2021 წლის მთავარი დოკუმენტი და მთავარი კითხვები აღმასრულებელ ხელისუფლებას


მთავარი თემა

2021 წლის მთავარი დოკუმენტი და მთავარი კითხვები აღმასრულებელ ხელისუფლებას

24 დეკ. 2020, 11:39:55

გასულ კვირაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი სხდომა ჩატარდა. აქედან, პირველ სხდომაზე საუბარი 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ იყო _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსის პავლე ჭყონიას თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ბიუჯეტის პროექტში მცირედი შესწორება შევიდა.

"ჩვენი ბიუჯეტი 2021 წელს 25 104 000 ლარი  იქნება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით შემოსულობები განსაზღვრულია 25 104,0 ათასი ლარით.

ბიუჯეტის შემოსავლებში დამატებული ღირებულების გადასახადის სახით განსაზღვრულია შემოვიდეს 14 818,6 ათასი ლარი.

ბიუჯეტის შემოსავლებში გათვლილია, რომ ქონების გადასახადი შემოვიდეს 7 000,0 ათასი ლარის ფარგლებში.

ადგილობრივი მოსაკრებლები და გადასახდელები გაანგარიშებულია 2 640,0  ათას ლარზე, მათ შორის: დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელი _  250,4 ათასი ლარი; შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები _ 300,0 ათასი ლარი; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის _ 600,0 ათასი ლარი; ჯარიმები, სანქციები და საურავები _ 1 200,0 ათასი ლარი; მშენებლობის ნებართვისთვის _ 150,0 ათასი ლარი; სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი _ 120,0 ათასი ლარი; არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება _20,0 ათ. ლარი.

არაფინანსური აქტივების კლებაში 250.0 ათასი ლარია გათვალისწინებული, აქედან: მიწის გაყიდვიდან _ 345.0 ათასი ლარი. ძირითადი აქტივების კლება _ 50.0 ათასი ლარი;

პროექტით გათვალისწინებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივი დანიშნულების ტრანსფერის გამოყოფა (დელეგირებული უფლებამოსილების გასახორციელებლად) – 250,0 ათასი ლარი", _ აღნიშნა პავლე ჭყონიამ.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული ხარჯები, როგორც წინა წელს, 2021 წელსაც იგივე რაოდენობის რჩება:

"მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შენახვაზე დაიხარჯება 5 313,7 ათასი ლარი, მათ შორის: წარმომადგენლობითი ორგანოების შენახვაზე _ 1 150,0 ათასი ლარი, კერძოდ: შრომის ანაზღაურება _ 808,4 ათასი ლარი, ხოლო საქონელი და მომსახურება _ 202,8 ათასი ლარი, სხვა ხარჯები _ 118,8 ათასი ლარი, არაფინანსური აქტივების ზრდა _ 20.0 ათასი ლარი.

აღმასრულებელი ორგანოების შენახვაზე დაიხარჯება 3 440,0 ათასი ლარი, კერძოდ: შრომის ანაზღაურების მუხლში 2 629,0 ათასი ლარი, ხოლო საქონელი და მომსახურების მუხლში _ 761,0 ათასი ლარი, არაფინანსური აქტივების ზრდა _ 50,0 ათასი  ლარი.

სარეზერვო ფონდი განსაზღვრულია 350,0 ათასი ლარით; წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა - 230,7 ათასი ლარი;, თავდაცვის ღონისძიებებზე – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენახვაზე დაიხარჯება 143,0 ათასი ლარი. დასუფთავება და ნარჩენების გატანა _ 2 900,0 ათასი ლარი".

პავლე ჭყონიას თქმით, 2021 წლის იანვრიდან, ოზურგეთში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 800-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასი 50 ლარით გაეზრდება. მისივე თქმით, ხელფასების მომატება არ არის განსაზღვრული ა(ა)იპ "ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის" თანამშრომლებისთვის:

"ეს 50-ლარიანი მატება მოხდება ბაღის თანამშრომლებზე. 800-ზე მეტ თანამშრომელს მოემატება ხელფასი", _ თქვა ჭყონიამ.

