რა ელის ბახმაროს

მთავარი თემა

რა ელის ბახმაროს

21 სექ. 2011, 21:21:51

1895 წელს ბახმაროში ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია იმყოფებოდა და მისი აღწერით, იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი თუ იდგა. დღეს კი უნიკალურ კურორტზე სახლების რაოდენობა 3000-ს აღემატება. სახლების ნაწილი ახალაშენებული და ფეშენებლურია. თუმცა, ბახმაროში, მშენებლობები გასული წლის აგვისტოს მიწურულს შეწყდა.

2010 წლის ზაფხულში, გარემოს დაცვის ინსპექციამ, პატრულირებისას "აღმოაჩინა", რომ მის საკონტროლო ტერიტორიაზე ტყეში სახლები იყო აშენებული! ამ ინფორმაციის თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო და 7 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომელი გელა დოლიძე დააკავა. შემდეგ ჯერი საკრებულოზე მიდგა და საჯარო დაწესებულებიდან პროკურატურისა და კუდ-ის მიერ ამოღებული დოკუმენტაციიდან გაირკვა, რომ ამ საქმის ერთ-ერთი კვანძი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმალებოდა.

2008-2009 წლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიას, ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოს მმართველი გუნდის ფრაქციის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, "ნაცების" სიის მესამე ნომერი შოთა სირაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მას ჰქონდა უფლება, რომ მიწის მესაკუთრის ცნობა გაეცა, თუმცა, კომისიის რეგლამენტის და კანონის მიხედვით, მოქალაქის განცხადება ჯერ კომისიას უნდა განეხილა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაცემულიყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით გაირკვა, რომ სირაძის მიერ, გაცემული იყო 388 მსგავსი დოკუმენტი. კომისიის წევრები, დღესაც საჯარო სამსახურის თანამშრომლები არიან. უფრო მეტიც, სირაძის მეუღლის მამიდაშვილი და მისი კომისიის წევრი დიმიტრი კორიფაძე დღეს ჩოხატაურის გამგებლის მოადგილეა. კორიფაძე ამბობს, რომ მისთვის სირაძის საქმიანობა უცნობი გახლდათ. ამავეს ამბობენ კომისიის სხვა წევრები.

შოთა სირაძეს სამართალდამცველები ერთ წელზე მეტია ეძებენ. ამდენივე ხანია მიმდინარეობს მისი სასამართლო პროცესი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პროკურატურა ახლაც მზადაა საპროცესო გარიგება გააფორმოს. თუმცა, ძებნილი არ ჩნდება. სირაძის მიმავლის მიზეზები ვერც მის ადვოკატს, კობა ესაძეს გაურკვევია. თუმცა, ჩოხატაურში უმრავლესობა ფიქრობს, რომ ფრაქციის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის გამოჩენა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის:

_ შოთას ალაპარაკება არავის "აწყობს". ჩოხატაური პატარა რაიონია და ყველა ყველას ახლობელია. შეუძლებელია სირაძეს მარტო, მფარველების გარეშე გაებედა ამდენი რამ. მაქვს ინფორმაცია, რომ სანამ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარებდნენ, მაშინვე, როგორც კი კუდ-მა მისი კომისიის მასალები მოითხოვა, ის ქვეყნიდან გააპარეს, რადგან კარგად იცოდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩოხატაურში საკრებულოს არჩევნები ხელახლა იქნება ჩასატარებელი, _ ამბობდა და ახლაც დაბეჯითებით იმეორებს ჩვენი წყარო.

სირაძის მიერ გაცემული მიწების უმეტესობა, ტყის ზოლში აჭარისა და ვაკიჯვრის ქუჩაზეა გაცემული.

მიხეილ სააკაშვილის 525-ე ბრძანებულება (11.12.2007 წ.) მკაცრად განსაზღვრავს იმ წესებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მიწის დაკანონება. ბრძანებულების თანახმად, მიწის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ასაღებად, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დამადასტურებელი დოკუმენტები იმისა, რომ განმცხადებელს თვითნებურად ჰქონდა მიწა დაკავებული ან დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, წარმოადგინოს მოწმე. ასევე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლების ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი.

