ვინ აძლევს ბანს ავტობანისთვის მსხვერპლთშეწირვას?

მთავარი თემა

ვინ აძლევს ბანს ავტობანისთვის მსხვერპლთშეწირვას?

2011 სექ 28 00:28:52

თვალებს რატომ მიბრმავებს? ამიტომ მინდოდა ბატონ პრეზიდენტს მისვლოდა ჩემი ამბავი, _ ამბობს იონა გელაშვილი, რომელსაც სახელმწიფო ინტერესების საბაბით, საკუთარ ინტერესებზე უარის თქმას აძალებენ.

 

ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლება ყოველდღიურად მონდომებით ირჯება, მოსახლეობის მეხსიერებიდან ამოშალოს ე.წ. "საბჭოური გადმონაშთები", რისთვისაც მობილიზებულია მასმედია, მზადდება სათანადო გადაცემები, მაგრამ ყველა ეს ღონისძიება თეორიული ხასიათისაა, რადგან ჯერ თვით ხელისუფლება არ გათავისუფლებულა იმ "ჭირისგან", რომლისგანაც მოსახლეობის მორჩენას ცდილობს. ესაა ობიექტის ვადაზე ადრე ჩაბარება, გეგმების შესრულებისკენ მისწრაფება და თან, საზოგადო კეთილდღეობის ლოზუნგით, კერძო საკუთრების ინტენსიური ხელყოფა. ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერი მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობის სტატუსს იძენს, დგება ობიექტის ვადამდე ჩაბარების გეგმები და დამთავრებული ობიექტის გახსნასა და პიარს "შემოქმედებით გვირგვინს", როგორც წესი, მთავრობა ადგამს. ადამიანი, პიროვნება, მოქალაქე და მისი კანონიერი ინტერესები, კონსტიტუციური უფლებები კი, პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე იგნორირებულია.

აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს პროექტს, რომლის მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავტობანის მშენებლობას ახორციელებს შეკვეთილი-ბათუმის მიმართულებით. იქ, სადაც ავტობანმა "გაიარა", დაუნდობლად "გაჭყლიტა" თითქმის ნახევარსაუკუნოვანი შრომითი ბიოგრაფიის მქონე გლეხიკაცი _ იონა გელაშვილი. "მისი ლანდი არსებობის მანძილზე, რიჟრაჟი რომ მოატანს, ბაღ-ბოსტანში დაცოცავს, იქაურობას ხევს, ფქვავს, ჰკორტნის, გაშმაგებული ბარი დევის კბილივით კრიალებს და ჭახუნით ახრამუნებს შავ მიწას" _ დიახ, 73 წლის მოხუცს იონა გელაშვილს, "დამპატიჟეს" თევდორესავით შრომით წელგათრეულს, ახალი დროის "დამპატიჟეები" მიადგნენ და ჩაყოლა გიჯობს, თორემ ჩაგითრევთო, "ურჩევენ". არ თანხმდება საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული და ამიტომ გაჯიუტებული, უსაზღვროდ მშრომელი კაცი და უსამართლო ქვეყანაში "იმპერატორამდე ჯოხით მისვლას" აპირებს. მან თავის გულისტკივილზე საუბარი "გურია ნიუსთან" ასე დაიწყო:

_ ძალიან მინდა, ბატონ პრეზიდენტს მისვლოდა ჩემი ამბავი, მე მთავრობას კი არ ვებრძვი, სიმართლის დადგენას ვითხოვ, დატაცებას რომ აქვს ადგილი ჩემი კუთვნილი ქონების მიმართ, რატომ უნდა წამართვან ასე ყაჩაღურად მიწა? ერთ-ერთმა პიროვნებამ მათი მხრიდან ასე თქვა: "ღმერთმა ნუ ქნას, აქანე ათასი მეტრო მიწა რომ არ დევითრიოო, ედემის ბაღი ყოფილაო"... _ რა-მეთქი? _ ვკითხე. შეცბა, გააღო მანქანის კარები და გველნაკბენივით გამეცალა. მოწადინებული ვარ, მივაწვდინო ხმა ბატონ პრეზიდენტს. მითხრეს, შენ ამდენი ფული შენს ცხოვრებაში არ გექნება ნანახიო, შეირგე და გეყოსო. რატომ გგონიათ, მასე-მეთქი, ვკითხე. დეპარტამენტშიც ვიყავი, მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი, რომ სხვას სხვანაირად გადაუხადეს და მე არა-მეთქი, სხვებს დამატებითი თანხა მისცეს, ჩემ გარდა-მეთქი. რატომღაც მიბრიყვეს და ჩალის ფასად მიპირებენ საკუთარი ნაკვეთიდან გადმოგდებას. თხინვალში მცხოვრები 73 წლის კაცი ვარ, 46 წელი აქ, ლეკიანში გავატარე, ფერმერი ვარ, ფერმის გამგე ვიყავი. სათეს ფართობზე, აზიის განვითარების ბანკიდან მოსული საბუთის საფუძველზე, 8 ლარად არის შეფასებული 1 კვ. მეტრი მიწა. ჩემი მიწა კი საძოვრად შეაფასეს. იქ მქონდა მრავალწლიანი ნარგავები, ახლაც ავიღე 400 კილო თხილი, მალე მოვკრეფ 700 კილო ყურძენს, ისეთი მოვლილი ეზო მაქვს, ბაღნარი გეგონებათ, რომ შემოხვალთ შიგ, იმდენი ლეღვი მაქვს, ექვს სოფელს ეყოფა. არაფერზე ხელს არ მაკარებინებენ, ჩვენია და ჩვენიაო, _ იძახიან. მიმდინარე წლის გაზაფხულზე მივმართე იურისტებს _ მე მთავრობას არ ვებრძვი, პირიქით, თუ დასჭირდება, იქეთ მივცემ მიწას, მაგრამ რატომ მატყუებს? თვალებს რატომ მიბრმავებს? მე თუ ბევრი მიწა მაქვს, ვიყიდე და ბევრი გადავიხადე, რა, მაჩუქეს თუ? ყველაფერი კანონიერად მაქვს. პროკურატურა რომ მოსულიყო ჩემთან, ყველაფერს მოვუყვებოდი და ვეტყოდი. თქვენ რომ ნახოთ, რანაირ მოვლილ ბაღს მატოვებინებენ, გული მოგიკვდებათ, კაპიკსაც არ მაძლევენ, დენი გადამიჭრეს, უშუქოდ ვარ. ასე უპასუხისმგებლობა როგორ შეიძლება? იქ წერს აზიის განვითარების ბანკი, რომ გასახლება ხდება ჩვენი ძალებითო, მისი ძალებით კი არა, ჩემსას არ მანებებენ. შენობა-ნაგებობა ჩვენ ვიყიდეთ და ხელი არ მოკიდოთო. მივმართე გია ტაკიძეს, მაგრამ აწი რა აზრი აქვს?