როგორც საკრებულოს სხდომაზე ითქვა, ხელფასების მომატება ფრაქცია "ქართული ოცნების" რეკომენდაცია იყო და ეს რეკომენდაცია მერიამ გაითვალისწინა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ვასილ ჩიგოგიძემ საკრებულოს სხდომაზე იკითხა, დაიფარება თუ არა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის კომუნალური ხარჯები,  როგორც ეს მიმდინარე წელს მოხდა.

მისი თქმით, კომუნალური ხარჯები 200 000 ათას ლარს შეადგენს და ამის დაფარვა თეატრის ბიუჯეტიდან ვერ მოხერხდება.

სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც წინა წელს, ისევე, მომავალ წელს აღნიშნული ხარჯებისთვის 5 000 ლარი იქნება გამოყოფილი.

"პანდემიის დროს თანხის მატება ამ კუთხით ვერ მოხდება. ამ ეტაპზე ეს შემიძლია ვთქვა. ვნახოთ, მომავალში, რა იქნება", _ თქვა მამაკაიშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მაია ზოიძე სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა _ მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსება:

"აქ არ არის სრულ დაფარვაზე საუბარი _ ერთჯერადი თანხა რომ დაწესდეს ან 500 ლარი, ან 400 ლარი. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით დახმარება სჭირდებათ სტუდენტებს", _ თქვა მაია ზოიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გია მამაკაიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ამ კუთხით აღმასრულებელი ხელისუფლება არ მუშაობს:

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენელი პროექტით ხდება 100%-იანი გრანტის მფლობელები ოზურგეთელი სტუდენტებისთვის ერთჯერადი თანხის გადაცემა. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება ამ ინიციატივის შესრულება", _ თქვა გია მამაკაიშვილმა.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ იკითხა, გააკეთა თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შენიშვნების რეესტრი 2021 ბიუჯეტის პროექტზე:

"მე სრულად დოკუმენტაცია არ მინახავს. მინდა, გია მამაკაიშვილს და პავლე ჭყონიას ვკითხო _ ახლავს თუ არა ბიუჯეტის ახლად წარმოდგენილ კორექტირებული პროექტის ვარიანტს შენიშვნების რეესტრი, რომელზედაც თქვენ პასუხი გექნებათ გაცემული, გაითვალისწინეთ თუ არ გაითვალისწინეთ საკრებულოდან მოცემული შენიშვნები?"

მამაკაიშვილმა ბიგვავას უპასუხა, რომ შენიშვნების რეესტრი აუცილებლად გაეგზავნება საკრებულოს.

 "ეს აუცილებელია. ჯერ არ ვიცით, რა არის გათვალისწინებული და აქედან გამომდინარე, ახალი წინადადების წამოყენებას აზრი არ აქვს. ეს პროცესი უნდა იყოს მართვადი და ყველა ეტაპი უნდა გავიაროთ ისე, როგორც არის დადგენილი. მსგავსი ქმედება უშლის ხელს საერთო საქმეს, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს ამ რეესტრის წარმოდგენა. ასეთი მიდგომით ჩვენ შორს ვერ წავალთ. რაზეც იყო შენიშვნები, იმაზე თუ არ გვაქვს პასუხები, ახალ შენიშვნებზე როგორ უნდა ვისაუბროთ?! იმედს ვიტოვებ, რომ ორ-სამ დღეში შენიშვნების რეესტრი საკრებულოს გადმოეგზავნება", _ აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ლავრენტი ბიგვავამ.

გია მამაკაიშვილის თქმით, შენიშვნების რეესტრი საკრებულოს აუცილებლად გადაეგზავნება.

თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ლელა საჯაიას თქმით, მათ მიერ წარდგენილ ხუთი საკითხიდან მხოლოდ ერთი საკითხის გათვალისწინება მოახერხა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.

2021 წელს მოხდება  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შემუშავება.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა თუ რომელი საკითხები ვერ დააფინანსა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.

როგორც "გურია ნიუსს" განუმარტეს, ეს საკითხებია: ქალაქ ოზურგეთში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ადაპტირება/ლიფტი, საპირფარეშო; სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით; ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; ფსიქოლოგის მომსახურება და ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს გახსნა ქალაქის ტერიტორიაზე შშმ პირებისა და ბავშვთა მოვლის სერვისის გათვალისწინებით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორე სხდომაზე, რომელიც გასული კვირის პარასკევს გაიმართა, მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი 525 205 ათასი ლარით გაიზარდა, რომელიც, უმეტესად, მოხმარდება სხვადასხვა პროექტის გახორციელებას.

