გურიას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება!

მთავარი თემა

გურიას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება!

2011 სექ 17 10:33:34
"გურია ნიუსთან" საუბარში უამრავი მოქალაქე გამოთქვამს აღშფოთებას. ისინი ამბობენ, რომ არასრულყოფილი შეწამვლის შედეგია. ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრები თიკო ბასილაშვილია:

_ დარწმუნებული ვარ, ყველა თანამდებობის პირი თავის საკუთარ კარმიდამოს შეაწამლინებდა. ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ხელისუფლებას არ უყვარს ოზურგეთი და გურია. ამაზე მეტი ეკოლოგიური კატასტროფა რაღაქ გინდათ?! რომელ ტურისტებზეა საუბარი, როცა ელემენტარულად, ბუნება ნადგურდება? აბსოლუტურად "ფეხებზე მკიდია" სიტუაციაა!

გაღმა დვაბზუში ვცხოვრობ და ისეთი მდგომარეობაა, უკვე შეუძლებელია ცხოვრება _ თავზე გვეყრება მატლები, ყველაფერი გადაჭამეს, რაც მწვანეა, წიწვოვანის გარდა, ბალახსაც კი შეესივნენ. მივაკითხე გამგებლის მოადგილეს და ვიკითხე, თუ რატომ არ ხდება შეწამვლა. ასე მითხრა, აპარატები და წამალი დარიგებულია სოფლებზე, რომ თავად მოსახლეობამ შეწამლოსო.

აღნიშნული პრობლემის შესახებ "გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ლაშა ღლონტს ესაუბრა:

_ ბატონო ლაშა, თქვენს მიერ ჩატარდა თუ არა მონიტორინგი, მუნიციპალიტეტში ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიების შესამოწმებლად?

_ მონიტორინგი ჩატარდა მხოლოდ პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპისთვის არ გვქონდა ხარჯები გამოყოფილი და არც ჩატარებულა. არც აზრი აქვს, რომ ჩავატაროთ მეორე ეტაპის მონიტორინგი. ამინდებიდან გამომდინარე, მავნებელს განვითარების შესანიშნავი საშუალება მიეცა. ვიცით, რომ ეს თემა თითქმის ყველა სოფელში პრობლემატურია; ჩატარებული ღონისძიებების შესახებ გვაქვს ინფორმაციები სოფლების რწმუნებულებისგან და ვიცით, რა მდგომარეობაცაა.

_ რა დაადგინა პირველმა მონიტორინგმა?

_ პირველმა მონიტორიგმა აჩვენა ძალიან კარგი შედეგი, მუშაობა იყო ეფექტური. მეორე ეტაპისთვის სერიოზული აფეთქება იყო და შესაბამისად, ცუდი სიტუაციაა.

_ შეისწავლეთ თუ არა ცალკეულ სოფელში მავნებლების გამოსვლის დრო, ადგილი და რაოდენობა?

_ რა თქმა უნდა. ამ ინფორმაციას სურსათის უვნებლობის სააგენტო ფლობდა, რწმუნებულები აწვდიდნენ. ძირითად ინფორმაციებს მაინც ისინი იძლევიან.

_ მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის რომელი მეთოდი ურჩიეთ პირველ ეტაპზე?

_ რეკომენდაციები მათ ყოველ წელს ეძლევათ. რიგდება ბუკლეტები, სადაც აღწერილია, როგორ ებრძოლოს საზოგადოება მწერებს, როგორ ჩაატაროს მექანიკური სამუშაოები. სამინისტროს მიერ გამოგზავნილი შესაწამლი მანქანა, გადასროლილი იქნა აღმოსავლეთ საქართველოში, იტალიური კალიების შემოსევის გამო. ჩვენ მარტო "სოლო აპარატებით" ვმუშაობდით.

_ რა თანხები იყო გამოყოფილი სამინისტროს მიერ და რა რაოდენობით გამოყო მუნიციპალიტეტმა?

_ მუნიციპალიტეტს, ბრძოლის ღონისძიებისთვის 300 ლარი ჰქონდა გამოყოფილი _ აპარატების შესაკეთებლად, რომლებიც რეგულარულად ფუჭდება და რემონტდება, 400 ლარი კი, მონიტორინგისთვის.

_ დაგვიკონკრეტეთ, საერთოდ, რა თანხებზეა საუბარი და როგორ შედეგზე?

_ შედეგი, ეს რომ არ ჩატარებულიყო, მაშინ გენახათ, რა იქნებოდა! ხეებს რომ საერთოდ ფოთოლი აქვს შერჩენილი, ესეც პირველი ეტაპის დამსახურებაა. იმ ადგილებში, სადაც ვერ ჩავატარეთ, რადგან არ იყო სახსრები, უფრო სავალალო მდგომარეობაა. სადაც დამუშავდა მასივები, იქ ბევრად უფრო უკეთესი მდგომარეობაა. თანხებზე, ზუსტად ვერ გეტყვით, მერე დავაჯამებთ და ვნახოთ. სამინისტროდან მე თვითონ ჩამოვიტანე და ეს იყო, თუ არ ვცდები, 17 500 ლარის ოდენობის პრეპარატები და უსაფრთხოების ტანსაცმელი, ნიღბები, ხელთათმანები.

