკთან ხელშეკრულების მიღმა მყოფ პირს. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ სესხზე  პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს ვისი სახელითაც შეივსო განაცხადი სესხის შესახებ, ვისაც მიეცა თანხა და ვინც გააფორმა ხელშეკრულება. არის შემთხვევები და ხშირად მომისმენია მეც, რომ მეგობარმა მთხოვა და მან უნდა გადაიხადოს-ო. რა თქმა უნდა,  მორალური თვალსაზრისით ვალის დაფარვა იმ პირს ეკუთვნის ვისი თხოვნითაც კონკრეტულმა პირმა სესხი აიღო,  მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით გამსესხებელი კომპანია მოთხოვნას დააყენებს სწორედ იმ ადამიანთან ვინც ისესხა. ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი,  რომელიც ამ გაპრობლემებულ სესხს მოყვება იქნება ამ ადამიანის გადასახდელი. ეს არის საკმაოდ დიდი რისკი და უმჯობესია, რომ მსგავსი მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ. კარგია მეგობრის დახმარება, მაგრამ უნდა ვაანალიზებდეთ იმას, რომ თუ ადამიანი ვერ შეძლებს ამ სესხის დაფარვას, შემდგომ ეს თანხა იქნება მსესხებლის გადასახდელი“, _ ამბობს არევაძე. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახის სესხებთან ერთად მოქალაქეებში პოპულარობით სარგებლობს ავტო სესხები, რაც სასურველი ავტომობილის შესაძენად თანხის გაცემას შესაძენი ავტომობილის უზრუნველყოფით გულისხმობს, ასევე, პოპულარულია  ავტო ლომბარდიც, რომელიც თანხას ისე გასცემს, რომ ავტომობილის დატოვება ლომბარდში აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როცა ავტომობილი, რომლის ირგვლივაც დავალიანებაა, არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება. როგორც აკაკი ცოფურაშვილი გვიყვება, მეგობარს სესხის აღებით ავტომობილის შეძენაში დაეხმარა, თუმცა, საბოლოდ, საბანკო ანგარიში დაუყადაღეს და საქმე სასამართლოში მიდის. „ჩემი სახელის გამოყენებით მოხდა ავტომობილის შესაძენად იმავე ავტომობილითვე უზრუნველყოფილი სესხის აღება. ავტომობილის შეძენიდან მალევე მან მანქანა სხვას მისცა და სესხიც იმ პირს უნდა დაეფარა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეისთვის იმ ავტომობილს ვერ პოულობენ, ყველაფერი დამიყადაღეს. ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა არ მაქვს“, _ ამბობს ცოფურაშვილი. ადვოკატ მარიკა არევაძის თქმით, ავტო ლომბარდის დავალიანების ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ვალმა ავტომობილის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს. „ავტო ლომბარდის შემთხვევაშიც პირობები დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულება თავიდანვე იყოს წაკითხული და გააზრებული. ავტომობილის ლომბარდის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ისე გაიზარდოს სესხის თანხა, პირგასამტეხლო, რომ მანქანის ღირებულება არ ეყოს. როცა ავტომობილს ეხება საქმე, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხელშეკრულებაში წერია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილის რეალიზაციის ან გამსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემით მოხდება ვალის დაფარვა, აუცილებელია, ამ ადამიანებმა შეამოწმონ, რომ განულებულია ვალდებულება და მოითხოვონ ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდგომ ეს კომპანია ისევ დაუკავშირდეს მას და უთხრას, რომ დავალიანება კიდევ იყო დარჩენილი და სამომავლო დავის და ნერვიულობის საფუძველი გახდეს“, _ ამბობს არევაძე. ადვოკატის თქმით, თუკი ავტომობილი, რომლის ირგვლივაც არის დავალიანება არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება და  ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მანქანის გარდა მსესხებელი გამსესხებლის წინაშე  სხვა ქონებით თუ შემოსავლითაც არის პასუხისმგებელი, იწყება დავა სასამართლოში და გამსესხებელი თანხას უძრავ-მოძრავი ქონებიდან ან ხელფასიდან ამოიღებს. არსებობს თუ არა რაიმე სახის გზა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ფინანსურ პრობლემებში მათთვის უახლოესი ადამიანების გამო გაეხვნენ და თავადაც არ შეუძლიათ, გაზრდილი დავალიანების გადახდა სამართლებრივი გზით დააკისრონ იმ პირებს ის პასუხისმგებლობა, რომლებიც მორალურად არ ან ვერ აღმოაჩნდათ, ადვოკატი ამბობს, რომ თუ მსესხებელს ექნება მტკიცებულებები,  მას შეუძლია რეგრესის წესით მიმართოს სარჩელით სასამართლოს ამ პიროვნების წინააღმდეგ და მას დააკისროს შემდგომ უკვე ამ თანხის გადახდა თავისთვის და არა ... ...
  • ეს ყველაფერი არის არასერიოზული _ ბახტაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებმე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას და განიხილება თუ არა მის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თანამდებობის დატოვების საკითხზე საუბარი არასერიოზულია და ამაზე სერიოზულ განცხადებას ვერ გააკეთებს. „ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ქართული მედიით ყოველკვირა ვგებულობდი მსგავს ინფორმაციებს. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხა, ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი გამიჭირდება. მე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი“, – განაცხადა მამუკა ... ...