ჭყონიასვე ინფორმაციით, ბიუჯეტი 100 000 ლარით გაიზარდა შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში:

"ეს არის გრანტი. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის პირველი ნაწილისთვის მოხდა 100 000 ლარის ჩარიცხვა, რომელიც დაბა გომისმთის ურბანული განვითარების გეგმისა და შესაბამისი დოკუმენტების შემუშავებისთვის დაიხარჯება".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან წარმოდგენილ დამტკიცებულ ბიუჯეტში შესული ცვლილებები საკრებულოს წევრებმა ერთხმად მიიღეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვასილ ჩიგოგიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის წინ მდებარე მოედანს ოფიციალურად დაერქვას "თეატრალური მოედანი", რომელიც საზოგადოებისთვისაც ასეა ცნობილი:

"ამ საკითხის დაყენება ჩემგან არ შეიძლება. ეს საკითხი ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ან კიდევ საკრებულოს რომელიმე კომისიამ უნდა შემოიტანოს. კარგი იქნება, თუ ეს საკითხი გადაწყდება პანდემიის დასრულებისთანავე.

ღმერთით და უფლის ძალით, 2021 წელს ჩვენ გავხსნით თეატრის შენობას. სამწუხაროა, რომ ახალგარემონტებული თეატრის შენობა არ გაქვთ ნანახი. მიუხედავად პანდემიისაა, ჩვენ უკვე მეშვიდე პრემიერას ვიბარებთ. როდესაც არ იქნება შეზღუდვები და გვექნება სპექტაკლებზე ადამიანების მოწვევის უფლება, შვიდივე სპექტაკლს ვაჩვენებთ. ყოველ კვირას წარვუდგენთ ახალ სპექტაკლს საზოგადოებას", _ თქვა სხდომაზე ვასილ ჩიგოგიძემ.

საკრებულოს წევრი ლევან კილაძე დაინტერესდა, იგეგმება თუ არა მზრუნველობას მოკლებულთათვის ან სოციალურად დაუცველებისთვის საახალწლოდ ან საშობაოდ საჩუქრების დარიგება:

"გარე განათებისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით მოხდა ამ ტენდერის შეჩერება, რადგან მოგეხსენებათ, გამოცხადებულია შეზღუდვები პანდემიის გამო. მოკლედ, იქნება ძველი განათება და ის თანხა მოხმარდება საჩუქრებს. დაახლოებით, 20 000 ათას ლარზეა საუბარი და კონკრეტული ინფორმაციისთვის იქნებ მარინა ჯაფარიძეს ვკითხოთ, რადგან მან იცის ზუსტად, რა კატეგორიას გადაეცემა საჩუქრები", _ უპასუხა პავლე ჭყონიამ ლევან კილაძეს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ ისაუბრა ქალაქ ოზურგეთში, ექადიაზე ფერადი ლითონების ქარხნის მშენებლობაზე და ასევე, სოფელ ვაკიჯვარში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.

მგელაძის თქმით, სოფელ ვაკიჯვარში გარემოს ზემოქმედების შეფასების სხდომა 24 დეკემბერს იგეგმება ონლაინ რეჟიმში, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელია:

"ამ სხდომას ვერ დაესწრება მოსახლეობა. შესაძლებელია, დაესწროს ერთი ან ორი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ამ საკითხის შესწავლა დროულად დაევალოს რომელიმე კომისიას და დაეგზავნოს შესაბამის უწყებებს წერილები, რადგან მოხდეს გზშ-ს განხილვები ონლაინ. ამ განხილვებში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ხალხი", _ თქვა ლევან მგელაძემ.

ლელა საჯაიას თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს წერილებს და ასევე, განახორციელებს მონიტორინგს:

"მძიმე ეკოლოგიურ გარემოში გვიწევს ცხოვრება და აქედან გამომდინარე, მსგავსი პროექტები დიდ ყურადღებას საჭიროებს", _ აღნიშნა ლელა საჯაიამ.