_ რა ნორმატიული აქტით დადგინდა, რომ წამლობა უნდა ჩატარებულიყო იმ მეთოდით, რა მეთოდითაც ჩატარდა ჩვენთან ?

_ იმ ადგილებზე, სადაც საკურორტო ზონაა, მაგალითად, ურეკი, შეწამვლა მოხდა მანქანებით. პირველი ეტაპისთვის ნატანების და ქალაქის დამუშავება მოხდა. შრომა, მერია, ხვარბეთი და ქალაქი დამუშავდა მთლიანად; მერე დაემატა დვაბზუ.

_ ჩატარდა თუ არა, წამლობის პირველი ეტაპი სრულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში? თუ არ ჩატარდა, რატომ?

_ ყველა სოფელში იმიტომ არ ჩატარდა, რომ არც საკმარისი ფინანსები და არც პრეპარატები გვქონდა. ივანიშვილი გვაფინანსებდა ხელფასებით, ვინც "სოლო აპარატებზე" მუშაობდა და პლუს ამას, საწვავს, ბენზინს და ზეთს გვაძლევდა. წინა წლებში, იგი მთლიანად აფინანსებდა პირველ ეტაპს.

_ მოსახლეობა პრეტენზიას გამოთქვამს, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების და დაგვიანებული შეწამვლის გამო.

_ ეს არ არის მართალი. არავითარი დაგვიანება არ ყოფილა _ წინააღმდეგ შემთხვევაში, ხილის მოსავალს საერთოდ ვერ აიღებდა მოსახლეობა; უბრალოდ, გაზაფხული გვიან დაიწყო წელს, ტემპერატურა იყო დაბალი და ამიტომ არ გამოვიდა ადრე მავნებელი. არასრულყოფილებას რას ეძახიან, ვერ გეტყვით. როცა მიდიოდა შესასხურებლად წარმომადგენელი, მას ჰქონდა ლიმიტი, რა რაოდენობის ფართობი უნდა დაემუშავებინა. ეს გათვლილია და როცა იყო დაძალებები, მთლიანად შემიწამლეო, ბუნებრივია, ამის საშუალება არ იყო. შეიძლება, ადამიანს სამი ჰექტარი ჰქონდეს მიწა და მთლიანად შესაწამლი ყოფილიყო, მაგრამ ამის სახსრები არ არსებობს. ამიტომ, მოსახლეობა მექანიკური საშუალებებით უნდა ებრძოლოს მავნებელს თავის კარმიდამოში. ოზურგეთში კი არა და, უკვე ამერიკაშიც აღარ ებრძვიან _ ელოდებიან, ბუნება როდის გადააშენებს თავისით. აზრი არ აქვს უკვე, იმდენ ეტაპად დებს კვერცხს. 4-5-ჯერ უნდა დამუშავდეს და ეს წარმოუდგენელია ჩვენი ფინანსებით.

_ მცენარეთა დაცვის სამსახურის მუშაობა რა კავშირშია მუნიციპალიტეტის მუშაობასთან?

_ კოორდინირებულად ვმუშაობდით. გვქონდა ყოველდღიური კონტაქტი, მაქსიმალურად ვცდილობდით, ის რესურსები, რაც გვქონდა, გამოგვეყენებინა. წლევანდელი ბრძოლა ამით ამოიწურა _ სხვა საშუალებები ჩვენ არ გვაქვს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი მადონა ჩიტაიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ პირველ თაობაზე წამლობითი ღონისძიება ჩატარდა "სოლო აპარატებით", ჩამოუტანიათ სპეციალური მანქანებიც.

_ დრო და დოზირება ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ სად უნდა გავაკეთოთ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს იყო ივანიშვილის კეთილი ნება, დახმარებოდა რეგიონს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისთვის თანხები არ გამოუყვია, არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიუციათ რაიმე. მეორე თაობაზე რომ ღონისძიება დაიგეგმა, თანდათან შემცირდა დაფინანსება, რაც იმის ბრალი იყო, რომ ყველა სოფელში ვერ ჩატარდა შეწამვლა. ძირითადად, სადაც უფრო ძლიერ იყო გავრცელებული, შევეცადეთ, რომ იმ სოფლებში ჩაგვეტარებინა. ეს არის ქვედა ზონა, ზღვისპირა მხარე.

_ სწორედ იმ ზღვისპირა ზოლშია ცუდი სიტუაცია...

