თომას შტოლნერი: "მთელი მაღაროს შესწავლას, მინიმუმ, 1 მილიონი დასჭირდება"

მთავარი თემა

თომას შტოლნერი: "მთელი მაღაროს შესწავლას, მინიმუმ, 1 მილიონი დასჭირდება"

2014 ივლ 2 14:13:06

ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელი, ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თომას შტოლნერი, თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მოწვევით ჩამოვიდა.

შტოლნერი ამბობს, რომ საყდრისის ისტორიული მაღაროს ბედი საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მას კი მხოლოდ კარგი რჩევის მიცემა შეუძლია.

"საყდრისის მონუმენტთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მომიწვია . ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, ეს არის რჩევის მიცემა სააგენტოსთვის და სხვა სამთავრობო სტრუქტურებისთვის თუ რა იქნება პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით საუკეთესო გამოსავალს. როგორც იცით საყდრისი მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროა და ის უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის , არამედ მთელი კავკასიური კულტურისთვის. აქ ორი სხვადასხვა ინტერესია: კომერციული და კულტურული მემკვიდრეობის. ვფიქრობ, კომპრომისული ვარიანტი უნდა გამონახოთ."

_ რა ბედი ელის საყდრისის მაღაროს?

_ მე არ ვიცი რა ბედი ელის მაღაროს, ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მე მხოლოდ რჩევის მიცემა შემიძლია. ხვალ ვხვდები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და ესაა სწრედ ის ინსტიტუტი, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

_  აპირებთ თუ არა საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე კვლევების განახლებას?

_ ეს დამოკიდებული იქნება იმ შეთანხმებაზე, რასაც მოლაპარაკების დროს მივაღწევთ არა მარტო სამთავრობო, არამედ არასამთავრობო სექტორთანაც.

_ რას მოიცავს თქვენს მიერ დაგეგმილი კვლევები და მოუწევს თუ არა დამკვეთს 1 მილიონი ლარის გადახდა?

_ მე თავიდანვე განვაცხადე, რომ თუ თქვენ გინდათ .. სამაშველო (Rescue archaeology) ანუ salvage (გადარჩენა) არქეოლოგიის გამოყენება, ანუ სრული ინფორმაციის ამოღება ამ ადგილიდან და თუ ეს მოიცავს მთელს მაღაროს, მაშინ ამ სამუშაოებს მართლაც დასჭირდება დაახლოებით 1 მილიონი ლარი. ეს თანხა დასჭირდებოდა ნებისმიერ მეცნიერს ჩემს ადგილზე, რადგან მას სჭირდება არქეოლოგების, მუშების დაქირავება. დასაქმებულ ადამიანებს კი ხელფასი უნდა გადაუხადო.

_ რა დრო დაგჭირდებათ კვლევებისათვის?

_  ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დრო გვექნება საამისოდ, , რამდენი მუშა და არქეოლოგი გვეყოლება და იმაზეც, თუ რა მაშტაბის კვლევის ჩატარება დაიგეგმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი ხელფასი. მე ვუხდი მუშებს, კოლეგებს, ყველას, ვინც იქ მუშაობს.

სამაშველო ანუ rescue არქეოლოგია, რის შესახებაც თომას შტოლნერი საუბრობს არქეოლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც იმ არტეფაქტების დაუყოვნებლივ და გადაუდებელ შესწავლას გულისხმობს, რომელსაც განადგურების საფრთხე ემუქრება. ეს დაკავშირებულია ძირითადად მოსალოდნელ საომარ მოქმედებებთან, ბუნებრივ მოვლენებთან და ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, როგორიცაა მაგისტრალების მშენებლობა. ამ დროს არქეოლოგების მთავარი მიზანი რაც შეიძლება მოკლე დროში და რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, მილიონი ლარის გადახდას თავად ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG გოლდი გეგმავს, თუმცა კვლევების დაფინანსების ზუსტი წყაროს შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...