ლანჩხუთში ტრაილერი გადაბრუნდა _ ამჯერად 23 წლის თურქ მძღოლს ჩაეძინა!

მთავარი თემა

ლანჩხუთში ტრაილერი გადაბრუნდა _ ამჯერად 23 წლის თურქ მძღოლს ჩაეძინა!

18 სექ. 2011, 23:52:22

ჩვენი ინფორმაციით, ტრაილერს ტრანზიტული ტვირთი _ ტყვიაგამძლე მინები და ალუმინი გადაჰქონდა. ავარიის შედეგად მხოლოდ მინების უმნიშვნელო ნაწილი დაზიანდა, ხოლო ალუმინი გადარჩა. როგორც ამბობენ, ავტოსაგზაო შემთხვევა იმან გამოიწვია, რომ 23 წლის ახალგაზრდა მძღოლს ჩაეძინა. ის მძიმედ არ დაშავებულა. იმის გამო, რომ ტვირთი ტრანზიტული გახლდათ, ფოთიდან ჩამოვიდნენ საბაჟო სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ჯერ დალუქეს გადასატანი ნივთები, შემდეგ კი გააკონტროლეს მისი სხვა ტრაილერში გადატანა. ავტოშემთხვევის გამო მაგისტრალის კონკრეტულ მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეჩერდა, რადგან ამწეს ფოთიდან ჩამოყვანას და მანქანის ამოყვანას დაახლოებით 5 საათი დასჭირდა.

 

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, მაგისტრალის იმავე მონაკვეთზე ტრაგედია დატრიალდა _ ავტობუსის, მინი-ვინისა და მიკროავტობუსის შეჯახებას ამ უკანასკნელში მჯდომი 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც გავარკვიეთ, მაშინაც ავტობუსს, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა, მგზავრების გადაყვანასთან ერთად ტრანზიტული ტვირთიც გადაჰქონდა და მისი დალუქვისა და აღწერის გამო მაშინაც დაგვიანდა გზის გახსნა. რაც შეეხება ერთი კვირის წინანდელ ავარიაში დამნაშავედ ეჭვმიტანილ მძღოლს, ისიც თურქი ეროვნების გახლავთ და სამართალდამცველებმა იგი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო ავარიის ღამესვე დააკავეს.

დასასრულ, გეტყვით იმასაც, რომ ლანჩხუთის მოსახლეობა კარგა ხანია აღშფოთებას გამოთქვამს თურქი მძღოლების მიერ მოძრაობის წესების ხშირი დარღვევის გამო. მათი თქმით, პატრული ზედმეტად ლოიალურია უცხოელი მძღოლების მიმართ, არადა, სწორედ ისინი ჰქმნიან განსაკუთრებულ ხიფათს, როცა სატვირთო და გადამზიდავი მანქანებით დასახლებულ ტერიტორიებზე მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. მთავარი მაგისტრალის ლანჩხუთის მონაკვეთზე წინა კვირაში მომხდარი ტრაგედიის გარდა, თურქი მძღოლების დაუდევრობით რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ახალგაზრდები. ყველაზე გახმაურებული გახლდათ შუხუთში მომხდარი ავარია, რამაც მასწავლებლის სიცოცხლე შეიწირა _ ამ საქმეს შს სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი იძიებდა. თუმცა, ყველა ზემონახსენებ შემთხვევაში უცხოელი მძღოლები არ ისჯებოდნენ _ წინა კვირაში მინი-ვინის მძღოლის დაკავება ამ კუთხით პირველი შემთხვევაა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხშირია ტრაილერის გადაბრუნების შემთხვევებიც, რომელთაგან გამოსარჩევია კურიოზული შემთხვევა _ ავტომობილს უნიტაზები გადაჰქონდა და პატრულის მოსვლამდე მოსახლეობამ ტრაილერიდან გადმოყრილი უნიტაზების დიდი ნაწილი დაიტაცა.




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში. ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...