სპს იურიდიული კომპანია "თოიძე და პარტნიორების" იურისტი, აკაკი თოიძე, რომელიც დაზარალებულ იონა გელაშვილის ინტერესებს იცავს, "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს: _ ამ ადამიანს შეკვეთილში, კონკრეტულად კი ლეკიანში, გააჩნდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულისთვის მიწის ნაკვეთი. აქვს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმა. ამ საქმიანობას ათეული წლების განმავლობაში ეწევა. ჯერ იჯარით ჰქონდა მიწა, შემდეგ კი შეიძინა, დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, როგორც კერძო საკუთრება. ახლა აღმოჩნდა, აღნიშნული ნაკვეთი საავტომობილო გზის მოქმედების არეალშია. მოვლენები ასე განვითარდა: ადამიანი არის მესაკუთრე, დარეგისტრირებული ქონებით საჯარო რეესტრში, აქვს გამართული მეურნეობა, ვაზი, ხეხილის ბაღი მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული. მოჰყავდა ერთწლიანი კულტურები. როცა იგეგმება ცენტრალური საავტომობილო გზის მშენებლობა და როცა სახელმწიფო ინტერესია, სახელმწიფო კანონი ითვალისწინებს საზოგადოებისთვის აუცილებელი საჭიროებისთვის ქონების კონფისკაციას, ექსპროპრიაციას. ამ შემთხვევაში კი ექსპროპრიაცია არ გახორციელებულა, ელემენტარულად, რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი ამ მიწის ნაკვეთების შეძენა ბატონი იონა გელაშვილისაგან. ეს ადამიანი, ჩვენ ვთვლით, რომ არის დაზარალებული ამ გარიგების საფუძველზე. ჩვენ საკმაო მასალები დავაგროვეთ, გამზადებული გვაქვს სარჩელის სახით და ოფიციალურად სასამართლოს მივმართავთ, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან. ჩვენ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან და აზიის განვითარების ბანკიდან ვითხოვთ სრულ ინფორმაციას, ჩვენი მოთხოვნის კანონიერებასთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ გვინდა, რომ სარჩელი წარვადგინოთ სასამართლოში, რომელიც იქნება დასაბუთებული. თუ მხარეები ვერ მორიგდებიან, დავას გადაწყვეტს სასამართლო, _ ამბობს ადვოკატი აკაკი თოიძე.

_ ბატონო აკაკი, რას მოიცავს ეს მასალები?

_ იონა გელაშვილს არ უანგარიშეს უძრავი ქონების ღირებულებები სრულად, რასაც ითვალისწინებდა აზიის განვითარების ბანკის მიერ შედგენილი გეგმა. ამ ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით, არსებობს განსხვავება: თუ მიწის ნაკვეთი საძოვარია, რომელიც ჩვეულებრივად დაუმუშავებელია, ფასი შედარებით ნაკლებია. ბუნებრივია, როცა მყიდველობით ფასზე მიდგება საკითხი, ნაკლებად შეფასდება. არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის მრავალწლიანი ნარგავები გაშენებული და მისი ფასი მეტია. არის მიწის ნაკვეთი, რომელიც შენობა-ნაგებობებით არის დაკავებული და ესეც მეტად ფასობს. ეს თვითონ აზიის განვითარების ბანკმა თავის სამოქმედო გეგმაში ჩადო.

_ რას ითხოვთ?

_ ჩვენ რაიმე პრეტენზია უშუალოდ მშენებელ ორგანიზაციასთან არ გვაქვს, რადგან ის მუშაობს უშუალოდ დაგეგმილი პროექტის მიხედვით. მას ეუბნებიან, შენ ამ მიმართულებით უნდა გაიყვანო გზა, ხე შეგხვდება? _ უნდა აიღო, გორა შეგხვდება? _ გააპე და გაასწორე, გვირაბია? _ საჭირო გვირაბი შეიყვანე. გამომდინარე იქედან, რომ სრულად არ მოხვედრილა ამ საავტომობილო გზის არეალში ბატონი იონა გელაშვილის კუთვნილი ფართი, შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება. როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, განსაზღვრული იქნა კვადრატული მეტრი ფართის ფასი 6 ლარი. დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა და ფასიც განვსაზღვრეთო. თუმცა საექსპერტო დასკვნიდან ირკვევა, რომ ეს მიწის ნაკვეთები არ არის შეფასებული იმ კუთხით, როგორი კვალიფიცირებაც აქვს საკანონმდებლო წესებიდან გამომდინარე. არ არის განსაზღვრული, სახნავი რამდენია და საძოვარი _ რამდენი. ასევე, მრავალწლიანი ნარგავები სადაც არის, გაუშვეს ეს ტერიტორია მთლიანად საძოვარში. დაზარალებულისთვის, რაც შეიძლებოდა მინიმალური ფასი იქნა გადახდილი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონი თუ გეუბნება, კი, ბატონო. სახელმწიფო ინტერესი ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, მაგრამ კანონი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ქონების სათანადო კონფისკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა, ვისი საკუთრებაც მოხვდა ამ არეალში, მალევე უნდა მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება,

_ ვის მიმართეთ კონკრეტულად და რას მოითხოვთ?

