26 მაისს ოზურგეთი დატვირთული ღონისძიებებით შეხვდა

მთავარი თემა

26 მაისს ოზურგეთი დატვირთული ღონისძიებებით შეხვდა

26 მაი. 2014, 15:56:49



 ახალი ამბები
  • "არ ვიცით, რა მოხდა" - პოლიციელები ოზურგეთში მომხდარ ყაჩაღობაზეცოტა ხნის წინ, ოზურგეთში სავაჭრო ცენტრი "მოდერნი" დააყაჩაღეს. წაღებულია, დაახლოებით,1000 ლარი. ამ დრომდე შსს პრესსამსახურიდან მხოლოდ ინფრომაციას გვაწვდიან, რომ საქმე აღძრულია 179 მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ინტესიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მისულებმა მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ ცივი იარაღის მუქარით შეძლო ერთმა პირმა თანხის წაღება. პოლიციელები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. "არ ვიცით, რა მოხდა. მიმართეთ პრესსამსხურს", _ პასუხობენ ისინი ... ...
  • ოზურგეთში სავაჭრო ცენტრი „მოდერნი“ დააყაჩაღესახლახან, დღისით, ოზურგეთში სავაჭრო ცენტრი „მოდერნი“ დააყაჩაღეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ხდება გარკვევა, რა  არის წაღებული. „გურია  ნიუსის“ ინფორმაციით, წაღებულია საკმაო რაოდენობის ... ...
  • გიორგი სახოკია: „საშვი არის დროებითი ნებართვა და არაა მიბმული თანამდებობაზე“გურიის გუბერნატორი  გიორგი სახოკია , „გურია ნიუსს“ ესაუბრა ოზურგეთში, რამდენიმე  სამსახურის  ხელმძღვანელისთვის საშვის გაუქმების თაობაზე. მან დაადასტურა, რომ მოხდა საშვების გაუქმება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს არის დროებითი ნებართვა და ის არ არის თანამდებობაზე მიბმული: _მე არ ვიცი, რამდენი იყო, არ მიმიქცევია ყურადღება, კონკრეტულად ვინ  იყო.  ეს არის ჩვეულებრივი რუტინა, დროებითი ნებართვა და თანამდებობაზე არაა მიბმული. რაღაც უქმდება, რაღაც ემატება. ეს არის დინამიური პროცესი. თუ საჯარო მოხელეს, სამსახურიდან გამომდინარე, არ სჭირდება ღამით გადაადგილება, ან პანდემიიდან გამომდინარე, ასევე  სჭირდება გადაადგილება, შესაძლებელია, გაუქმდეს. საშვი შესაძლოა იყოს ერთჯერადი, შეიძლება გაუქმდეს კვირის ბოლოს, შეიძლება დღის ბოლოსაც. ვიმეორებ, ეს არის ჩვეულებრივი რუტინა, დროებითი ნებართვა, რომელიც თანამდებოაზე არაა მიბმული, _ გვითხრა გიორგი სახოკიამ. ამავე თემაზე: გურიის გუბერნატორის „მარიფათი“ _ „ორკვირიანი მუშაობის თავზე, ორი საშვი ... ...
  • საექიმო ამბულატორია სასაფლაოს ეზოში - რა გადაწყდა ჭაჭიეთში2021 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭიეთში 10 000 ლარი დაიხარჯება. სოფლის მცხოვრებლებს, მერის წარმომადგენელს და მერის მოადგილეებს შორის შეხვედრა იმის გადასაწყვეტად, თუ რას მოხმარდება აღნიშნული თანხა, უკვე შედგა. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული 10 000 ლარი ამბულატორიის აშენებას მოხმარდება. „ჭაჭიეთის მოსახლეობას შორის ერთსულოვნება იყო და სხვა პრობლემას არც განიხილავდნენ.  ადმინისტრაციული შენობა რომ იდგა ადრე ცენტრში, იქ უნდათ პატარა შენობის დადგმა ამბულატორიის სახით. გამოყოფილია 10 000 ლარი. ეს თანხა თავიდან ბოლომდე არ ეყოფა, მაგრამ ამ ეტაპისთვის შენობის აშენებას და გადახურვას ჰყოფნის“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ზურა მათითაიშვილმა. ცნობისთვის,  იმ ადგილზე,  სადაც სოფლისთვის ამბულატორია აშენდება, ადრე სკოლა იყო, შემდეგ შენობა დაშალეს.  დროთა განმავლობაში კი, სასაფლაოს ტერიტორიაც გაფართოვდა. მერის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას  ამბობს, რომ სასაფლაო დახურულია. „დაშალეს სკოლის შენობა და იმ ადგილას უნდა აშენდეს ამბულატორია. სასაფლაო არასდროს  იყო. დახურულია ეგ სასაფლაო“,_ გვითხრა მათითაიშვილმა.    ... ...