2008-2009 წლებში, სირაძის მიერ გაცემული საბუთით მიწა ბევრმა ჩინოსანმა დაიკანონა. თუმცა, ამ ამბის გახმაურებიდან ძალიან მალე, უკლებლივ ყველამ, მიწა ზედ დამაგრებული ქონებით, სახელმწიფოს "ნებით აჩუქა", უფრო დაზუსტებით კი _ ჩააბარებინეს: "გთხოვთ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის და "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ჩოხატაურში, კურორტ ბახმაროში, ამა და ამ ქუჩაზე, ამა და ამ საკადასტრო კოდით უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში განახორციელოთ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია", _ ასეთი სახის განცხადებები, გასული წლის ოქტომბერში, საჯარო რეესტრის ჩოხატაურის განყოფილებაში 274-ჯერ შევიდა. ყველა მათგანზე 5 ლარი და 50 თეთრია გადახდილი.

"გურია ნიუსმა", ჯერ კიდევ გასულ წელს მოიპოვა ინფორმაცია, რომ დანაშაულის ამ სქემის გაშიფვრის უკან სხვა "თავები" იმალებოდა. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ "განტევების ვაცი" მხოლოდ ერთი ადამიანი აღმოჩნდა. სამაგიეროდ კი, სახელმწიფომ ათასობით დოლარის ქონება მიიღო.

გასულ წელს, სანდო წყარომ გვაცნობა, რომ, მიხეილ სააკაშვილი უნიკალურ კურორტს არაბ შეიხს შეჰპირდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ინვესტორს ბახმაროში სრული თავისუფლება მიეცემოდა და იქ არც ერთი სახლი არ იქნებოდა. ოფიციოზმა მაშინ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. თუმცა, ეჭვები და ინფორმაცია იმან გაამყარა, რომ ამ სკანდალის ატეხვამდე რამდენიმე თვის ადრე გაკეთებულ ბახმაროს განაშენიანების გენერალურ გეგმაში, იქ მდებარე არც ერთი სახლი არ ფიგურირებდა. პროექტის ავტორი მერაბ ჩხენკელია, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გეგმის თანახმად, ბახმაროში, მხოლოდ ფეშენებლური სახლები იქნება, ხოლო ძველი კოტეჯები დაინგრევა(?!).

ჩხენკელის ინფორმაციით, მიწები, თუკი კანონიერად არის შეძენილი, მფლობელებს დარჩებათ, სახელმწიფო მათ კომუნიკაციის ყველა პრობლემას მოუგვარებს, თუმცა ისინი ვალდებულები იქნებიან ფეშენებელური ვილები ააგონ. არქიტექტორი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, სასტუმრო კომპლექსებს დასჭირდეთ დასახლებული პუნქტების ათვისება, თუმცა, მიწის კანონიერ მფლობელებს ალტერნატიულ ნაკვეთს აუცილებლად შესთავაზებენ.

ამ ეტაპზე უცნობია, შესთავაზებს თუ არა ვინმე ალტერნატიულ ადგილებს კოტეჯების მეპატრონეებს, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, ბახმაროსთან დაკავშირებით ხელისუფლება გეგმების, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს გავახმაურეთ, გახორციელებას იწყებს.

რამდენიმე დღის წინ, ფოთში, აეროპორტის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე, მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ განცხადებაც კი გააკეთა: "ფოთი უნდა გახდეს ცენტრალური ქალაქი მთელი საქართველოსთვის. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პარლამენტი გადმოდის ქუთაისში, დინამიკურად ვითარდება აჭარა, სვანეთი, სამეგრელო, სერიოზულ განვითარებას იწყებს გურია, ეს იქნება ყველაფრის დამაკავშირებელი, რადგან აეროპორტის გარეშე, ფუნქციონირება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება".

მისივე თქმით, გურიას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და გარდა ურეკისა, ბახმაროც მნიშვნელოვანი სტატუსის მატარებელია. სააკაშვილის განცხადებით, ბახმარო ზამთრის კურორტად უნდა იქცეს.