ოზურგეთში ფერადი ლითონების ქარხნის მშენებლობის გამო, გარემოს ზემოქმედების შეფასების წარდგენა დაგეგმილია 2021 წლის 28 იანვარს. ადგილობრივი უფლებადამცველები და მოსახლეობა აქაც წინააღმდეგია გზშ-ს განხილვა ონლაინ რეჟიმში მოხდეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მზად არის, რომ შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი და მოხდეს სხდომაზე წამოჭრილი საკითხების სიღრმისეული შესწავლა.




 ახალი ამბები
  • შსს-მ თბილისში ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციის დარღვევისთვის თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი - 1988 წელს დაბადებული გ.ფ. და 1975 წელს დაბადებული ზ.ს. თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. გ.ფ. კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, ზ.ს. კი – 13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი. სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა. პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ისინი დაჯარიმების შემდეგ კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ ... ...
  • ზუგდიდში, 22 წლის ბიჭმა 42 წლის მამაკაცი მოკლა, კვალის დაფარვა კი ხანძრის გაჩენით სცადა42 წლის მამაკაცი, რომლის ცხედარიც გუშინ, გვიან ღამით, დამწვარ ბინაში იპოვეს, მოკლულია, ხანძარი კი კვალის დაფარვის მიზნითაა გაჩენილი. გარდაცვლილს ჭრილობები ზურგსა და გულმკერდში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ელექტროგამათბობელი და დაუდევრობით დაჩენილი ხანძარი სახელდებოდა, თუმცა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა, რომლებიც ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, მკვლელობის კვალი აღმოაჩინეს. შსს-მ ცხელ კვალზე 22 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც, "მთავარის" ინფორმაციით, გარდაცვლილთან ანგარიშსწორების მიზნით სოხუმიდან შემოვიდა ზუგდიდში, მკვლელობის შემდეგ კი ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა მიმალვას. დაკავებული ბრალს აღიარებს და მკვლელობის მოტივად ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიებას ასახელებს.  წყარო: ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სინოპტიკოსები 17 იანვარს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბელია ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 იქნება. ღრუბლიანი ამინდი იქნება სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ღრუბელი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. ღრუბელია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +6 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +3 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც +4 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, -2 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. გორში დღისით წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში ღრუბლიანი დღე და 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი დღე იქნება ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -2 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმა ნალექია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისში. ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი ... ...
  • რატომ ეშინიათ ძაღლებს საახალწლო ფეიერვერკების?ძაღლებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული სმენითი ორგანოები, ვიდრე ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ხმამაღალი ხმა მათში სტრესs, შიშს და დისკომფორტს იწვევს. ხშირად შეგვხვედრია ხმაურისაგან შეშინებული ძაღლები, განსაკუთრებით, ახალ წელს. რის ეშინიათ ძაღლებს, რაც მათი პანიკის საფუძველი ხდება და ზოგ შემთხვევაში, ეს შიში სიკვდილის მიზეზი ხდება? ამ თემაზე საქართველოში პირველი ვეტერინარული პორტალის Vetnet.ge-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს ივანე ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ: „ძაღლი თუ ლეკვობიდან არ არის მიჩვეული ხმაურს, როცა გაიზრდება ხმამაღალი მუსიკისაც შეეშინდება. ამიტომ, აუცილებელია, ლეკვობიდან მოხდეს ცხოველის სოციალიზაცია, რაც გულისხმობს ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურთან შეგუებას. ხმაურში იგულისხმება ქუჩის ხმაური, ხმამაღალი მუსიკა, ხალხის ლაპარაკი და ა.შ. მონადირე ძაღლი ლეკვობიდან უნდა მიეჩვიოს თოფის ხმას. ძაღლებში შიშით გამოწვეული პანიკა შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. განსაკუთრებით მძიმეა ძაღლებისთვის ახალი წლის ღამე, როცა უამრავი რამ ერთდროულად ფეთქდება და ამ დროს ძაღლი ვერ ახერხებს თავშესაფრის ... ...