_ პირველ რიგში, ჩვენ მივმართეთ საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც შედის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში. ჩვენ კი არ ვდავობთ იმაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურა ამ შემთხვევაში კერძო ინტერესებს ლახავს, მაგრამ ილახება, იქედან გამომდინარე, რომ რაც ეკუთვნის და რაც გაწერილია თვითონ აზიის განვითარების ბანკის მიხედვით, ამ შემთხვევაში ბატონ იონა გელაშვილს არ მიუღია. მივმართეთ დეპარტამენტს, მივმართეთ ასევე აზიის განვითარების ბანკსაც. მოგვივიდა მასალებიც, მიიჩნევენ, რომ ჩვენი მოთხოვნა და დავა ამ შემთხვევაში, არ არის არგუმენტირებული, ეს ყველაფერი მოხდა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზეო.

ჩვენ იმაზე ვდაობთ, რომ მიწა მიჩნეულია საძოვრად, აუთვისებელ ნაკვეთად არის შეფასებული, რომელიც თითქოს ბატონ იონა გელაშვილს ჰქონდა გამოუყენებელი.

_ რა მოგწერათ საპასუხოდ საგზაო დეპარტამენტმა?

_ საგზაო დეპარტამენტმა გვითხრა, რომ კი, ბატონო, თქვენ დაობთ იმ მიმართვაში, რომ გაცილებით მეტი ღირდა კვადრატულ მეტრობაში თქვენი ფართი, მაგრამ ჩვენ ეს პირადად არ შეგვიფასებია, შეაფასა ექსპერტიზამ და სპეციალისტებმა განსაზღვრესო.

სანამ საავტომობილო დეპარტამენტი ამ მიწის ნაკვეთს იონა გელაშვილისგან შეიძენდა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლებით. ამ საკუთრების უფლებაში მიწის დანიშნულება ისე არის მითითებული, რომ იგი სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების სახნავ-სათესია და არა _ საძოვარი.

_ რა სტადიაშია საქმე?

_ ჩვენ ერთხელ მივმართეთ საგზაო დეპარტამენტს, ორჯერ კი აზიის განვითარების ბანკს ინფორმაციისთვის. მოვითხოვეთ დოკუმენტაცია, როგორ მოხდა ფასების ნიხრის დადგენა. გამოგვიგზავნეს დოკუმენტაცია, დამუშავებული გვაქვს საბოლოო სახით ეს ყველაფერი და ისევ საგზაო დეპარტამენტს გავუგზავნით, თუ ეს საბოლოო ვარიანტი მათთვის იქნება მისაღები და თუ მოხდება მხარეებს შორის შეთანხმება, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს ბატონმა იონამ. თუ ეს დამატებითი შეთანხმება არ მოხდა, მეტი რა გზაა _ მივმართავთ სასამართლოს.