ბახმაროს განვითარება რომ ძალიან კარგი საქმეა, ამაზე არავინ დაობს, თუმცა, როგორც წყარომ გვაცნობა, ეს ბევრ რიგით ადამიანს დააზარალებს. საქმე იმაშია, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბახმაროში ქონება ბებია-ბაბუა დაუტოვა და დარეგისტრირებული არ აქვთ (უნდა ჰქონდეთ ორთოფოტო და ელექტრო ვერსია) ყველაფერს წაართმევენ. ერთადერთი კატეგორია, რომელიც ბახმაროში საკუთრების დაკანონებას შეძლებს (როგორც გვეუბნებიან, ეს დაკანონება მხოლოდ ერთ თვეს გასტანს და შემდეგ ეს პროცესიც შეჩერდება) ისინი იქნებიან, რომლებსაც ქონება აუქციონის წესით აქვთ ნაყიდი. თვითნებურად დასაკუთრებული მიწების დაკანონება კი, მიუხედავად პრეზიდენტის ბრძანებულებისა, აღარ მოხდება. ლეგალიზაციის კომისიას კურორტზე ყველანაირი დოკუმენტის გაცემა უკვე აკრძალული აქვს. მართალია ბრძანება არაოფიციალურია, მაგრამ ჩოხატაურის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისია ზეპირ ბრძანებას ზედმიწევნით ასრულებს და ბახმაროში მიწებზე საკუთრების მოწმობას არ სცემს. შესაბამისად, ქონების დარეგისტრირებას ვერც საჯარო რეესტრი ახორციელებს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბახმაროს ოფიციალურად დაიკანონებს (დღემდე კურორტის მეპატრონე უცნობია) და დაეპატრონება, კურორტზე ერთი გოჯა მიწის სამართლებრივად დაკანონება შეუძლებელი გახდება. წყაროს ცნობით, ხელისუფლებას დიდი გეგმები აქვს. უკვე არსებობს რამდენიმე ინვესტორი, რომლებსაც მთავრობა მიწების მიზერულ ფასად გადაცემას დაჰპირდა, თუმცა, მათი ვინაობა ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ორშაბათს ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს ბახმაროს თემასთან დაკავშირებით შეხვდა. ჩიტაიშვილმა შეხვედრის შესახებ პირველი კომენტარი "გურია ნიუსთან" გააკეთა და ექსკლუზიურად დეტალებიც გაგვიმხილა:

_ შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში შედგა _ ვერა ქობალიასთან და რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად. საუბარი ბახმაროს განვითარებაზე იყო. პირველ რიგში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, აშენდება თანამედროვე ტიპის სასტუმროები, გაკეთდება საბაგირო და სათხილამურო ტრასები, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ჯერჯერობით, კურორტის განვითარებაზე კონკრეტული თანხა არ გამოყოფილა:

_ ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ძალიან მალე, ამ საკითხზე გურიას ვერა ქობალია და რამაზ ნიკოლაიშვილი პირადად ესტუმრებიან, _ აღნიშნა მხარის პირველმა პირმა.

ჩიტაიშვილმა ვერ გვიპასუხა, რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხანია ბახმაროში კოტეჯები უდგათ, მაგრამ დაკანონებული არ აქვთ:

_ ვისაც იურიდიულად გამართული დოკუმენტაცია გააჩნია და ბახმაროში ქონება დაკანონებული აქვს, არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

_ ბატონო ვალერი, არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის თანახმად, საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიამ გარკვეული წესების დაცვით უნდა დააკანონოს ის მიწები, რომლებიც ადამიანებს თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული და მას წლების განმავლობაში იყენებდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე ლეგალიზაციის კომისია, მიუხედავად ამ ბრძანებულებისა, მიწებს არ აკანონებს...

_ ახლა ნამდვილად არ შემიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დაზუსტებით გეტყვის იმას, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი კანონის ფარგლებში აქვთ გაკეთებული პრობლემები არ შეექმნებათ, _ დაგვიზუსტა ჩიტაიშვილმა.