  • “მთავარია, გვწამდეს!“ _ მართლმადიდებელი მასწავლებლის და მუსლიმი მოსწავლის გულწრფელი ცრემლებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლს შორის შერიგებით დასრულდა. 15 იანვარს, ბუკნარის მოვლენების არა ერთი კადრი გავრცელდა, მათ შორის იყო პედაგოგის და ყოფილი მოსწავლის ფოტოები. მასწავლებელი ბუკნარის საჯარო სკოლის პედაგოგი მარიკა ხელაძეა, ყოფილი მოსწავლე _ თემურ ირემაძე. მარიკა მართლმადიდებელია, თემური _ მუსლიმი. მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა დღემდე გრძელდება. მარიკა ხელაძე: „1988 წლიდან ვასწავლი სოფელ ბუკნარში. სოფელში არის სიმშვიდე და სხვა ვითარება არც უნდა იყოს აქ. მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის ერთი დაპირისპირებაც არ ყოფილა ამ ხნის მანძილზე. არ მომწონს ფრაზა „შერიგება“ _ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, ერთმანეთს ყველაზე კარგად ვიცნობთ, ერთმანეთის სიხარული გვახარებს და მწუხრს ვიზიარებთ. მე თავიდან მივმართე ჩემს მოსწავლეებს, რომ არ პროვოკაციებს არ ავყოლოდით. მაგრამ, იმდენად კარგად შეფუთული იყო ეს პროვოკაცია, ვერ ავცდით განვითარებულ მოვლენებს. მე გაზრდილი ვარ იმ უბანში, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩადრიანი ქალების მუხლებზე გამიტარებია დიდი დრო. ლექსებს ვამბობდი და ეს ძალიან მოსწონდა ყველას. ამ ურთიერთობას ვერავინ გაანადგურებს, რადგან ერთმანეთის მიმართ  გვაქვს სიყვარული და პატივისცემა. თემურ ირემაძე იყო ჩემი მოსწავლე. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს. თემური, როდესაც სტუდენტი იყო, არდადეგების დროს, სოფელში დაბრუნებისას, ავტობუსს გააჩერებდა და პირველ რიგში, ჩემთან მოვიდოდა. მოვიკითხავდით ერთმანეთს და შემდეგ ფეხით მიდიოდა სახლში. ერთად სწავლობდნენ და ახლაც სწავლობს მართლმადიდებელი და მუსლიმი აღმსარებლობის ბავშვები. მათ აქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ამ ურთიერთობას შეწყვეტა არ უწერია“. თემურ ირემაძე: „გუშინ ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მე ახლა ქალაქ ბათუმში ვიმყოფები, მაგრამ მაქვს კონტაქტი სოფელთან და ვიცი, რომ იქ მშვიდი ვითარებაა. რაღაც ბზარი კი გაჩნდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება. პირველ რიგში, ერთმანეთის პატივისცემამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა იმ დამოკიდებულებამ, რომელიც გვქონდა ამ წლების განმავლობაში და გაიმარჯვა ღმრთის სიყვარულმა. მთავარია, გვწამდეს, ვილოცოთ და ვიკითხოთ იქ, სადაც ჩვენი სალოცავია“. “გურია ნიუსმა“ თემურ ირემაძეს ჰკითხა, რომ გაეხსენებინა ისეთი ამბავი, რომელიც მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლის მეგობრობას ასახავდა: “როდესაც, სოფელ ბუკნარის ცენტრში ეკლესია შენდებოდა, ჩემი ოჯახიდან მამაჩემმა თბილისიდან რამდენჯერ ჩამოიტანა სამშენებლო მასალა ამ ეკლესიისთვის. იმიტომ, რომ ჩვენს მეგობრებს სალოცავი ჰქონოდათ. ამით ის მინდა ვთქვა, რომ სოფელში ყველას კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის მეგობრულად ცხოვრობდა მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი. არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება და კონფლიქტი“, _ გვითხრა თემურ ირემაძემ. მან სკოლაში სწავლის პერიოდზეც ისაუბრა: “33 ბავშვი ვიყავით ერთ კლასში და დღემდე გვაქვს საოცარი, სამაგალითო, მეგობრული ურთიერთობა. მუსლიმ და მართმადიდებელ ბავშვებს საოცარი დამოკიდებულება გვქონდა. ეს დამოკიდებულება, ეს მოგონებები, ბავშვობის წლები როგორ დამავიწყდება?! მასწავლებლებთან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა და დღესაც გვაქვს“. იამზე ვაჩეიშვილის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....