ლალი მოროშკინა: "ბრძოლას ვაგრძელებ, სამშობლოში ვბრუნდები"

მთავარი თემა

ლალი მოროშკინა: "ბრძოლას ვაგრძელებ, სამშობლოში ვბრუნდები"

2014 ივლ 4 19:55:22

"ლალი მოროშკინას საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა საფრანგეთში, მათ შორის წამების კომისიაშიც, სადაც ლალის მოუსმინეს და მისი საქმით დაინტერესდნენ", _ ამის შესახებ რადიო "ფრანსის" ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ განაცხადა.

"გურია ნიუსი" ლალი მოროშკინას პარიზში დაუკავშირდა. ის ადასტურებს მის მიერ საფრანგეთის შეთავაზებაზე უარის თქმას და რამდენიმე დღეში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

"ვადასტურებ, რომ მივიღე წინადადება პოლიტიკურ თავშესაფარზე, რადგან ძალიან სერიოზული საბუთები წარვადგინე იმ სამართალდარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ამ ეტაპზე უარს ვაცხადებ პოლიტიკურ თავშესაფარზე,  რადგან მიმაჩნია რომ 2-3 გარეწრის, ბიუჯეტის ქურდის და “ოცნებაში” გადმოპორტირებული ნაც.ზონდერის გამო, არ მსურს უარი ვთქვა საკუთარ სამშობლოზე", _ ამბობს მოროშკინა „გურია ნიუსთან“.

მისივე თქმით, ის კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს და უკანონოდ მითვისებული მილიონების უკან დაბრუნებას აიძულებს.

"იმ კვირაში სოზარ სუბარის საბოლოო პასუხი მექნება და ამის მიხედვით გავაგრძელებ ბრძოლას. ვფიქრობ, რომ პენიტენციური სისტემა ერთხელ და საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს უმეცარი, გაღორებული, სადისტი ადამიანებისგან. იმედია, დარბაისელს დააბრუნებინებენ 3 კვირაში 3 მილიონამდე გახარჯულ საბიუჯეტო თანხებს, რომელიც ქალთა დაწესებულებაში პირადი პაემნების ოთახების აშენებას უნდა მოხმარებოდა. ჩვენს პატიმარ ქალბატონებს არ აქვთ საშუალება მეუღლეებთან და შვილებთან ერთად ღამე გაატარონ, რადგან ამ ჰუმანური იდეის განსახორციელებლად გამოყოფილი ფული დარბაისელმა შთანთქა. ვაკის პოლიციას კი მოუწევს პასუხს გაცემა რატომ არ არის რეაგირება ჩემს საჩივრებზე", _ ამბობს მოროშკინა, რომელიც ივლისის ბოლოს კიდევ ერთხელ შეხვდება წამების კომიტეტის თავმჯდომარეს.

"დიდი მადლობა საფრანგეთს, ნამდვილად დიდი პატივი იყო მათი მხრიდან ასეთი შეთავაზება, მაგრამ მე კომფორტის სანაცვლოდ ბრძოლის ველს არ დავტოვებ! საფრანგეთმა მომცა საშუალება დაუბრკოლებელი, გრძელვადიანი ვიზიტები განვახორციელო ევროკავშირის უფლებადამცველ სტრუქტურებში", _ ამბობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი.

ლალი მოროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობიდან დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დიმიტრი დარბაისელმა მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ამ უკანასკნელმა გასული წლის დეკემბერში დეპარტამენტში არასდეკვატურად მაღალი პრემიების გაცემა გააპროტესტა.




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფერისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...
  • პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნოსაქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 ხმით დაუჭირა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა. „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს 34-მა წევრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...