  • რა საფრთხეს უქმნის ბავშვს ინტერნეტდამოკიდებულება _ ინტერვიუ ფსიქოლოგთანბავშვების მიჯაჭვულობა ინტერნეტზე, ტელეფონებზე, გაჯეტებზე, ვიდეო თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე _ ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც, სპეციალისტთა განმარტებით, დიდ ზიანს აყენებს ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკას. რა საფრთხეს უქმნის ინტერნეტდამოკიდებულება ბავშვებს და რის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს? _ ამ თემაზე „გურია ნიუსი“ ფსიქოლოგს, ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ოსტატს, ანა არველაძეს ესაუბრა. _ რა საფრთხეები ექმნება ბავშვს და მის ფსიქიკას, როდესაც დიდ დროს ატარებს კომპიუტერსა და სხვადასხვა გაჯეტებთან? _ ფაქტობრივად, ნებისმიერი მაგალითი, რასაც ისინი თუნდაც კომპიუტერებით, თუნდაც პლანშეტებით ან მსგავს მოწყობილობებით იღებენ, მათ იდენტობის ფორმირებაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. შესაბამისად, ის საფრთხე, რომ აგრესია გაჩნდეს, ნომერი პირველი პრობლემაა. მეორე, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ თითოეულ ბავშვს სურს, რაღაც ავტორიტეტის მოპოვება საზოგადოებაში და სოციუმში, რომელშიც ის არის. ხშირად, როდესაც ის გრძნობს, რომ არ არის ოჯახში ავტორიტეტი, რაღაც მომენტში სამაგალითო, ან სასურველი ქცევის ბავშვი, ის ცდილობს, რომ სოციალური ქსელების დახმარებით შექმნას იმიჯი, რომელიც მისი არ არის სინამდვილეში და აქ არის კიდევ ერთი დიდი საფრთხე, რომ ხშირად, ეგრეთ წოდებულ ფილტრებსაც იყენებენ ბავშვები   გარეგნობასთან დაკავშირებით _ სხვადასხვა გამომეტყველებით და სხვადასხვა ფორმებით ჩნდებიან ეკრანზე და ეს სერიოზულ ასოციალიზაციას იწვევს, იმიტომ, რომ მას შემდეგ უჩნდება სირცხვილის გრძნობა, რომ ვინმე ნახავს და ისეთი არ აღმოჩნდება, როგორის მოლოდინიც შეუქმნა. _  რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ბავშვები თანატოლებთან ურთიერთობისას, როდესაც მიჯაჭვულები არიან კომპიუტერს, ინტერნეტს და გაჯეტებს? _ აქ ერთი საინტერესო მომენტი უნდა აღინიშნოს, ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ტრენდული საკითხების მიმართ მიმდევრობა. როდესაც რაიმე თამაში შემოვა, ყველამ უნდა ითამაშოს და ის, ვინც ამას არ თამაშობს, გარკვეულწილად, ხდება ბულინგის და დაცინვის მსხვერპლი. იმიტომ, რომ ნორმად ითვლება, ის თუ ამ თამაშს არ თამაშობს ან რამე პლატფორმას არ იცნობს, რაღაცით ჩამორჩება იმ მასას, რომელშიც არსებობს. აქედან გამომდინარე, ხშირი არის მსგავსი ბულინგები თანატოლებთან ურთიერთობის დროს. გარდა ამისა, ინტერესის სფერო არ არსებობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. მასის ინსტიქტს, რასაც ნებისმიერი ტრენდი და ნებისმიერი სიახლე საზოგადოებაში ქმნის, როგორც კი ავყვებით, ფაქტობრივად, ვხდებით მსხვერპლი იმის, რომ შეიძლება დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში სხვა რაღაცის კეთება გვინდა, მაგრამ სწორედ ამიტომ ვერ ვაძლევთ თავს უფლებას, ვაკეთოთ ის, რაც გვინდა, იმიტომ, რომ ჩამოვრჩებით ჩვენთვის "მისაბაძ საზოგადოებას", რომელშიც ვიმყოფებით. ბავშვები, რომლებიც არიან მობილურ მოწყობილობებში და იგივე პლატფორმებზე, რაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არის პოპულარული მის თაობაში, შესაბამისად, საზოგადოებისთვის მისაღებები არიან, ან არ თამაშობენ და არიან