იმ ფონზე, რომ მომავალ წელს არჩევნებია და გურია ადვილად მოსაგები რეგიონი არ არის, წყაროს ინფორმაცია, რომ კურორტზე სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენი რეგიონის თავკაცად სწორედ ნიკოლაიშვილი მოიაზრება, ხოლო ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ფავორიტ მინისტრად მიიჩნევა, სავარაუდოა, რომ მალე დიდი ცვლილებები გველის. უცნობია, ვისთვის იქნება სასიკეთო ეს ცვლილებები, თუმცა, თუ გასული წლების მოვლენებს გადავხედავთ, ალბათ საჯარო რეესტრს რამდენიმე დღეში კიდევ ბევრი ადამიანი მიმართავს საკუთრების მიტოვების მოთხოვნით. რა თქმა უნდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ჩვენ ხომ იმ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის ფუნდამენტურ უფლებაზე, კარგა ხანია აღარც კი საუბრობენ!




 ახალი ამბები
  • მდინარე ჯუმში მოზარდს ეძებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც ადგილობრივები "გურია ნიუსთან" აცხადებენ, ბიჭი, სავარაუდოდ, პირუტყვს მწყემსავდა და მდინარეში გადავარდა. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ადიდებულია, სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უბედური შემთხვევა სოფელ დარჩელში გუშინ, საღამოს საათებში ... ...
  • როდის იწყება და რა ცვლილებებია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონშიგადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს (22 აგვისტოს) დაიწყება.  აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონისთვის ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით: • ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა. • ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე. • 2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის 15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა. • ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033 ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ ბმულზე: ... ...
  • გურიაში „ქართული ოცნება” კანდიდატის ვინაობას, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაასახელებსგავრცელებული ინფორმაციით,  გურიაში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში, ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძე იქნება. „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანლის, დავით დარჩიას თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება დეპუტატობის კანდიდატი. „ყველაფერი თვის ბოლომდე გაირკვევა. ამ ეტაპზე პირადად ჩემთვის არაფერია ცნობილი”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს დავით დარჩიამ. „გურია ნიუსის“ კითხვაზე- განიხილება თუ არა ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურა, დავით დარჩიამ გვიპასუხა: „ჩემთვის ცნობილი არ არის ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურის შესახებ”. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაზუსტებულად არაფერია გადაწყვეტილი. საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება სამ ადამიანს შორის უნდა გააკეთოს.  ესენია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დავით მდინარაძე, ბიზნესმენი ზურა ჩხაიძე და ყოფილი პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე. „გურია ნიუსმა“ ამ ეტაპზე მხოლოდ დავით მდინარაძესთან მოახერხა დაკავშირება. „დაველოდოთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას. როგორც  ვიცი, 15 ივლისის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ იქნება „ქართული ოცნებიდან“ გურიაში დეპუტატობის კანდიდატი“, - გვითხრა ... ...