  • რას ეჯაჯგუნებოდნენ გურიის რეგიონულ სამსახურში და ორწინადადებიანი პასუხის სამსაათიანი მოლოდინისურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ სამსახურში, ოზურგეთში, ამავე სამსახურის უფროსად მოაზრებული ზაზა (შალვა) პეტრიაშვილი გამოცხადდა. ის მანამდე სოფელ მერიაში, მექანიზაციის ცენტრში მივიდა, სადაც განთავსებულია აჭარა-გურიის აზიური ფაროსანას შტაბი და ჩვენი  ინფორმაციით, მანქანები გადაიბარა. ზაზა პეტრიაშვილთან ერთად იმყოფება სეს-ის  სააგენტოს თანამშრომელი დავით აშორდია და ფაროსანას „აუდიტის“ წარმომადგენელი ილია სრიანაშვილი. ისინი ჯერ მარტო საუბრობდნენ  კაბინეტში, შემდეგ კი თანამშრომლებს დაუძახეს სათათბიროდ.   შეხვედრა ხანმოკლე იყო და   ჩვენი ინფორმაციით, პეტრიაშვილმა თანამშრომლებს უთხრა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჩეკურიშვილმა ვერ მოახერხა დღეს ჩამოსვლა, გურიას ხვალ ეწვევა და წარადგენს ოფიციალურად. მართალია,  თათბირის დაწყების წინ მათ „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ საუბრის დასრულებისთანავე  გვიპასუხებდნენ,  თუმცა, შემდეგ კატეგორიული უარი განგვიცხადეს. _ ხვალ მობრძანდით, სააგენტოს უფროსი ჩამოვა და ოფიციალურად მოგცემთ ინტერვიუს. _ ერთადერთი კითხვა მაქვს, ინტერვიუს არ გთხოვთ... _ ხვალ გიპასუხებთ ოფიციალურად. ხომ გეუბნებით, არ შეიძლება? _ რატომ არ შეიძლება? თქვენ ოფიციალურად ჩამოხვედით რეგიონში, მიხვედით მერიის მექანიზაციის ცენტრში, მოახდინეთ  გადაბარება და აქ თანამშრომლებთან თათბირი ჩაატარეთ... ოფიციალურობა კიდევ რით უნდა განმტკიცდეს? _ ნუ შემოდიხართ, არ შეიძლება, გესმით? ხვალ მობრძანდით. _ ამ საჯარო სივრცეში  მეც გამიხსნა კარი კონსტიტუციამ და რატომ არ შემოვიდე, რატომ არ მპასუხობთ? _ არა გესმით? ხვალ მობრძანდით. _ შემოსვლისთანავე კედელზე დაკიდებულ „ფაროსანას დიპლომს“ რატომ ეჯაჯგუნებოდით ჩამოსახსნელად? _ რა იცი? _ დაგინახეთ, კარი ოდნავ ღია იყო... _ხედავ რაიმეს ჩამოხსნილს? ჩამოხსნილია? -არაა ჩამოხსნილი, ცუდი ჩამოსახსნელია, ეტყობა, მაგრად მიმაგრებული უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ თავად პეტრიაშვილს სიტყვაც არ უთქვამს. „მოგერიებას“ აშორდია და სრიანაშვილი ცდილობდნენ. „გურია ნიუსი“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა ერთადერთი კითხვით:  ზაზა პეტრიაშვილი  რეგიონული სამსახურის უფროსად არის დანიშნული თუ მოვალეობის შემსრულებლად? _ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს?  ხვალ ოფიციალურად დაინიშნება და წარადგენენ. _ დღეს რომ მოვიდა,  მერიის მექანიზაციის ცენტრში და მანქანები გადაიბარა, მერე თანამშრომლებთან თათბირი ჩაატარა, ეს შეუძლია  ჯერ დაუნიშნავმა პირმა გააკეთოს? უკაცრავად და, „ქურდულ წესებს“ ხომ არ ჩამოჰგავს? _პრინციპული მნიშვნელობა აქვს? დანიშნული არის თუ არა,  ან რა პოზიციაზეა, ახლა ვერ გეტყვით. ვიკითხავთ და შეგატყობინებთ.  ცოტა ხანში სააგენტოს პრესსამსახურიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ პეტრიაშვილი დროებით,  უკვე დანიშნულია უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. მოკლედ, ორწინადადებინი პასუხის გასაცემად სამსაათიანი დიალოგი დაგვჭირდა, რომ დაზუსტებული  პასუხი მიგვეღო.   ხვალ, 17 ივნისს გურიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს ჩეკურიშვილს ... ...
  • სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავსსეს-ის გურიის რეგიონიული სამსახურის უფროსად მოაზრებული ზაზა შალვა პეტრიაშვილი დღეს დილით გურიაში ჩამოვიდა. გავრცე;ლებული ინფორმაციის თანახმად ის სეს-ის უფროსს ზურაბ ჩეკურიშვილს უნდა წარედგინა, მაგრამ პეტრიაშვილი გურულებთან შესახვედრად მარტო მოვიდა. თავდაპირველად იგი სოფელ მერიაში მექანიზაციის ცენტრში, აჭარა-გურიის აზიური ფაროსანას შტაბში მივიდა, სადაც არსებული ტექნიკა გადაიბარა. ამის შემდეგ მივიდა ის გურიის რეგიონულ სამსახურში, თუმცა თანამშრომლებს არ შეხვედრია. პეტრიაშვილი რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ცალკე ოთახში განმარტოვდა. როგორც გავიგეთ ის სეს-ის უფროსს ელოდება, რომელიც ამ წუთებში გურიაში მოემგზავრება.  „გურია ნიუსი“ ცდილობს ზურაბ ჩეკურიშვილთან და სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის ყოფილ უფროსთან ნინო შეწირულთან დაკავშირებას, თუმცა, ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...