ბულინგის მსხვერპლი. რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს თავად მოზარდს. _ ამ შემთხვევაში მშობელმა როგორ უნდა დაიცვას ზღვარი ამ ორ უკიდურესობას შორის? _ დღეს მშობელი ან ბოლომდე ვერ ერევა, ან თუ ერევა, ერევა რადიკალურად. ბოლომდე უკრძალავს ბავშვს ნებისმიერი ტიპის მობილური მოწყობილობის გამოყენებას, ან პირიქით,  აქვს მაქსიმალური თავისუფლება და რასაც უნდა და როცა უნდა, მაშინ აკეთებს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ბოლომდე ვერ აუკრძალავს ვერც ერთი მშობელი, მაგრამ ის მოთხოვნილება, რაც დაბადებიდან ნებისმიერ ბავშვს აქვს, არის კომპეტენტურობის მოთხოვნილება. ანუ ბავშვი უნდა გრძნობდეს მშობლისაგან, რომ რაღაცაში არის კომპეტენტური, რაღაცაში არის პიროვნება, რომლის აზრსაც ითვალისწინებენ. თუ ეს არ უკმაყოფილდებათ, მაშინ ამ თვალსაზრისით, პირიქით, წახალისებასაც კი ვაკეთებთ, რომ მან თავისი კომპეტენტურობის ან მიკუთვნებულობის მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს სოციალური ქსელის საშუალებით. მშობლები, ფაქტობრივად, ვახალისებთ ბავშვების დამოკიდებულებას მობილურ მოწყობილობებთან და მიჯაჭვულობას. ყველა ბავშვს ყველაზე ძალიან უნდა, რომ იყოს დიდი და შეძლებისდაგვარად, მათ მოვეპყროთ როგორც დიდებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი უკონტროლობა და შეუზღუდაობა არის ისეთივე დანაშაული, როგორიც, მაგალითად, მობილური მოწყობილობების ბოლომდე აკრძალვა. დანაშაული იმ მხრივ, რომ ბავშვისთვის უნდა არსებობდეს გონივრული საზღვრები. მშობლებს ძალიან ფაქიზად გვჭირდება დაფიქრება, თუ რომელი გზა ავირჩიოთ. მთავარია, გრძნობდნენ, რომ არიან ჭკვიანები, მიღებულები და მეორე, ის, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული საზღვრები, რომელიც იქნება მკაფიოდ დაცული. _ თუ მშობელი ბავშვს მოარიდებს ან აუკრძალავს სოციალურ ქსელებს, მობილურს, ვიდეო თამაშებს და ა.შ... ამ შემთხვევაში მოზარდი განვითარების მხრივ ხომ არ ჩამორჩება თანატოლებს? _ შეიძლება თანატოლებს განვითარების მხრივ არ ჩამორჩეს, მაგრამ მას ყოველთვის ექნება იმის შეგრძნება, რომ ის არ ეკუთვნის საზოგადოებას, არ ეკუთვნის გარკვეულ სოციუმს და მისი თანატოლების კონკრეტულ წრეს, რომელშიც ის იმყოფება. მიკუთვნებულობის განცდა არის ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნილება, რომ ის უნდა ეკუთვნოდეს რაღაცას. ამიტომ, ბოლომდე აკრძალვა საკმაოდ საშიშია. _ რა საშუალებით ან აქტივობით შეიძლება ჩაანაცვლოს მშობელმა ბავშვის გაჯეტებთან ურთიერთობა? _ ამ ეტაპზე თითქმის ყველა მშობელი ერთ პრობლემას აწყდება, რაც ხშირად მესმის ჩემთან დახმარების მისაღებად მოსული ადამიანებისგან _ ბავშვებს არ აქვთ არაფრის ინტერესი. მეორე უკიდურესობაა ის, რომ მშობელი რომელიმე კონკრეტულ წრეზე სიარულს აიძულებს შვილს. მაგალითად, ძალით აცეკვებენ, ძალით დაჰყავთ ფეხბურთზე და ასე შემდეგ... აქ მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცები მოვასინჯოთ ცოტ-ცოტა დოზით იმ ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ არაფრის ინტერესი. ყველაზე უკეთესია, რომ მშობლებმა ბავშვები ატარონ საკუთარ სამეგობროში. ოჯახებით მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. იმიტომ, რომ ამაზე უკეთეს საძირკველს მათ გრძელვადიან ურთიერთობას ვერ ჩავუყრით. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, რამდენად უგებენ ბავშვები ერთმანეთს. შეიძლება, მშობლებს ჰქონდეთ სურვილი, რომ შვილები ამეგობრონ, მაგრამ ეს იყოს შეუთავსებელი მათი ხასიათიდან გამომდინარე. მაგრამ ყველაზე კარგი, რაც უნდა დავიწყოთ, არ უნდა მოგვერიდოს ჩვენს სამეგობრო წრეში შვილების წაყვანა. ეს მათ აძლევს შესაძლებლობას, ჩათვალონ, რომ უკვე დიდები არიან. უყალიბებთ პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ ის იწყებს გადაწყვეტილებების რაციონალურ მიღებას, რადგან თვლის, რომ ის არის უკვე ამ საზოგადოების წევრი. ამ საზოგადოებამ მიიღო ის, როგორც ინდივიდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელი უნდა ეცადოს, აგრძნობინოს ბავშვს, რომ ის არის უკვე დიდი და რომ მის აზრს ითვალისწინებს. მშობელმა უნდა დაუკმაყოფილოს ინტერესი იმის, რაც აინტერესებს და იმ შემთხვევაში, თუ არაფერი აინტერესებს, გაუჩინოს რამის ინტერესი. _ და ბოლოს, რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ტექნოლოგიური სიახლეები არ გახდეს ბავშვებისთვის ზიანის მომტანი? _ აქ საჭიროა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ხაზგასმა მნიშვნელოვანი დეტალის. ტექნოლოგიურ სიახლეებში შეიძლება იგულისხმებოდეს შეუზღუდავი წვდომა სოციალურ ქსელებთან, სოციალური კონტაქტები... აქ შეიძლება ბავშვი უდიდეს ტრავმას შეეჯახოს, რადგან მან არ იცის, კონკრეტულად, ვინ გადის მასთან კონტაქტზე. შეიძლება ჰქონდეს სხვა ტიპის მოლოდინები და აღმოჩნდეს კიბერბულინგის მსხვერპლი ან ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მშობელმა ყველზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ის, რომ შვილმა იცოდეს, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, მშობელი მას მოუსმენს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, მშობელი მზად იქნება, რომ მას მოუსმინოს. თუ ამის იმედს გავუჩენთ ბავშვებს, მაშინ მათ ძალიან ბევრი პრობლემისაგან დავიცავთ. მშობლის უპირველესი ვალიც ხომ ესაა, რომ შვილს ნებისმიერ შემთხვევაში მოუსმინოს. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეულ ასაკამდე კატეგორიულად კრძალავს სოციალური ქსელების გამოყენებას და ეს ძალიან კარგია. გამიხარდება, როგორც მშობელს და არა მხოლოდ როგორც მშობელს, თუ გარკვეული რეგულაციები იქნება ჩვენი მომავალი თაობის დაცვის თვალსაზრისით. ოღონდ ეს მშობლის გადაწყვეტილებაზე კი არ უნდა იყოს, არამედ ამაში, გარკვეულწილად, უნდა ჩაერიოს სახელმწიფო. ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს ბავშვებს, თუ გარკვეულ ასაკამდე არ ექნებათ წვდომა იმ სოციალურ ქსელებზე, რომლებიც მათთვის ზიანის მომტანია.  შვილებისთვის ყველაზე დიდი მაგალითი არის მშობელი. როდესაც ბავშვს მშობლებთან  კონტაქტი უნდა, ამ დროს ისინი არიან  მობილურ მოწყობილობებში. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ეს არის აბსოლუტურად საქმიანი საუბრები, საქმიანი მიმოწერა... მაგრამ ის ვერ ხვდება განსხვავებას გართობასა და საქმეს შორის, გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის მობილური მოწყობილობა არის გასართობი საშუალება. მთავარია, მშობლებმა აუხსნან შვილებს, რომ ეს რაღაცა, გარკვეულწილად, საქმიანი თემაა და მხოლოდ ამიტომ ვერ ვუსმენთ, როცა რამეს გვეუბნებიან. თუმცა, შევეცადოთ, რომ თუნდაც დღეში ნახევარი  საათის განმავლობაში აბსოლუტურად გადავდოთ მობილური მოწყობილობები და სრულიად დავუთმოთ ეს დრო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...