 ახალი ამბები
  • „მამუკა ბახტაძისა და კობახიძის შეცვლა გარდაუვალია“_ ვაჟა ბერიძე „ცვლილებების განხორციელება რომ აუცილებელია, აღნიშნულს შესახებ თავად ბიძინა ივანიშვილიც საპრეზიდენტო  არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საუბრობდა. მან დაპირება მისცა საზოგადოებას იმის შესახებ, რომ არა მარტო ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევდა, არამედ პირდაპირ მნიშვნელოვან საკადრო გადაადგილებებს განახორციელებდა. აღნიშნულს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, არადა, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლების ყველა შტო, როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ისე სასამართლო  დასუსტდა. აქედან გამომდინარე, პირველი პირების დონზე საკადრო ცვლილებების განხორციელება სასიცოცხლოდ აუცილებელია. განსაკუთრებით ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც პოზიტივზე მეტად, ნეგატივთან ასოცირდებიან“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ. მისივე განცხადებით, თანამდებობიდან მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის გადაყენება გარდაუვალია. ექსპერტის აზრით, ერთადერთი კანდიდატი, რომელიც, შესაძლოა, პრემიერის თანამდებობაზე მოიაზრებოდეს, შს მინისტრი გიორგი გახარიაა. „პიროვნულად მამუკა ბახტაძისა და ირაკლი კობახიძის პროფესიონალიზმს, ინტელექტსა და გაწეულ საქმიანობას ვხედავ, მაგრამ მათი შეცვლა გარდაუვალია. პრემიერის პოსტზე გამოუცდელი პოლიტიკოსი არ უნდა დანიშნო, რაც საზოგადოების აბუჩად აგდებასა და აღნიშნული პიროვნების დაღუპვას ნიშნავს. პარლამენტის თავმჯდომარე პრინციპული და თანმიმდევრული ადამიანია, მაგრამ მას პოლიტიკური ადეკვატურობა აკლია. ამ ადამიანებისთვის უმჯობესია, რომ სხვა ადამიანებს თავის გამოჩენის საშუალება მისცენ. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც პრემიერად უნდა განვიხილოთ, ეს არის გიორგი გახარია, რომელსაც ბევრი შეცდომა დააშვებინეს, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, თავი ყოველთვის ღირსეულად უჭირავს“, _ აღნიშნა ბერიძემ. ჩვენ, ასევე, ექსპერტს ვკითხეთ, პოლიტიკაში, დაახლოებით, ორი თვის წინ დაბრუნებულმა  ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ დრომდე შეძლო თუ არა „ქართულ ოცნებაში“ არსებული მწვავე შიდაპარტიული პროცესების დალაგება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა. „პოლიტიკაში ღარიბაშვილის დაბრუნება კარგია, მაგრამ მისმა დაბრუნებამ შიდაპარტიულ ცხოვრებაში არსებითი ძვრები ვერ მოახდინა, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ფონზე, საზოგადოების წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დავფიქრდებით და „ქართულ ოცნებას“ ან გავუშვებთ ხელისუფლებიდან ან თუ აზრი ექნება, კვლავ ხელისუფლებაში დავტოვებთ“_ აღნიშნა ... ...
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს (R) სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 25-26 აპრილს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ხოლო შაბათს, 27 აპრილს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს, რისთვისაც მსჯავრდებულების/ბრალდებულების ახლობლებმა თან უნდა იქონიონ ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა, რომელზეც მოქალაქის პირადი ნომერი არის დატანილი. ამანათის შეგზავნის უფლება აქვს მხოლოდ სრულწლოვან პირს. ასევე, ამანათის შიგთავსის განსაზღვრის მიზნებისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური შეახსენებს პატიმართა ოჯახებსა და ახლობლებს, რომ წელს, ყველა პატიმრისათვის „გუდვილი“-ს მიერ გადაცემული იქნება სააღდგომო პასკა და წითელი კვერცხები. „გუდვილი“-ს მიერ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოცემული ძღვენის შეტანა დაიწყება მიმდინარე კვირის შაბათ დღეს. ... ...