  • როდის დაიწყება გომისმთაზე მიწის დარეგისტრირება„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გომის მთის მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 15 ივლისს აღარ დაიწყება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის,  ეკატერინე მგელაძის თქმით,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლების ჩამოსვლა დროებით გადაიდო. „საჯარო რეესტრის წარმომადგენლების ჩამოსვლის თარიღი ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ისინი შემოქმედის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდებიან. იმ პირებს, რომლებსაც სურთ გომისმთაზე საკუთარი მიწის დარეგისტრირება, პირველ რიგში, რეესტრს განცხადებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც, რეესტრის წარმომადგენლები მათ ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებაში დაეხმარებიან, რათა ოფიციალურად გახდნენ საკუთარი  მიწის მფლობელები დაბა გომისთაზე", _ გვითხრა ეკატერინე ... ...
  • ორი შვილი საშიში დაავადების ერთი და იმავე სიმპტომებით _ პატარებს ჩვენი დახმარება სჭირდებათქეთევან მურმანიძე და მურმან სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობენ. ახალგაზრდა წყვილს ორი გოგონა ჰყავთ _ 11 თვის მარიამი და 2 კვირის ანა. მიუხედავად მცირე ასაკისა, პატარებს უკვე უწევთ ძალიან საშიშ, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლა. მარიამის და ანას მშობლები „გურია ნიუსთან“ თავიანთი გასაჭირის შესახებ სასაუბროდ მოვიდნენ. უნდათ, რომ დაწვრილებით მოგვიყვნენ იმ პრობლემის შესახებ, რომელიც მარიამის დაბადების პირველსავე დღეებში გამოვლინდა და იგივე განმეორდა ანას შემთხვევაშიც. „სიცოცხლის პირველსავე დღეებში მარიამს კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეექმნა. ადგილზე პედიატრმა გვირჩია, რომ წაგვეყვანა ქუთაისში. დედის რძეს ხელოვნურად ვაძლევდით და ჩავთვალეთ, რომ პრობლემა იმან წარმოშვა. ქუთაისის საავადმყოფოში ვიწექით ცოტა ხანი, სადაც ბავშვს ძლიერ ანტიბიოტიკს უკეთებდნენ. როცა ვიკითხე, რატომ უკეთდებოდა ჩემს შვილს ძლიერი ანტიბიოტიკი, მითხრეს, რომ ბავშვის მოწამვლა დედის პრობლემებმა გამოიწვია, რადგან ონკოლოგიური პრობლემები მქონდა. ქუთაისიდან, თითქოს, გამოჯანმრთელებულები წამოვედით, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ისევ დაგვეწყო იგივე პრობლემები, უკვე _ გამწვავებულად. ბავშვს დაეწყო კრუნჩხვითი მოვლენები. წავედით იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც გვითხრეს, რომ ბავშვი ჯანმრთელია, ავადობის ვერავითარი ნიშანი ვერ აღმოაჩინეს და ეს მდგომარეობა საკვებით გამოწვეულ ინტოქსიკაციას მიაწერეს, თუმცა, მარიამს დედის რძეს უკვე აღარ ვაძლევდით და ისეთ საკვებზე გვყავდა, რომელსაც, წესით, პრობლემა, რომელიც ბავშვს ჰქონდა (დიარეა და ღებინება), აღარ უნდა ჰქონოდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვს ჰქონდა ცილის აუტანლობა და საკვებში გამოვრიცხეთ ცილის შემცველობა. გამოგვწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ ამის შემდეგ კრუნჩხვითი მოვლენები გახშირდა და ისევ შევბრუნდით საავადმყოფოში. ისეთი ხანმოკლე იყო ეს კრუნჩხვითი მოვლენები, დაფიქსირებაც ვერ შევძელით. იაშვილის სახელობის კლინიკაში კარგა ხანს ვიწექით. გამოიკვლიეს ბავშვი, თავზეც გადაგვიღეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება ეპილეფსია ყოფილიყო, თუმცა, არ დადგინდა _ მითხრეს, რომ ამ მხრივ მარიამი ჯანმრთელი იყო. უკვე 3 თვის მარიამს დაუდგინდა სტაფილოკოკი. დავიწყეთ ამაზეც მკურნალობა. საავადმყოფოში ყოფნისას ბავშვს, კისრის უკანა მხარეში გაუჩნდა სიწითლე, რომელიც წამებში გაქრა. ისე სწრაფად მოხდა ეს, რომ ექიმს რომ დავუძახეთ, სანამ მოვიდა, სიწითლე აღარ იყო. ვუმკურნალეთ სტაფილოკოკზე და გამოგვწერეს. არც წამალი დაგვინიშნეს, რადგან ამბობდნენ, რომ ბავშვი იყო ჯანმრთელი, მაგრამ სახლში ეს გამონაყარები თუ სიწითლეები მოემატა. მივედით ისევ საავადმყოფოში. პედიატრებმა მითხრეს, რომ საჭირო იყო ალერგოლოგის ჩარევა და ბიძინა კულუმბეგოვთან ჩავეწერეთ მიღებაზე. იქედან წამოვედით ატოპიური დერმატიტის დიაგნოზით. დაგვენიშნა პრეპარატები და მკაცრი დიეტა. მაგრამ მკურნალობის მომენტში უკეთესობის ნაცვლად, მდგომარეობა გართულდა, ამას თან დაერთო ბავშვის უმადობაც _ წონაში მატების ნაცვლად, იკლებდა. ჩავრთეთ კვების ექიმიც. იმედს მაძლევდნენ, რომ ეს მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდებოდა. ამის შემდეგ სხვა ექიმსაც მივმართეთ, რომელმაც მითხრა, რომ მარიამის სიმპტომები ურთულეს, ძალიან ვერაგ დაავადებაზე მიუთითებდნენ _ მას ეჭვი ჰქონდა გალაქტოზომიაზე. ეჭვის გამოსარიცხად შემომთავაზა გამოკვლევა, რომელიც 6 000 ლარი ღირს. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს გადავხედეთ _ ამხელა თანხას სად და როგორ ვიშოვიდით?! შემდეგ უფრო იაფფასიანი გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც მითხრეს, ანალიზი იგზავნებოდა გერმანიაში და პასუხი 2 კვირაში გვექნებოდა. ისე ცუდად ვიყავი, რა ჭირდა, რა გაუკეთდა ჩემს შვილს, ესეც არ ვიცოდი, _ გვეუბნება დედა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებს და ამბობს, რომ ამ დროს უკვე 9 თვის ფეხმძიმე იყო და მეორე შვილი უნდა გაეჩინა, რომელსაც, დიდი იყო რისკი, რომ დაავადება, რომელიც პირველ შვილს ჰქონდა, აღმოჩენოდა. _ მითხრეს, რომ ეს იყო გენეტიკური დაავადება, რომელიც მომდევნო შვილებშიც იჩენდა თავს, თუ გავაჩენდი. ჩვენ ირგვლივ არავინაა, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და ვერ ვხვდებით, საიდან უნდა ჰქონოდათ ბავშვებს. მივიღეთ პასუხი _ დადასტურდა გალაქტოზომია, მაგრამ გადავრჩით, რომ რთულ ფორმაში არ აქვს. თუმცა, გამონაყარი მატულობს და ხანგრძლივდება ბავშვის კანზე. კავშირი მაქვს ბიძინა კულუმბეგოვთან და ფოტოებით ვაჩვენებ, როგორი სახის გამონაყარი უჩნდება, თორემ წასვლისთვის საშუალება ვეღარ გამოვნახეთ. ერთ თვის განმავლობაში რამდენჯერმე გვიხდება ჩასვლა. დაავადების დადგენის მომენტში მე უკვე მეორე შვილი გამიჩნდა, რომელსაც ზუსტად იგივე სიმპტომები აქვს, რაც პირველ შვილს. პატარასაც იმავე ანალიზის გაკეთება სჭირდება, თუმცა, ვეღარ ვახერხებთ, _ გვეუბნება ბავშვების დედა და მედიცინის დოქტორის, ირაკლი ჯოლოხავას მიერ გაცემულ სამედიცინო-გენეტიკურ დასკვნას გვაწვდის, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გამოკვლევა, რომელიც ესაჭიროება ახალშობილს, მისი ღირებულების სიძვირის გამო, ვერ გაკეთდა: როგორც ბავშვების მშობლები გვიყვებიან, მათი ოჯახი 7 წევრისგან შედგება, მათგან მხოლოდ ქეთევანია დასაქმებული, რომლის ხელფასიც ექიმთან თვეში რამდენჯერმე წასასვლელ გზის ხარჯსაც კი ვერ ანაზღაურებს. მათი ოჯახის შემოსავალია, ასევე, ბებიის პენსია, რომელიც ექიმის გასამრჯელოსა თუ წამლებისთვის წინასწარ სესხის სახით აქვთ აღებული. მათივე თქმით, ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური შემწეობის მიღების მიზნით, განცხადებაც დაწერეს, თუმცა, მაღალი სარეიტინგო ქულა მიიღეს, არადა, როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამბობს, მათი შვილებისთვის თითოეული თეთრიც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, ქეთევან მურვანიძემ დახმარების თხოვნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძესაც მიმართა. იმის გასარკვევად, რა დახმარებას გაუწევს ანა და მარიამ სიხარულიძეებს მუნიციპალიტეტი, ზაალ მამალაძეს დავუკავშირდით. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტი სიხარულიძეების ოჯახს, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება. თუმცა, მკურნალობა და სპეციალური კვება, რომელიც პატარა გოგონებს სჭირდებათ, გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რასაც ოჯახი ჩვენი _ საზოგადოების დახმარების გარეშე ვერ შეძლებს. ანასა და მარიამის დახმარება შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება. ხელმოკლე ოჯახისთვის შემოწირული ყოველი ლარი მნიშნელოვანია. გოგონებისთვის ლიბერთი ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში: GE20LB0711164907961000 მიმღები: ქეთევან მურმანიძე. ტელეფონი: (551) ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...