_ კი, ცუდი სიტუაციაა, იმდენად ძლიერია ეს მავნებელი. ყოველ მეოთხე წელს ამ მავნებელს აქვს მაქსიმალური განვითარების პერიოდი და ეს წელიც დაემთხვა.

_ მიაწოდეთ თუ არა მოსახლეობას ინფორმაცია შეწამვლის დროს?

_ მოსახლეობამ ჩვენზე უკეთ იცის, რა მეთოდით უნდა ებრძოლოს ამ მავნებელს. ამასწინათ, ლანჩხუთზე იყო გადაცემა; შეგვჭამეს პეპლებმაო... ქალი იდგა თავისზე დაბალ ხესთან და აკეთებდა კომენტარს, ეს ხე პეპლებმა შეჭამაო. სანამ მავნებელი შეგვჭამს, ადამიანმა უნდა ებრძოლოს მექანიკური ხერხით. თუ ხელით მივწვდებით, სამინისტროს და ხელისუფლებას არ უნდა მოვთხოვოთ, დამეხმარეო _ უნდა მოჭრა და დაწვა, ძალიან ინერტულია ამ მხრივ მოსახლეობა.

P.S. ოზურგეთში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, მომავალ წელს აღარ აპირებს კვლავ დააფინანსოს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები. ეს არც არის გასაკვირი, რადგან არავინ იცის რას ხმარდება გაღებული სახსრები; ისიც გაუგებარია, რატომ არ იბერტყავს ყურს ძვირადღირებული კონცერტებით გართული საქართველოს ხელისუფლება ან რატომ "ხარჯავს" სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხოლოდ უსარგებლო სიმინდის თესლში 60 მილიონ ლარს, როცა დასავლეთ საქართველოში უკიდურესად მძიმე სიტუაციაა შექმნილი და ეკოლოგიური კატასტროფა სახეზეა!




 ახალი ამბები
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...
  • “დაანებონ ლიხაურს და შემოქმედს თავი“ _ აშენდება თუ არა ლიხაურში ქვესადგური“ყველა ლიხაურს რატომ უტევს? ხვალ 17 ოქტომბერს,12 სთ ზე,კომპანია "სლრ ცუნსულტინგ" მართავს შეხვედრას სოფ.ლიხაურში. თემა-მძლავრი ელექტრო გადამცემი სადგურის მშენებლობა და გარემოზე დაკვირვების განხილვა. მსურს მოგახსენოთ, რომ სოფელი ლიხაური არის, უნიკალური ბუნების, ხეობის და უძველესი ისტორიის მქონე ტურისტული ზონა. ოზურგეთის ერთ-ერთი მარგალიტი. მჭიდროდ დასახლებული სოფელი. აქ, მის ტერიტორიაზე ასეთი სადგურის მშენებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ააშენონ ლიხაურის ტერიტორიის გარეთ. ყველა როგორ უტევს სოფელ ლიხაურს. ხან კლდის ნგრევა, კარიერები, ახლა სადგური გვაკლია. ავსახლდეთ სოფლიდან? ელექტრო მაგნიტურ გამოსხივებას სად გავექცეთ?“ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გადავარჩინოთ გურიის მდინარეებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაავრცელა. შეხვედრა სოფელ ლიხაურში მართლაც შედგა, მაგრამ დარბაზში ცარიელი სკამები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ხალხი. როგორც სოფელში აღნიშნეს, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო და სწორედ ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ლიხაურისთვის კარგი არ კეთდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. თინა დობორჯგინიძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი: ისე ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ განვითარების წინააღმდეგი ვართ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა... სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს უპირველეს ყოფვლისა. ადამიანებს ამ ჰესის წინააღმდეგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ მოგვიაწია ლიხაურის დაცვა, ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართული. ეს იყო კარიერების თემა, ეს იყო ციხის თემა, ეს იყო მიწის თემა და არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენი სოფლისთვის მიუღებელია. რატომ? ლიხაური არის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გურიაში და მას პატრონობა ჭირდება და არა დაქცევა, განადგურება.  ირმა გორდელაძე: “ლიხაური არის ტურისტული ზონა და ეს ქვესადგური სხვა ადგილას ააშენონ, სადაც ადამიანებს და ბუნებას არ შეეხებიან. დაგვანებონ  ლიხაურს და შემოქმედს თავი, ამ ბოლო დროს ძალიან ამ სოფლებს გადაეკიდნენ და ყველას მივმართავთ, ნუ მიდიხარ ხალხის საწინააღმდეგო მხარეს. ვანო მუმლაძე, "სლრ ცუნსულტინგ საერთაშორისო პროექტების უფროსი ინჟინერი: “ეს პროექტები ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება. ჩვენი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს მოსახლეობას და მათ უნდა გავაცნოთ რამხელა მნიშნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის და გურიის რეგიონისთვის.“ მთავარი კითხვა შედგება თუ არა სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა ამ ეტაპისთვის პასუხის გარეშე ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...