  • მანანა ქოჩლაძე: “ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“ „ძირითადი პრობლემა, რაც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს, ეს არის მშენებლობის სწორად დაგეგმვის არარსებობა. დღეს საქართველოს თითქმის ყველა მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ისეა დაგეგმილი, რომ მათი სიმძლავრეები ხელოვნურად არის განსაზღვრული. ქვეყანაში არსებული ჰიდროენერგეტიკული ობიექტები ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ“,_ აღნიშნავს “გურია ნიუსთან“ “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე. რაც შეეხება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ქოჩლაძე აცხადებს,  რომ პირველ ეტაპზე მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი ჰესის მშენებლობა არის შესაძლებელი. „საქართველოში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დასაშვები, თუ ის მდინარის ეკოსისტემას არ დააზიანებს. ჯერ მდინარის წლის დინება კარგად უნდა იქნას შესწავლილი, რის შემდეგ შესაძლებელია, სწორად გავთვალოთ, გარკვეულ ადგილზე რამდენი მეგავატიანი სადგურის მშენებლობა არის შესაძლებელი. საქართველოში პირიქით ხდება, ჯერ ინვესტორი კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს აფორმებს, რის შემდეგ გარემოზე ზემოქმედების შეფასებების შესწავლა მიმდინარეობს, რაც დიდი პრობლემაა“. მისივე განცხადებით, აუცილებელია საქართველოში შეიქმნას ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომელშიც აისახება ენერგეტიკის მხრივ  ქვეყანაში რა მოთხოვნილებები არსებობს. “აუცილებელია მოხდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმის შედგენა, რომელშიც მთლიანად აისახება საქართველოში ენერგეტიკის მხრივ რა მოთხოვნილებები არსებობს. ქვეყანაში ენერგეტიკის მოხმარება იზრდება, მაგრამ რის ხარჯზე?! ეს მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ?! სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია არსებობს. ეს სტრატეგია 2016 წლის სექტემბერშია გამოქვეყნებული, რომელშიც ამ დრომდე ერთი სიტყვაც არ შეცვლილა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული დამტკიცებული არ არის“, _ ამბობს ქოჩლაძე. “მწვანე ალტერნატივის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით, ჰესის მშენებლობის შემდეგ, მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. „შესაბამისი სტრუქტურები გარკვეული ჰესის გარემოზე ზემოქმედების გეგმას შედგენის პროცესში მარტივად ამბობენ, რომ  მდინარეში 10% წყლის დარჩენა საკმარისია იმისთვის, რომ მდინარემ იფუნქციონიროს, რაც კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სტანდარტის მიხედვით, თუ მდინარეში 30% ზე ნაკლებ წყალი დარჩება, ეს აპრიორი მათთვის არაობიექტური სტანდარტია. შესაბამისად, ამ მხრივ საქართველოში დიდი პრობლემა არსებობს“,_ აცხადებს ქოჩლაძე. ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალების" წარმომადგენელსა და „ოცნების“ წევრს შორისმარნეულში დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა  "ქართული ოცნების" წევრს სცემა. ინციდენტი გუშინ მოხდა. გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც მმართველი გუნდიდან მარნეულის   22-ე  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია, მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. ამბობს, რომ გუშინ ოლქიდან გამოვიდა რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობიდან” დროებითი კომისიის წევრი ლაშა ქველაძე მიუახლოვდა და ცალკე საუბარი მოსთხოვა, ამის შემდეგ მას ქველაძე ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის  კონკრეტული მიზეზი თაბუკაშვილის განცხადებით, ინციდენტის დროს არ თქმულა. გამოძიება უკვე დაიწყო ძალადობის მუხლით. მომხდარის გამო არავინ ... ...
  • „გუდვილის“ სააღდგომო ძღვენი საქართველოს პატიმრებს (R)საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის „გუდვილი“ სააღდგომო პასკასა და წითელ კვერცხს თხუთმეტივე პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე კვირის შაბათიდან შეიტანს. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ამ გადაწყვეტილებას და პატიმრების სახელით მადლობას უხდის კომპანიას მსგავსი ძღვენისათვის, მით უმეტეს, რომ წარსულში სააღდგომოდ მუდამ არსებობდა პასკისა და წითელი კვერცხის ყველა პატიმრისათვის მიწოდების პრობლემა. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 9 907 თავისუფლებააღკვეთილი პირია, რომელთაგან 7 928 მსჯავრდებულია. ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზარმაცით გამოწვეული სიკვდილი

ცოტა ხნის წინ იტალიურ მასმედიაში...

როდის არის სტრესი ადვილი გადასატანი

ყოველდღიურად ადამიანი უამრავ ძლიერ და...

ვირტუალური სიყვარული

თითქმის ყველა, ვისაც კი შეუძლია,...

ნაშუადღევს ძილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა

ბევრი ადამიანი, ძალიან ხშირად, ნაშუადღევს...

იყავი ყოველთვის ქალი

ჩვენ ისე ხშირად ვცვლით სიტყვა...

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...